წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მ. კობერიძის, კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-26-16 / 124

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2026 15:16

მიღების თარიღი მარტი 19, 2026

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მ. კობერიძის, კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის საჩივრის განხილვის თაობაზე

მომჩივანი: მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე და გიორგი ფაჩუაშვილი.

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“.

დავის საგანი:  შპს  „ტელეიმედისთვის“  კანონმდებლობის  დარღვევისთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 26 თებერვალი და 19 მარტი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საჩივარი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  (შემდგომში - კომისია)შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-9/443, 16.01.26) მომართეს მარიამ  კობერიძემ, კონსტანტინე ჯაფარიძემ  და  გიორგი ფაჩუაშვილმა (შემდგომში - მომჩივანები/საჩივრის ავტორები).

2.საჩივარში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 12 ოქტომბერს, 21:23:24 სთ-ზე,  ტელეკომპანია „ტელეიმედის“ ეთერში  განთავსებულ  გადაცემაში - „იმედის  კვირა“  გავიდა სიუჟეტი „ექსტრემიზმი განათლების ნაცვლად“, ხოლო,  19 ოქტომბერს,  20:18:29 სთ-ზე, განთავსდა სიუჟეტი „ევროკომისიის   როლი   ხელოვნურ   პროტესტში“.   აღნიშნული   სიუჟეტები, მაუწყებელმა, ასევე, განათავსა სოციალურ ქსელში (‘’Facebook”) თავის პლატფორმაზე.1

3.საჩივრის  მიხედვით,   სიუჟეტები   საჩივრის   ავტორებს   წარმოაჩენენ   როგორც   უცხო სუბიექტების გავლენის   ქვეშ   მყოფ,   იდეოლოგიურად   მართულ   პირებს,   რომლებიც თითქოსდა ექსტრემისტულ და ტერორისტულ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით გადიან ტრენინგებსა და  იდეოლოგიურ  დამუშავებას.  მსგავსი  გაშუქება  სტუდენტების  მიმართ ქმნის მცდარ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციას შემლახავ წარმოდგენას, რომელიც მიზნად ისახავს მათ დისკრედიტაციას საზოგადოებაში.

1https://www.imedi.ge/ge/video/206907/evrokomisiis-roli-khelovnur-protestshi#!?from=1760832000&page=1&to=1760832000&type=2 https://www.facebook.com/reel/1160245035446302

4.    საჩივარში მითითებულია, რომ 12 ოქტომბრის სიუჟეტში, ჟურნალისტი აცხადებს: ,,უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კურატორობით სტუდენტურ ბანაკებსა თუ ,,ფრანკლინის კლუბის“ ე.წ. საგანმანათლებლო  ცენტრებში  ახალგაზრდების  გადამზადების  ფაქტებს „იმედის კვირა“ თვეზე მეტია გიყვებათ. ჩვენი რეპორტაჟებიდან იგებდით, როგორ ხდებოდა ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება. როგორ უღვივებდნენ სიმპათიებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ქმედებების მიმართ და როგორ ატრენინგებდნენ ახალგაზრდების კონკრეტულ ჯგუფებს სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის ...“. ჟურნალისტის განცხადება აღწერილია საგანმანათლებლო დაწესებულებაში - „ფრანკლინის კლუბის“ ფინალურ პრეზენტაციაზე გადაღებული კადრებით, რომელშიც, სხვა სტუდენტებთან ერთად, მკაფიოდ ჩანან საჩივრის ავტორები მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე და გიორგი ფაჩუაშვილი. გიორგი ფაჩუაშვილის სახელი და გვარი საპრეზენტაციო ფაილზეა გამოტანილი, შესაბამისად, მისი ვინაობა დადგენადია და იგი იდენტიფიცირდება არა მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით, არამედ სახელისა და გვარის მეშვეობითაც.

5.    საჩივრის    მიხედვით,  19  ოქტომბრის სიუჟეტში საჩივრის ავტორების კადრების გამოქვეყნებამდე (20:18:18), ჟურნალისტი აცხადებს, რომ „მომავლის აკადემია“ ალექსანდრე ზიბზიბაძემ დააფუძნა ... ,,ფრანკლინის კლუბში“ სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში, ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა“. ხოლო კადრს მოსდევს ციტატა - „იმედის კვირამ“ არაერთი სიუჟეტი მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო ...“

6.  საჩივრის   ავტორების   განცხადებით,   სიუჟეტების   შინაარსი   და   ვიზუალური   ნაწილი საჩივრის ავტორებს პირდაპირ უკავშირებენ ძალადობრივ ან ექსტრემისტულ ქმედებებს. ასეთი ფორმით გაშუქებამ შექმნა ცრუ და დამაზიანებელი წარმოდგენა საჩივრის ავტორების შესახებ, რაც სერიოზულად შეეხო მათ პირად და პროფესიულ რეპუტაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სიუჟეტების ფონად გამოყენებულია საპროტესტო აქციების კადრები, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ საჩივრის ავტორებთან. ამგვარი მონტაჟით მაყურებელში იქმნება მცდარი ასოციაცია, თითქოს ავტორები მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, რაც მათი დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მაუწყებელმა არცერთ ეტაპზე არ მიმართა საჩივრის ავტორებს პოზიციის მოსასმენად და არ შეეცადა, გაემყარებინა თავისი მტკიცებები ობიექტური და გადამოწმებული ფაქტებით.

7. საჩივრის ავტორების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა იგი არ არის შეუზღუდავი. აღნიშნული უფლება თავისი ბუნებით მოითხოვს პასუხისმგებლიან გამოყენებას და მისი რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დასაშვებ შეზღუდვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის  წინააღმდეგობაში მოდის სხვა  ფუნდამენტურ უფლებებთან ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებთან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ინტერესთა სამართლიანი ბალანსის დაცვა, რათა დაცული იქნეს როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე სხვა პირთა პიროვნული ან საზოგადოებრივი უფლებები. ანალოგიური მიდგომას  ავითარებს    კომისია  თავის Nგ-25-16/392  გადაწყვეტილებაში  - ,,ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“, რომელშიც მიუთითებს, რომ ,,მთელ რიგ შემთხვევებში, დადგენილი წინაპირობების არსებობისას, სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან და ინტერესებთან შეპირისპირებისას, ინტერესთან ბალანსის დასაცავად დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა’’.

8. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  თანამედროვე  ინფორმაციულ  საზოგადოებაში  მასმედია წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს, რომელიც გავლენას ახდენს როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ისე კონკრეტული პიროვნებების შესახებ საზოგადოებაში არსებული აღქმის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟურნალისტური საქმიანობისას - განსაკუთრებით კი ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის გავრცელებისას - პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა. ინფორმაციის გაშუქებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტე, ობიექტურობა და კონტექსტის შესაბამისობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა რეპუტაციის ან ღირსების დაზიანება.

9.    საჩივრის   მიხედვით,  2025  წლის 1 აპრილიდან მოქმედი ცვლილებების თანახად,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით კომისიის კონტროლის საგნად განისაზღვრა ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიცაა ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე. კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს სათანადო სიზუსტითა და სანდოობით. ჯეროვანი სიზუსტე წარმოადგენს როგორც მაუწყებლობის, ისე მთლიანად მედიის საქმიანობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მედიის ძირითად დანიშნულებას - საზოგადოებისთვის ზუსტი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას. ამ პრინციპის დაცვა უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ და წარმოადგენს მაუწყებელსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობის მთავარ საფუძველს. სწორედ ნდობის შენარჩუნება და ფაქტობრივ სიზუსტეზე დაყრდნობილი მაუწყებლობა არის ის ბირთვი, რომელზეც დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის რეპუტაცია და პასუხისმგებლობა დგას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლთან მიმართებით, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის აბსოლუტურ ვალდებულებას, რომ ეთერში გადაცემული ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია იყოს სრულად და უპირობოდ ზუსტი. კანონის თანახმად, მაუწყებლის პასუხისმგებლობა ვრცელდება იმაზე, რომ მან გასწიოს სათანადო და გონივრული ძალისხმევა ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, შეამოწმოს წყაროები და დაიცვას ფაქტების გადამოწმების სტანდარტები. ,,ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებაში (Nგ-25-16/392) მითითებულია, რომ ,,მაუწყებელი ვალდებულია, გასწიოს სათანადო ძალისხმევა გადაცემული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად’’.

10.  მომჩივანთა განმარტებით, ტელეკომპანია „იმედმა“ ვერ/არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალება და ზომა, რაც უზრუნველყოფდა გადაცემულ ინფორმაციაში ფაქტების სიზუსტესა და უტყუარობას. შესაბამისად, მაუწყებელმა ვერ შეასრულა იმ ხარისხის სიფრთხილის ვალდებულება, რომელიც მოეთხოვება ჟურნალისტურ საქმიანობასა და მაუწყებლობის კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის გაწეული ძალისხმევა უნდა იყოს „ჯეროვანი“ და შეესატყვისებოდეს გაშუქებული საკითხის ბუნებას, პროგრამისა და მაუწყებლის კატეგორიას, მასალის მიმართ აუდიტორიის მოლოდინს და ინფორმირების დონეს’’ შესაბამისად, მაღალი აქტუალობის საკითხის   გაშუქება   მაუწყებელს   მეტად  ვალდებულს   ხდის   მოახდინოს   ფაქტების ,,ჯეროვანი’’ გადამოწმება, რათა არ იქნას დარღვეული ადამიანის პირადი ცხოვრება და არ მიადგეს რეპუტაციული ზიანი. ,, მაუწყებელი გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს ისეთი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის პირად ცხოვრებასა და რეპუტაციაზე.’’

11. საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები ქმნის საჩივრის ავტორების მცდარ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციას შემლახავ ასოცირებას „უცხო ქვეყნების გავლენებთან“. სიუჟეტში ავტორები წარმოჩენილნი არიან, როგორც ძალადობრივ ქმედებებში „დატრენინგებული“ პირები, რომელთა მიზნად ჟურნალისტი ასახელებს პროვოკაციების მოწყობასა და სამართალდამცავებზე თავდასხმას.

