წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 47

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2026 11:24

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 05 თებერვლის №05 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 05 თებერვლის №05 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების  შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №05 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 05 თებერვალი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №05  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „ფონექთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს „ქართული სალოკომოტივო კომპანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს „ფოთი პაილოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. შპს  „ორიონი-კოდი  365“-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. რადიომოყვარულ  ვაჟა სხირტლაძისთვის  რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს  „ტვ.პლიუსის“  მაუწყებლობის  ავტორიზაციის  მოდიფიცირებისა  და  კომისიის  2022  წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. მაუწყებლობის სფეროში შპს „ჯიემთივის“ ავტორიზაციის  შეჩერების მიზნით საჯარო  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს „ტელეიმედის“ მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

11. შპს „ალფაჰოსტის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

12.  „მობილური მომსახურებების ბაზარზე   ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-6 მუხლის სავარაუდო  დარღვევის ფაქტთან  დაკავშირებით  საქმის  მოკვლევის დაწყების  შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს (გ-25-9/439) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13. „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 აგვისტოს (გ-25-9/438) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები