საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2026 12:49
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 10 სექტემბრის №41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 10 სექტემბრის №41 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №41 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის10 სექტემბერი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „რეალ პალას ქონსთრაქშენისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. უცხოური საწარმოს ფილიალ შპს „სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. რადიომოყვარულ არტემ პეტროვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „კონტაქტ ნეთვორქსის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „სელფი მობაილისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს “ტვ სარფისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
11. შპს „ინტერკომის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
12. შპს „ეკომის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
13. შპს „ანეტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
14. შპს „ავეტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
15. შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889692) მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
16. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