აღნიშნული ნარატივი აჩენს მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს საჩივრის ავტორები რეალურად იყვნენ ჩართული ან მზად იყვნენ ჩართულიყვნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებში. მსგავსი ინტერპრეტაცია იწვევს მათ მიმართ უარყოფით საზოგადოებრივ დამოკიდებულებას და სერიოზულად ზიანს აყენებს მათ რეპუტაციასა და ღირსებას. სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია არ ემყარება დადასტურებულ ფაქტებს. მაუწყებელმა არ წარმოადგინა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ბრალდებების სიზუსტესა და სანდოობას. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, ტელეკომპანია „იმედს“ არ მიუღია არცერთი გონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეთერში გასული ინფორმაცია ყოფილიყო ფაქტობრივად სწორი და გადამოწმებული. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მაუწყებელმა არ მიმართა საჩივრის ავტორებს, რათა მოესმინა მათი პოზიცია სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასევე, არ განხორციელებულა დამოუკიდებელი გადამოწმება ან დამატებითი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა ამ ბრალდებების რეალურობას.

12. მომჩივანთა განცხადებით, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო ფაქტების სიზუსტითა და მიუკერძოებლობით გადმოცემა და არ გამოიყენა კანონით მოთხოვნილი ზომები ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული ქმედებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი და 2-ე პუნქტები. ასევე, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება - გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი და გონივრული საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველყოს ეთერში გასული ინფორმაციის წყაროს სანდოობა და ფაქტობრივი სიზუსტე. ამავე ნორმებით აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს აშკარად მცდარ, გადაუმოწმებელ ან შეცდომაში შემყვან მონაცემებს.

13. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  სიუჟეტებში  დარღვეულია  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით დადგენილი პრინციპები, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ბალანსის პრინციპების დაცვა თითოეული პროგრამის ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. აღნიშნული ნორმა გარანტიას აძლევს აუდიტორიას, რომ მაუწყებლის მიერ გაშუქებული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით, სხვადასხვა მხარის პოზიციის გათვალისწინებით. სიუჟეტის შინაარსი აშკარად სცილდება ფაქტობრივი ინფორმაციის სამართლიანად და ობიექტურად გადმოცემის მიზანს/ვალდებულებას. აღნიშნული სიუჟეტი არღვევს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან მასში ნათლად იკვეთება მხოლოდ ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც მიზანმიმართულად ასახავს „ფრანკლინის კლუბთან“ დაკავშირებულ სტუდენტებს ნეგატიურ კონტექსტში.

14.  საჩივრის ავტორების განცხადებით, მაუწყებელს არ დაუბალანსებია სიუჟეტი საპირისპირო მოსაზრებებით,  საჩივრის  ავტორებისთვის  არ  მიუცია  პოზიციის  გაჟღერების შესაძლებლობა გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შედეგად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებისთვის ობიექტური და სამართლიანი ინფორმაციის მიწოდება რაც არღვევს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ჟურნალისტის თითოეული მტკიცება, მაგ. „როგორ ატრენინგებდნენ ახალგაზრდების  კონკრეტულ  ჯგუფებს  სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის  ...“  ან „რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო ...“, წარმოდგენილია როგორც დადასტურებული ფაქტი, თითქოს ჩვენ, სტუდენტები, ვეთანხმებოდით მსგავს ტრენინგებში მონაწილეობას, რომელიც ორიენტირებულია ძალადობრივ ქმედებებზე. ამავდროულად, სიუჟეტის სტრუქტურა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საჩივრის ავტორებმა, რეალურად, განვახორციელეთ მსგავსი ქმედებები, რაც ქმნის ცრუ და შეუსაბამო წარმოდგენას მაყურებლისთვის. ამრიგად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო ფაქტობრივი ცნობების და ჟურნალისტის სუბიექტური ინტერპრეტაციის მკაფიო გამიჯვნა, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის   შესახებ   საქართველოს   კანონის   54-ე   მუხლის   მეორე   პუნქტისა  და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მაუწყებელს ახალი ამბების პროგრამაში ევალება ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა.

15. საჩივარში  აღნიშნულია,  რომ  სიუჟეტებით  დარღვეულია  ,,მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 54¹ მუხლი და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. მაუწყებლების მიერ ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისას დადგენილი სტანდარტების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ადამიანის რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური ინტერესი. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული კონსტიტუციური გარანტია მოიცავს პირადი ცხოვრების მრავალ კომპონენტს, მათ შორის ადამიანის რეპუტაციის დაცვის უფლებას, რომელიც ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რეპუტაციაზე ისეთი თავდასხმა, რომელიც უშლის ხელს პირადი ცხოვრების განხორციელებას ან ზიანს აყენებს პიროვნულ ღირსებას, განიხილება როგორც კონვენციით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა.

16.  მომჩივანთა განმარტებით, სიუჟეტებში წარმოდგენილი ცრუ და გადაუმოწმებელი ცნობები ქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს საჩივრის ავტორები ჩართულნი იყვნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებში, რაც მათი პირადი ცხოვრების, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უფლების უხეშ შეზღუდვას წარმოადგენს. მაუწყებლის ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს და ასევე არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებას. სიუჟეტში გამოყენებული კადრები გადაღებულია „ფრანკლინის კლუბის“ დახურულ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე („ფინალური პრეზენტაცია“) და თავდაპირველად აღებული იყო მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. მაუწყებლის მიერ აღნიშნული კადრების გამოყენება მონაწილეთა თანხმობის გარეშე, მით უმეტეს კონტექსტში, რომელიც მათ უკავშირებს ძალადობას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. მაუწყებელმა არ გამოიყენა გონივრული ზომები, რათა უზრუნველეყო, რომ ეს მასალა არ გამხდარიყო პირადი ცხოვრების უფლებაზე უსაფუძვლო შეზღუდვის საშუალება.

17.  მომჩივანთა განცხადებით, მაუწყებელმა დაარღვია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი, რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას. იდენტიფიცირებადი სტუდენტების საჯაროდ ძალადობასთან დაკავშირება ზრდის მათი უსაფრთხოებისკენ მიმართულ რისკებს, ონლაინ ძალადობის, მუქარის, ჩაგვრის, სტიგმის და ზიანის რეალურ საფრთხეს. მაუწყებლის მიერ იდენტიფიცირებადი სტუდენტების საჯაროდ ძალადობასთან ან ტერორიზმთან დაკავშირება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ვინაიდან ასეთი კონტენტი არა მხოლოდ სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, არამედ ქმნის მტრულ და საფრთხის შემცველ სოციალურ გარემოს კონკრეტული პირების მიმართ. აღნიშნული პრაქტიკა აძლიერებს დეჰუმანიზაციისა და კოლექტიური ბრალის დაკისრების ნარატივს, რაც საზოგადოებაში აღვივებს აგრესიას და ამართლებს ძალადობრივ დამოკიდებულებებს.

18.  საჩივარში აღნიშნულია, რომ გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენის მიზნით, მომჩივანებმა მიმართეს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს, რომელმაც მიიღო დაუსაბუთებული გადაწყვეტილება. მომჩივანთა განმარტებით, წინამდებარე საჩივრით არ საჩივრდება თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება, თუმცა განმარტავენ, თუ რატომ არის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი. თვითრეგულირების ორგანომ ორ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ მაუწყებელს არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები. პირველი - სიუჟეტი ეხებოდა არა კონკრეტულ პირებს, არამედ ორგანიზაციებს და მეორე - განმცხადებლების გამოჩენა ხდებოდა ძალიან მცირე ქრონომეტრაჟით (3 წამამდე).

19.  მომჩივანთა განცხადებით, თვითრეგულირების ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა და არ შეისწავლა სიუჟეტების ტექსტი, რომელსაც მიზანში ამოღებული არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ სტუდენტებიც ჰყავდათ: ,,რეპორტაჟებიდან მაყურებელი იგებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობისთვის, როგორ უღვივებდნენ მათ სიმპათიებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ქმედებების მიმართ და როგორ ტარდებოდა ტრენინგები სამართალდამცველებთან შეტაკებისთვის სპეციალურად შერჩეული ახალგაზრდების ჯგუფებთან”. „იმედის კვირამ არაერთი სიუჟეტი მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო...“. აღნიშნული ტექსტის და მასში გამოთქმული ბრალდებების სრულფასოვანი შეფასების გარეშე, ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზისა ლოგიკური დასაბუთების მოთხოვნებს. ამავდროულად, თვითრეგულირების ორგანოს არ შეუფასებია, ის ფაქტი, რომ კადრები სოციალურ ქსელსა თუ მედიაში უკვე გავრცელებული იყო კონკრეტული მიზნებისთვის, ეს ტელეკომპანიას a priori აძლევს თუ არა მათი განსხვავებული მიზნებისთვის დამუშავების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორების გამოსახულებები თავდაპირველად გადაღებულ იქნა „ფრანკლინის კლუბის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თუმცა, აღნიშნული კადრები შემდგომ გამოყენებულ იქნა სრულიად განსხვავებული მიზნისთვის, კერძოდ საჩივრის ავტორების დისკრედიტაციისა და მათი ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირების მიზნებისთვის.

20. საჩივრის ავტორთა განმარტებით, თვითრეგულირების ორგანოს არგუმენტი გადაცემის ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით, იმ მტკიცებასთან ერთად, რომ სიუჟეტში ,,პირადი ცხოვრების შემცველი არცერთი ინფორმაცია, მათ შორის არც პერსონალური მონაცემი არ გაჟღერებულა „იმედის კვირის“ ჟურნალისტების მხრიდან“, მკაფიოდ წარმოაჩენს ორგანოს უუნარობას სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, როგორც ,,პერსონალურ მონაცემის”, ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტურ უფლების არსს. თვითრეგულირების ორგანოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ სიუჟეტში „პერსონალური მონაცემები არ გაჟღერებულა“ მცდარია, რადგან კანონის მიხედვით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, კადრებში ჩანდა, განმცხადებელთა ვიზუალური გამოსახულება და სახელი და გვარი. სახის ვიზუალური გამოსახულება, რომელიც იძლევა ინდივიდის უნიკალურ იდენტიფიცირებას, მკაცრი დაცვის საგანია. ასევე, „ფრანკლინის კლუბთან“ კუთვნილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებულ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად. ამავდროულად, ტელეკომპანიამ გამოიგონა მონაცებემი განმცხადებელთა ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებთან კავშირის შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტას იმის თაობაზე, რომ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ორგანომ საერთოდ არ დაასაბუთა რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ იდენტიფიცირებადი სტუდენტების საჯაროდ ძალადობასთან დაკავშირება ზრდის მათი უსაფრთხოებისკენ მიმართულ რისკებს, ონლაინ ძალადობის, მუქარის, ჩაგვრის, სტიგმის და ზიანის რეალურ საფრთხეს.

21. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე, საჩივრის ავტორებმა დააზუსტეს მაუწყებლის მიერ დარღვეული ნორმები და მოითხოვეს: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 541 მუხლის პირველი პუნქტისა და 552  მუხლის პირველ პუნქტის დარღვევის გამო შპს ,,ტელეიმედს“ დაეკისროს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალოს:

 ამოიღოს სადავო სიუჟეტები სატელევიზიო ეთერიდან, ტელეკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან.

  უარყოს განმცხადებელთა შესახებ გავრცელებული არაზუსტი, გადაუმოწმებელი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია იმავე გადაცემაში და იმავე ფორმატით, რომელშიც აღნიშნული სიუჟეტები გავრცელდა.

  შეიკავოს  თავი  მსგავსი  შინაარსის  და  ფორმის  კადრების  ან ინფორმაციის გამოყენებისგან მომავალში, მათ შორის სხვა სატელევიზიო სიუჟეტებსა და ონლაინ მასალებში.

  აეკრძალოს ტელეკომპანია „ტელეიმედს“ სადავო კადრების გამოყენება ნებისმიერ სხვა სიუჟეტში, გადაცემაში ან ონლაინ პოსტში, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორთა დისკრედიტაციის შთაბეჭდილება.

    მომჩივანებისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

22.  ,,შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ მ. კობერიძის, კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-16/67 გადაწყვეტილებით საჩივარი შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - „იმედის კვირა“ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განსახილველად იქნა მიღებული და დავის განხილვის დღედ განისაზღვრა

2026 წლის 26 თებერვალი. ამასთან, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

23. კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მომჩივანთა მხრიდან გამოცხადნენ მ. კობერიძე, რომელიც, ასევე წარმოადგენდა კ. ჯაფარიძეს და გ. ფაჩუაშვილს, კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის    წარმომადგენელი გ.  გაზდელიანი  და  შპს  ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ა. ვაზაგაშვილი.

2. მომჩივანთა პოზიცია

24.  კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მ. კობერიძემ მხარი დაუჭირა საჩივარს, ასევე დაზუსტებულ დავის საფუძვლებს და საგანს,   და განმარტა, რომ გადაცემაში - ,,იმედის კვირა“ განთავსებულ სიუჟეტში ისინი წარმოჩენილები არიან როგორც ძალადობრივ ქმედებებში დატრენინგებული პირები, რომელთა მიზნად ჟურნალისტი ასახელებს პროვოკაციების მოწყობასა და სამართალდამრღვევებზე თავდასხმას. ამასთან, აჩენს მცდარ შთაბეჭდილებას თითქოს ისინი რეალურად იყვნენ ჩართულები ან მზად იყვნენ ჩართულიყვნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ ქმედებებში. მან აღნიშნა, რომ სიუჟეტი ახდენს მცდარ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ასოცირებას უცხო ქვეყნის გავლენებთან, რაც იწვევს მათ მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას და სერიოზულ ზიანს აყენებს მათ რეპუტაციასა და ღირსებას. სიუჟეტში გამოყენებულია მათი პერსონალური ვიზუალური მონაცემები და გარკვეულ ჯგუფთან მათი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.  მ. კობერიძემ აღნიშნა, რომ კადრები მომჩივანთა იდენტიფიცირებით გადაღებული იყო ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტების პრეზენტაციაზე და სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა კონკრეტული მიზნით, კერძოდ, მომხდარიყო სტუდენტების წარმატების გაშუქება, რის შესახებ ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულები. მ. კობერიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541  მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების  ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა. შესაბამისად, სოციალურ ქსელში, მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პლატფორმაზე კადრების გავრცელება ავტომატურად არ აძლევს ტელეკომპანიას იმის უფლებას, რომ კადრები აიღოს და დაამუშაოს თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით და სტუდენტები, რომლებიც ჩანან კადრებში, წარმოაჩინოს ნეგატიურ კონტექსტში.

25.  კ. ჯაფარიძისა და გ. ფაჩუაშვილის წარმომადგენელმა გ. გაზდელიანმა აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოირჩევა მაღალი დაცვით. აღნიშნული უფლება მოიცავს არაერთ კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირის პირადი რეპუტაცია და მისი დაცულობა. მაუწყებლის მიერ რეპორტაჟში წარმოდგენილი მასალა და გადაუმოწმებელი ცნობები ქმნიან საჩივრის ავტორთა მიმართ მცდარ წარმოდგენას, წარმოაჩენენ მათ ტერორიზმსა და ძალადობაში მონაწილე პირებად და ძალადობრივი დემონსტრაციების მთავარ ავტორებად. მომჩივანები სრულად იდენტიფიცირებულები არიან აღნიშნულ სიუჟეტში, რაც წარმოადგენს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლს. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამოყენებას რაიმე ფორმით. საჩივრის ავტორები პირდაპირ დაკავშირებული არიან ტერორისტულ და ძალადობრივ ქმედებებთან, რაც ქმნის მათ მიმართ ონლაინ ძალადობის, ბულინგის, მუქარის, ჩაგვრისა და ზოგადად ზიანის მიყენების ძალიან მაღალ რისკს, ქმნის საფრთხის შემცველ გარემოს, იწვევს და აღვივებს მათ მიმართ აგრესიას საზოგადოებაში. წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ რეპორტაჟში არ არის გამიჯნული ფაქტი და მოსაზრება, რაც მაყურებელს უქმნის განცდას, რომ ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული თითოეული ცნობა არის ფაქტი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც არ შეესაბამება რეალობას.

3. მოპასუხის პოზიცია

26.  კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ა. ვაზაგაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში სიუჟეტი მომზადდა არა საჩივრის ავტორების, არამედ ,,ფრანკლინის კლუბის“ შესახებ. შესაბამისად, კანონით დადგენილი მოთხოვნები - ჯეროვანი სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ა.შ. - თავად სიუჟეტს მიემართება  და  არა  მის  2-3  წამიან ჩანართს  მომჩივანთა  გამოსახულებით,  რომელიც ,,ფრანკლინის კლუბის“ მიერ იყო გასაჯაროებული და მაუწყებლის მიერ სიუჟეტისთვის გამოყენებული. სიუჟეტი აწყობილი იყო მთლიანად ორგანიზაციის საქმიანობაზე, მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ტრენინგზე და დაფუძნებული იყო ორგანიზაციის მიერ მის შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, რაც სავალდებულოა მაუწყებელმა დაიცვას სიუჟეტის მომზადების დროს მიმართული იყო იმ ორგანიზაციისკენ, რომლის შესახებაც მომზადდა ეს სიუჟეტი. აქედან გამომდინარე, იმ პირებთან დაკავშირება, რომლებიც ამ ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებულ  კადრებში მოხვდნენ, თუნდაც ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის დასაცავად, ვერ იქნებოდა რელევანტური მოქმედება იმდენად, რამდენადაც სიუჟეტი მომჩივანებს არ ეხებოდა. მაუწყებლის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ კადრი, რომელიც თავად ,,ფრანკლინის კლუბის“ მიერ იყო გასაჯაროებული ორგანიზაციის საქმიანობის ჩამონათვალთან ერთად, სიუჟეტში გამოყენებული იქნა სწორედ ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენის მიზნით.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა

27.  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის  დასკვნაში (№26-10-613,  11.03.2026)  აღნიშნულია,  რომ  2026  წლის  16  იანვარს  კომისიაში  შემოვიდა მარიამ  კობერიძის,  კონსტანტინე  ჯაფარიძის  და  გიორგი  ფაჩუაშვილის  (შემდგომში  - „მომჩივნები“)    საჩივარი (კომისიაში  რეგისტრაციის  N  შ-26-9/443;  16.01.2026)  შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ. საჩივარში მითითებულია, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალური ქსელში გავრცელებულ სიუჟეტებში - „ექსტრემიზმი განათლების ნაცვლად“ (გადაცემა „იმედის კვირა“, 12.10.2025) და „ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“ (გადაცემა „იმედის კვირა“, 19.10.2025) განთავსებულია კადრი საჩივრის ავტორების გამოსახულებით და ერთ-ერთის სახელი და გვარის მითითებით. მომჩივნების განცხადებით, სიუჟეტებში ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები მათ წარმოაჩენს როგორც უცხო სუბიექტების გავლენის ქვეშ მყოფ, იდეოლოგიურად მართულ პირებს, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით გადიან ტრენინგებსა და იდეოლოგიურ დამუშავებას. სიუჟეტების შინაარსი და ვიზუალური ნაწილი მათ პირდაპირ უკავშირებს ძალადობრივ ქმედებებთან და იქმნება მცდარი ასოციაცია, თითქოს ისინი მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არა მხოლოდ სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, არამედ ქმნის მტრულ გარემოს მათ მიმართ. მომჩივანები, ასევე განმარტავენ, რომ მაუწყებელმა არცერთ ეტაპზე არ მიმართა საჩივრის ავტორებს პოზიციის მოსასმენად და არ შეეცადა გადაემოწმებინა ფაქტები. ამასთან, საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადაღებული კადრის სიუჟეტში მათი თანხმობის გარეშე განთავსებით, მით უმეტეს კონტექსტში, რომელიც მათ უკავშირებს ძალადობასა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნები წარმოდგენილი საჩივრისა და კომისიის    სხდომაზე    გაკეთებული    განმარტების    თანახმად    უთითებენ,    რომ    შპს „ტელეიმედის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ასევე, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების, 541 მუხლის 1-ელი პუნქტისა და 552 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.

28. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ   2025   წლის   19  ოქტომბერს,   გადაცემა   „იმედის   კვირაში“   გასული   სიუჟეტი   - „ევროკომისიის   როლი  ხელოვნურ   პროტესტში“   მართლაც   იყო   განთავსებული   შპს „ტელეიმედის“ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალური ქსელში. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მომჩივნების საჩივრისა და თანდართული სიუჟეტის საფუძველზე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი საჩივრის თითოეულ საფუძველთან მიმართებით მიუთითებს შემდეგს:

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სავარაუდო დარღვევა

29.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.2 დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ

2კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.5.

მიმდინარე,  არამედ  -  ისტორიული  მოვლენების  შესახებ  მონაცემებს.  ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.3 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.4

30. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ განსახილველი სიუჟეტი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას. ჟურნალისტი იკვლევს ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე განაწილების სქემას და თანხის გამოყენებას, ასევე ორგანიზაციების საქმიანობას. სიუჟეტის მიზანია მაყურებელს გააცნოს გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებების და მასზე დაყრდნობით გაკეთებული ბრალდებების და დასკვნების შესახებ.

31.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, სიუჟეტში მომჩივნების გამოსახულებით რამდენიმე წამიანი კადრის გამოჩენამდე და გამოჩენის შემდეგაც საუბარია ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბზე“ და „მომავლის აკადემიაზე“. შესაბამისად, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციაც ამ ორგანიზაციებს და მათ/მათი დამფუძნებლის საქმიანობას მიემართება და არა თავად საჩივრის ავტორებს, რომლებიც თავად „ფრანკლინის კლუბის“ მიერ გასაჯაროებულ კადრებში ხვდებიან. ის, რომ სიუჟეტი და გაჟღერებული ინფორმაცია ორგანიზაციებს ეხებათ და არა მომჩივნებს, თავად მომჩივანი მხარის მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, რომლის მიხედვით, კადრში მომჩივნების იდენტიფიცირება (ვიზუალური და სხვა სახის პერსონალური მონაცემი) რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, თავს დაინტერესებულ პირებად არ ჩათვლიდნენ და არც საქმისწარმოებას დაიწყებდნენ. ამასთან, სიუჟეტში არსად არ არის ნათქვამი, რომ მომჩივნები უცხო სუბიექტის გავლენის ქვეშ მყოფი იდეოლოგიურად მართული პირები არიან, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით გადიან ტრენინგებსა და იდეოლოგიურ დამუშავებას. არ არის ნახსენები, რომ ისინი მონაწილეობდნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ მოქმედებებში და მათ მიზანს პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამოდინარე, მომჩივნების მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დარღვევას არ აქვს ადგილი, ვინაიდან სიუჟეტში მომჩივნებს არ ეხებათ და მომჩივნების მიმართ ზემოხსენებული ინფორმაცია არ არის გადმოცემული.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სავარაუდო დარღვევა

32. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი  დასკვნაში მითითებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს

3 იქვე, გვ.6.

4  იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, ხოლო, მე-2 პუნქტის მიხედვით ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, საჩივარში მითითებული სიუჟეტი რა ტიპის გადაცემაში იყო განთავსებული, რადგან 54-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ ახალი ამბების პროგრამაზე.

33.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახალი ამბების პროგრამის იდენტიფიცირებას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ახალი ამბების პროგრამად, როგორც წესი, ფასდება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: ახალი ამბების პროგრამა ფაქტობრივია და პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას; ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი, სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ და აუდიტორიას უშუალოდ აწვდიან      ყოველდღიურ    ინფორმაციას;    სტუდიაში    შესაძლებელია    იყოს    ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას; ახალი ამბები თანმიმდევრულად, როგორც წესი, წინასწარი განსაზღვრული თანმიმდევრობის მიხედვით მიეწოდება აუდიტორიას და გამოირჩევა მოკლე ფორმატით; ახალი ამბების წარდგენისას ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ სიუჟეტებით ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც შეიცავს მიმდინარე მოვლენებისა და საკითხების ახსნას ან ანალიზს, მათ შორის, მასალებს, რომლებიც შეეხება პოლიტიკურ ან ინდუსტრიულ დებატებს ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ახალი ამბების პროგრამისგან განსხვავებით, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია, შეიცავს დეტალურ დისკუსიებს, ანალიზს და ინტერვიუებს და ხანგრძლივ რეპორტაჟებს.5

34.  ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ „იმედის კვირა“ წარმოადგენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას და იგი არ არის ახალი ამბების პროგრამა. განსახილველ შემთხვევაში, „იმედის კვირაში“ განთავსებული ინფორმაცია არ ეხება დღის განმავლობაში ან პროგრამის დაწყებამდე მომხდარ ან პროგრამის მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებს და აუდიტორიას არ მიეწოდება ინფორმაცია მოკლე ფორმატით. ამასთან, კომისიაში დაცული, შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის მიხედვით, პროგრამას კვირის ანალიტიკური თოქ შოუს სტატუსი აქვს მინიჭებული.6  შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, როგორც ზემოთ აღნიშნა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიუჟეტში მომჩივნებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის გადმოცემული - არსად არის ნათქვამი, რომ კადრში ასახული მომჩივნები უცხო სუბიექტის გავლენის ქვეშ მყოფი იდეოლოგიურად მართული პირები არიან, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით გადიან ტრენინგებსა და იდეოლოგიურ დამუშავებას. არ არის ნახსენები, რომ ისინი მონაწილეობდნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ მოქმედებებში და მათი მიზანს იყო პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა წარმოადგენს. ის, რომ სიუჟეტი „მომავლის აკადემიას“ და „ფრანკლინის კლუბს“ ეხება და არა მომჩივნებს, თავად მომჩივანი მხარის მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, კადრში მათი იდენტიფიცირება (ვიზუალური და სხვა სახის პერსონალური მონაცემი) რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, თავს დაინტერესებულ პირებად არ ჩათვლიდნენ და არც საქმისწარმოებას დაიწყებდნენ.

5კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.4-5.

6 იხ. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/611 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვის თაობაზე.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, ვინაიდან, გადაცემა „იმედის კვირა“ არ წარმოადგენს ახალი ამბების პროგრამას და ამასთან, სადავო სიუჟეტში მომჩივნებთან დაკავშირებით არ არის გაჟღერებული ინფორმაცია.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნის სავარაუდო დარღვევა

 

36. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541  მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

37. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების   დეპარტამენტის   განმარტებით, დასახელებული საკანონმდებლო დებულების მიზნებისთვის საზოგადოების კანონიერ ინტერესად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესები, როგორებიც არის დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან უკანონობის გამოვლენა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების დაცვა, პირების შესახებ გაკეთებული არასწორი ბრალდებების გამოკვლევა, ასევე ისეთი არაკომპეტენტურობის გამოვლენა, რაც საზოგადოებას ზიანს აყენებს. გარდა საზოგადოების კანონიერი ინტერესისა, აუცილებელია მაუწყებლის მიერ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი. კერძოდ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა უნდა იყოს მაუწყებლის მიერ დასახელებული საზოგადოების კანონიერი ინტერესის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, უნდა იყოს აუცილებელი - ე.ი. არ უნდა არსებობდეს ხსენებული ინტერესის პირადი ცხოვრების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა და საზოგადოების კანონიერი დაცვის ინტერესი უნდა გადაწონიდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ინტერესს. სწორედ ამ ტესტით უნდა იხელმძღვანელოს მაუწყებელმა და კომისიამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კრიტერიუმებით შეაფასებს ხელყო თუ არა მაუწყებელმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.7 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტი, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი ასევე მოქმედებს მასალის ხელახლა გამოყენების შემთხვევებშიც. კანონის 541  მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა. შესაძლებელია, თავდაპირველად პროგრამაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემცველი ინფორმაციის გამოყენება გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესით, თუმცა ასეთი გამართლება არ არსებობდეს მის ხელახლა, განსხვავებული მიზნით გამოყენებისას.

38. კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის დასკვნის    მიხედვით, სიუჟეტში გასული სადავო კადრები, მომჩივნების განმარტებით, გადაღებულია „ფრანკლინის კლუბის“  საგანმანათლებლო ღონისძიებაზე  („ფინალური  პრეზენტაცია“),  იგი ემსახურებოდა  საგანმანათლებლო   მიზნებს,   აშუქებდა   სტუდენტების   წარმატებას   და

7   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.32.

განთავსებული იყო თავად ამ ორგანიზაცის მიერ სოციალურ ქსელში. ხოლო, თავად მაუწყებელმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ სადავო კადრები „ფრანკლინს კლუბის“ მიერ იქნა გასაჯაროებული და საჯაროდ იქნა დადებული, რაც შემდგომ სიუჟეტისთვის იქნა გამოყენებული შპს „ტელეიმედის“ მიერ. შესაბამისად, მაუწყებელი სადაოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ სიუჟეტში სხვისგან მოპოვებული კადრების განთავსება მოხდა. ამასთან, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ კადრების სხვა მიზნით გამოყენებაზე მაუწყებელს მათგან ნებართვა არ აუღია.

39.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის განმარტებით, ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში, მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პლატფორმაზე უკვე გავრცელდა კადრები, ავტომატურად არ აძლევს მაუწყებელს შესაძლებლობას - აიღოს ეს კადრები, დაამუშაოს თავდაპირველად გავრცელებული მიზნისგან განსხვავებით და განათავსოს ეთერში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მაუწყებელი ვალდებულია, რომ სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებით არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა. იქიდან გამომდინარე,  რომ  მაუწყებელმა  თავდაპირველისგან  განსხვავებული  მიზნით უნებართვოდ გაავრცელა სხვისგან მოპოვებული მასალა და ასევე, სათანადოდ ვერ დაასაბუთა კანონის 541 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა - საზოგადოების   კანონიერი   ინტერესების   დაცვა,   დეპარტამენტი   თვლის,   რომ   შპს „ტელეიმედმა“ დაარღვია კანონის 541 მუხლის 1-ელი პუნქტი.

40. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტის დასკვნით,  მაუწყებელს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება  აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი  ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. შესაბამისად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედს“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა უნდა დაუდგინდეს როგორც მაუწყებლობის ნაწილში, ისე სიუჟეტის სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე გამოქვეყნების ნაწილში.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნის სავარაუდო დარღვევა

41. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, „აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ  შეზღუდული    შესაძლებლობის, ეთნიკური,    სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.“

42.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული შინაარსობრივი აკრძალვა მიზნად ისახავს იმ პირის ან პირთა ჯგუფის ინტერესების დაცვას, რომლებსაც უშუალოდ მიემართება პროგრამა/რეკლამა ან რომელთა გამოსახულებაც არის გამოყენებული პროგრამაში/რეკლამაში. კერძოდ, სიძულვილის ენის ამკრძალავი საკანონმდებლო ჩარჩო მიმართულია ხსენებულ პირთა ისეთი საფრთხეებისგან დაცვაზე, როგორიცაა მაგალითად, გარკვეული ნიშნით გამორჩეული პირთა ჯგუფის დისკრიმინაცია, მათზე  ფიზიკური  და  ფსიქოლოგიური ძალადობა  და   სხვ.

კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვა ასევე, ემსახურება მედიამომსახურების აუდიტორიის უფლებების დაცვას. აუდიტორიას აქვს უფლება, შესაბამისი სტანდარტების დაცვით იყოს ინფორმირებული საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მათ შესახებ არსებული თვალსაზრისების თაობაზე.8 საკანონმდებლო ნორმის მიხედვით აკრძალვა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება - გამოხატვა, რომ სიძულვილის ენის შემცველად იქნეს მიჩნეული აუცილებელია იგი აქეზებდეს ძალადობას ან სიძულვილს კანონით გათვალისწინებულ რომელიმე ნიშანს მიკუთვნებული პირების ან პირთა ჯგუფის მიმართ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მასალის ფორმა, შინაარსი, გავრცელების ფორმატი, კონტექსტი     და     ა.შ.     ბ)     შეზღუდული     შესაძლებლობის, ეთნიკური,     სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშანი. გ) გამონაკლისის არსებობა - კონტექსტით გამართლება. აღნიშნული კრიტერიუმები გამოხატვის კანონით აკრძალული სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის სავალდებულო და კუმულაციურია. კერძოდ, იმისათვის, რომ მედიამომსახურების მიმწოდებელს სიძულვილის ენის გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს, აუცილებელია, სახეზე იყოს, პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება, რომელიმე ამ ნორმით გათვალისწინებული ნიშანი და არ არსებობდეს აკრძალვიდან გამონაკლისი - კონტექსტით გამართლება. ამასთანავე, კანონი საგანგებოდ მიუთითებს, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. შესაბამისად, მხოლოდ შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის არსებობა არ არის საკმარისი სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის.9

43.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძალადობა ან სიძულვილის წაქეზება უნდა ხდებოდეს კონკრეტული ნიშნით პირის ან პირთა ჯგუფის მიერ. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სიუჟეტში მომჩივნებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არის გადმოცემული - არსად არის ნათქვამი, რომ კადრში ასახული მომჩივნები უცხო სუბიექტის გავლენის ქვეშ მყოფი იდეოლოგიურად მართული პირები არიან, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით გადიან ტრენინგებსა და იდეოლოგიურ დამუშავებას. არ არის ნახსენები, რომ ისინი მონაწილეობდნენ ძალადობრივ და ექსტრემისტულ მოქმედებებში და მათი მიზანს იყო პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა წარმოადგენს. ამასთან, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მიემართებათ ორგანიზაციებს  და არა უშუალოდ მომჩივნებს.  ამას  მომჩივანი  მხარის  მიერ  სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, კადრში მათი იდენტიფიცირება რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი, თავს დაინტერესებულ პირებად არ ჩათვლიდნენ და არც საქმისწარმოებას დაიწყებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გამოხატვის ფორმის და შინაარსის, აგრეთვე კონტექსტის ანალიზით, არ იკვეთება რომელიმე კონკრეტული ნიშნით საჩივრის ავტორი სტუდენტების მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება და არც ასეთი განზრახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე,   მედიამომსახურებების  რეგულირების   დეპარტამენტის   დასკვნით   შპს „ტელეიმედის“ მიერ ადგილი არ აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის დარღვევას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8 იხ. კომისიის 2025 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება Nგ-25-16/418 შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის თაობაზე.

9 იხ. კომისიის 2025 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება Nგ-25-16/418 შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის თაობაზე.

44. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება ,,მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

45.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

46.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

47. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა.

48.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

49. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  552   მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.

50. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე-542, 552 და 553-564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

51.  მარიამ კობერიძის, კონსტანტინე ჯაფარიძისა და გიორგი ფაჩუაშვილის საჩივარი სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-9/443, 16.01.26).

52.  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  დასკვნა (№26-10-613, 11.03.2026).

53.   კომისიის   აპარატის   მაუწყებლობის   რეგულირების   დეპარტამენტის   სამსახურებრივი ბარათი (№ 26-10-614, 11.03.2026).

54.  მარიამ კობერიძის, კონსტანტინე ჯაფარიძისა და გიორგი ფაჩუაშვილის წარმომადგენლის გ. გაზდელიანისა და შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის ა. ვაზაგაშვილის მიერ კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

55.  ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

56.  შპს ,,ტელეიმედი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

57.  შპს ,,ტელეიმედის“ ეთერში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებულ    გადაცემაში - ,,იმედის  კვირა“,  20:18:29    სთ-ზე,    გავიდა  სიუჟეტი ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“, რომელშიც გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე განაწილების სქემის და ამ თანხის გამოყენების, ასევე, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“, ,,ფრანკლინის კლუბის“, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციებში საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, სიუჟეტი მომზადებულია,   მათ შორის, ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობასთან და არა საჩივრის ავტორებთან დაკავშირებით.

მტკიცებულება:საჩივარი (Nშ-26-9/443, 16.01.26); სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი;10 კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№26-10-613,  11.03.2026); კომისიის  2026  წლის  26  თებერვლის  სხდომაზე  შპს  ,,ტელეიმედის“

10  https://www.imedi.ge/ge/video/206907/evrokomisiis-roli-khelovnur-protestshi#!?from=1760832000&page=1&to=1760832000&type=2 https://www.facebook.com/reel/1160245035446302

წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება; კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მომჩივანთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.

58. საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან სიუჟეტში განთავსებულ კადრს, რომელშიც ჩანან მარიამ კობერიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, ხოლო გიორგი ფაჩუაშვილი სახელის და გვარის მითითებით, და კადრის ჩვენებამდე და კადრის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს: ,, ... ,,მომავლის აკადემია“ ალექსანდრე ზიბზიბაძემ დააფუძნა ...

,,ფრანკლინის კლუბში“ სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში, ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა“; ,, ... „იმედის კვირამ“ არაერთი სიუჟეტი მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო ...“.

მტკიცებულება: საჩივარი (Nშ-26-9/443, 16.01.26); სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი; კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მომჩივანთა მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტება; კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის დასკვნა (№26-10-613, 11.03.2026)

59. სიუჟეტში  განთავსებული  კადრი,  რომელშიც  ჩანან  მარიამ  კობერიძე,  კონსტანტინე ჯაფარიძე  და  გიორგი  ფაჩუაშვილი  სახელის  და  გვარის  მითითებით,  გადაღებულია ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტების პრეზენტაციაზე. კადრში საჩივრის ავტორები გამოსახულნი არიან როგორც ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტის პრეზენტაციაში მონაწილე პირები. სიუჟეტი არ შეიცავს განცხადებებს უშუალოდ საჩივრის ავტორების რაიმე ფორმით ძალადობრივ ჯგუფებში   მონაწილეობის ან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით ,,ფრანკლინის კლუბში“ მზადების გავლის შესახებ. სიუჟეტში კადრი გამოყენებულია მასში იდენტიფიცირებული პირების - საჩივრის ავტორების თანხმობის გარეშე.

მტკიცებულება:  საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-9/443, 16.01.2025); სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი; კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მომჩივანთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება; კომისიის 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე შპს ,,ტელეიმედის“ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№26-10-613, 11.03.2026)

60.  2026  წლის  11  მარტის  მდგომარეობით,  წინამდებარე  გადაწყვეტილების  მიღებამდე, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებული გადაცემა (,,იმედის კვირა“, ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“) ამოღებულ იქნა მაუწყებლის ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან (‘’Facebook”).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (№26-10-613, 11.03.2026); კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№ 26-10-614, 11.03.2026).

61.  შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტელეიმედის“ შესახებ.

 3. სამართლებრივი შეფასება

3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

62. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონში  2025  წლის  1  აპრილის  კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით შეიცვალა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, სიძულვილის ენის შემცვლელი პროგრამის აკრძალვის, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი   პირის   დაცვის   ცალკეული   საკითხები   და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.

3.2.  მაუწყებლის შინაარსობრივი მოთხოვნების განმარტების წესი

63. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს  კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების  შესახებ“ და  „საავტორო  და  მომიჯნავე უფლებების  შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2     პუნქტის     თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

64.  საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

65.  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია   სახელმწიფოსთვის   ან   მოსახლეობის   რომელიმე   ნაწილისთვის.11

11 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, No.5493/72, § 49

ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

66. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.12 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.13

67. სტრასბურგის  სასამართლოს  დამკვიდრებული  პრაქტიკის  მიხედვით,  მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.14

68. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.15 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას ჯეროვანი სიზუსტის და მიუკერძოებლობის პრინციპი და არ გაავრცელოს სიძულვილის ენის შემცვლელი ინფორმაცია.

69. გარდა  ამისა,  მაუწყებლების  მიერ  ახალი  ამბებისა  და  ფაქტებზე  დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების მიმართ დადგენილი სტანდარტის შეფასების კონტექსტში მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული ადამიანის რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური ინტერესიც. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველი     წინადადების    მიხედვით,    ადამიანის    პირადი    და    ოჯახური    ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია ყველა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. პირადი ცხოვრება სხვა კომპონენტებთან ერთად მოიცავს ადამიანის რეპუტაციის დაცვის უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, რეპუტაციაზე თავდასხმა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პირადი ცხოვრების უფლების რეალიზაციას, განიხილება კონვენციით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვად.16

12 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72.; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება ..შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

13   ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.

14 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება “Animal Defenders International” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“,  No. 32181/04 და 35122/05

15  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, No. 1589/89,

16 Bédat v. Switzerland [GC], no. 56925/08, §§ 72-73; Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, §83

ამასთან, კერძო პირებისაგან განსხვავებით პოლიტიკოსების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით ფართოა. პოლიტიკოსები გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევენ საკუთარ ცხოვრებას საზოგადოებისა და ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მათ კრიტიკის მიმართ მეტი ტოლერანტობის ვალდებულება აქვთ.17

70.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება სხვა ლეგიტიმური კერძო და საჯარო ინტერესები, როგორიც არის პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვის ინტერესი.18

3.3. ჯეროვანი სიზუსტის, მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სიძულვილის ენის რეგულირება და დაცვა

3.3.1. ჯეროვანი სიზუსტე

71.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.19

72. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.20

73.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც  რთულია  ამა  თუ  იმ  ფაქტობრივი  მონაცემის  სიზუსტის  უზრუნველყოფა,

17 Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France, [GC], no. 40454/07, § 121; Lingens v. Austria, no. 9815/82, § 42, Incal v. Turkey, no 22678/93, § 54

18  კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის Nგ-25-16/668 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ  ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის  აკადემიის“  (ს/კ  4051137755); ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 17 ივლისის Nგ-25-16/392 გადაწყვეტილება ,,ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი  ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

19 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ. 5.

20 იქვე, გვ. 6.

მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.21

74. როგორც უკვე აღნიშნა, შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემა ,,იმედის კვირაში“ 2025 წლის 19 ოქტომბერს განთავსებულ სიუჟეტში - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“, გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე განაწილების სქემის  და  ამ  თანხის  გამოყენების, ასევე, ა(ა)იპ  ,,საქართველოს  მომავლის  აკადემიის“, ,,ფრანკლინის კლუბის“, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციებში საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, სიუჟეტი მომზადებულია, მათ შორის, ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობასთან და არა საჩივრის ავტორებთან დაკავშირებით.

75.  სიუჟეტში მომჩივანთა გამოსახულებით კადრის განთავსებამდე და განთავსების შემდეგ, ჟურნალისტი საუბრობს ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ,,მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობის შესახებ: ,, ... ,,მომავლის აკადემია“ ალექსანდრე ზიბზიბაძემ დააფუძნა ... ,,ფრანკლინის კლუბში“ სწორედ მას ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში, ჰყავდა 2000-მდე რეკრუტირებული  ახალგაზრდა“;  ,,  ...  „იმედის კვირამ“  არაერთი  სიუჟეტი  მოამზადა „ფრანკლინის კლუბზე“, დატრენინგებულ ძალადობრივ ჯგუფებზე, რომელთა მთავარი ამოცანა ქაოტური მდგომარეობის შექმნა, პროვოკაციების მოწყობა და სამართალდამცავებზე თავდასხმა იყო ...“.  ამდენად, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია

,,ფრანკლინის კლუბის“ და ,,იმედის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობას მიემართება და არა თავად საჩივრის ავტორებს. ის, რომ სიუჟეტი აღნიშნულ პირებს ეხებათ და არა მომჩივნებს, დასტურდება თავად მომჩივანთა მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადებიდანაც, რომლის მიხედვით, კადრში მომჩივანთა იდენტიფიცირება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, თავს დაინტერესებულ პირებად არ ჩათვლიდნენ და არც საქმის წარმოებას დაიწყებდნენ.

76.  სიუჟეტი   არ   შეიცავს   განცხადებებს   უშუალოდ   საჩივრის   ავტორების   ძალადობრივ ჯგუფებში მონაწილეობის ან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით მზადების გავლის  შესახებ. ასეთად   ვერ   მიიჩნევა   ვერც   ჟურნალისტის   ზოგადი   განცხადებები ,,ფრანკლინის კლუბში“ მომზადებულ ძალადობრივ ჯგუფებზე პროვოკაციის და ქაოტური მდგომარეობის შექმნის მიზნით და ვერც სიუჟეტში გამოყენებული საპროტესტო აქციების კადრები, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს მომჩივანთა იდენტიფიცირების გარეშე. ამავე დროს, სიუჟეტში გამოყენებული კადრი არ შეიცავს საჩივრის ავტორთა შესახებ მცდარ ინფორმაციას, ვინაიდან, როგორც თავად საჩივრის ავტორები ადასტურებენ, კადრი გადაღებულია ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტების პრეზენტაციაზე, რომელშიც საჩივრის ავტორები გამოსახულნი არიან როგორც ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტის პრეზენტაციაში მონაწილე პირები.

77.  ამდენად, სადავო სიუჟეტი მომზადებულია ,,ფრანკლინის  კლუბისა“  და  ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობასთან და არა საჩივრის ავტორებთან დაკავშირებით[1], სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია ,,ფრანკლინის კლუბის“ და ,,იმედის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობას მიემართება და არა საჩივრის ავტორებს[2], სიუჟეტი არ შეიცავს განცხადებებს უშუალოდ საჩივრის ავტორების ძალადობრივ ჯგუფებში მონაწილეობის ან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით მზადების გავლის შესახებ[3]; სიუჟეტში

21  იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის Nგ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“; კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ. 7.

გამოყენებული კადრი არ შეიცავს საჩივრის ავტორთა შესახებ მცდარ და უზუსტო ინფორმაციას[4]. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52- ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობები.

3.3.2. მიუკერძოებლობა და სამართლიანობა

78. მიუკერძოებლობა და სამართლიანობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპებია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით, უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა22  და დაიცვას ბალანსი პროგრამის ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მიუკერძოებლობის პრინციპი  უმეტესწილად  აუდიტორიის უფლებების     დაცვას     ემსახურება     და უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას.23

79. მიუკერძოებლობის და  სამართლიანობის  სტანდარტებისა და  მოთხოვნების იდენტიფიცირებისას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.24

80. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. ამდენად, აღნიშნული ნორმების მოთხოვნები ვრცელდება ახალი ამბების პროგრამაზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, საჩივარში მითითებული სიუჟეტი რა ტიპის პროგრამაში იყო განთავსებული.

81. პროგრამის  იდენტიფიცირებას  კომისია  ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში  ადგენს პროგრამის დასახელების, ფორმატის, საგნის, ფორმის, აუდიტორიისთვის წარდგენის გზებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.25  ახალი ამბების პროგრამად, როგორც წესი,      ფასდება    შემდეგი    კრიტერიუმების    გამოყენებით:    ახალი    ამბების    პროგრამა ფაქტობრივია და პროგრამის მასალა ეხება მიმდინარე ან პროგრამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს ან ინფორმაციას; ახალი ამბების პროგრამა, როგორც წესი, სტუდიაში მიჰყავთ წამყვანს ან წამყვანებს, რომლებიც აჯამებენ და აუდიტორიას უშუალოდ

22 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

23   კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ. 25

24  კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. გვ. 15

25 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

აწვდიან ყოველდღიურ ინფორმაციას; სტუდიაში შესაძლებელია იყოს ეკრანები გრაფიკული გამოსახულებით, რომელიც შემატებს კონტექსტს ან სხვა ინფორმაციას ახალი ამბის პროგრამის მასალას; ახალი ამბები თანმიმდევრულად, როგორც წესი, წინასწარი განსაზღვრული თანმიმდევრობის მიხედვით მიეწოდება აუდიტორიას და გამოირჩევა მოკლე ფორმატით; ახალი ამბების წარდგენისას ფართოდ გამოიყენება რეპორტიორები და კორესპონდენტები, რომ სიუჟეტებით ან პირდაპირი ეთერის რეჟიმში წარმოადგინონ ახალი ამბები და ა.შ.26  საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებს განეკუთვნება პროგრამა, რომელიც შეიცავს მიმდინარე მოვლენებისა და საკითხების ახსნას ან ანალიზს, მათ შორის, მასალებს, რომლებიც შეეხება პოლიტიკურ ან ინდუსტრიულ დებატებს ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა ახალი ამბების პროგრამისგან განსხვავებით, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივია, შეიცავს დეტალურ დისკუსიებს, ანალიზს და ინტერვიუებს და ხანგრძლივ რეპორტაჟებს.27

82.  განსახილველ  შემთხვევაში,  გადაცემა ,,იმედის კვირაში“ განთავსებული ინფორმაცია არ ეხება დღის განმავლობაში ან პროგრამის დაწყებამდე მომხდარ ან პროგრამის მსვლელობისას მიმდინარე მოვლენებს და აუდიტორიას არ მიეწოდება ინფორმაცია მოკლე ფორმატით. ,,იმედის კვირაში“ განთავსებულია სხვადასხვა მოვლენებზე რამდენიმე ვრცელი ფორმატის ვიდეორეპორტაჟი. ჟურნალისტის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ სპეციალურ სიუჟეტში - ,,ევროკომისიის როლი ხელოვნურ პროტესტში“ გადმოცემულია ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა  და  მისი  შემდგომ  სხვა  არასამთავრობო  ორგანიზაციებზე,  მათ  შორის, ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილების სქემის და თანხის გამოყენების, აგრეთვე ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული მოკვლევა. ასევე, ნაჩვენებია საკითხის მოკვლევისა და შესწავლისთვის ჟურნალისტის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობა. შესაბამისად, გადაცემის - ,,იმედის კვირა“ მიზანია მაყურებელს გააცნოს ჟურნალისტური გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები, და არა გადაცემის წამყვანის თუ სიუჟეტის ავტორის პირადი პოზიცია და მოსაზრება.

83.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ გადაცემა ,,იმედის კვირა“ განეკუთვნება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას.28  შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

84.  გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, სიუჟეტი მომზადებულია, მათ შორის, ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობასთან და არა საჩივრის ავტორებთან დაკავშირებით. მომჩივანთა გამოსახულებით  კადრის ჩვენებამდე  და  ჩვენების  შემდეგაც,  ჟურნალისტი  საუბრობს ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ,,მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობის შესახებ. ამდენად, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია ,,ფრანკლინის კლუბის“ და ,,იმედის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობას მიემართება და არა საჩივრის ავტორებს. ის, რომ სიუჟეტი აღნიშნულ პირებს ეხებათ და არა მომჩივნებს, დასტურდება მომჩივანთა მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადებიდანაც, რომლის მიხედვით, კადრში მომჩივნების იდენტიფიცირება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, თავს დაინტერესებულ პირებად არ ჩათვლიდნენ და არც საქმის წარმოებას

26 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

27 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

28 იხ. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/611 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის განხილვის თაობაზე.

დაიწყებდნენ. ამავე დროს, სიუჟეტი არ შეიცავს განცხადებებს უშუალოდ საჩივრის ავტორების ძალადობრივ ჯგუფებში მონაწილეობის ან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით მზადების გავლის შესახებ. ასეთად ვერ მიიჩნევა ვერც ჟურნალისტის ზოგადი განცხადებები ,,ფრანკლინის კლუბში“ მომზადებულ ძალადობრივ ჯგუფებზე პროვოკაციის და ქაოტური მდგომარეობის შექმნის მიზნით და ვერც სიუჟეტში გამოყენებული საპროტესტო აქციების კადრები, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს მომჩივანთა იდენტიფიცირების გარეშე. ამავე დროს, სიუჟეტში გამოყენებული კადრი არ შეიცავს საჩივრის ავტორთა შესახებ მცდარ ინფორმაციას, ვინაიდან, თავად მომჩივანთა მტკიცებით, კადრი გადაღებულია ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტების პრეზენტაციაზე, რომელშიც საჩივრის ავტორები გამოსახულნი არიან როგორც ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტის პრეზენტაციაში მონაწილე პირები.

85.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობები.

3.3.3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

86. ,,მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  541 მუხლის  პირველი  პუნქტით დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

87. დასახელებული საკანონმდებლო დებულების მიზნებისთვის საზოგადოების კანონიერ ინტერესად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, როგორიცაა: დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან უკანონობის გამოვლენა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების დაცვა; პირების შესახებ გაკეთებული არასწორი ბრალდებების გამოკვლევა; ისეთი არაკომპეტენტურობის გამოვლენა, რაც საზოგადოებას ზიანს აყენებს;29     ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას; ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.30

88.  გარდა საზოგადოების კანონიერი ინტერესისა, აუცილებელია მაუწყებლის მიერ დაცული იყოს პროპორციულობის პრინციპი. კერძოდ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა უნდა იყოს მაუწყებლის მიერ დასახელებული საზოგადოების კანონიერი ინტერესის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, უნდა იყოს აუცილებელი - ე.ი. არ უნდა არსებობდეს ხსენებული ინტერესის პირადი ცხოვრების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა და საზოგადოების კანონიერი დაცვის ინტერესი უნდა გადაწონიდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ინტერესს.31

89. პირადი    ცხოვრების    ხელშეუხებლობის    უფლების    კონტექსტში    მნიშვნელოვანია მხედველობაში  იქნეს  მიღებული  პირადი  ცხოვრების  ხელშეუხებლობის  ლეგიტიმური

29  კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. გვ. 32

30 Brian Cathcart –‘’Is there is any difference between the public interest and the interest of the public?’’

https://inforrm.org/2011/10/08/is-there-is-any-difference-between-the-public-interest-and-the-interest-of-the-public-brian-cathcart/

მოლოდინი. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი განსხვავდება ადგილის, ინფორმაციის ბუნების, ქმედებისა და გარემოებების, რა დოზით არის ინფორმაცია საჯარო სივრციდან აღებული. როგორც წესი, საჯარო სივრცეში დაბალია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი. თუმცა, შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი საჯარო სივრცეშიც. შესაძლებელია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვად იქნეს მიჩნეული ზოგიერთი ისეთი გარემოების ან ქმედების გადაღება და გადაცემა, რომელიც საჯარო სივრცეშია, თუმცა თავისი არსით პირად ცხოვრებას განეკუთვნება.32

90.  საჯარო სივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის დაბალი ლეგიტიმური მოლოდინის      გამო    დაბალია    დაცვის    სტანდარტიც.    კერძოდ,    საჯარო    ადგილებში მაუწყებელს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს ან/და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო პროგრამებისთვის. თუმცა, ეთერში გადაცემამდე მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება არ არის პირადი ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის წინასწარ თანხმობას.33

91.  პირადი ცხოვრების კონცეფცია ვრცელდება პირადი იდენტობის ასპექტებზე, როგორიცაა პირის        სახელი,    ფოტო,    ან    ფიზიკური    და    მორალური    მთლიანობა.34      ადამიანის გამოსახულება წარმოადგენს მისი პიროვნების ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს, ვინაიდან, ის ამჟღავნებს ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს და განასხვავებს მას სხვა ადამიანებისგან. შესაბამისად, საკუთარი გამოსახულების დაცვა პირადი განვითარების ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია. ის ძირითადად გულისხმობს ადამიანის უფლებას გააკონტროლოს გამოსახულების გამოყენება, მათ შორის უარი თქვას მის გამოქვეყნებაზე, გააპროტესტოს გამოსახულების სხვა პირის მიერ ჩაწერა, შენახვა და რეპროდუცირება.35 ამასთან, საზოგადოებისთვის უცნობი კერძო პირისთვის ფოტოს გამოქვეყნება შეიძლება უფრო არსებით ჩარევას წარმოადგენდეს, ვიდრე წერილობითი სტატია.36

92.  ამდენად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მოიცავს არა მხოლოდ ინტიმურ ან ოჯახურ სფეროს, არამედ პირის იდენტობის, იმიჯისა და საჯარო სივრცეში მისი გამოჩენის კონტროლის უფლებასაც. კერძო პირი თავად წყვეტს, რა კონტექსტში და რა ფორმით გახდება მისი გამოსახულება საჯარო განხილვის საგანი.

93. პირადი   ცხოვრების   ხელშეუხებლობის   უფლება   დაცულია   ონლაინ   გარემოშიც.37 სოციალური ქსელების საშუალებით პირადი მონაცემების გავრცელება არ ნიშნავს, რომ პირადი ინფორმაცია საჯარო გახდა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაკარგეს ან უარი თქვეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე.38

94. პირადი  ცხოვრების  ხელშეუხებლობის  უფლების  დაცვის  სტანდარტი,  მათ  შორის თანაზომიერების პრინციპი, ასევე მოქმედებს მასალის ხელახლა გამოყენების შემთხვევებშიც. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში    გამოყენებამ    არ    გამოიწვიოს    პირადი    ცხოვრების    ხელშეუხებლობის

32   კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ. 29

33იქვე, გვ. 30

34 Schüssel v. Austria (dec.), no. 42409/98; Von Hannover v. Germany, no. 59320/00, §§ 50 and 53; Petrina v. Romania, no. 78060/01,

§27; Von Hannover v. Germany, nos. 40660/08 and 60641/08, §95.

35 Reklos and Davourlis v. Greece, no. 1234/05, §40; Von Hannover v. Germany, nos. 40660/08 and 60641/08, §96.

36 Von Hannover v. Germany, nos. 40660/08 and 60641/08, §113

37 Supreme Court of Spain - Judgment No. 1111/2025 Judgment Date: 10/07/2025 - https://vlex.es/vid/1088150820

38 Supreme Court of Spain - Judgment No. 1111/2025 Judgment Date: 10/07/2025 - https://vlex.es/vid/1088150820

გაუმართლებელი ხელყოფა. შესაძლებელია, თავდაპირველად პროგრამაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემცველი ინფორმაციის გამოყენება გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესით, თუმცა ასეთი გამართლება არ არსებობდეს მის ხელახლა, განსხვავებული მიზნით გამოყენებისას.39

95.  ამდენად, სოციალურ ქსელში, მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პლატფორმაზე მასალის (მათ შორის, ფოტო ან ვიდეო) გავრცელება ავტომატურად არ აძლევს მაუწყებელს შესაძლებლობას აღნიშნული მასალა გამოიყენოს თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში. ასეთ შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია, რომ სხვისგან მოპოვებული მასალის გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

96.  სიუჟეტში გამოყენებული სადავო კადრი, რომელზეც იდენტიფიცირებული არიან საჩივრის ავტორები, მომჩივანთა განმარტებით, გადაღებულია ,,ფრანკლინის კლუბის“ ფინალური პროექტების პრეზენტაციაზე და ორგანიზაციის მიერ განთავსებულია საგანმანათლებლო მიზნებისთვის სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა პლატფორმაზე, საიდანაც აღებულ და გამოყენებულ იქნა მაუწყებლის მიერ თავისი გადაცემისთვის კადრზე იდენტიფიცირებული პირების - საჩივრის ავტორთა თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს მათ პირად ცხოვრებაში ჩარევას. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მაუწყებლის მიერ სხვისგან მოპოვებული მასალის სიუჟეტში გამოყენებამ გამოიწვია თუ არა საჩივრის ავტორთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

97. როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტის მიზანია საზოგადოებას მიეწოდოს ,,ფრანკლინის კლუბის“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობის და არა საჩივრის ავტორების შესახებ ინფორმაცია ან მათ მიმართ ინდივიდუალური შეფასებების ფორმირება. მომჩივანთა გამოსახულებით კადრის სიუჟეტში  განთავსება არ ემსახურება  მათ მიმართ  პერსონალური  როლის ან პასუხისმგებლობის წარმოჩენას. შესაბამისად, სიუჟეტის თემის, შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით, სიუჟეტში გამოყენებულ კადრზე საჩივრის ავტორთა იდენტიფიცირება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის დებატის საგანს და არ ემსახურება საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას.

98. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ იქნა სიუჟეტში გამოყენებულ კადრზე საჩივრის ავტორთა იდენტიფიცირება არ ემსახურება საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს საჩივრის ავტორთა იდენტიფიცირებით კადრის გამოყენება    იყო  არა    სიუჟეტში    კადრის    განთავსების    მიზნის    მიღწევის პროპორციული საშუალება.

 99.  შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის განცხადებით, სიუჟეტში  კადრი   განთავსდა ,,ფრანკლინის კლუბის“ საქმიანობის ვიზუალური მხარის შესაქმნელად. კომისიას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორთა იდენტიფიცირებით კადრის განთავსება არ წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას, ვინაიდან, მოცემულ პირობებში, ნაკლებად შემზღუდველი საშუალება (მაგ. გამოსახულების დაფარვა ან სხვა ტექნიკური გადაწყვეტა, როგორც ეს მაუწყებელს აქვს გაკეთებული კადრში სხვა პირების მიმართ) უზრუნველყოფდა სიუჟეტში კადრის განთავსების მიზნის მიღწევას.

100.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტის თემის, შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით, სიუჟეტში მომჩივანთა იდენტიფიცირებით კადრის გამოყენება არ ემსახურება საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, ამასთან, არ წარმოადგენს სიუჟეტში კადრის გამოყენების მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებას. შესაბამისად, საჩივრის  ავტორთა  თანხმობის  გარეშე  მათი იდენტიფიცირებით  კადრის  გამოყენება წარმოადგენს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გაუმართლებელ ხელყოფას, რითაც მაუწყებლის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტები.

3.3.4. სიძულვილის ენა

101.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა             ჯგუფის    მიმართ    შეზღუდული    შესაძლებლობის,    ეთნიკური,    სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.

102.ზემოხსენებული შინაარსობრივი აკრძალვა მიზნად ისახავს იმ პირის ან პირთა ჯგუფის ინტერესების დაცვას, რომლებსაც უშუალოდ მიემართება პროგრამა/რეკლამა ან რომელთა გამოსახულებაც არის გამოყენებული პროგრამაში/რეკლამაში. კერძოდ, სიძულვილის ენის ამკრძალავი საკანონმდებლო ჩარჩო მიმართულია ხსენებულ პირთა ისეთი საფრთხეებისგან დაცვაზე, როგორიცაა მაგალითად, გარკვეული ნიშნით გამორჩეული პირთა ჯგუფის დისკრიმინაცია, მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და სხვ. კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვა, ასევე, ემსახურება აუდიტორიის უფლებების დაცვას. აუდიტორიას აქვს უფლება, შესაბამისი სტანდარტების დაცვით იყოს ინფორმირებული საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და მათ შესახებ არსებული თვალსაზრისების თაობაზე.40

103.საკანონმდებლო ნორმის მიხედვით აკრძალვა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება - გამოხატვა, რომ სიძულვილის ენის შემცველად იქნეს მიჩნეული აუცილებელია იგი აქეზებდეს ძალადობას ან სიძულვილს კანონით გათვალისწინებულ რომელიმე ნიშანს მიკუთვნებული პირების ან პირთა ჯგუფის მიმართ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მასალის ფორმა, შინაარსი, გავრცელების ფორმატი, კონტექსტი და ა.შ.; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშანი; გ) გამონაკლისის არარსებობა - სიძულვილის ენის გავრცელება არ არის კონტექსტით გამართლებული.41

104.ზემოთმოყვანილი კრიტერიუმები გამოხატვის კანონით აკრძალული სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის სავალდებულო და კუმულაციურია. კერძოდ, იმისათვის, რომ მედიამომსახურების მიმწოდებელს სიძულვილის ენის გავრცელების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს, აუცილებელია, სახეზე იყოს, პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება, რომელიმე ამ ნორმით გათვალისწინებული ნიშანი და არ არსებობდეს აკრძალვიდან გამონაკლისი - კონტექსტით გამართლება.42 ამასთანავე,  კანონი  საგანგებოდ  მიუთითებს,  რომ  პროგრამა  ან  რეკლამა  არ შეიძლება

40  კომისიის 2025 წლის 31 ივლისის Nგ-25-16/418 გადაწყვეტილება ,,შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის თაობაზე“, პ. 39

41  კომისიის 2025 წლის 31 ივლისის Nგ-25-16/418 გადაწყვეტილება ,,შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის თაობაზე“, პ. 42

მიჩნეულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო. შესაბამისად, მხოლოდ შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის არსებობა არ არის საკმარისი სიძულვილის ენად კვალიფიკაციისთვის. ამისთვის აუცილებელია გამოხატვამ მიაღწიოს იმ კრიტიკულ ნიშნულს, როდესაც ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება განსაზღვრული ნიშნით პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება.43

105.როგორც უკვე აღინიშნა, სიუჟეტი მომზადებულია, მათ შორის, ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის აღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობასთან და არა საჩივრის ავტორებთან დაკავშირებით. მომჩივანთა გამოსახულებით კადრის ჩვენებამდე და ჩვენების შემდეგაც, ჟურნალისტი საუბრობს ,,ფრანკლინის კლუბისა“ და ,,მომავლის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობის შესახებ. ამდენად,  სიუჟეტში  გადმოცემული  ინფორმაცია ,,ფრანკლინის კლუბის“ და ,,იმედის აკადემიის“ დამფუძნებლის ამ ორგანიზაციაში საქმიანობას მიემართება და არა საჩივრის ავტორებს. ის, რომ სიუჟეტი აღნიშნულ პირებს ეხებათ და არა მომჩივნებს, დასტურდება მომჩივანთა მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადებიდანაც, რომლის მიხედვით, კადრში მომჩივნების იდენტიფიცირება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, თავს დაინტერესებულ პირებად არ ჩათვლიდნენ და არც საქმის წარმოებას დაიწყებდნენ. ამავე დროს, სიუჟეტი არ შეიცავს განცხადებებს უშუალოდ საჩივრის ავტორების ძალადობრივ ჯგუფებში მონაწილეობის ან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მიზნით მზადების გავლის   შესახებ.   ასეთად   ვერ   მიიჩნევა   ვერც   ჟურნალისტის  ზოგადი   განცხადებები ,,ფრანკლინის კლუბში“ მომზადებულ ძალადობრივ ჯგუფებზე პროვოკაციის და ქაოტური მდგომარეობის შექმნის მიზნით და ვერც სიუჟეტში გამოყენებული საპროტესტო აქციების კადრები, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს მომჩივანთა იდენტიფიცირების გარეშე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ძალადობისა და სიძულვილის წაქეზების კვალიფიკაციისთვის სავალდებულო და კუმულაციური პირობები.

106.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობები.

3.4. სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება

107.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე,  54-ე−542,  552 და  553−564 მუხლების  მოთხოვნათა დარღვევისთვის  პასუხისმგებლობა  ეკისრება  აგრეთვე  მის  მიერ  მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დებულების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 541 და 552 მუხლის მოთხოვნები ასევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

108.განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგინდა, რომ მაუწყებლის მიერ სადავო გადაცემის განთავსებით დარღვეულია ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტები. შესაბამისად, აღნიშნული გადაცემის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში   (Facebook) განთავსებით,  შპს  ,,ტელეიმედის“    მიერ    დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტები და 591 მუხლის მე-5 პუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

109.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი        პრევენციისთვის     ღონისძიებათა     განსახორციელებლად     გონივრულ     ვადას განუსაზღვრავს.

110.კომისიის მიერ დადგენილია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელეიმედის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება. ამავდროულად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წერილობითი გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებით.

111.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას  საჯარო  და  კერძო  ინტერესების  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბალანსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული   სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

112.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის  პიროვნება,  მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი   მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს, რომელიც   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გათვალისწინებული კანონმდებლობით. გარემოებანიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული  კანონმდებლობით.

113.გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელეიმედმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო სიუჟეტი ამოღებულ იქნა მისი ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან, ამასთან, შპს ,,ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, მაუწყებელი ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 541 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტებისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 52-ე, 54-ე, 541   და 552 მუხლების და 591 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე, 33-ე და 34-ე მუხლების, კომისიის 2003  წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1.  შპს  ,,ტელეიმედი“ ცნობილ იქნეს   სამართალდამრღვევად   ,,მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 541  მუხლის პირველი და მე-10 პუნქტებისა და 591  მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2.    შპს ,,ტელეიმედი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4.    გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან   მისი  დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

5.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ. გასვიანი)  წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. კონტროლი  გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-5  პუნქტების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

7.  კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (სარეზოლუციო  ნაწილის  მე-5  და  მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები