წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 12, 2026 18:02

მიღების თარიღი იანვარი 08, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის    2026 წლის    08 იანვრის  №01  სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების   კომისიის  2026 წლის  08 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „სილქ მედიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 მარტის   №გ-20-1/356   გადაწყვეტილებაში   ცვლილების   შეტანის   შესახებ   (მომხს.   მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) სს   „ქვემო   ქართლის   ტელე-რადიო   კომპანიის“   კერძო   რადიომაუწყებლობის   №B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.დამტკიცდეს  კომუნიკაციების კომისიის  2026 წლის  08 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება     ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს  კომუნიკაციების  კომისიის  ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი)  კონტროლი გადაწყვეტილების   შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე წევრი 

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №01 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 08 იანვარი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №01  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს    „სისტემ    ნეტისთვის“    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    სს „ნინოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „სილქ მედიას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 მარტის №გ-20-1/356 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    სს  „ქვემო  ქართლის  ტელე-რადიო  კომპანიის“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები