წვდომის მენიუ

შპს „სქაიტელის“ (ს/კ400013748) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 299

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2026 10:09

მიღების თარიღი ივლისი 02, 2026

შპს „სქაიტელის“ (ს/კ400013748) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2026 წლის 22 მაისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-26-6/5058) მიმართა შპს „სქაიტელის“ დირექტორმა ფიზიკურმა პირმა, არმან ობოსიანმა, კომპანიის პარტნიორის ფიზიკური პირის, ბესიკ მოსაშვილის 30% -იანი წილის შპს „ტელეკომ გრუპის“ (ს/ნ 405858692)   სასარგებლოდ სრულად გასხვისებაზე წინასწარი   თანხმობის   მიცემის   თაობაზე.   ამასთან,   საკითხის   განხილვის   ფარგლებში   შპს „სქაიტელისგან“  გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია N გ.26-06/3449, 01.06.2026 და Nგ.26-08/3706 16.06.2026 წერილებით და ასევე, გავლილ იქნა კონსულტაცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან (კომისიის წერილის Nგ.26-06/3559, 05.06.2026, სააგენტოს წერილი N შ-26-6/5805, 10.06.2026).

შპს „სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3     ძირითადი    საკომუტაციო    ქსელის    შესაბამისი    ელემენტებითა    და    საშუალებებით უზრუნველყოფა

მაგისტრალური  საკომუნიკაციო  ციფრული  სისტემის  სახაზო  (სადენიანი)  გატარების

საშუალებებითა

და/ან

მაგისტრალური

საკომუნიკაციო

ციფრული

(სადენიანი)

სისტემების

ტერმინალური

საშუალებებით

უზრუნველყოფა

 

                   

 

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7     ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელის  ელემენტების  გაფართოებული  რესურსებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1      ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

 

 

 

 

 

საერთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

საქალაქთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

Wi-fi

ოპტიკური

ქსელით

ინტერნეტ

მომსახურება

B.F.4      მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

პარტნიორი/დირექტორი

კომპანიის წილი

ბესიკ მოსაშვილი

30%

ნინო თოთაძე

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

40%

ედუარდ ჯანოაშვილი

10%

 

 

დირექტორი არმენ ობოსიანი

 

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ სომხეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები ჰაიკ ესაიანი და ალექსანდრ ესაიანი.

შპს „სქაიტელი“, მისი პარტნიორები და წარმომადგენელი - დირექტორი არმენ ობოსიანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს “სქაიტელი” ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას საცალო მომსახურების სეგმენტზე მთლიანი საქართველოს გეოგრაფიულ ზონაში   და შესაბამისად   შემოსავლები, აბონენტების რაოდენობა და შესაბამის ბაზარზე მათი წილები შემდეგია:

 

 

 

 

საცალო მომსახურების კატეგორია

შემოსავლები (2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით, ლარი დღგ-ს გარეშე)

 

 

 

ბაზრის წილი

%

 

 

აბონენტების რაოდენობა 2026 წლის აპრილის მდგომარეობით

 

 

 

ბაზრის წილი %

 

მაუწყებლობის ტრანზიტი - სააბონენტო გადასახადი

 

 

 

469 414

 

 

 

0,5%

 

 

 

3,412

 

 

 

0.3%

ფიქსირებული  ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება -

 

 

36 551 568

 

 

 

6.8%

 

 

 

79 636

 

 

 

7%

აღსანიშნავია, რომ შპს ,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარის მომსახურებას. აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა:

 

საბითუმო მომსახურების კატეგორია

შემოსავალი, ლარი დღგ გარეშე (2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით)

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

44 000

 

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი

 

1,371,540.39

 

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარა -

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა

 

178,109.73

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარა

 

 

49,280.64

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება - სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

1,152,608.45

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, კომისია ამავე კანონის 26-27-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს ისეთ კონცენტრაციას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ექცევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  კონცენტრაციების  კონტროლის  მექანიზმის  ფარგლებში,  მაგრამ აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, კომისია მოცემულ შემთხვევაში განცხადებაში აღნიშნულ ტრანზაქციას განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

განსახილველი ტრანზაქციით შპს „სქაიტელის“ ერთერთი დამფუძნებელი, ბესიკ მოსაშვილი, გადის წილობრივი მონაწილეობიდან, ხოლო კომპანიის წილის შემსყიდველი იურიდიული პირი, შპს

„ტელეკომ გრუპი“, არ ფლობს წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში, ხოლო მისი 100%-იანი წილით დამფუძნებელი არტურ ტოროსიანი ასევე არის შპს „აითიენის“ დამფუძნებელი 100%-იანი წილით. შპს „აითიენი“, თავის მხრივ, ფლობს ავტორიზებული პირის, „ქლაუდ ცხრას“, 33%-იან წილს.

შპს „ ქლაუდ ცხრას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ჰოსტინგ მომსახურებაზე და აღნიშნულ სეგმენტზე აქვს 20%-იანი ბაზრის წილი. მისი დამფუძნებლები არიან შპს “ აითიენი” (33%-ი) და შპს “ექსპერტ სოლუშენი ჯორჯია” (67%-ი), ეს უკანასკნელი ასევე არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი და ჰოსტინგ მომსახურების ბაზარზე უკავია 5%-იანი წილი. შპს „ქლაუდ ცხრა“ და შპს „სქაიტელი“ ოპერირებენ ბაზრის სხვადასხვა  სეგმენტებზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „სქაიტელის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „სქაიტელს“ მისი დამფუძნებლის, ფიზიკური პირის, ბესიკ მოსაშვილის კუთვნილი 30%-იანი წილი სრულად გაასხვისოს შპს „ტელეკომ გრუპზე“;

2.  განემარტოს შპს „სქაიტელს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სქაიტელი“   ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6  (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში  ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, „სქაიტელი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.   დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    ამ    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის კომპანიისთვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიისთვის ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები