წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-26-16 / 330

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2026 11:43

მიღების თარიღი ივლისი 17, 2026

შპს  „ტელეიმედის“  წინააღმდეგ  ა(ა)იპ  ,,საქართველოს  მომავლის  აკადემიის“  (ს/კ 4051137755) საჩივრის განხილვის თაობაზე

მომჩივანი მხარე: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემია“ (ს/კ 4051137755)

მოპასუხე: შპს „ტელეიმედი“

დავის საგანი: შპს „ტელეიმედისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 7 და 21 მაისი, 4, 11 და 25 ივნისი, 17 ივლისი 15:00 სთ.

I. საქმის აღწერა

1. საჩივარი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476; 29.04.2026) მიმართა ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიამ“ (ს/კ 4051137755) შპს ,,ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ეთერში, ინტერნეტში, ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კომისიის მიერ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დადგინდა ხარვეზი, რომლის საპასუხოდ მომჩივანმა 2026 წლის 4 მაისის წერილით Nშ-26-6/4715 წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი. შესაბამისად, ფორმალურად გამართული საჩივარი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2026 წლის 4 მაისს.

2.  საჩივარში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 20 აპრილს, შპს ,,ტელეიმედის“ გადაცემაში - “ქრონიკა” 11:01 - 11:01, 14:10 - 14:15, 17:08 - 17:10, და 20:10 - 20:15 პერიოდში გავიდა სიუჟეტები, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის. სიუჟეტები განთავსდა ტელეკომპანიის Youtube  არხზეც.  11:00,  14:00,  17:00  და  20:00  საათიან  “ქრონიკაში”  ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ შესახებ მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა შემდეგი სახის ინფორმაცია: 11 საათიანი ქრონიკა:

ა) „ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. ქრონიკა დაუკავშირდა მხარეებს ორგანიზაციის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.” (11:01 – 11:01);

14 საათიანი ქრონიკა:

ბ) “ქრონიკის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს.” (14:10 - 14:15);

გ) „დღეს დილიდან ვცდილობთ დავუკავშირდეთ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგების მონაწილეები არიან, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით მათ საცხოვრებელ მისამართებზე, თუმცა უშედეგოდ. ტრადიციულად ისინი ქრონიკის კითხვებს გაურბიან და მათ არ სურთ მედიასთან გამოჩენა.” (14:10 - 14:15);

დ) „თუმცა ამ დრომდე არც ოპოზიცია და არც ეს ორგანიზაციები მედიასთან ამ ყველაფერს არ ადასტურებენ. მეტიც, ისინი ცდილობენ რომ ამ კითხვებს თავი აარიდონ და ასე გაექცნენ ქრონიკის მიერ დასმულ კითხვებს.” (14:10 - 14:15);

ე) „ფარი, წერტილი და მომავლის აკადემია, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ იგორ ბლაჟევიჩის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში. ტრენინგის მთავარი თემა არის რევოლუციური პროცესების დაგეგმვა.” (14:10 - 14:15);

17 საათიანი ქრონიკა:

ვ) „ქრონიკის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარის და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. ქრონიკა მათთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.” (17:08 - 17:10); 

20 საათიანი ქრონიკა: 

ზ) „შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს”

(20:10 - 20:15);

თ) „წერტილი“, „ფარი“ და „მომავლის აკადემია“. ეს კი ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც პრაღელი ინტრუქტორისგან მითითებებს იღებენ. ჩამოთვლილი ორგანიზაციის არცერთი ლიდერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომაც მათ საცხოვრებელ მისამართებზე მისვლა გადავწყვიტეთ, თუმცა უშედეგოდ.” (20:10 - 20:15);

ი) „საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლის მსურველებთან იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რევოლუციური პროცესებისთვის ჯგუფების მომზადება და მათთვის ინსტრუქციების გაცემა. ქრონიკის ინფორმაციით, ეს სწორედ ტრენინგების მთავარი ხაზია.” (20:10 - 20:15). მომჩივანმა წარმოადგინა სიუჟეტების ამსახველი ინტერნეტ ბმულები.

3.  საჩივრის თანახმად, 2026 წლის 20 აპრილს, შპს „ტელეიმედის“ სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) გავრცელდა შემდეგი შინაარსის ე.წ. ქარდი: „ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს - ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა

„ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.“ (წარმოდგენილია ინტერნეტ ბმული სოციალური ქსელიდან „Facebook“), ხოლო ვებგვერდზე 20 აპრილს და მომდევნო დღეებში გამოქვეყნდა წერილობითი ნიუსები იგივე ინფორმაციით. კერძოდ, ყველა ნიუსის ბოლოს მითითებულია შემდეგი: „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“. მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.

4.  შპს „ტელეიმედის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 2026 წლის 20 აპრილს გამოქვეყნდა წერილობითი ნიუსი, რომლის დასაწყისშიც მითითებულია შემდეგი: “ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა   ტრენინგები  ჩაუტარა   მოძრაობა   „წერტილის“,   მოძრაობა   „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.” მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.

5.  საჩივარში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 20 აპრილს 20:00 საათიან ქრონიკაში გაშვებული სადავო სიუჟეტი გამოქვეყნდა შპს „ტელეიმედის“ ვებგვერდზეც. მომჩივანის განმარტებით, ამ ნაწილში მისთვის სადავოა გამოქვეყნებული სიუჟეტის ის მონაკვეთები, რაზეც მანამდე მიუთითა საჩივარში. კერძოდ:

ა) „შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს”

(20:10 - 20:15);

ბ) „წერტილი“, „ფარი“ და „მომავლის აკადემია“. ეს კი ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც პრაღელი ინსტრუქტორისგან მითითებებს იღებენ. ჩამოთვლილი ორგანიზაციის არცერთი ლიდერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომაც მათ საცხოვრებელ მისამართებზე მისვლა გადავწყვიტეთ, თუმცა უშედეგოდ.” (20:10 - 20:15);

გ) „საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლის მსურველებთან იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რევოლუციური პროცესებისთვის ჯგუფების მომზადება და მათთვის ინსტრუქციების გაცემა. ქრონიკის ინფორმაციით, ეს სწორედ ტრენინგების მთავარი ხაზია.” (20:10 - 20:15)

6.  საჩივრის თანახმად, ამავდროულად სადავოა შპს „ტელეიმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული შემდეგი ფრაზები: „ქრონიკის“ ინფორმაციით… რამდენიმე ორგანიზაციას ამჯერად, „პრაღის საზოგადოებრივი ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი ამზადებს. შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს…” მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.

7.  საჩივარში მომჩივანი უთითებს, რომ 2026 წლის 24 აპრილს მიმართა შპს „ტელეიმედს“ ემოქმედა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეესწორებინა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. კერძოდ “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 გამოშვებებში აღენიშნათ რომ:

ა) „საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს ჩატარებია ტრენინგი იგორ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით.” ასევე “საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს მიუღია მითითება იგორ ბლაჟევიჩისგან.”;

ბ) „ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების გადაცემა ქრონიკას 20 აპრილის სიუჟეტების ეთერში გაშვებამდე   არ   გვქონია   კომუნიკაციის   მცდელობა   საქართველოს   მომავლის   აკადემიის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად გავავრცელეთ მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიის წარმომადგენლები არ პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს და კითხვებს გაურბიან.” ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ტელეიმედს“ არ შეუსრულებია.

8.  საჩივარში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების სტანდარტები. კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი “მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.” მომჩივანის განმარტებით, უდავოა, რომ “ქრონიკა” წარმოადგენს ახალი ამბების გადაცემას. შესაბამისად, მის მიმართ ვრცელდება ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება.

9.  მომჩივანი უთითებს, რომ კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევისა და განვითარებული პრაქტიკის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა “ჯეროვანი” სიზუსტის დასაცავად, ხოლო მიღებული ზომების შესახებ უნდა იქონიოს შესაბამისი მტკიცებულებებიც. საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „ტელეიმედს“ არც ერთი აღნიშნული სტანდარტი და მოთხოვნა არ დაუცვია. ამავდროულად, ვერ ექნება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გონივრული ზომების მიღებას, ვინაიდან მიუხედავად განსახილველ სიუჟეტებში მაუწყებლის მტკიცებისა, რომ სხვადასხვა გზით ეცადა საქართველოს მომავლის აკადემიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მსგავსი რამ არ მომხდარა.

10. საჩივარში    აღნიშნულია,    რომ    ა(ა)იპ    „საქართველოს    მომავლის    აკადემიის“    არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული სიუჟეტებში ნახსენებ ტრენინგებში და მით უფრო არასდროს  მიუღია  რაიმე  მითითება  იგორ  ბლაჟევიჩისგან.  ამავდროულად,  ტელეკომპანია

„იმედის° წარმომადგენლებს არ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაციის მცდელობა „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო    ზარით  და  არც წერილობით.  ტელეკომპანიის  წარმომადგენლები არც „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ოფისში გამოჩენილან. შესაბამისად, განცხადება იმის შესახებ, რომ „საქართველოს მომავლის აკადემია“ „თავს არიდებდა კითხვებს”, ან “არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს” არის ტყუილი.

11. მომჩივანის  განმარტებით,  ცრუ  ბრალდებების  გაჟღერების  სისტემატურობა,  ჟურნალისტების გადაჭრითი ტონი და პირადი უარყოფითი დამოკიდებულებების გამჟღავნება მიუთითებს, რომ შპს „ტელეიმედი” არათუ გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ შეამოწმა გადაცემული ფაქტების სისწორე, არამედ განზრახ დაამახინჯა ისინი. ამდენად, შპს “ტელეიმედმა” დაარღვია “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მან მომჩივანისგან შეიტყო დაშვებული “შეცდომის” შესახებ და მაინც არ გამოასწორა იგი, მან დამატებით ასევე დაარღვია კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ვალდებულებაც.

12. კომისიის მიერ უკვე განვითარებული პრაქტიკის მსგავსად, 2026 წლის 20 აპრილს “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 საათიან სიუჟეტებში შპს „ტელეიმედმა” ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ ქმედებებში, რომ თითქოს ისინი მართული არიან უცხოეთიდან და თითქოს ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შექმნას. ანუ ერთი მხრივ ტელეკომპანია „იმედი” ტყუის როდესაც ამბობს რომ აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ კონკრეტულ ტრენინგს, ამავდროულად კი საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს აკადემიის წარმომადგენლები დანაშაულებრივი ქმედების მონაწილენი არიან. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ შპს “ტელეიმედმა” დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი ვალდებულებები - არაჯეროვანი, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით.

13. მომჩივანის განმარტებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი ამბებისა  და  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.” როგორც კომუნიკაციების კომისია თავად აღნიშნავს, “ბალანსის დაცვის მოთხოვნა 54-ე მუხლით გარანტირებული მიუკერძოებლობის პრინციპის ცენტრალური კომპონენტია."

14. საჩივრის  თანახმად,  გასაჩივრებულ  სიუჟეტებში  შპს  „ტელეიმედმა”  დაარღვია  აღნიშნული მოთხოვნებიც, ვინაიდან უპირატესობა მიანიჭა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების პოზიციას “საქართველოს მომავლის აკადემიის” საწინააღმდეგოდ და საკითხი არ გააშუქა სათანადო ობიექტურობით და ბალანსის დაცვით.

15. მომჩივანი უთითებს, რომ კომისიის გზამკვლევისა და მის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პრაქტიკაზე დაყრდნობით, მართალია, მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსის მოთხოვნა არ უზღუდავს მაუწყებელს შესაძლებლობას, გააშუქოს რომელიმე მოსაზრება, თუმცა იმ პირობით, რომ სიზუსტის დაცვით და ადეკვატურად იქნება ასახული ყველა სხვა ალტერნატიული შეხედულება. აშკარაა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „ტელეიმედმა” არსებული თითოეული საგულისხმო მოსაზრება თანასწორად და დაბალანსებულად არ მიაწოდა საზოგადოებას. სიუჟეტები მოიცავდა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, კერძოდ, „ქართული ოცნების” წევრების: შალვა პაპუაშვილის, ნინო წილოსანისა და კახა კალაძის განცხადებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

16. შპს  „ტელეკომპანია  პირველისა“  და  შპს  „ფორმულას“  მიმართ  კომისიის  მიერ  მიღებულ გადაწყვეტილებებზე მითითებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ   კომისიამ შპს „ტელეიმედის” მიმართაც უნდა დაადგინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა, ვინაიდან არცერთ გასაჩივრებულ სიუჟეტში საზოგადოებისთვის არ გაუზიარებიათ „საქართველოს მომავლის აკადემიის”, ან თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ალტერნატიული პოზიცია. მით უფრო, რომ მაუწყებელმა იცრუა, რომ თითქოს სცადა „საქართველოს მომავლის აკადემიასთან“ დაკონტაქტება. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებელმა მიზანმიმართულად დაარღვია ბალანსის დაცვის ვალდებულება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

17. მომჩივანი   აღნიშნავს,   რომ   კომისიის   გზამკვლევის   თანახმად,   იმ   შემთხვევაშიც   კი,   თუ „საქართველოს მომავლის აკადემია“ რაიმე მიზეზით უარს განაცხადებდა სიუჟეტში მონაწილეობაზე, მაუწყებელს მაინც ჰქონდა ვალდებულება, მიეღო ყველა გონივრული ზომა, რათა საპირისპირო განცხადებებთან ერთად (შალვა პაპუაშვილის, ნინო წილოსანის, კახა კალაძის მიერ) დაბალანსებულად გაეშუქებინა მათი მოსაზრებებიც. პროაქტიული ზომების წარუმატებლობის შემთხვევაში კი, მიუკერძოებლობის დასაცავად, უნდა გამოეყენებინა სხვადასხვა სარედაქციო ხერხი. მსგავსი ხერხები მაუწყებელს არ გამოუყენებია. მეტიც, ჟურნალისტები აქტიურად აჟღერებდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლების თანმხვედრ პოზიციას და ცრუ ფაქტებს „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლების კონკრეტულ ტრენინგში ჩართულობისა და იგორ ბლაჟევიჩისგან მითითებების მიღების შესახებ. ამდენად, აშკარაა, რომ შპს „ტელეიმედმა” სრულიად დააიგნორა აღნიშნული ვალდებულებები და დაარღვია ბალანსის დაცვის ვალდებულება.

18. საჩივარში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−563 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად, 52-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. სადავოდ გამხდარი სიუჟეტები და მასში გადმოცემული ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში გასვლასთან ერთად განთავსდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე “TV Imedi”-ს ანგარიშებზე, Youtube-ზე და ვებგვერდზე. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, მაუწყებელმა სოციალურ ქსელში (Facebook, Youtube) და ვებგვერდზე ახალი ამბების გადაცემისას დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა.

19. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ ითხოვს, რომ დადგინდეს შპს “ტელეიმედის” მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3, აგრეთვე 54-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 59-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა; შპს “ტელეიმედს” დაეკისროს შესაბამისი სანქცია; აგრეთვე დაევალოს გავრცელებული ინფორმაციის შესწორება, კერძოდ “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 გამოშვებებში, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, Youtube-ზე და ვებგვერდზე (შესაბამის ნიუსებში) აღნიშნოს რომ:

ა) „საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს ჩატარებია ტრენინგი იგორ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით.” ასევე “საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს მიუღია მითითება იგორ ბლაჟევიჩისგან.”

ბ) „ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების გადაცემა ქრონიკას 20 აპრილის სიუჟეტების ეთერში გაშვებამდე არ გვქონია კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად გავავრცელეთ მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიის წარმომადგენლები არ პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს და კითხვებს გაურბიან.”

20.  2026 წლის 21 მაისის Nგ-26-16/220 გადაწყვეტილებით, კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივარი განსახილველად მიიღო და  დავის განხილვის დღედ განსაზღვრა 2026 წლის 4 ივნისი. კომისიის 2026 წლის 4 ივნისის სხდომა გადაიდო შპს „ტელეიმედის“ შუამდგომლობის საფუძველზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5475; 01.06.2026), კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და დავის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 11 ივნისს.

21. 2026  წლის  11  ივნისის  სხდომაზე,  კომისიის  წევრმა  ანი  ვაზაგაშვილმა  მიმართა  კომისიას თვითაცილების თაობაზე განცხადებით. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საჩივარი ეხება შპს „ტელეიმედს“ და სანამ კომისიაში დაიწყებდა საქმიანობას, დასაქმებული იყო შრომითი ხელშეკრულებით „ტელეიმედში“, იურიდიულ სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობის სფერო არ იყო დაკავშირებული საინფორმაციო დეპარტამენტის საქმიანობასთან, სიუჟეტების მომზადებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან, მაგრამ რადგან მისი იქ მუშაობის პერიოდი, დროის თვალსაზრისით,   ემთხვევა სწორედ სადავო სიუჟეტის გასვლის დროს, მიაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება მოხდეს მისი აცილება და მის გარეშე განიხილოს კომისიამ აღნიშნული დავა, რადგან ეს დაკავშირებული იქნება სწორედ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვასთან და მხარესაც ყოველგვარ  ეჭვს აარიდებს თავიდან სხვადასხვა შესაძლო გადაწყვეტილების მიღებასა და შედეგებთან დაკავშირებით.

22. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება თვითაცილების თაობაზე განიხილება ამ კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირის აცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვორუმის არარსებობის გამო კომისიის სხდომა დავის განხილვისა და კომისიის წევრის თვითაცილების განცხადების განხილვის მიზნით გადაიდო და დაინიშნა 2026 წლის 25 ივნისს. კომისიის 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე, კომისიამ დააკმაყოფილა კომისიის წევრის ანი ვაზაგაშვილის განცხადება თვითაცილების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და 93-ე მუხლების შესაბამისად. კომისიის წევრის ა. ვაზაგაშვილის აცილების თაობაზე განცხადება კომისიაში ასევე წარმოდგენილი ჰქონდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიას“ (Nშ-26-6/5294; 22.05.2026).

2. მომჩივანის პოზიცია

23. კომისიის  2026  წლის  25  ივნისის  სხდომაზე  ა(ა)იპ  „საქართველოს  მომავლის  აკადემიის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საჩივარს. მ. კაპანაძემ  ყურადღება გაამახვილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომლებიც ეხება ჯეროვანი სიზუსტის დაცვას. მისი განმარტებით, მათი საჩივარი ეხება 2026 წლის 20 აპრილს გაშუქებული სიუჟეტების მთელ წყებას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ტელეკომპანია „იმედის" ეთერიდან, კონკრეტულად გადაცემა „ქრონიკაში“. ყველა ამ სიუჟეტში წარმოჩენილი იყო პირდაპირი ტყუილი მათი ორგანიზაციის შესახებ. ერთი მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მათ მიიღეს მონაწილეობა გარკვეულ ტრენინგებში და მეორე მხრივ, ასევე ამ ინფორმაციის მიწოდებით ტელეკომპანია „იმედი" განზრახ ცდილობდა წარმოეჩინა, რომ აკადემია გარკვეულ, რაიმე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში, ეს გადაცემული ცნობები არის ტყუილი და პირდაპირი განზრახვა, რათა აკადემია საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ, როგორც მტრული   ძალა ამ ქვეყნისთვის. მ. კაპანაძის განცხადებით, ისინი გაეცნენ ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოგზავნილ წერილობით პოზიციას და ცენტრალური არგუმენტი, რომელიც მხარეს აქვს, ეხება იმას, თითქოს ისინი ეცადნენ აკადემიასთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ. ტელეკომპანია „იმედს" არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ მცდელობებს. თუკი მათ ნამდვილად ჰქონდათ აკადემიასთან დაკავშირების მცდელობა, უნდა წარმოედგინათ, მაგალითად, ე.წ. სქრინები იმ ჟურნალისტის ტელეფონიდან, რომელმაც სცადა დაკავშირება, ან უნდა ეთქვათ, ვისთან ჰქონდათ დაკავშირების მცდელობა. ასევე, გარდა სატელეფონო ზარისა, რაზეც მხარე ამახვილებს ყურადღებას, არსებობს დაკავშირების სხვა, არაერთი ფორმა, მათ შორის, მესიჯის სახით, ელექტრონული მეილის სახით. თუ მათთვის ცნობილია აკადემიის საკონტაქტო ინფორმაცია და ეს ინფორმაცია, როგორც ტელეფონის ნომრები, ისე მეილის მისამართი, ისედაც საჯარო არის, შეეძლოთ სხვა ალტერნატიული ფორმების გამოყენებაც. აქამდე ჟურნალისტები წერილობითი ფორმითაც წერდნენ და ეუბნებოდნენ - „გამარჯობათ, ვარ „იმედის“ ჟურნალისტი და მინდა ესა და ეს ინფორმაცია თქვენგან მოვისმინო, კომენტარი ავიღო და ასე შემდეგ“. ასეთი მიმოწერა, კომუნიკაცია ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან, კონკრეტულად 2026 წლის 20 აპრილის სიუჟეტთან დაკავშირებით, არ მომხდარა. სწორედ ტელეკომპანია „იმედის“ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა კომისიას წარმოუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება. მომჩივანის შეფასებით, შპს „ტელეიმედი“ ცდილობს, რომ შთაბეჭდილება შეუქმნას საზოგადოებას, თითქოს ჩართულები არიან გარკვეულ დანაშაულებრივ ქმედებაში. გასაჩივრებულ სიუჟეტებში, ბალანსის ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით მ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში, 11, 2, 5 და 8 საათზე, ტელეკომპანიამ „იმედს", არცერთ სადავო სიუჟეტში არ ჰქონია მცდელობა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და კონკრეტულად, მომჩივანის პოზიციები გაეჟღერებინა, ანუ, ამ კუთხით სრულიად დაუბალანსებელი იყო მის მიერ გავრცელებული სიუჟეტები და ტყუილი ინფორმაცია, ვინაიდან ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ მხარეს. სიუჟეტის გაშვებიდან მალევე, ტელეკომპანია „იმედს“ წერილობით მიმართეს, რომ ის ინფორმაცია, რაც მაუწყებელმა გაავრცელა, იყო ტყუილი და მოითხოვეს ამ ინფორმაციის შესწორება. თუმცა, შპს „ტელეიმედს“ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია. მ. კაპანაძის განმარტებით, სადავო სიუჟეტები ასევე განთავსდა, ინტერნეტში, მაუწყებლის სოციალურ ქსელში, youtube-ზე და ვებგვერდზე.

24. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელმა ა. ზიბზიბაძემ კომისიის 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო სიუჟეტს მასთან დაკავშირებულ ნაწილში ამზადებდა ჟურნალისტი ნინო გოგიშვილი. აღნიშნულ ჟურნალისტს სხვა შემთხვევებში ჰქონდა მასთან დაკავშირების მცდელობები. ყველა შემთხვევაში, ეს მცდელობები წარმატებული იყო. მათ         შორის,    იყო    ისეთი    შემთხვევებიც,    როდესაც    ჟურნალისტის    შემომავალი    ზარი ფიქსირდებოდა. ამჯერად ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ა. ზიბზიბაძემ გამოთქვა მზაობა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, სხვა შემთხვევებში, ჟურნალისტი მას სწერდა სოციალურ ქსელში, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე, სწერდა სხვა საშუალების გამოყენებით (მაგალითად, Whats up-ის მეშვეობით).

3. მოპასუხის პოზიცია

25. 2026   წლის   10   ივნისს,   შპს   „ტელეიმედმა“   წარმოადგინა   წერილობითი   ახსნა-განმარტება განსახილველ დავასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5816; 10.06.2026). შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, ის არ ეთანხმება წარმოდგენილ საჩივარს, მიაჩნია, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და სამართლებრივი დაუსაბუთებლობის გამო. მოპასუხე წერილობით ახსნა-განმარტებაში უთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52- ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად,  მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.  მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ. მოპასუხე ასევე უთითებს კომისიის მიერ შემუშავებულ გზამკვლევზე და აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როცა რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის გაწეული ძალისხმევა უნდა იყოს „ჯეროვანი“ და შეესატყვისებოდეს გაშუქებული საკითხის ბუნებას, პროგრამისა და მაუწყებლის კატეგორიას, მასალის მიმართ აუდიტორიის მოლოდინს და ინფორმირების დონეს. ცალკეულ შემთხვევებში მაუწყებლის მიერ გადაცემული ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა მოითხოვს შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლას, კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან, პირებისგან ინფორმაციის მიღებას. ამ კონტექსტში მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება შეფასდება უშუალოდ მაუწყებლის გაწეული ძალისხმევის ნაწილში და მაუწყებელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მან გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად სათანადო ძალისხმევა, მაგრამ გადამოწმება ვერ შეძლო იმის გამო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მიიღო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია რომელიმე კერძო ან საჯარო დაწესებულებიდან ან პირისგან.

26. მოპასუხე თავის ახსნა-განმარტებაში ასევე, უთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს. ბალანსის დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ბალანსის დაცვის ვალდებულება ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დავების გაშუქებაზე. მოთხოვნა შეეხება პოლიტიკურ, ინდუსტრიულ ნებისმიერ სხვა საკითხზე არსებულ საკითხს, რომელზეც პოლიტიკოსებს, ინდუსტრიას ან/და საზოგადოების წევრებს აქვთ დისკუსია. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტულ წესს ან პროცედურას, თუ როგორ უნდა დაიცვას მაუწყებელმა ბალანსი. ბალანსის დაცვა თითოეულ შემთხვევაში მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ხდება.

27. მოპასუხის  განმარტებით,  კანონმდებლის  მიზანი  და  კომისიის  პრაქტიკა  ბალანსის    დაცვის ვალდებულების შესრულების ნაწილში მოიცავს ბალანსის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის მიერ გაღებული გონივრული ძალისხმევის შეფასებას. შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სიუჟეტის მომზადების პროცესში, ისინი დაუკავშირდნენ         ორგანიზაციების,    მათ    შორის,    „საქართველოს    მომავლოს    აკადემიის“ წარმომადგენლებს, თუმცა, მათ „ქრონიკის“ ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ხსენებული ზარის განხორციელება მიემართებოდა ერთი მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ჯეროვანი სიზუსტისა და ფაქტების გადამოწმების ვალდებულების დაცვას, აგრეთვე, პასუხის უფლების სარგებლობის უზრუნველყოფასა და სიუჟეტის მიმდინარეობის დროს ბალანსის დაცვის მოთხოვნების რეალიზებას. შპს „ტელეიმედი“ თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში უთითებს ჟურნალისტის მიმართვის საფუძველზე სს „სილქნეტის მიერ გაცემულ წერილზე, რომლის თანახმად, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დოკუმენტი/ინფორმაცია უპასუხო ზარების შესახებ. გარდა ამისა, „ქრონიკის“ მიერ სიუჟეტის მომზადების დროს, სადაც მათ შორის ფიგურირებდა    „საქართველოს    მომავლის    აკადემია“,    შპს    „ტელეიმედის“    ჟურნალისტი „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ოფისში არაერთხელ მისულა, არაერთხელ განუხორციელებია სატელეფონო ზარი, მათ შორის, ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელთან - ა. ზიბზიბაძესთან გასაუბრებაც არაერთხელ უცდია, თუმცა, ორგანიზაციის მკაფიო პასუხი ყოველთვის იყო ის, რომ ისინი არ ჩაეწერებოდნენ „ქრონიკას“ და არ დააფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებას, რის თაობაზეც კადრი საჯაროდ გავრცელდა სხვადასხვა სიუჟეტებში და ამ გარემოებებს საჩივრის წარმდგენი მხარეც ვერ უარყოფს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტელეიმედის“ ჟურნალისტისთვის კარგად არის ცნობილი ამ ორგანიზაციის და მისი წარმომადგენლების პოზიცია კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით, განსახილველი სიუჟეტის მომზადებისას დაცულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, ჟურნალისტური სტანდარტები და განხორციელდა მათთან დაკავშირება. თუმცა, სატელეფონო კომუნიკაცია ვერ შედგა, მაუწყებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, მაუწყებელს მიაჩნია, რომ ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის განხორციელების მოთხოვნა მას სრულად დაცული აქვს.

28. შპს „ტელეიმედის“ განცხადებით, მაუწყებელს არ დაურღვევია ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი. მისი აზრით, საჩივრის ავტორმა უნდა დაასაბუთოს არა მხოლოდ ის, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის არასასურველია ან მიუღებელია, არამედ ისიც, რომ მაუწყებელმა არ გამოიჩინა გონივრული სიფრთხილე ინფორმაციის გადამოწმებისას. შპს „ტელეიმედი“ თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ სადავო სიუჟეტის მომზადებისას ინფორმაცია მიღებული იყო ჟურნალისტური  წყაროსგან.  ამასთან,  ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა წარმოადგენს მედიის თავისუფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას და მაუწყებელი არ არის ვალდებული გაამჟღავნოს წყაროს ვინაობა ან მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ჟურნალისტის კონფიდენციალურობის დაცვა და შესაბამისად, წყაროს ვინაობის გაუმხელობა თავისთავად ვერ გახდება დასკვნის საფუძველი, რომ ინფორმაცია არასანდო იყო ან მაუწყებელმა დაარღვია ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი. ამასთან, წყაროს ვინაობის არგამხელა არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს როგორც ინფორმაციის არასანდოობის მტკიცებულება. გარდა ამისა, მოქმედი სამართლებრივი სტანდარტი  მაუწყებელს  არ აკისრებს  ინფორმაციის  აბსოლუტური  სისწორის  გარანტირების ვალდებულებას.  ჯეროვანი  სიზუსტის  პრინციპი  გულისხმობს  ინფორმაციის  მოპოვებისა  და გავრცელების გონივრული პროფესიული სიფრთხილის და კეთილსინდისიერების გამოვლენას.

29. შპს   „ტელეიმედის“ განცხადებით, მაუწყებლის სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა სანდო წყაროსგან. ამავდროულად, დაცული იყო ის კანონისმიერი მოთხოვნები, რომლებიც მათ შორის გამომდინარეობს გზამკვლევიდან. შესაბამისად, იმისთვის, რომ მაუწყებელს მოეხდინა მაყურებლის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნებოდა მომზადებული სიუჟეტი, რაზე დაყრდნობით ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება და ინფორმაციის წარმომავლობა ცნობილი ყოფილიყო მაყურებლისთვის, გამოყენებული იყო ისეთი ლექსიკა როგორიცაა „ქრონიკის ინფორმაციით, „არსებული ინფორმაციით“, რომლითაც მაყურებელს მკაფიოდ ეცნობა, რომ საუბარი იყო მაუწყებლის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე (წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე). ეს კი აუდიტორიას უტოვებს იმის ობიექტურ შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს და ნდობის მაღალი სტანდარტით მიიღოს გავრცელებული ინფორმაცია ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენოს ხსენებული. შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით, ინფორმაცია წარმოაჩინა როგორც ჟურნალისტური წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, რომლის შესახებაც საზოგადოებას აცნობებდა.

30. მოპასუხის   განმარტებით,   სადავო   საკითხის   სამართლიანად   განხილვისთვის   არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება,    რომ სიუჟეტის მომზადების პროცესში ჟურნალისტი ცდილობდა მომჩივნის წარმომადგენლებთან დაკავშირებას მობილური ტელეფონის მეშვეობით და მათი პოზიციის მიღებას, თუმცა, აღნიშნული მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელს ჰქონდა საფუძველი წყაროს სანდოობაში დასარწმუნებლად, იგი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და მიიღო დამატებითი გადამოწმების გონივრული ზომები, კერძოდ, სიუჟეტის მომზადებამდე შეეცადა   ინფორმაციის  მეორე მხარესთან  გადამოწმებას, თუმცა, აკადემიის წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღო, რადგან ისინი ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს პასუხს არ სცემდნენ.

31. შპს „ტელეიმედის“ განცხადებით, იმ პირობებში, როცა დაინტერესებული პირი თავს იკავებს კომენტარისგან ან არ პასუხობს ჟურნალისტის მცდელობებს, მაუწყებელს არ ეკისრება სიუჟეტის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების ვალდებულება. მაუწყებლის აღნიშნული ქმედება ცხადყოფს, რომ მან გამოავლინა ის პროფესიული ძალისხმევა, რასაც მისგან მოითხოვს ჯეროვანი სიზუსტის სტანდარტი. იმ გარემოების მტკიცებულებით დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტი ცდილობდა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებთან სატელეფონო გასაუბრებას, რომლებიც მას არ პასუხობდნენ, ჟურნალისტმა მიმართა სს „სილქნეტს“ და მოითხოვა გამავალი ზარების ამონაწერი კონკრეტულ პერიოდზე. თუმცა, სს „სილქნეტის“ წერილით N1/1388 მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ გამავალი ზარების ჩანაწერები არ ფიქსირდება, თუ ისინი უპასუხო ზარებია. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გამავალი ზარის ტარიფიკაცია იწყება ზარის გასვლისთანავე.

32. შპს   „ტელეიმედის“   განმარტებით,   მომჩივანის   პრეტენზია   მიუკერძოებლობის   პრინციპის დარღვევის თაობაზე ასევე უსაფუძვლოა. საკითხი ეხებოდა პოლიტიკური პროცესების, აქტივისტების შესაძლო მომზადებას, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას და საზოგადოების ინფორმირების საჭიროება განსაკუთრებით მაღალი იყო,    რაც    მედიისთვის    ქმნიდა    ლეგიტიმურ    საფუძველს    საკითხის    გაშუქებისთვის. მიუკერძოებლობა არ ნიშნავს ყველა მხარის პოზიციის სავალდებულო ერთდროულ გაშუქებას.

შესაბამისად, მიუკერძოებლობის სტანდარტი ყველა სიუჟეტში ყველა მხარის პოზიციის ერთდროულ და თანაბარი მოცულობით წარმოდგენას. მთავარია, მაუწყებელმა არ დამალოს ფაქტები, გონივრულად სცადოს მეორე მხარის პოზიციის მოპოვება და არ წარმართოს მასალა წინასწარ ჩამოყალიბებული დასკვნის დასადასტურებლად. მიუკერძოებლობის სტანდარტი არ გულისხმობს   მედიის ვალდებულებას, უარი თქვას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ინფომრაციის ობიექტის კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა. სიუჟეტი ეფუძნებოდა ჟურნალისტის ხელთ არსებულ ინფორმაციას და არა პირად ვარაუდებს ან სარედაქციო დამოკიდებულებას. სიუჟეტი არ წარმოადგენდა ჟურნალისტის პირად მოსაზრებას, წინასწარ ჩამოყალიბებულ პოზიციას ან   მიზანმიმართულ კამპანიას მომჩივნის წინააღმდეგ. მაუწყებელმა მიიღო გონივრული ზომები მომჩივნის პოზიციის მოსაპოვებლად, თუმცა მისგან პასუხის მიღება ვერ მოხერხდა. ასეთ პირობებში ინფორმაციის გავრცელება ვერ შეფასდება მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევად.

33. შპს  „ტელეიმედის“  განმარტებით,  ზემოაღნიშნული  ცხადყოფს,  რომ  მაუწყებლის  მიერ  არ დარღვეულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი დანაწესი ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადაცემისა და გონივრული ზომების მიღების შესახებ, ვინაიდან, დგინდება, რომ ინფორმაცია არ იყო ჟურნალისტის ვარაუდი ან გამოგონილი ამბავი, არსებობდა კონკრეტული წყარო, რომლის კონფიდენციალურობაც კანონით არის დაცული, წყარო რედაქციამ სანდოდ მიიჩნია, იყო „საქართველოს მომავლის   აკადემიასთან“   ინფორმაციის   გადამოწმების   მცდელობა, „ქრონიკის“ წყაროსგან მიღებულ ინფორმაციასთან მიმართებით გამოყენებული იყო შესაბამისი სტანდარტით განსაზღვრული  ფრთხილი ფორმულირებები: „ქრონიკის ინფორმაციით“, „არსებული ინფორმაციით“, საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იყო.

34. მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „ტელეიმედმა“ განმარტა, რომ ინფორმაციის უარყოფა წარმოადგენს დაინტერესებული პირის პოზიციას და თავისთავად არ ადასტურებს, რომ მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი იყო ან მისი გავრცელებისას არ ყოფილა დაცული ჯეროვანი სიზუსტის სტანდარტი. ამასთანავე, საჩივრის განხილვის საგანია სიუჟეტის მომზადებისა და გავრცელების მომენტში მოქმედი პროფესიული სტანდარტების დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომჩივანის შემდგომი პოზიცია არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მაუწყებელი სიუჟეტის მომზადების ეტაპზე ცდილობდა მისი კომენტარის მიღებას.

35. მოპასუხის   განმარტებით,   ასევე   უსაფუძვლოა   მომჩივანის   არგუმენტი   მაუწყებლის   მიერ ბალანსის პრინციპის დარღვევის თაობაზე. კომისიის პრაქტიკაში და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ბალანსი ფასდება გონივრულ პერიოდში და მთლიან გაშუქებაში და არა ყოველთვის ერთი სიუჟეტის ფარგლებში. ე.ი. ბალანსი არ ნიშნავს თანადროულობას ნებისმიერ შემთხვევაში. ბალანსის პრინციპი არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემის გაშუქება დამოკიდებული გახდეს ინფორმაციის ობიექტის სურვილზე, გასცეს თუ არა კომენტარი. საწინააღმდეგო მიდგომა ნებისმიერ პირს მისცემდა შესაძლებლობას, კომენტარზე უარის თქმით შეეზღუდა მედიის მიერ საკითხის გაშუქება, რაც შეუთავსებელი იქნებოდა გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის როლის კონსტიტუციურ სტანდარტებთან. წინამდებარე შემთხვევაში მაუწყებელმა სცადა მომჩივანის პოზიციის მოპოვება. შესაბამისად, ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით მისგან გონივრულად მოსალოდნელი ქმედებები განხორციელებული იყო. მომჩივანის შემდგომი უკმაყოფილება ან ინფორმაციის უარყოფა ვერ ცვლის იმ გარემოებას, რომ სიუჟეტის მომზადების ეტაპზე მაუწყებელი მოქმედებდა კეთილსინდისიერად  და  პროფესიული  სტანდარტების  დაცვით.  მაუწყებელმა  მიიღო  ყველა გონივრული ზომა მომჩივანის   პოზიციის მოსაპოვებლად, თუმცა, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. შესაბამისად, ბალანსის დარღვევად ვერ შეფასდება გარემოება, რომელიც თავად მომჩივანის მიერ კომუნიკაციაში არჩეული ქცევით იყო განპირობებული.

36. შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, ბალანსის ვალდებულება არ ნიშნავს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას. ჟურნალისტური ეთიკისა და მაუწყებლობის სტანდარტები არ ავალდებულებს მაუწყებელს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთმა მხარემ კომენტარი არ გააკეთა ან არ უპასუხა ჟურნალისტის მიმართვებს - აღნიშნულმა შესაძლოა მიიყვანოს ინფორმაციულ ვაკუუმამდე. მოპასუხის განმარტებით, საკითხი წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემას - სადავო სიუჟეტი შეეხებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხს, კერძოდ, ინფორმაციას გარკვეული პირების შესაბამისი ჯგუფების შესაძლო გადამზადების და ტრენინგების ჩატარების შესახებ. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მედიის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვის  ქვეშ    იმყოფება, ვინაიდან მედიის ერთ-ერთი  უმთავრესი  ფუნქცია სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა. შესაბამისად, ამ პირობებში მაუწყებლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეფასდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ აშკარა და არსებითი დარღვევის არსებობის შემთხვევაში.

37. მოპასუხის   განმარტებით,   ყოველი   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   დგინდება,   რომ მაუწყებელმა იმოქმედა კეთილსინდისიერად; ინფორმაცია ეფუძნებოდა ჟურნალისტურ წყაროს; მაუწყებელმა გონივრულ ფარგლებში სცადა მეორე მხარის პოზიციის მოპოვება; ინფორმაცია წარმოდგენილი იყო იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელსაც მაუწყებლობის გზამკვლევი ადგენს წყაროსგან მიღებულ ინფორმაციასთან მიმართებით; საკითხი წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემას. შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“ მიაჩნია, რომ არ არსებობს მაუწყებლის მიერ არც ჯეროვანი სიზუსტის, არც მიუკერძოებლობის და არც ბალანსის პრინციპის დარღვევის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

38. კომისიის 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ს. თხელიძე დაეთანხმა კომისიაში წერილობით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებას. მან დაამატა, რომ მომჩივანი მხარე თავის პოზიციას აგებს და მთლიანად იყენებს იმ მდგომარეობას, რომ იგი უარს აცხადებს რაიმე კომენტარის გაკეთებაზე ტელეკომპანია „იმედთან" კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც,   იყენებს ამ პოზიციას და შემდგომ თვითონვე აგებს საჩივარს იმაზე, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა" არ დაიცვა ის პრინციპები, რომლებიც დადგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. მომჩივან მხარეს   არ ეთანხმებიან და აქვთ მტკიცებულება წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ჟურნალისტი ცდილობდა მომჩივან მხარესთან დაკავშირებას, თუმცა მომჩივანი მხარე საერთოდ არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, რომელსაც ჟურნალისტი ახორციელებდა და ეს მტკიცებულება დართული არის მათ წერილობით პოზიციაზე. ს. თხელიძის განმარტებით, საკითხის მიმართ იყო ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ის ეხებოდა კონკრეტული ჯგუფების მომზადებას. ეს მომზადება შეიძლება ყოფილიყო ტრენინგები პოლიტიკური  ვითარების და  შუღლის  გასაღვივებელ  ძალადობრივ აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ვინაიდან საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო, ჟურნალისტს არც კი ჰქონდა უფლება და კონკრეტულ მაუწყებელს არც კი ჰქონდა უფლება, თუ ეს ინფორმაცია მას მიღებული ჰქონდა წყაროსგან, არ გაეჟღერებინა. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ ინფორმაცია ჟურნალისტს მოპოვებული ჰქონდა ანონიმური წყაროსგან. ყოველი წინადადების დასაწყისში და ყოველი სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი აჟღერებს „მის ხელთ არსებული ინფორმაციით...“, „მიღებული ინფორმაციით...“, „მაუწყებლისთვის არსებული ინფორმაციით...“, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს მიღებული ჰქონდა ეს ინფორმაცია წყაროსგან და წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას გადასცემდა მისი მაყურებლებისათვის და მათ უტოვებდა სივრცეს იმისათვის, რომ ისინი მინდობოდნენ მაუწყებლის წყაროს, ან არა. ს. თხელიძის განცხადებით, მაუწყებელი ცდილობდა დაკავშირებას სიუჟეტის სუბიექტთან, თუმცა მისგან ვერ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული პასუხები ამ სიუჟეტთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი სახეზეა და მისი დაცულობაც სახეზეა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ბალანსის დაცულობა სახეზე იყო, რასაც, მისი აზრით, ადასტურებს ა. ზიბზიბაძეც. კერძოდ,  ტელეკომპანიას არაერთხელ უცდია მათთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა მომჩივანმა მხარემ გამოტოვა მეორე ნაწილი, რომ ყოველ ჯერზე ისინი უარს აცხადებენ ტელეკომპანიასთან კომუნიკაციაზე. როდესაც ჟურნალისტი აჟღერებდა    წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას, ამით უტოვებდა თვითონ მაყურებელს შესაძლებლობას, დაეჯერებინა თუ არა ეს კონკრეტული ინფორმაცია და განეხილა მისი სანდოობა. შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის შეფასებით, მიუკერძოებლობის პრინციპი არ დარღვეულა. მან ასევე, აღნიშნა, რომ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მტკიცებულებაში მითითებულია, რომ თუკი არის სპეციალური ტარიფი ჩართული, როდესაც ხორციელდება შემავალი ზარი და ამ ზარებს არ პასუხობენ, ზარებთან დაკავშირებით ამონაწერს სს „სილქნეტი“ არ გასცემს. აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ჟურნალისტი მოიქცა კეთილსინდისიერად, მიმართა სს „სილქნეტს“ სატელეფონო ზარების ამონაწერის მოპოვების მიზნით, თუმცა, სს „სილქნეტმა“ ეს ინფორმაცია ვერ გასცა.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა

39. 2026 წლის 16 ივლისს, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების დეპარტამენტმა წარმოადგინა დასკვნა  (კომისიაში      რეგისტრაციის      N26-10/1646;      16.07.2026)      რომლის      თანახმად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილია,   რომ   საჩივარში   აღნიშნული   სიუჟეტები   (2026   წლის   20   აპრილი,   შპს „ტელეიმედის“ გადაცემა - „ქრონიკა“ 11:01 - 11:01, 14:10 - 14:15, 17:08 - 17:10 და 20:10 - 20:15) მართლაც იყო განთავსებული შპს „ტელეიმედის“ ეთერში და Youtube არხზე (ამავდროულად, 20 აპრილს 20:00 საათიან „ქრონიკაში“ გაშვებული სადავო სიუჟეტი გამოქვეყნდა ტელეკომპანიის ვებგვერდზეც). ამასთან, გადაცემის წამყვანის და სიუჟეტების ავტორების (ჟურნალისტების) მიერ გადმოცემულია ზემოხსენებული ინფორმაცია.

40. დამატებით, 2026 წლის 20 აპრილს, შპს „ტელეიმედის“ სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) ნამდვილად გავრცელდა ე.წ. ქარდი: „ქრონიკის“ ინფორმაციით იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს - ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს“. ხოლო,   ვებგვერდზე   20   აპრილს   და   მომდევნო   დღეებში გამოქვეყნდა წერილობითი ახალი ამბები იგივე ინფორმაციით. ასევე, ტელეკომპანია იმედის ოფიციალურ ვებგვერდზე 20 აპრილს გამოქვეყნდა წერილობითი ახალი ამბავი, რომლის დასაწყისშიც   მითითებულია   შემდეგი:   „ანალიტიკოსი,  გია   აბაშიძე  სოციალურ  ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს”. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მომჩივნის საჩივრის, გადაცემისა და თანდართული მასალის საფუძველზე მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი საჩივრის თითოეულ საფუძველთან მიმართებით მიუთითებს შემდეგს:

41. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.1  დასახელებული  საკანონმდებლო  დებულება  მიუთითებს  „ახალ  ამბებსა“  და „ფაქტებზე   დაფუძნებულ   ინფორმაციაზე“.   შესაბამისად,   ჯეროვანი   სიზუსტით   გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.2

42. დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.3

43. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა სახის ინფორმაცია იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამასთან, როგორც კომისიამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ბრალდებები თავისი არსით არ არის ფაქტი და მისი სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი4. თუმცა, მათ

1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.5.

2 იქვე, გვ.6.

3  იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

4 იხ. კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/668 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე.

მიმართ ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნები განსხვავებულად მოქმედებს. ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად.5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ფაქტები ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.6 ბრალდება კი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, არის პირის დადანაშაულება ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში. ამასთან, ბრალდება ფაქტისგან განსხვავებით არ არის უტყუარად დამტკიცებული, დადასტურებული. აღნიშნული არ ათავისუფლებს მაუწყებელს ამა თუ იმ პირის მიმართ გავრცელებული ბრალდება დაასაბუთოს, უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ეფუძნება ბრალდება, შეცდომაში არ შეიყვანოს აუდიტორია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, „სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი“.7

44. განსახილველი სადავო სიუჟეტების და წერილობითი ახალი ამბების თემას წარმოადგენს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელის, იგორ ბლაჟევიჩის, მიერ ოპოზიციისა და მათი თანამოაზრე    ორგანიზაციებისთვის    (მოძრაობა    „ფარი-ერთობა“,    ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“) ტრენინგების ჩატარება, რომლის მთავარი სასაუბრო თემა არის რევოლუციური პროცესების დაგეგმვა და მოწყობა. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია, მისი გამოყენების კონტექსტის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა ფაქტების კონსტატაციას.

45. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  დეპარტამენტს  მიაჩნია,  რომ  შპს  „ტელეიმედის“  მიერ გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტის, ფორმისა და შინაარსიდან გამომდინარე, სადავო სიუჟეტებში მომჩივანის მიმართ გაჟღერდა ბრალდებები და შესაბამისად, ის ვერ შეფასდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების ჭრილში და ვერ დადგინდება ამ პუნქტების დარღვევა.

46. ვინაიდან,  დეპარტამენტის  დასკვნით,  ზემოთაღნიშნული  ფრაზები  შეიცავდა  ბრალდებებს, ისინი უნდა  შეფასდეს  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  მე-8 პუნქტით განსაზღვრული  სპეციალური  რეგულაციის  ფარგლებში,8  კერძოდ:  „პირს, რომლის 5 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.11.2022).

7  საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-1477-1489-2011, 03.04.2012); საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (№ას-797-2022, 25.02.2022).

8 იხ. კომისიის 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება N გ-25-16/611 შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755), ალექსანდრე ზიბზიბაძისა და მარია დარჩიევის საჩივრის  განხილვის  თაობაზე,  კომისიის  2025  წლის  11  დეკემბრის  N  გ-25-16/ 613  გადაწყვეტილება  შპს მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება”. მოცემულ შემთხვევაში ასევე რელევანტურია ამავე მუხლის მე-7 და მე-4 პუნქტებიც: „მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს” და „ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.“ ჯეროვანი სამართლიანობა ფართო კონცეფციაა და გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, პატივი სცეს პროგრამაში მონაწილე სუბიექტის ძირითად უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და გაუმართლებლად არ შეზღუდოს ისინი.9

47. დასკვნაში  აღნიშნულია,  რომ  სამართლიანობის  პრინციპი  მოწოდებულია  იმ  სუბიექტების უფლებების დაცვაზე, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ პროგრამაში: მოხსენიებული არიან, ასახულია მათი ხმა, გამოსახულება, სახელწოდება, ბრენდული დასახელება და ა.შ. პროგრამის მონაწილეების უფლებების დაცვა და მათ მიმართ სამართლიანი მოპყრობა პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მედიის ფუნქციონირების ქვაკუთხედია. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი, ერთი მხრივ, სარგებლობს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში შებოჭილია სხვა სუბიექტების ფუნდამენტური უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით. დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა სხვა პირთა უფლებების დარღვევის ხარჯზე.10

48. დასკვნის   თანახმად,   პასუხის   გაცემის   უფლება   წარმოიშობა   სუბიექტის   (ფიზიკური   ან იურიდიული პირი) შესახებ ნებისმიერი ბრალდების ეთერში გამოთქმის შემთხვევაში. შესაძლებელია ეს ბრალდება უკავშირდებოდეს პირის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის, უკანონო ან ამორალური ქმედების ჩადენას. ასეთ შემთხვევაში მაუწყებელი ვალდებულია პროგრამის ეთერში განთავსებამდე დაუკავშირდეს პირს და მისცეს გონივრული და ადეკვატური შესაძლებლობა, რომ იმავე პროგრამაში უპასუხოს გამოთქმულ ბრალდებას. კერძოდ, პირს დეტალურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული ბრალდების შინაარსის შესახებ და მიეცეს გონივრული ვადა პასუხის წარმოსადგენად. პასუხის გაცემის უფლების რეალიზაციად ვერ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც მაუწყებელი ურეკავს პირს, ზეპირად აცნობს მის შესახებ ბრალდებას და იმავე მომენტში სთავაზობს პასუხის გაცემას. მაუწყებელი უფლებამოსილია გადაუხვიოს ამ მოთხოვნიდან, თუ ეს გამართლებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესით.11

49. დასკვნაში   აღნიშნულია,   რომ   პირის   პასუხი   მაუწყებელმა   პროგრამაში   უნდა   ასახოს სამართლიანად და ზუსტად. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის პასუხზე ამის შესახებ ნათლად უნდა განიმარტოს პროგრამაში. გარდა ამისა, თუ პირმა წარმოადგინა არგუმენტაცია თუ რატომ ამბობს უარს პასუხზე, ეს არგუმენტაციაც ასევე სამართლიანად და ზუსტად უნდა იყოს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 405113755) და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ. 9კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.25.

10 იქვე.

11 იქვე, გვ.28.

გადმოცემული პროგრამაში.12 მომჩივნის მიმართ გადაცემაში გაჟღერდა ბრალდებები, რის გამოც მას უნდა მისცემოდა დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.  შპს „ტელეიმედი“ თავის წერილობით პოზიციაში აღნიშნავს, რომ სიუჟეტის მომზადების პროცესში ჟურნალისტი ცდილობდა მომჩივნის წამომადგენლებთან დაკავშირებას მობილური ტელეფონის მეშვეობით და მათი პოზიციის მიღებას, თუმცა აღნიშნული მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ (ეს ინფორმაცია ასევე გაჟღერებულ იქნა სადავო   სიუჟეტებშიც).   აღნიშნულის   დასადასტურებლად   მოპასუხე   მხარემ   მიმართა   სს „სილქნეტს“ და მოითხოვა გამავალი ზარების ამონაწერი კონკრეტულ პერიოდზე, თუმცა, მოთხოვნაზე ეთქვა უარი შემდეგი მიზეზით - მომსახურების დეტალურ ამონაწერში უპასუხო შემომავალი/გამავალი ზარები არ ფიქსირდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზარის ტრაფიკი იწყება  ზარის  გასვლისთანავე.13  ამავდროულად,  მომჩივანი  მხარე განმარტავს,  რომ  შპს „ტელეიმედის“  წარმომადგენლებს  არ  ჰქონიათ  რაიმე  სახის  კომუნიკაციის მცდელობა ააიპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო ზარით და არც წერილობით, ტელეკომპანიის წარმომადგენლები არც მათ ოფისში გამოჩენილან.

50. მედიამომსახურებების  რეგულირებების  დეპარტამენტი  განმარტავს,  რომ  პასუხის  გაცემის უფლების მიცემის გონივრულ და ადეკვატურ საშუალებად ვერ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც მაგალითად, მაუწყებელი მხოლოდ პირთან დარეკვით ან მისამართზე მისვლით შემოიფარგლება და ზარის უპასუხოდ დატოვების/მისამართზე არ ყოფნის შემთხვევაში სხვა ზომას/ხერხს არ მიმართავს, რათა პირს, რომელსაც ბრალდებები მიემართება, მისცეს დროული და ჯეროვანი პასუხის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად, პირს შეიძლება არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად ვინ უკავშირდება მას და უცხო ნომერს არ უპასუხოს. ამასთან, კონკრეტულ დროს შეიძლება არ ჰქონდეს ტელეფონის ზარზე პასუხის შესაძლებლობა, არ იმყოფებოდეს მისამართზე და სხვ. შესაბამისად, მაუწყებელმა უნდა მიმართოს სხვა ხერხებს, რათა მისცეს პირს შესაძლებლობა, რომ პასუხის უფლებით ისარგებლოს. მაგალითისთვის, მაუწყებელს შეუძლია ტექსტური შეტყობინების/მეილის ან სხვა საშუალებით პირს წარუდგინოს თავი, დაკავშირების მიზეზი, დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია არსებული ბრალდების შინაარსის შესახებ და მისცეს გონივრული ვადა პასუხის წარმოსადგენად.

51. დასკვნის   თანახმად,   მაუწყებლის   წერილობითი   პოზიციით   და   სხდომაზე   გაკეთებული განმარტებით, ჟურნალისტს მომჩივან მხარესთან დაკავშირების მცდელობა, გარდა გამოტოვებული სატელეფონო ზარისა, არ ჰქონია. შესაბამისად, დეპარტამენტი თვლის, რომ აღნიშნული ვერ შეფასდება პირისთვის დროული და ჯეროვანი პასუხის უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფად. დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო სიუჟეტები 20 აპრილს რამდენჯერმე გავიდა ეთერში სხვადასხვა დროს და წერილობითი ახალი ამბების უმრავლესობა, რომელიც ერთმანეთის მსგავს ინფორმაციას შეიცავდა, ვებგვერდზე განთავსებულ იქნა 20 აპრილის (ეთერში სიუჟეტების გასვლის თარიღი) შემდგომ დღეებში (21, 23, 24 აპრილი) ისე, რომ მაუწყებელმა არ მისცა მომჩივან მხარეს რეალური შესაძლებლობა ესარგებლა დროული და ჯეროვანი პასუხის უფლებით. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში    გასათვალისწინებელია    შემდეგი    გარემოება    -    გარდა    იმისა,    რომ    ა(ა)იპ „საქართველოს  მომავლის  აკადემიას“  არ  მიეცა  დროული  და  ჯეროვანი  პასუხის  უფლებით

12 იქვე, გვ.29.

13  იხ. სს „სილქნეტის“ N 1/1388 წერილი, რომელიც შპს „ტელეიმიედმა“ წარმოადგინა თავისი წერილობით პოზიციის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/5816; 10.06.2026) დანართად.

სარგებლობის შესაძლებლობა და მათი პოზიცია არ იქნა ასახული, სიუჟეტები და წერილობითი ახალი ამბები საკითხთან დაკავშირებით არც სხვა ალტერნატიულ მოსაზრებებს შეიცავდა, რაც პროგრამაში ბალანსის დაცვას უზრუნველყოფდა. მაგალითისთვის, მაუწყებელს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საზოგადოების ან სიუჟეტში დასახელებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები. შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტები.

52. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   591     მუხლის   მე-5   პუნქტის   მიხედვით, მაუწყებელს  კანონის  52-ე,  54-ე−542,  552 და  553−564 მუხლების  მოთხოვნათა  დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება  აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. შესაბამისად, შპს „ტელეიმედმა“ კანონის 54-ე მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების დარღვევა უნდა დაუდგინდეს როგორც მაუწყებლობის ნაწილში, ისე სოციალურ ქსელში, Youtube-ზე და ვებგვერდზე გამოქვეყნების ნაწილში.

53. დასკვნის    თანახმად,    კანონის    52-ე    მუხლის    მე-6    პუნქტის    მიხედვით,    მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის  წყაროს  იდენტიფიცირება.  ანონიმურ  წყაროზე  დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ. წყაროს ანონიმურობა და ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქება მნიშვნელოვანი მედიასტანდარტია. აღიარებულია, რომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია და, შესაძლებელია, აუცილებელიც იყოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხების გასაშუქებლად. ჟურნალისტური წყაროს ანონიმურობის დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა. ანონიმურობის დაცვის გარეშე წყარომ, შესაძლოა, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისაგან და მედიამ ვერ შეძლოს საზოგადოების ინფორმირება საჯარო ინტერესის საკითხებზე და ვერ შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის (watchdog) ფუნქცია. ამავდროულად, ანონიმურობის გათვალისწინებით, შეუძლებელი ან განსაკუთრებულად რთული ხდება დაინტერესებული სუბიექტების მიერ წყაროს და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება. შესაბამისად, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებისას იზრდება შეცდომის დაშვების, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების რისკი. მაუწყებელი ვალდებულია ფრთხილად მოეკიდოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებას, ეცადოს, რომ ინფორმაცია არ გაავრცელოს მხოლოდ ერთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით და გადაამოწმოს სხვა შესაძლო ანონიმური ან არაანონიმური წყაროების გამოყენებით. ცხადია, შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც მაუწყებელმა მხოლოდ ერთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც გაავრცელოს ინფორმაცია, თუმცა ეს უნდა იყოს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სხვაგვარად ამ ინფორმაციის გადამოწმება არ არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებისას აუდიტორიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავად განსაჯოს, ენდობა თუ არა და რა ხარისხით ენდობა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესაძლებლობა აუდიტორიას აქვს მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილია წყაროს ანონიმურობის შესახებ.14  ამრიგად, მაუწყებელს 14კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.9-10.

უფლება აქვს, ესა თუ ის მოვლენა გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, უნდა დაიცვას აუდიტორიის ინტერესები და მკაფიოდ განმარტოს, რომ ინფორმაცია მიღებულია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი, რომ, ერთი მხრივ, მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, ინფორმაცია გაავრცელოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით და დაიცვას ჟურნალისტური წყაროს ანონიმურობა და, მეორე მხრივ, აუდიტორიას მიეცეს ადეკვატური შესაძლებლობა, თავად შეაფასოს ამ ფორმით გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა.15

54. დასკვნაში   აღნიშნულია,   რომ   მაუწყებელი   სადავო   სიუჟეტების   ეთერში   გადაცემისას   და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით ახალ ამბებში არ აკონკრეტებს ინფორმაციის წყაროს. მაუწყებელი იყენებს შემდეგ ფრაზებს - „არსებული ინფორმაციით“, „ქრონიკის ინფორმაციით“. შპს „ტელეიმედი“  თავის  წერილობით  პოზიციაში  (კომისიაში  რეგისტრაციის  N შ-26-6/5816; 10.06.2026) აღნიშნავს, რომ მაუწყებელს სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა, მაუწყებლის შეფასებით, სანდო წყაროსგან. თუმცა, კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს და უთითებს, რომ არსებობდა კონკრეტული წყარო, რომლის კონფიდენციალურობაც კანონით არის დაცული. ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა წარმოადგენს მედიის თავისუფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას და მაუწყებელი არ არის ვალდებული გაამჟღავნოს წყაროს ვინაობა ან მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. როგორც წერილობითი პოზიციიდან, ასევე სხდომაზე მაუწყებლის მიერ გაკეთებული განმარტებიდან ირკვევა, რომ მაუწყებელს ინფორმაცია ანონიმური წყაროსგან აქვს მიღებული, თუმცა სიუჟეტებში და წერილობით ახალ ამბებში ამის შესახებ მითითება არ აქვს გაკეთებული. აქედან გამომდინარე, აუდიტორიას არ მიეცა შესაძლებლობა თავად განესაჯა ენდობოდა თუ არა და რა ხარისხით მაუწყებლის მიერ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისად, შპს „ტელეიმედმა“ არ უზრუნველყო აუდიტორიის სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, რომ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობოდა ანონიმურ წყაროს და დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

55. დასკვნის  თანახმად,  იმ  გარემოების  გათვალისწინებით,  რომ  მაუწყებლის  მიერ  გავრცელდა ბრალდებები, საკითხის შესწავლისას არ შეფასებულა შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის    სიზუსტე,    არამედ    აღნიშნული    ინფორმაციის    გავრცელების    პირობები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან მიმართებით. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომის შესწორების ვალდებულება მაუწყებელს წარმოეშობა მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაცია  შეიცავს  ფაქტობრივ  უზუსტობას.  ამდენად,  სახეზე  არ  არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი და შესაბამისად, არ არსებობს მაუწყებლისთვის გავრცელებული ინფომრაციის შესწორების დავალდებულების წინაპირობები.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

56. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-14   მუხლის   მე-5   პუნქტის   თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“. ამავე 15 იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ. მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

57. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

58. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  451   მუხლის  მე-12  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

59. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.“

60. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.“ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.“

61. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   54-ე   მუხლის   მე-7   პუნქტის   თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს“, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.“

62. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  591    მუხლის  მე-5  პუნქტის  შესაბამისად, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა  ეკისრება აგრეთვე  მის მიერ  მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.“

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

63. ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476;

29.04.2026);

64. ა(ა)იპ   ,,საქართველოს   მომავლის   აკადემიის“   2026   წლის   4   მაისის   წერილი   (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4715; 04.05.2026), რომელსაც ერთვის დაზუსტებული საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით).

65. შპს     „ტელეიმედის“     მიერ     ეთერში     განთავსებული     სადავო     სიუჟეტების     ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

66. შპს „ტელეიმედის“ მიერ ინტერნეტში, მათ შორის, Youtube არხზე, სოციალურ ქსელში „Facebook” და ვებგვერდზე www.imedinews.ge განთავსებული ინფორმაცია;

67. შპს  „ტელეიმედის”  წერილობითი  ახსნა-განმარტება  (კომისიაში  რეგისტრაციის  Nშ-26-6/5816;

10.06.2026) თანდართული დოკუმენტით;

68. კომისიის წერილი ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიას“ ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე (N გ-26-03/2943; 01.06.2026);

69. შპს „ტელეიმედის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

70. კომისიის სხდომებზე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;

71. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (კომისიაში რეგისტრაციის N26-10/1646; 16.07.2026).

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

72. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

73. ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემია“ სადავოდ ხდის შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2026 წლის 20 აპრილს ახალი ამბების პროგრამაში „ქრონიკა“ გასულ სიუჟეტებში ორგანიზაციის შესახებ განთავსებულ ინფორმაციას, კერძოდ, გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მიერ გამოთქმულ შემდეგ განცხადებებს:

11 საათიანი „ქრონიკა“:

ა) „ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. ქრონიკა

დაუკავშირდა მხარეებს ორგანიზაციის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.”

(11:01 – 11:01);

14 საათიანი ქრონიკა:

ბ)„ქრონიკის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარისა და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს.” (14:10 - 14:15);

გ) „დღეს დილიდან ვცდილობთ დავუკავშირდეთ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგების მონაწილეები არიან, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მივსულიყავით მათ საცხოვრებელ მისამართებზე, თუმცა უშედეგოდ. ტრადიციულად ისინი ქრონიკის კითხვებს გაურბიან და მათ არ სურთ მედიასთან გამოჩენა.” (14:10 - 14:15);

დ) „თუმცა ამ დრომდე არც ოპოზიცია და არც ეს ორგანიზაციები მედიასთან ამ ყველაფერს არ ადასტურებენ. მეტიც, ისინი ცდილობენ რომ ამ კითხვებს თავი აარიდონ და ასე გაექცნენ ქრონიკის მიერ დასმულ კითხვებს.” (14:10 - 14:15);

ე) „ფარი, წერტილი და მომავლის აკადემია, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ იგორ ბლაჟევიჩის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში. ტრენინგის მთავარი თემა არის რევოლუციური პროცესების დაგეგმვა.” (14:10 - 14:15);

17 საათიანი „ქრონიკა“:

ვ) „ქრონიკის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა წერტილის, მოძრაობა ფარის და მომავლის აკადემიის წარმომადგენლებს. ქრონიკა მათთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.” (17:08 - 17:10);

20 საათიანი „ქრონიკა“:

ზ) „შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს”

(20:10 - 20:15);

თ) „წერტილი“, „ფარი“ და „მომავლის აკადემია“. ეს კი ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც პრაღელი ინსტრუქტორისგან მითითებებს იღებენ. ჩამოთვლილი ორგანიზაციის არცერთი ლიდერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომაც მათ საცხოვრებელ მისამართებზე მისვლა გადავწყვიტეთ, თუმცა უშედეგოდ.” (20:10 - 20:15);

ი) „საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლის მსურველებთან იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რევოლუციური პროცესებისთვის ჯგუფების მომზადება და მათთვის ინსტრუქციების გაცემა. ქრონიკის ინფორმაციით, ეს სწორედ ტრენინგების მთავარი ხაზია.” (20:10 - 20:15). 2026 წლის 20 აპრილს 20:00 საათიან ქრონიკაში გაშვებული სადავო სიუჟეტი გამოქვეყნდა შპს „ტელეიმედის“ Youtube არხზე და ვებგვერდზეც. მომჩივანმა წარმოადგინა სიუჟეტების ამსახველი ინტერნეტ ბმულები.

მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476; 29.04.2026); ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2026 წლის 4 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4715; 04.05.2026), რომელსაც ერთვის დაზუსტებული საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით); შპს „ტელეიმედის“ ეთერში და ინტერნეტში განთავსებული სადავო სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

74. ა(ა)იპ  „საქართველოს  მომავლის  აკადემია“  ასევე,  სადავოდ  ხდის  შპს  „ტელეიმედის“  მიერ ინტერნეტში, მათ შორის, მაუწყებლის ვებგვერდზე   www.imedinews.ge და სოციალურ ქსელში „Facebook“ გავცელებულ ინფორმაციას, კერძოდ:

ა)  2026  წლის  20  აპრილს,  შპს  „ტელეიმედის“  სოციალური  ქსელის  გვერდზე  (Facebook)

გავრცელდა  შემდეგი  შინაარსის  ე.წ.  ქარდი:  „ქრონიკის“  ინფორმაციით  იგორ  ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს - ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.“ (წარმოდგენილია ინტერნეტ ბმული სოციალური ქსელიდან „Facebook“);

ბ)  შპს  „ტელეიმედის“  ვებგვერდზე   www.imedinews.ge  2026  წლის  20  აპრილს  და  მომდევნო დღეებში გამოქვეყნდა წერილობითი ნიუსები იგივე ინფორმაციით. კერძოდ, ყველა ნიუსის ბოლოს მითითებულია შემდეგი: „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“. მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.

გ) შპს „ტელეიმედის“ ვებგვერდზე   www.imedinews.ge 2026 წლის 20 აპრილს გამოქვეყნდა წერილობითი ნიუსი, რომლის დასაწყისშიც მითითებულია შემდეგი: “ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგებს განაგრძობს. ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელმა ტრენინგები ჩაუტარა მოძრაობა „წერტილის“, მოძრაობა „ფარისა“ და „მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებს.” მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.

დ)  შპს  „ტელეიმედის“  ვებგვერდზე   www.imedinews.ge  2026  წლის  20  აპრილს  გამოქვეყნდა შემდეგი ფრაზები: „ქრონიკის“ ინფორმაციით… რამდენიმე ორგანიზაციას ამჯერად, „პრაღის საზოგადოებრივი ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი ამზადებს. შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს…” მომჩივანმა წარმოადგინა ინტერნეტ ბმული მაუწყებლის ვებგვერდიდან.

მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476; 29.04.2026); ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2026 წლის 4 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4715; 04.05.2026), რომელსაც ერთვის დაზუსტებული საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით); შპს „ტელეიმედის“ სოციალურ ქსელში (Facebook) და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია;

75. შპს   „ტელეიმედის“   განმარტებით,   ა(ა)იპ   „საქართველოს   მომავლის   აკადემიის“   შესახებ გავრცელებული სადავო ინფორმაციის წყარო ანონიმური იყო. მაუწყებლის მიერ ეთერითა და ინტერნეტით (მათ შორის, სოციალური ქსელითა და ვებგვერდის მეშვეობით) გავრცელებული სადავო ინფორმაცია არ შეიცავს მითითებას გამოყენებული ინფორმაციის წყაროს ანონიმურობაზე.

მტკიცებულება: შპს „ტელეიმედის” წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5816; 10.06.2026) თანდართული დოკუმენტით; შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული სადავო სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები; შპს „ტელეიმედის“ მიერ ინტერნეტში (მათ შორის, სოციალურ ქსელში (Facebook) და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია;

76. შპს   „ტელეიმედის“   მიერ   ეთერში   განთავსებულ   პროგრამაში   „ქრონიკა“   გასულ   სადავო სიუჟეტებში არ არის გაშუქებული ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ პოზიცია (პასუხი) მაუწყებლის მიერ მომჩივანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მომჩივანის პოზიცია (პასუხი) არ არის ასახული ასევე, მაუწყებლის ვებგვერდზე www.imedinews.ge, სოციალურ ქსელში (Facebook) და Youtube არხზე მომჩივანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4476; 29.04.2026); ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ 2026 წლის 4 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4715; 04.05.2026), რომელსაც ერთვის დაზუსტებული საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით); შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებული სადავო სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები; შპს „ტელეიმედის“ მიერ ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელში (Facebook) და ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია; შპს „ტელეიმედის” წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5816; 10.06.2026) თანდართული დოკუმენტით;

77. შპს    „ტელეიმედის"    მიმართ    ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში    არ    გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: მონაცემები შპს „ტელეიმედის“ შესახებ კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

78. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით  (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება.

79. მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  ახლებურად    დაწესების  გარდა,  2025  წლის  1 აპრილის კანონით დადგინდა ამ მოთხოვნების აღსრულების ახალი წესი. კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილის  კანონის    ძალაში  შესვლამდე  შინაარსობრივი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლებურად ჩამოყალიბდა კანონის მე-14 და 591  მუხლები და დადგინდა, რომ კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე, როგორებიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით  დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.

3.2. ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი და მაუწყებლის ვალდებულებები

80. 2025 წლის 1 აპრილის კანონის შესაბამისად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა  ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.16

81. დასახელებული   საკანონმდებლო   დებულება   მიუთითებს   „ახალ   ამბებსა“   და   „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს და შესაძლებელია, გულისხმობდეს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ - ისტორიული მოვლენების შესახებ მონაცემებს. ამავდროულად, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.17

82. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2   პუნქტის   თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

83. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის  გამო. ამავე  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად,  ყოველ  ადამიანს  აქვს  უფლება

16  კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,                                     საგანგებო                                     ვითარების                                     გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page-გვ.5

17 იქვე გვ. 6

თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

84. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.18 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

85. საქართველოს    საკონსტიტუციო    სასამართლოს    განმარტებით,    მასობრივი    ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.19 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.20

86. სტრასბურგის     სასამართლოს     დამკვიდრებული     პრაქტიკის     მიხედვით,     მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია    ინფორმაციის    პლურალიზმის    დასაცავად,    აგრეთვე    გავლენიან    მედია

პლატფორმებზე        სამართლიანი        და

თანასწორი        დემოკრატიული

დისკურსის

უზრუნველსაყოფად.21              მაუწყებლის

მიუკერძოებლობის         პრინციპი

ემსახურება

18   ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49

19  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

20  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.

21 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.22

87. ამავდროულად,   სამაუწყებლო   მედიას   დემოკრატიულ   საზოგადოებაში   უაღრესად   დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის  პროცესზე  მეთვალყურის  (“watchdog”)  ფუნქციის  შესრულებაში.23 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

88. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  ყოველ  კონკრეტულ  შემთხვევაში,  კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

89. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   52-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს.24 ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში 100%-ით დარწმუნებას, არამედ - ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.25

უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05

22       Communications    White    Paper    –    A    New    Future    for    Communications,    December    2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21

23 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,

24 იხ. კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

25  კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების

3.3. პროგრამის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან

90. როგორც  აღინიშნა,  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე  მუხლის  პირველი პუნქტი ადგენს ახალი ამბების და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადაცემის ვალდებულებას.   თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

91. მომჩივანი ითხოვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით შპს „ტელეიმედის“ პროგრამის იმ ნაწილების კანონიერების შემოწმებას, რომლებიც ეხება დასახელებულ ტრენინგებში მომჩივანის წარმომადგენლების მონაწილეობის და შპს „ტელეიმედის“ მიერ მომჩივანის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხებს. შინაარსობრივი თვალსაზრისით მიზანშეწონილია, ტრენინგთან დაკავშირებული და შპს „ტელეიმედის“ მიერ მომჩივანის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხები შეფასდეს დამოუკიდებლად.

92. საკითხზე  მსჯელობისას,  პირველ  რიგში  უნდა   დადგინდეს,  რა  სახის  ინფორმაცია  იქნა გადმოცემული პროგრამაში, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, „ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების, ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ფაქტი არის განცხადება, რომელიც შეიძლება ობიექტურად გადამოწმდეს ან დადასტურდეს მტკიცებულებებით, როგორც ჭეშმარიტი ან მცდარი. ფაქტები ეფუძნება დაკვირვებას, გაზომვად მტკიცებულებებს და რჩება ჭეშმარიტი პირადი შეხედულებების მიუხედავად.

93. საქართველოს  უზენაესი  სასამართლოს  განმარტებით,  ფაქტები  ჩვეულებრივ,  მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.26

94. მაშინ,  როდესაც  ჟურნალისტის  მიერ  გაკეთებული  გამონათქვამი  კონკრეტულ  პირს/პირებს ბრალს სდებს ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს ბრალდებას და არა ფაქტს და მის მიმართ განსხვავებულად მოქმედებს ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნები.27 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო  გამონათქვამების  სწორი  კვალიფიკაციისათვის  უნდა  შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.28

ხელშეუხებლობა,   საგანგებო   ვითარების    გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da- sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page-გვ.6-7

26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022

27 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 16 თებერვლის გ-26-16 / 58 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ

28 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024

95. შპს   „ტელეიმედის“   სადავოდ   გამხდარ   პროგრამებში   გავრცელებულია   ინფორმაცია,   რომ ცალკეული ორგანიზაციების, მათ შორის, მომჩივანის წარმომადგენლებს იგორ ბლაჟევიჩმა ტრენინგი ჩაუტარა „რევოლუციური პროცესების დაგეგმვის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებელი ტრენინგს უკავშირებს „საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას“, ვინაიდან უთითებს, რომ „საქართველოში პროცესების რადიკალიზაციისთვის უცხოელ აქტორებს გზამკვლევი აქამდეც შეუდგენიათ“. ამრიგად, მაუწყებლის გავრცელებული ინფორმაცია განეკუთვნება მომჩივანის მიმართ ბრალდებას, მისი წარმომადგენლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტის, ფორმისა და შინაარსიდან გამომდინარე, სადავო სიუჟეტებში მომჩივანის მიმართ გამოითქვა ბრალდებები. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ განეკუთვნება ფაქტებს, რომელთა მაუწყებლის მიერ გავრცელების წესი განსაზღვრულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის  1-ელი  და  მე-2  პუნქტებით.  ამდენად,  სახეზე  არ  არის  შპს „ტელეიმედის“  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა.

3.4 პროგრამის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტთან

96. მომჩივანის მითითებით, შპს „ტელეიმედმა“ შეიტყო დაშვებული შეცდომისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ, თუმცა არ გამოასწორა იგი, რითაც დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაც.

97. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   52-ე   მუხლის   მე-3   პუნქტის   მიხედვით, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ. კომისიის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს „მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომის“ შესწორების ვალდებულებაზე. ფაქტობრივი შეცდომა მნიშვნელოვნად შეფასდება თუ იგი უკავშირდება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენას, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და დასტურდება ფაქტობრივი უზუსტობა.29  ამრიგად, დასახელებული ნორმით გათვალისწინებული მექანიზმი ემსახურება ფაქტობრივი უზუსტობის გამოსწორებას და      არ     გამოიყენება     მაუწყებლის     მიერ    ნებისმიერი     ვალდებულების     დარღვევის აღმოსაფხვრელად.

98. განსახილველ    შემთხვევაში    კომისიას    არ    შეუფასებია    უშუალოდ    შპს    „ტელეიმედის“ გავრცელებული ბრალდებისა და ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორე, რამდენადაც კომისიის ფუნქციას არ განეკუთვნება მაუწყებლის მიერ გახმოვანებული ბრალდებების სისწორის დადგენა, არამედ, კომისია ამოწმებს, ბრალდებების გახმოვანებისას, დაცული იყო თუ არა სამართლიანობის   პრინციპი, შესაბამისი ნორმების   საფუძველზე.   კომისიამ   შეაფასა   შპს „ტელეიმედის“ მიერ ბრალდებისა და ინფორმაციის გავრცელების საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა. იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებლის მიერ მომჩივანის მისამართით გახმოვანდა

29 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, 10

ბრალდებები, კომისია ვერ დაადგენდა და არ დაუდგენია, რომ შპს „ტელეიმედმა“ გაავრცელა ფაქტობრივი უზუსტობის შემცველი ინფორმაცია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ წარმოშობილა

„მაუწყებლობის      შესახებ“      საქართველოს      კანონის      52-ე      მუხლის      მე-3      პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომის გასწორების ვალდებულება.

99. ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   არ   დასტურდება   შპს   „ტელეიმედის“   მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.

3.5.პროგრამის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტთან

100.კომისიის დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ბრალდება ექვემდებარება სპეციფიკურ რეგულირებას და როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ბრალდებებთან დაკავშირებით განსხვავებულად მოქმედებს ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნები.30  ბრალდების მიმართ განსხვავებული სტანდარტის არსებობას განაპირობებს მისი ბუნება. ნებისმიერი ბრალდების მიმართ ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის სრულად ამოქმედებას, შესაძლოა, გამოეწვია მაუწყებლის გაუმართლებელი შეზღუდვა და მნიშვნელოვნად შეეფერხებინა საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის შესრულება. მაუწყებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გაავრცელოს დასაბუთებული ბრალდება ამა თუ იმ პირის თუ ორგანიზაციის მიერ შესაძლო უკანონო, ამორალური ან ანტისაზოგადოებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.

101.ამავდროულად, ბრალდების მიმართ განსხვავებული სტანდარტის არსებობა მაუწყებელს არ ათავისუფლებს პირველ რიგში პროგრამის მონაწილეთა მიმართ და ასევე აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულებისაგან და არ გულისხმობს მაუწყებლის თავისუფლებას, ეთერში განათავსოს ნებისმიერი ბრალდება სათანადო დასაბუთებისა და ფაქტობრივი წინაპირობების გარეშე. მაუწყებელი ვალდებულია, მის ეთერში ამა თუ იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ ბრალდების გამოთქმისას უზრუნველყოს პროგრამის მონაწილეების და ასევე აუდიტორიის ინტერესების დაცვა. პროგრამის მონაწილეების მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი მოპყრობა, ამასთანავე, აუდიტორიაც დაცული უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან.

102.მართალია, მაუწყებელს არ მოეთხოვება ბრალდების აბსოლუტურად დადასტურება, თუმცა ბრალდება დასაბუთებული უნდა იყოს. მაუწყებლის გავრცელებულ ბრალდებას უნდა გააჩნდეს სათანადო ფაქტობრივი წინაპირობები და იმგვარად უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ შეესაბამებოდეს არსებულ მტკიცებულებებს, რათა ბრალდება არ იყოს უსამართლო (ჯეროვანი სამართლლიანობის პრინციპთან შეუსაბამო) მისი ადრესატის მიმართ და არ მიიღოს შეცდომაში შემყვანი ხასიათი. აღნიშნული მიდგომა გამომდინარეობს მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესიდან, რომლის თანახმადაც მაუწყებელი პროგრამის მონაწილეებს ჯეროვანი სამართლიანობის დაცვით უნდა მოეპყრას. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება ეფუძნება ანონიმური წყაროსაგან მოპოვებულ ინფორმაციას, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ინფორმაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაშუქებასთან დაკავშირებით. კომისიის პრაქტიკის მიხედვით,   მაუწყებელს უფლება აქვს, ესა თუ ის მოვლენა გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, უნდა

30 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 16 თებერვლის გ-26-16 / 58 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ დაიცვას აუდიტორიის ინტერესები და (ა) არ გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია, როგორც ფაქტი და (ბ) მკაფიოდ განმარტოს, რომ ინფორმაცია მიღებულია  ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.31

103.შპს „ტელეიმედის“ მითითებით, მომჩივანის წარმომადგენლების ტრენინგებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდება ემყარებოდა ანონიმურ წყაროს, რომლის  კონფიდენციალურობაც  დაცულია.  გარდა  ამისა,  მაუწყებელი  მიუთითებს,  რომ  შპს

„ტელეიმედმა“ ვერ მოახერხა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, რადგან ვერ მოხერხდა ბრალდების ადრესატებთან, მათ შორის, მომჩივანის წარმომადგენლებთან დაკავშირება. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლის პროგრამებში ინფორმაცია გავრცელებულია ფაქტის სახით. იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებულია სიტყვები „ქრონიკის ინფორმაციით“, პროგრამებში ინფორმაცია იმგვარად არის გადმოცემული, როგორც დადასტურებული გარემოება და არა როგორც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ბრალდება.

104.გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მაუწყებლის ვალდებულებაა, მკაფიოდ განმარტოს, როდესაც ინფორმაცია,  რასაც  ბრალდება  ემყარება  მიღებულია  ანონიმურ  წყაროზე  დაყრდნობით.  შპს

„ტელეიმედის“ მიერ ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებულია სიტყვები „ქრონიკის ინფორმაციით“. დასახელებული მითითება ვერ მიიჩნევა მაუწყებლის მიერ ანონიმური წყაროს შესახებ მკაფიო განმარტებად. „ქრონიკის ინფორმაციით“ სათანადოდ ვერ ასახავს ინფორმაციის ანონიმური წყაროსაგან მიღების შინაარსს.   მაგალითად, 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16/392 გადაწყვეტილებაში „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ" კომისიამ სათანადო მითითებად არ მიიჩნია ფრაზა „ჩვენი ინფორმაციით“. მნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევებში მაუწყებელმა პირდაპირ გააკეთოს მითითება წყაროს ანონიმურობის თაობაზე, რათა აუდიტორია კანონმდებლობის შესაბამისად იყოს დაცული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან. განსახილველ შემთხვევაში შპს „ტელეიმედს“ ასეთი პირდაპირი მითითება არ გაუკეთებია.

105.ყოველივე    ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    შპს    „ტელეიმედის“    მიერ    დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

3.6. პროგრამის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტთან

106.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. კომისიის განმარტებით, ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტულ წესს ან პროცედურას, თუ როგორ უნდა დაიცვას მაუწყებელმა ბალანსი.  ბალანსის დაცვა თითოეულ შემთხვევაში მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის

31 კომისიის 2025 წლის 17 ივლისის N გ-25-16 / 392 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ", კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, 10

ფარგლებში ხდება.32  მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსის დაცვის მოთხოვნა ვრცელდება მაშინაც, როდესაც ამა თუ იმ შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილი არ მონაწილეობს პროგრამაში. ამ კუთხით რელევანტური არ არის, ისინი პროგრამაში არ მონაწილეობენ საკუთარი სურვილით, თუ მაუწყებელმა  გარკვეული სარედაქციო მოსაზრებით არ მიიჩნია საჭიროდ მათი პროგრამაში მონაწილეობა.33 ამასთან, თუ სუბიექტები, რომელთა შეხედულების წარმოჩენა აუცილებელია პროგრამის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაიმე მიზეზით უარს აცხადებენ პროგრამაში მონაწილეობაზე, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მოიპოვოს და დაბალანსებულად გააშუქოს მათი მოსაზრებებიც.34

107.ამრიგად, მაუწყებელი ვალდებულია, ბალანსის დასაცავად მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თანაბრად იყოს წარმოჩენილი საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი საგულისხმო მოსაზრება. მაუწყებლის მიერ საგულისხმო მოსაზრებების იდენტიფიცირების მინიმალური მოთხოვნაა, მიღებული იყოს ყველა გონივრული ზომა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიაში   მონაწილე     სუბიექტების     ალტერნატიული     პოზიციის     დასადგენად.     ამ თვალსაზრისით უპირველესად მნიშვნელოვანია იმ სუბიექტების ალტერნატიული პოზიციის დადგენა და წარმოჩენა, რომლებიც პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის კონტექსტში არიან.

108.მომჩივანი მხარე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარ პროგრამებში შპს „ტელეიმედმა” დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები, ვინაიდან უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების პოზიციას და არ წარმოაჩინა მომჩივანისა და სამოქალაქო საზოგადოების ალტერნატიული მოსაზრებები.  შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სცადეს მომჩივანის წარმომადგენლებთან დაკავშირება, თუმცა მომჩივანის წარმომადგენლებმა ზარებს არ უპასუხეს.

109.როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუკერძოებლობის  პრინციპი მოიცავს მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას ბალანსის დაცვის ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პროგრამები განეკუთვნება ახალი ამბებისა და   პროგრამებს და შეეხება ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხს, რომელზეც მიმდინარეობს დისკუსია, არის აზრთა სხვადასხვაობა, დავა და მისი გაშუქებისას არსებობს ბალანსის დაცვის ვალდებულება.

110.სადავოდ გამხდარ პროგრამებში ბალანსის დასაცავად შპს „ტელეიმედი“ ვალდებული იყო, მოეპოვებინა და სათანადოდ გადმოეცა მომჩივანი ორგანიზაციის პოზიცია. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პროგრამაში არ ყოფილა მომჩივანის პოზიცია წარმოდგენილი. ამასთანავე, მაუწყებელს არ გაუწევია სათანადო ძალისხმევა, მიეცა შესაძლებლობა სუბიექტისთვის, გამოეხატა საგულისხმო ალტერნატიული პოზიცია პროგრამაში გადმოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

32 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, 18

111.გარდა ამისა, კომისიის განმარტებით, თუ სუბიექტები, რომელთა შეხედულების წარმოჩენა აუცილებელია პროგრამის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაიმე მიზეზით უარს აცხადებენ  პროგრამაში მონაწილეობაზე, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მოიპოვოს და დაბალანსებულად გააშუქოს მათი მოსაზრებებიც.35  კომისიის გზამკვლევში ჩამოთვლილია არაერთი ხერხი, თუ როგორ შეიძლება მაუწყებელმა ასეთ შემთხვევებში გასწიოს სათანადო ძალისხმევა, მაგალითად, ალტერნატიული შეხედულებების შესახებ ინფორმაციის მიღება ადამიანების, ორგანიზაციების, ინსტიტუტების ან ორგანოების საჯარო განცხადებების ანალიზით, პროგრამაში წარდგენილი მოსაზრებების კრიტიკულად გაანალიზება.36  არც სადავო პროგრამებიდან ირკვევა და არც შპს „ტელეიმედს“ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ძალისხმევა გასწია მან მომჩივანის პოზიციის მოსაპოვებლად და დაბალანსებულად გასაშუქებლად.

112.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია ბალანსის დაცვის მოთხოვნა, კერძოდ, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

3.7. პროგრამის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებთან

113.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს. ჯეროვანი სამართლიანობა ფართო კონცეფციაა და გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, პატივი სცეს პროგრამაში მონაწილე სუბიექტის ძირითად უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და გაუმართლებლად არ შეზღუდოს ისინი. სამართლიანობის პრინციპი უფრო მეტად მოწოდებულია იმ სუბიექტის უფლებების დაცვაზე, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ პროგრამაში, მოხსენიებული არიან, ასახულია მათი ხმა, გამოსახულება, სახელწოდება, ბრენდული დასახელება და ა.შ. პროგრამის მონაწილეების უფლებების დაცვა და მათ მიმართ სამართლიანი მოპყრობა, პასუხისმგებლიდან და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მედიის ფუნქციონირების ქვაკუთხედია.

114.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს სამართლიანობის პრინციპის კიდევ ერთ მოთხოვნას - პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხის გაცემის უფლება წარმოიშობა სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შესახებ ნებისმიერი ბრალდების ეთერში გამოთქმის შემთხვევაში. შესაძლებელია ეს ბრალდება უკავშირდებოდეს პირის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის, უკანონო ან ამორალური ქმედების ჩადენას. ასეთ შემთხვევაში მაუწყებელი ვალდებულია პროგრამის ეთერში განთავსებამდე დაუკავშირდეს პირს და მისცეს გონივრული და ადეკვატური შესაძლებლობა, რომ იმავე პროგრამაში უპასუხოდ გამოთქმულ ბრალდებას. კერძოდ, პირს დეტალურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული ბრალდების შინაარსის შესახებ და მიეცეს გონივრული ვადა

პასუხის წარმოსადგენად. პასუხის გაცემის უფლების რეალიზაციად ვერ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც მაუწყებელი ურეკავს პირს, ზეპირად აცნობს მის შესახებ ბრალდებას და იმავე მომენტში სთავაზობს პასუხის გაცემას. მაუწყებელი უფლებამოსილია გადაუხვიოს ამ მოთხოვნიდან, თუ ეს გამართლებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესით. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის პასუხზე ამის შესახებ ნათლად უნდა განიმარტოს პროგრამაში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის გაცემის უფლება სამართლიანობის პრინციპის ნაწილია და მოიცავს პირის უფლებას, რომ მაუწყებელმა შესაძლებლობა მისცეს იმავე პროგრამაში გასცეს პასუხი მის შესახებ არსებულ ბრალდებას 37

115.მაუწყებლის მიერ ზემოთ მითითებული კანონისმიერი მოთხოვნების შესრულების დადგენის მიზნით მნიშვნელოვანია    კომისიამ    იმსჯელოს    შპს    „ტელეიმედის“    მიერ    მომჩივანის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საკითხზე.

116.როგორც აღინიშნა, მომჩივანი მიიჩნევს, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ ჯეროვანი სიზუსტისა და ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღების ვალდებულების დარღვევით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „ტელეიმედი“ პროგრამის განთავსებამდე დაუკავშირდა მომჩივანის წარმომადგენლებს და მათ მაუწყებლის ზარებს არ უპასუხეს, ასევე ორგანიზაციის წარმომადგენლები თავს არიდებენ მაუწყებლის კითხვებს.

117.შპს „ტელეიმედის“ პოზიციით, პროგრამის განთავსებამდე მაუწყებელი დაუკავშირდა მომჩივანის წარმომადგენლებს, თუმცა მათ ზარებს არ უპასუხეს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მაუწყებელმა მოითხოვა ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი სს „სილქნეტისგან“, თუმცა სს „სილქნეტის“ წერილობითი განმარტების მიხედვით, უპასუხო შემომავალი და გამავალი ზარები მომსახურების დეტალურ ამონაწერში არ ფიქსირდება. გარდა ამისა, მაუწყებლის განმარტებით, წარსულშიც ყოფილა მცდელობა მომჩივანის წარმომადგენლებისგან, მათ შორის, ორგანიზაციის დამფუძნებლისგან მიეღოთ კომენტარი ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა ისინი უარს აცხადებდნენ მოსაზრების დაფიქსირებისაგან.

118.კომისიის განმარტებით, ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის გაწეული ძალისხმევის ადეკვატურობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  უნდა შემოწმდეს. გადაცემული ინფორმაციის ბუნების გათვალისწინებით,     უნდა დადგინდეს, რამდენად ადეკვატური იყო მაუწყებლის ძალისხმევა, გადამოწმდა თუ არა ინფორმაცია სათანადოდ ეთერში განთავსებამდე, იყო თუ არა ინფორმაციის წყარო სწორად იდენტიფიცირებული და შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ფაქტობრივი მონაცემები მაუწყებლის ხელთ არსებულ წყაროებსა და მტკიცებულებებს.38

119.შპს „ტელეიმედის“ პროგრამებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ (ა) მაუწყებელი დაუკავშირდა   ა(ა)იპ   „საქართველოს   მომავლის   აკადემიის“   წარმომადგენლებს   და   მათ

37 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-

მაუწყებლის ზარებს არ უპასუხეს და (ბ) ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლები თავს არიდებენ მაუწყებლის კითხვებს. შპს „ტელეიმედის“ პოზიციის მიხედვით, დასახელებული ინფორმაციის გავრცელებისას მაუწყებელი დაეყრდნო იმ გარემოებას,   რომ   შპს   „ტელეიმედის“  ჟურნალისტმა სცადა ტელეფონით  დაერეკა ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენლებისთვის და მათ ზარებს არ უპასუხეს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, მაუწყებელმა სათანადო ძალისხმევა გასწიოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და გავრცელებული ფაქტობრივი მონაცემი შეესაბამებოდეს მაუწყებლის ხელთ არსებულ წყაროებსა და მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს მაუწყებლის ხელთ არსებული წყაროებისა და ფაქტობრივი მტკიცებულებებიდან, იქმნება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანისა და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების   დაუშვებლად მაღალი რისკი. ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის გასავრცელებლად, რომ ბრალდების ადრესატი უარს აცხადებს მაუწყებლისთვის კომენტარის გაკეთებასა და მის მიმართ არსებული ბრალდების პასუხზე, საკმარისი არ არის სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობა, არც ის გარემოება, რომ რესპონდენტი წარსულში არ თანამშრომლობდა  მაუწყებელთან.

120.კომისიის განმარტებით, პირის შესახებ ბრალდების ეთერში განთავსებამდე მაუწყებელი ვალდებულია დაუკავშირდეს პირს და მისცეს გონივრული და ადეკვატური შესაძლებლობა, იმავე პროგრამაში უპასუხოს გამოთქმულ ბრალდებას. კერძოდ, პირს დეტალურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული ბრალდების შინაარსის შესახებ და მიეცეს გონივრული ვადა პასუხის წარმოსადგენად. პასუხის გაცემის უფლების რეალიზაციად ვერ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც მაუწყებელი ურეკავს პირს, ზეპირად აცნობს მის შესახებ ბრალდებას და იმავე მომენტში სთავაზობს პასუხის გაცემას. მაუწყებელი უფლებამოსილია გადაუხვიოს ამ მოთხოვნიდან, თუ ეს გამართლებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესით.39

121.ამრიგად, შპს „ტელეიმედი“ ვალდებული იყო, მიეცა ბრალდების ადრესატისთვის გონივრული და ადეკვატური შესაძლებლობა, ეპასუხა გამოთქმული ბრალდებისთვის, ხოლო მის მიერ უარის თქმის შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მაუწყებელი კანონმდებლობისა და კომისიის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოახდენდა პირის ინფორმირებას ბრალდების თაობაზე და ამის შემდეგ იქნებოდა მისთვის ცხადად დადასტურებული, რომ პირი უარს აცხადებს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. ამასთან, თუ მაუწყებელმა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გადაუხვია ბრალდების შესახებ პირის სათანადოდ ინფორმირების ვალდებულებისგან, მას ამის შესახებ უნდა ეცნობებინა აუდიტორიისთვის და სწორედ ამ დათქმით გაევრცელებინა ინფორმაცია.  საქმეში  არსებული  მასალების  შესწავლის  საფუძველზე  დგინდება,  რომ  შპს „ტელეიმედს“ ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია და ამ შემთხვევაშიც, მას არ ექნებოდა საკმარისი საფუძველი იმის მიჩნევისა და გავრცელებისთვის, რომ პირი უარს აცხადებს ბრალდებას უპასუხოს.

122.იმ პირობებში, როდესაც წერილობით (იქნება ეს ფიზიკური თუ ელექტრონული საფოსტო გზავნილის გაგზავნა ან შეტყობინების გაგზავნა სხვა ელექტრონული საშუალებით) არ მომხდარა პირის ინფორმირება პროგრამის შინაარსისა და ბრალდების თაობაზე, მხოლოდ სატელეფონო

39 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, 28

კომუნიკაციის მცდელობა ვერ მიიჩნევა საკმარისად იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ პირი უარს ამბობს უპასუხოს ბრალდებას. გარდა ამისა, მაუწყებელს სათანადოდ არ დაუდასტურებია უშუალოდ სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობაც. მხოლოდ სს „სილქნეტიდან“ წარმოდგენილი წერილი იმის შესახებ, რომ კომპანია დეტალურ ამონაწერში არ აფიქსირებს გამავალ უპასუხო ზარებს, არ არის საკმარისი დასახელებული გარემოების დასადასტურებლად. მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა, შეიმუშავოს ამგვარი კომუნიკაციის დოკუმენტირების საშუალებები, რომლითაც მოხდება კომუნიკაციის მცდელობის დაფიქსირება და სათანადოდ დადასტურება, რაც შპს „ტელეიმედს“ არ გაუკეთებია. ამრიგად, მაუწყებლის ხელთ არსებული წყაროები და მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საფუძველი, რომ მაუწყებელს გაევრცელებინა ინფორმაცია მომჩივანის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის და მომჩივანი ორგანიზაციის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებაზე პასუხზე უარის თქმის შესახებ.

123. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  შპს  „ტელეიმედმა“  დაარღვია  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.

3.8. ინფორმაციის შესწორების ვალდებულება

124.მომჩივანმა მოითხოვა შპს “ტელეიმედს” დაევალოს გავრცელებული ინფორმაციის შესწორება, კერძოდ “ქრონიკის” 11:00, 14:00, 17:00 და 20:00 გამოშვებებში, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, Youtube-ზე   და   ვებგვერდზე   (შესაბამის   ნიუსებში)   შპს   „ტელეიმედმა“   აღნიშნოს   რომ:   ა) „საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს ჩატარებია ტრენინგი იგორ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით.” ასევე “საქართველოს მომავლის აკადემიის არცერთ წარმომადგენელს არასდროს მიუღია მითითება იგორ ბლაჟევიჩისგან;”   ბ) „ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების გადაცემა ქრონიკას 20 აპრილის სიუჟეტების ეთერში გაშვებამდე არ გვქონია კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად გავავრცელეთ მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიის წარმომადგენლები არ პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს და კითხვებს გაურბიან.”

125.განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, კომისიას არ შეუფასებია (და ვერც შეაფასებდა) უშუალოდ შპს „ტელეიმედის“ მიერ გავრცელებული ბრალდებისა და ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორე. კომისიამ შეაფასა შპს „ტელეიმედის“ მიერ ბრალდებისა და ინფორმაციის გავრცელების საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა. კომისიამ დაადგინა მაუწყებლის მიერ ინფორმაციის გავრცელების წესისა და მოთხოვნების დარღვევა. კომისიას არ დაუდგენია, რომ შპს „ტელეიმედმა“ გაავრცელა ფაქტობრივი უზუსტობის შემცველი ინფორმაცია. შესაბამისად, არ წარმოშობილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომის გასწორების ვალდებულება. ამრიგად, სახეზე არ არის მაუწყებლისთვის ინფორმაციის შესწორების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

3.9. მაუწყებლის მიერ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია

126.„მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   591    მუხლის   მე-5   პუნქტის   მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552  და 553−564  მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის  აპლიკაციაში   ან   მესამე   პირის   ინფორმაციის   გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად 52-ე და 54-ე  მუხლების მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

127.კომისიამ დაადგინა, რომ შპს „ტელეიმედმა“ სადავო სიუჟეტები ასევე განათავსა მაუწყებლის ვებგვერდზე   www.imedinews.ge  და  Youtube  არხზე,  ხოლო    მსგავსი  შინაარსის  ინფორმაცია ტექსტურ  ფორმატში  განათავსა  მაუწყებლის  ვებგვერდზე   www.imedinews.ge  და  სოციალურ ქსელში (Facebook), „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების დარღვევით. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის  591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა.

4. პასუხისმგებლობა

128. ამრიგად, კომისიის მიერ დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

129.შპს „ტელეიმედის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ოგივე დარღვევის ჩადენისთვის. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-14 მუხლის, 451 მუხლის, 52-ე, 54-ე და 591 და 71 მუხლების და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1 .შპს „ტელეიმედს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-4, მე-7, მე-8 პუნქტებისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

2.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ და შპს „ტელეიმედისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ და ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიისთვის“ (ს/კ: 405113755)  გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები