წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 197

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 30 აპრილის №19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 30 აპრილის №19 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე  შპს „პოსტვ“-ის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის №გ-23-1/583  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 30 აპრილის №19 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.  დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების  შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა    თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №19 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 30 აპრილი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №19  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „ყვარელი პალასისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. სს „სარაჯიშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს  „მედგრუპ  ჯორჯიასთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. შპს „დეტექტორისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. შპს „არგო  მენეჯმენტისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს „დომუს კონსტრაქშენისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. რადიომოყვარულ სერგეი კუვშინოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  23  აპრილის  №  გ-26-7/180 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11.  სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12.  შპს „ქეი ენდ ქეი თივის“ (ს/ნ 445463542) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

13. შპს „მულტიმედიასერვისისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

14. გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე  შპს „პოსტვ“-ის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის №გ-23-1/583 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

15. შპს „NEW-NET“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაძლო დარღვევისა და პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

16.  შპს „სფერო ტვ“-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები