წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-13 / 346

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 17:24

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№0389, 15.07.2026) კომისიის Nგ-25-13/415 31.07.2025, გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების  ნუსხის“  III  თავის მე-14  მუხლის  ტ)  პუნქტისა  და  V  თავის  21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს ამ გადაწყვეტილების დანართებში  (თან ერთვის)  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საკომუნიკაციო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართები ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.    წინამდებარე გადაწყვეტილების დანართები მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4. აღირიცხოს  საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული  რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს:

ა) დანართი 1-ით განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ნაწილში-2026 წლის 8 აგვისტოდან; ბ) დანართი 2-ით განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ნაწილში-2026 წლის 24 აგვისტოდან;

გ) დანართი 3-ით განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ნაწილში-2026 წლის 14 სექტემბრიდან;

7.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8.    გადაწყვეტილება, დანართების გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები