წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-26-13 / 139

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 14:36

მიღების თარიღი აპრილი 02, 2026

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს  №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 2 აპრილი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) წარმოადგენს მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ  ეროვნულ  მარეგულირებელ  ორგანოს.  კომისიის აპარატის შრომით სამართლებრივი მოწყობა და სტრუქტურა   განისაზღვრება კომისიის დებულებით.

2. ამჟამად მოქმედებს კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის N7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   დებულება“, რის საფუძველზეც, კომისიამ 2023 წლის 20 იანვრის N გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დაამტკიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;

3. 2022 წლიდან დღემდე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  დებულება“- ში ცვლილებები არ განხორციელებულა.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

1.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

2. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.3. „ნორმატიული  აქტების  შესახებ”  საქართველოს  ორგანული  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის თანახმად „ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.“

4.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენებამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“

5. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  1061   მუხლის  პირველი  ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

6. ამავე  კოდექსის  118-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  თანახმად  „ყველას  აქვს  უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.”

7. საქართველოს   ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.”

III. სამოტივაციო ნაწილი

1. ნებისმიერი  ორგანიზაცია  მუდმივად  განიცდის  გარკვეული  სახის  ცვლილებას  და  მის მუშაობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარე და შიდა ფაქტორები, შესაბამისად, ორგანიზაციის სტრუქტურა, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების განაწილება, სამუშაო პროცესები, ყველა ორგანიზაციის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობით მოითხოვს გადასინჯვას;

2. კომისია არეგულირებს  ისეთ სწრაფად განვითარებად სფეროებს, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციები და მაუწყებლობა, შესაბამისად, მუდმივად ცვალებად გარემოში უწევს ოპერირება და ორგანიზაციული ეფექტიანობის მიღწევის მიზნით გარე და შიდა ფაქტორების პერიოდულ შეფასების საჭიროება და მნიშვნელობა, კომისიის შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალია;

3. ზემოაღნიშნულმა პროცესებმა, განვლილ პერიოდში პრაქტიკაში გამოკვეთილმა ზოგიერთმა საჭიროებამ და არსებული ფუნქციების გადასინჯვამ, მოითხოვა დებულებით განსაზღვრული ზოგიერთი ფუნქციის ოპტიმიზაცია, ცვლილება ან/და მათი უკეთ შესრულებისათვის საჭირო ორგანიზაციული ცვლილებები, კერძოდ, ცალკეული სტრუქტურული  ერთეულების  გაუქმება,  გაყოფა ან/და      ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრა და სხვა.

4. ცვლილებები ძირითადად განპირობებულია ადამიანური კაპიტალის, ტექნოლოგიების განვითარებით, შესაბამისი დატვირთვის შემცირებით, რესურსების ოპტიმიზაციისა და კომისიის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ეფექტიანოობის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე;

5.  ამ ეტაპზე   ორგანიზაციის   წინაშე   არსებული   გამოწვევების,   პრიორიტეტებისა   და სამომავლოდ ორგანიზაციისა და სამუშაო პროცესების უფრო მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები  უნდა შევიდეს  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში,  რომელიც უპასუხებს კომისიის  საოპერაციო და სტრატეგიული ამოცანების მიღწევის საჭიროებებს.

6. დებულებაში შესული ცვლილებები გამოიწვევს ორგანიზაციული მოწყობის გადახედვას, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი პოზიციების გაუქმება/მოდიფიცირება.

7. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061, 1065, 118-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს  №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გამოაქვეყნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება,  მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი.

4. ამ  გადაწყვეტილების  პირველ  პუნქტში  მითითებულ  დადგენილების  პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 8 მაისისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (ს. კაციტაძე) აცნობოს კომისიის აპარატის თანამშრომლებს შესაბამისი წარმოების დაწყების თაობაზე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (ს. კაციტაძე) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნებიდან   10  დღის ვადაში კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილების პროექტი;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება, გარდა მე-5 პუნქტისა, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

9. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).

გოგა  გულორდავა       თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები