წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-26-17 / 75

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2026 15:16

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის №07 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის N02 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის №07 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B183 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „ტვ-სტილის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B184 ლიცენზიის  მოქმედების  ვადის გაგრძელების თაობაზე    (მომხს. მაია  ქადეიშვილი - იურიდიული    დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B180 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე    (მომხს.  მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

დ) ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ე) შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის    №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების    შესახებ    (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი).

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის №07 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების       შესრულებაზე.

გოგა  გულორდავა         თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №07 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 19 თებერვალი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2026  წლის  №07  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B183 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „ტვ-სტილის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B184 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B180 ლიცენზიის   მოქმედების   ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. ა(ა)იპ   ”საქართველოს  საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის№B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.  შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. სს „ლიბერთი ბანკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. რადიომოყვარულ შოთა ნადირაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. შპს „ქლაუდ სოლუშენის“-ს (ს/კ: 404754413) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13. შპს „პისი მაქსის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

14. „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 13 დეკემბრის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები