საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2026 14:22
მიღების თარიღი თებერვალი 12, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის №06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის N01 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის №06 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B177 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის №06 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №06 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 12 თებერვალი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ბონდო გასვიანი - ადმინისტრაცია);
2. შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B177 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კერძო რადიომაუწყებლობის№B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „მობილაივისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. რადიომოყვარულ გივი ბიჭოლაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. შპს „პისი მაქსის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
11. შპს „ტელეიმედის“ მიმართ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
