წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 329

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2026 11:38

მიღების თარიღი ივლისი 17, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 17 ივლისის №33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N09 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 17 ივლისის №33 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი).

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 17 ივლისის №33 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №33 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 17 ივლისი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №33  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის     გაგრძელების    თაობაზე    (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    იურიდიული    დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზიის მოქმედების ვადის      გაგრძელების    თაობაზე    (მომხს.    მაია    ქადეიშვილი    -    იურიდიული    დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი).

4.    შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „თინეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს  “ნეტკრაფტის”  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს   „ამბასადორი   ბათუმი   აილენდისთვის“   არაავტორიზებადი       საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრი სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს   „აჭარა   ჯგუფისთვის“   არაავტორიზებადი       საქმიანობისთვის   დამხმარე   ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს   „დაცვის   სამსახური   თბილისისთვის“   არაავტორიზებადი       საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს   „საქართველოს   საერთაშორისო   ენერგეტიკული   კორპორაციისთვის“   არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. რადიომოყვარულ ელგუჯა კერესელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. რადიომოყვარულ     ლაშა     მიქაუტაძისთვის     რადიოელექტრონული     საშუალებებისა     და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. გიორგი პაპავა - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

14. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია - იურიდიული დეპარტამენტი);

15. შპს  „ტელეიმედის“  წინააღმდეგ  ა(ა)იპ  ,,საქართველოს  მომავლის  აკადემიის“  (ს/კ  4051137755) საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

16. შპს  „ტელეკომპანია  დიას“ მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

17. შპს   „ტელეკომპანია   მედია   მონიტორინგის“   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობის   შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

18. შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

19. შპს „სიგულდას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

20. შპს „ფორმულას“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები