წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 351

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2026 10:29

მიღების თარიღი ივლისი 30, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 30 ივლისის №35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 30 ივლისის №35 სხდომის დღის წესრიგის პროქტის მე-4 საკითხის (სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე) განხილვა 2026 წლის 6 აგვისტოს, 15:00 საათზე;

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 30 ივლისის №35 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა    თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი      წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №35 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 30 ივლისი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს  „ესდიეიჩ“-ის  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს “სმარტ ეი აი სისტემა”-ს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის   მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ ნოდარ ცირეკიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. რადიომოყვარულ  თამაზ  ულუმბელაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრისთვის” კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. ,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების შესახებ (მომხს. ალექსანდრე ქარუმიძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი).

9. შპს „პოსტვ“-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

10. 2023 წლის 12 ივნისის გ-23-22 / 269  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. სოფიო კაციტაძე - ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახური).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები