წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-13 / 328

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2026 10:16

მიღების თარიღი ივლისი 17, 2026 10:16

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№0337, 30.06.2026) კომისიის Nგ-25-13/339 03.07.2026, Nგ-25-13/340 03.07.2026 და Nგ-25-13/341 03.07.2026  გადაწყვეტილებებით მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  274    მუხლის,  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების  ნუსხის“  III  თავის მე-14  მუხლის  ტ)  პუნქტისა  და  V  თავის  21-მუხლისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს ამ   გადაწყვეტილების დანართებში  (თან ერთვის)  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართები ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.    წინამდებარე გადაწყვეტილების დანართები მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4. აღირიცხოს  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული  რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5.    საქართველოს    კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში,    საქართველოს    თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს:

ა) დანართი 1-ით განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ნაწილში-2026 წლის 3 აგვისტოდან;

ბ) დანართი 2-ით განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ნაწილში-2026 წლის 28 ივლისიდან; გ) დანართი 3-ით განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ნაწილში-2026 წლის 18 ივლისიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8.  გადაწყვეტილება, დანართების გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

 

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები