წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 361

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2026 10:55

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 06 აგვისტოს №36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 6 აგვისტოს N11 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების   საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 06 აგვისტოს №36 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 06 აგვისტოს №36 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა    თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე      წევრი

ანი ვაზაგაშვილი      წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 06 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია ჯანელიძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. ნინო ლირთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. სს  „სილქნეტის“  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  №F98  ლიცენზიის  მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე-იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს „პოსტვ“-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკატერინე ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

6. შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის ფარგლებში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებების მიღებისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები