შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მირიან თოხაძის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2026 12:19
მიღების თარიღი იანვარი 22, 2026
შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მირიან თოხაძის საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
მომჩივანი მხარე: მირიან თოხაძე (წარმომადგენელი: გურანდა მაჩაიძე)
მოპასუხე: შპს „ტელეკომპანია პირველი“
დავის საგანი: მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 15 და 22 იანვარი, 15:00 საათი.
- აღწერილობითი ნაწილი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/49; 08.01.2026) მიმართა მირიან თოხაძის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გურანდა მაჩაიძემ, მინდობილობის საფუძველზე (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N250111207; რეგისტრაციის თარიღი: 31.01.2025).
- მომჩივანი სადაოდ ხდის შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ....................................... გასულ სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციას და კომისიას მიმართავს მოთხოვნებით კომისიამ შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და შპს „ტელეკომპანია პირველს” “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნის უხეში დარღვევისათვის შეუფარდოს სანქცია და მოსთხოვოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ ..................... ეთერში ........................... ღირსების შემლახველი, მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტების შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს.
- საჩივრის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ...................................
- საჩივრის თანახმად, 2025 წლის 21 მაისს მომჩივანმა მიმართა შპს „ტელეკომპანია პირველს“ და ითხოვა ......................... სიუჟეტში გაჟღერებული მცდარი ინფორმაციის თანაზომადი საშუალებითა და ფორმით უარყოფა შემდეგი მტკიცებულებების საფუძველზე: ..............................
- საჩივრის თანახმად, „TV პირველ“-ის დირექტორმა, ბ-ნმა ვახტანგ წერეთელმა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჟურნალისტი იყენებს ტერმინს „სავარაუდოდ“, რაც ცალსახას ხდის მსმენელისთვის რომ გაჟღერებული ინფორმაცია არ არის ოფიციალური წყაროების მიერ დადასტურებული....გავრცელებულ სავარაუდო ინფორმაციას რომ კონკრეტული პიროვნება ...............................................
- ასევე, საჩვირის თანახმად, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ....................................................“.
- ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 2025 წლის 21 მაისს მომჩივანმა მიმართა შპს „ტელეკომპანია პირველს“ და ითხოვა ...........................სიუჟეტში გაჟღერებული მცდარი ინფორმაციის თანაზომადი საშუალებითა და ფორმით უარყოფა შემდეგი მტკიცებულებების საფუძველზე: „ა) ..................................; ბ) .........................................“.
- საჩივრის თანახმად, „TV პირველ“-ის დირექტორმა, ბ-ნმა ვახტანგ წერეთელმა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ტელეკომპანია პირველი მოკლებულია შესაძლებლობას უარყოს ან შეასწოროს განცხადებები, რომელთა ნაწილი გაკეთებულია კრიტიკული მოსაზრების ფორმით, ნაწილი კი არის პერიფრაზი რესპოდენტების მიერ გაჟღერებული ფრაზების და ჟურნალისტი ამას პირდაპირ უთითებს. კერძოდ: ჟურნალისტი ამბობს ფრაზას „ვრცელდება ინფორმაცია“, რაც ნიშნავს რომ მას მიღებული აქვს ინფორმაცია წყაროს მიერ და ამის შესახებ აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას“.
- საჩივრის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება ეს არის „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“. მომჩივანი უთითებს, რომ აღნიშნული დეფინიციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ განცხადების ცილისწამებად მიჩნევისათვის აუცილებელია ის შეიცავდეს არსებითად მცდარ ფაქტს. „TV პირველ“-ის მიერ ....................... სიუჟეტებში გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებები ცალსახად წარმოადგენს .............................. კონკრეტული შინაარსის შემცველი, ობიექტურად ცხადად წარმოსადგენი ფაქტების დაბრალებასდა არა, როგორც შპს “ტელეკომპანია პირველის” დირექტორმა აღნიშნა ........................ განცხადებაზე მის საპასუხო წერილში, ჟურნალისტის მიერ „კრიტიკული მოსაზრების ფორმით“ გაკეთებულ შეფასებით მსჯელობას, ანუ მის სუბიექტურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. საჩივრის თანახმად, დადგენილია, რომ ფაქტი ობიექტურად გადამოწმებადი კატეგორიაა, რაც განასხვავებს მას აზრისაგან, რომელიც შეფასების გამოხატულებაა და, რომელიც არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „TV პირველ“-ის მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს „ფაქტებს“ და, შესაბამისად, მომხდარი დანაშაულის პროფესიონალურად და არაცალმხრივად გაშუქების შემთხვევაში, ამ ფაქტების სისწორის გადამოწმება ადვილად იქნებოდა შესაძლებელი.
- მეორე მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამეტური ვალდებულებაა, თუმცა ეს არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ თითქოს აღნიშნული უფლება აბსოლუტური და შეუზღუდავია. სწორედ სხვათა უფლებების და ღირსების დაცვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის დაწესებული კონსტიტუციურ საპირწონეს. ევროსასამართლო თავის პრაქტიკაში ხშირად იმეორებს, რომ "ჟურნალისტის უფლება გავრცელოს ინფორმაცია და გამოხატოს აზრი მაღალი ხარისხით არის დაცული, თუ იგი მოქმედებს კეთილსინდისიერად (good faith) და ემყარება გადამოწმებულ ფაქტებს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს." (Goodwin v. United Kingdom, 1996; Bladet Tromsø and Stensaas v. Norway, 1999). კონვენციის მე-10 მუხლი ითვალისწინებს როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვას პირმა, თუკი იგი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. ეს მოვალეობები პრესაზეც ვრცელდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება პირის რეპუტაციის შელახვას. კონვენციის მე-10 მუხლის თანახმადვე, ჟურნალისტები უნდა უზრუნველყოფდნენ ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას ჟურნალისტური ეთიკის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და, მოცემულ შემთხვევაშიც „TV პირველი“ არ მოქმედებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
- საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო სრულად იზიარებს ევროსასამართლოს მიდგომას და მიიჩნევს, რომ „ჟურნალისტის კეთილსინდისიერად მოქმედება განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხს. დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ამ სტანდარტს... ჟურნალისტის კეთილსინდისიერება გამოხატვის თავისუფლების დაცვის წინაპირობაა. ჟურნალისტმა უნდა შეისწავლოს ინფორმაცია, გადაამოწმოს ფაქტები და პასუხისმგებლობით გამოიყენოს თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება." (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის განჩინება №ას-146-147-2017).
- საჩივრის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს „კრიტიკული მოსაზრების ფორმით“ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც მისი ჟურნალისტის მიერ ნაამბობის წარმოჩენას შეეცადა მაუწყებლის დირექტორი ................... განცხადებაზე მის საპასუხო წერილში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია და ეს მოთხოვნა გულისხმობს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქებისას, რაც მოცემულ შემთხვევაში „TV პირველ“-მა ვერ უზრუნველყო.
- მომჩივანი მიიჩნევს, რომ მაუწყებელს საკმარისი კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი უნდა გამოეჩინა და სიუჟეტის ცალმხრივად გაშუქების ნაცვლად (..........................), დაინტერესებულიყო ................. პირის ვინაობითაც, ................................. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტმა არ მიიღო სათანადო ზომები და არ გასწია გონივრული ძალისხმევა მოსახლეობისთვის ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის მისაწოდებლად.
- შესაბამისად, „TV პირველ“-ის მიერ, მაუწყებლების მიერ ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების მიმართ დადგენილი სტანდარტის დარღვევის შედეგად, მოხდა ..................... კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფა, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, "პირის რეპუტაცია შეიძლება ჩაითვალოს პირადი ცხოვრების ნაწილად, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციის მე-8 მუხლით, როდესაც თავდასხმა რეპუტაციაზე აღწევს გარკვეულ სერიოზულობის ხარისხს და უშლის ხელს პირადი ცხოვრების რეალიზაციას." (Axel Springer AG v. Germany, 2012; Pfeifer v. Austria, 2007). „TV პირველ“-ის მიერ ............................. გავრელებული მცდარი, გადაუმოწმებელი და მიკერძოებული ინფორმაცია ცალსხად უნდა შეფასდეს, ................................................. რეპუტაციაზე თავდასხმად, რაც მომავალში ხელს შეუშლის მას პირადი ცხოვრების უფლების რეალიზაციაში.
- საჩივრის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერისაშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ“.
- საჩივრის თანახმად, ......................... მიმართა „TV პირველ“-ს და ითხოვა ..........................სიუჟეტში გაჟღერებული მცდარი ინფორმაციის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით უარყოფა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ასევე, .......................... გამოთქვა მზადყოფნა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მის მიერ მოთხოვნილი მცდარი ფაქტების უარყოფის/შესწორების შინაარსი დეტალურად გაევლო „TV პირველ“-ს ჟურნალისტთან, რაზეც მაუწყებლობის დირექტორმა, უარი განაცხადა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.
- საჩივრის თანახმად, მომჩივანი ამჯერად მიმართავს კომისიას შეიწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტები თანდართულ მასალებთან ერთად და „TV პირველ“-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნების უხეში დარღვევისათვის შეუფარდოს სანქცია და მოსთხოვოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მისი ჟურნალისტის მიერ ......................... ეთერში .............................. ღირსების შემლახავი, მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტების .......................................... შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს.
- კომისიის 2026 წლის 15 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მომჩივანი მირიან თოხაძის წარმომადგენელი გურანდა მაჩაიძე და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელი თორნიკე მიგინეიშვილი. კომისიამ 2026 წლის 15 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა მომჩივანის წერილობითი შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის N6-26-9/258; 14.01.2026) და საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა დახურულ სხდომაზე.
- კომისიის 2026 წლის 15 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, მირიან თოხაძის წარმომადგენელმა გ.მაჩაიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უნდა გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ, ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რისთვისაც მან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით უნდა მიიღოს სათანადო ზომები და გასწიოს გონივრული ძალისხმევა, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქებისას. რაც, მოცემულ შემთხვევაში, „ტელეკომპანია პირველმა" ვერ უზრუნველყო, ვინაიდან მაუწყებლის .......................... საინფორმაციო გამოშვებებში, ..........................., ჟურნალისტის მიერ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია. გ. მაჩაიძე აღნიშნავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტმა არ მიიღო სათანადო ზომები და არ გასწია გონივრული ძალისხმევა მოსახლეობისათვის ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის მისაწოდებლად. ასევე, განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტის მოყვანით/გადაცემით, აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით. გ.მაჩაიძემ ასევე განაცხადა, რომ „ტელეკომპანია პირველის" მიერ ................................................ ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის დარღვევით გავრცელებული ინფორმაცია, ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც ...................................... რეპუტაციაზე თავდასხმად, რაც მომავალში ხელს შეუშლის მას პირადი ცხოვრების უფლების რეალიზებაში. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ კომისიამ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, „ტელეკომპანია პირველს" უნდა დააკისროს ვალდებულება, რომ ......................... მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ კანონით დადგენილი წესით, პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.
- გ. მაჩაიძემ კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა, მაუწყებელს დაევალოს მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტების ღიად და დაუყოვნებლივ შესწორება, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, სათანადო საეთერო დროს. აგრეთვე, მოითხოვა, შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებელს დაევალოს ............................ პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.
- კომისიის 2026 წლის 15 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა თ. მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ თავად ქალბატონმა გურანდამ უკვე მიუთითა ის გარემოება, რაც არის, ამ შემთხვევაში, უარის თქმის პირდაპირი საფუძველი დასაშვებობის ეტაპზე. თავად ............................ არ მოუმართავს ტელეკომპანიისთვის არც 10 დღის ვადაში და არც მას შემდგომ, რომ კონკრეტული ფაქტების უარყოფა მომხდარიყო.
- თ. მიგინეიშვილმა ასევე აღნიშნა, იმისათვის, რომ 52-ე მუხლის მე-12 ნაწილთან დაკავშირებით იმსჯელოს კომისიამ, იმპერატიულად აუცილებელი არის, რომ მას ჰქონდეს წინაპირობა, რაც გულისხმობს მაუწყებლისთვის მიმართვას და მაუწყებლის მიერ უარის თქმას. თ.მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ არ მიუმართავს მაუწყებლისთვის აღნიშნულ პიროვნებას, ......................., რათა მაუწყებელს ჰქონოდა კონკრეტული გარემოებების გამოსწორების საშუალება, თუ ასეთად მიიჩნეოდა ის.
II.მარეგულირებელი კანონმდებლობა
23. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას.“ (17.09.2024-13.12.2024 პერიოდში მოქმედი რედაქცია) ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.“
25. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმისმომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოსკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“(17.09.2024-13.12.2024 პერიოდში მოქმედი რედაქცია).
27.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
28. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სადავო საკითხებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. განცხადება დავის განხილვის შესახებ მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს, ხოლო 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს“.
III. სამოტივაციო ნაწილი
29. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ დავის საგანი არ უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია არ მიიღოს საჩივარი განსახილველად და შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.\
30. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.
31. მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების ახლებურად დაწესების გარდა, 2025 წლის 1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ძალაში შესვლამდე შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591 მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.
32. განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი სადავოდ ხდის შპს „ტელეკომპანია პირველი“ ეთერში ....................... გასულ სიუჟეტს და მიაჩნია, რომ ამ სიუჟეტში მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონოს 52-ე მუხლის მოთხოვნები, გააჟღერა მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტები და ითხოვს დაევალოს მაუწყებელს მცდარი და გადაუმოწმებელი ფაქტების შესწორება ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს. ასევე, ითხოვს „ტელეკომპანია პირველისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაევალოს ........................... მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ კანონით დადგენილი წესით, პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.
33. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 აპრილის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე შემოღებულ იქნა პასუხის უფლებით სარგებლობის განსხვავებული მექანიზმი, რომელიც უკავშირდება ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. ამრიგად, თუ კომისიის მიერ დადგინდა, რომ მაუწყებლის მიერ დაირღვა ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა და დაკმაყოფილებულია პასუხის უფლებით სარგებლობის წინაპირობები - პირის შესახებ გავრცელდა არასწორი ფაქტი, რომელიც ლახავს მის სახელს და რეპუტაციას, ამ პირის მოთხოვნით შესაძლებელია კომისიამ მაუწყებელს დააკისროს ვალდებულება, რომ პირს მისცეს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა იმის მიუხედავად, რომ პირის მიერ კანონით დადგენილი წესით პასუხის მოთხოვნის უფლება საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი.
34. განსახილველ შემთხვევაში, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას. კერძოდ, კომისიას გააჩნია თუ არა იმის უფლებამოსილება შეისწავლოს და დაადგინოს მაუწყებლის მიერ დაირღვა თუ არა ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად შეუძლია თუ არა დაავალოს მაუწყებელს დაინტერესებული პირისთვის პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.
35. სადავო სიუჟეტის .............................. განთავსების ფაქტი დადასტურებულია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და ასევე, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით.
36. ამდენად, კომისიის მიერ დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ სადავოდ გამხდარი სიუჟეტი შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ ეთერში განთავსდა ........................., „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღებამდე (მიღების თარიღი: 2025 წლის 1 აპრილი; დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ). „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. 2025 წლის 1 აპრილს მიღებული კანონი (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) არ ადგენს უკუძალას. შესაბამისად, საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვისას კომისია 2025 წლის 1 აპრილამდე დამდგარი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2025 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციის ნორმებით, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (17.09.2024-13.12.2024 პერიოდში მოქმედი რედაქცია).
37.ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, თუ დავის საგანი არ უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია არ მიიღოს საჩივარი განსახილველად და შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულიდან კი გამომდინარეობს, რომ სავარაუდო დარღვევის ჩადენის პერიოდში - ...................... „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (17.09.2024-13.12.2024 მოქმედი რედაქციით) 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”.
38. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (17.09.2024-13.12.2024 მოქმედი რედაქცია) არ ითვალისწინებდა კომისიის უფლებამოსილებას, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, მაუწყებლისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, უზრუნველეყო დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ხოლო, 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი, რომლითაც პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კომისიაში ან სასამართლოში, კოლიზიურია ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტსა და 591 მუხლის პირველ პუნქტთან, რომელთა თანახმად, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტისა და პასუხის უფლების თაობაზე მაუწყებლის ქმედება საჩივრდება მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში და მისი კომისიაში ან სასამრთლოში გასაჩივრება დაუშვებელია.
39. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში ბოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის 30 ივნისს (დოკუმენტის N3448-XIმს-მპ), ხოლო ამავე კანონის მე-14 მუხლსა და 591 მუხლში ბოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის 19 ოქტომბერს (დოკუმენტის N3597-XIII-Xმპ). შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლებით გათვალისწინებულ წესს, რომლის მიხედვითაც, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევასა და პასუხის უფლებასთან დაკავშირებით მაუწყებლის ქმედება არ საჩივრდება კომისიაში ან სასამართლოში.
40. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ....................... გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით (17.09.2024–13.12.2024) დადგენილი წესის (დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.) ......................... შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ პასუხის უფლების მოთხოვნით არ მიუმართავს. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ....................... მიერ შპს „ტელეკომპანია პირველთან“ 2025 წლის 17 და 21 მაისს განხორციელებული წერილობითი კომუნიკაცია, ასევე შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილობითი პასუხი.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადაო სიუჟეტის გასვლის დროს კომისიას არ გააჩნდა უფლებამოსილება, გადაცემის სიუჟეტში მოყვანილი არასწორი ფაქტების შეფასებისა და მაუწყებლისთვის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, დაეკისრებინა მაუწყებლისთვის ვალდებულება, უზრუნველეყო დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამასთან, პასუხის უფლების მოთხოვნის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი დაინტერესებული პირის მიერ დადგენილ ვადებში იქნებოდა წარდგენილი, იქნებოდა საბოლოო და არ დაექვემდებარებოდა გასაჩივრებას. შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი ეხება საკითხს, რომელიც არ განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და რომლის განსახილველად მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
42.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარში დაყენებული მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებებს. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ მირიან თოხაძეს უარი უნდა ეთქვას საჩივრის განსახილველად მიღებაზე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის, 591 მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მირიან თოხაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/49, 08.01.2026) არ იქნას მიღებული განსახილველად;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მირიან თოხაძის წარმომადგენელ გურანდა მაჩაიძისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მირიან თოხაძის წარმომადგენელ გურანდა მაჩაიძისა და შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
