შპს „ნეირატელისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2026 17:17
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2026
შპს „ნეირატელისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: შპს „ნეირატელ“ კომისიის სხდომის თარიღი: 13.08.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგდომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ნეირატელმა” (ს/ნ 400470398) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/6765, 04.08.2026) კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფისთვის პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის დამისამართების პრეფიქსის მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნეირატელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
3. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენ ლისწინებული პორტირების ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4 ციფრიანია. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.
4. გამომდინარე იქედან, რომ შპს „ნეირატელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე და კომისიის 2026 წლის 13 აგვისტოს №გ-26-15/372 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N919 და N920 უფლებებს ფიქსირებული ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, 2000 სააბონენტო ნომერზე, შპს „ნეირატელს” დამისამართების პრეფიქსი ესაჭიროება სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიანიჭოს შპს „ნეირატელს” დამისამართების პრეფიქსი 7-5-1-5 (შვიდი-ხუთი-ერთი-ხუთი), ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ნეირატელს“ (ს/ნ 400470398) ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-5-1-5 (შვიდი-ხუთი-ერთი-ხუთი) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმებამდე/შეჩერებამდე ან/და პორტაბელურობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ნეირატელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „ნეირატელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
