საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2026 14:57
მიღების თარიღი მაისი 28, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 28 მაისის №22 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 28 მაისის №22 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „ფასთ თივი ჯორჯიას” მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) შპს „ჰაიტექ ელექტრონიქსის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 28 მაისის №22 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ანა ვაზაგაშვილი წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №22 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 28 მაისი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „არკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „PC&I Networks“-ის (ს/ნ 426518468) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ა+ბ“-ს (ს/ნ 204909607) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს “ფასთ თივი ჯორჯიას” მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „ჰაიტექ ელექტრონიქსის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს „ალნეტ“-ის (ს/კ: 443122540) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
10. შპს „ტელეკომპანია რიონის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
11. სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ (მომხს. ბონდო გასვიანი - ადმინისტრაცია);
12. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2023 წლის 20 იანვრის Nგ-23-22/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე (მომხს. სოფიო კაციტაძე - ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის უფროსი).
