შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2026 10:48
მიღების თარიღი მაისი 21, 2026
შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-993; 29.04.2026)
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 21 მაისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 26-10-993;29.04.2026) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღევის გამო.
2. მოხსენებითი ბარათიდან (N 26-10-993; 29.04.2026) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა შპს „ფორმულას“ მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგს დაექვემდებარა მიმდინარე წლის 21 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევას. კერძოდ:
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა - მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1 კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2
4. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3 კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4
5. მოხსენებითი ბარათის (N 26-10-993; 29.04.2026) თანახმად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს, რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ 1 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16. 2 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2 3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“. 4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.
წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ქვევით მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითები:
6. 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:01 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მამუკა მდინარაძეს ბოლო შვიდ თვეში შვიდი წოდება მიენიჭა. დღეს ოცნების სუსის ხელმძღვანელი უკვე გენერალ-მაიორი გახდა ამ წოდების მინიჭებაზე განკარგულებას მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე აწერენ ხელს. მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა. 9 აპრილს მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების მთავრობის მეთაურის ბრძანებით სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.
7. 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:01 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მას შემდეგ, რაც უნგრეთში ორბანის ხელისუფლება დამარცხდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ბუდაპეშტთან პოზიციების შეჯერება ყველა იმ თემაზე დაიწყო, რომელიც აქამდე დაბლოკილი იყო. ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში მთავარი ლობისტი და მოკავშირე დაკარგა“.
8. 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:19 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 წლის აქტივისტის მეგი დიასამიძის მორიგი პროცესი დასრულდა სხდომაზე რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა დღეს ორი პოლიციელი დაიკითხა რეჟიმის პროკურატურა ახალგაზრდა აქტივისტს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის რუსული ოცნების გამო ედავება და მიყენებულ ზიანს 380 ლარად აფასებს. მეგი დიასამიძე გასული წლის სექტემბერში ბათუმისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსიდან სპეცოპერაციით აიყვანეს, მოგვიანებით კი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამავე პოლიტიკურ საქმეს უკავშირდება ელენე ხოშტარიას პატიმრობაც. პოლიტიკოს სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული ანალოგიური წარწერისთვის რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა”.
9. 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:26 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მარნეულში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით პოლიციამ 11 პირი დააკავა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული შორის დაწყებული შელაპარაკება ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი პირი ცივი იარაღით მძიმედ დაიჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან შვიდმა პირმა, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ, სამართალდამცველებს განზრახ მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. ამ დროისთვის ძებნა მიმდინარეობს კიდევ ერთ პირზე, რომელსაც ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ“.
10. 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:27 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თბილისში სხვადასხვა მაღაზიათა ქსელის ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა მოზარდმა თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ობიექტებიდან ძალის გამოყენებით 6000 ლარამდე თანხა გაიტაცა. პოლიცია მტკიცებულების სახით უკვე ამოიღო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე მეორე პირის იდენტიფიცირებაზე მუშაობს. დაკავებულს რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”.
11. 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:04 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თითქმის სამი საათია სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულია, პროცესს სუსის ყოფილი უფროსიც ესწრება, რომელსაც 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ის ბრალს არ აღიარებს. ოცნების საგამოძიებო უწყებამ ლილუაშვილი თაღლითად და მექრთამედ გამოაცხადა. დეა ბაძაღუამ იცის ამ სხდომის დეტალები. სწორედ ის უერთდება ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერს. დეა, გისმენთ”.
12. 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:16 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რატომ და ვისი სურვილით მოხდა საკადრო გადაადგილება ძალოვან უწყებებში? ქართულ ოცნებაში ბუნდოვანი პასუხები აქვთ. პარტიის წევრები მედიას და საზოგადოებას ურჩევენ ამ საკადრო გადაადგილებების საპარლამენტო განხილვებს დაელოდონ. შესაბამისად ღიად რჩება ის კითხვაც, რატომ და რა ვითარებაში დაინახა პარტიამ ახალი სამინისტროს შექმნის საჭიროება, რომელიც მამუკა მდინარაძეს ჩაბარდა. ეს დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯს ნიშნავს. მდინარაძე სამართალდამცავი კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. სუსის უფროსად გელა გელაძე წარადგინეს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცეპრემიერის ფუნქციასაც შეითავსებს.
13. 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:19 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ოპოზიციის ალიანსის შეფასებით კი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა. რეჟიმის ოპონენტების თქმით, არ არის გამორიცხული მალე ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჩამოაშოროს თანამდებობას“. აღნიშნულის შემდეგ წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარები.
14. 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:05 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - “დატოვებს თუ არა თანამდებობას ირაკლი კობახიძე მომავალზე ოცნების პრემიერი არაფერს ამბობს მაგრამ ამბობს რომ ამ კითხვას მედია საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წინაც უსვამდა მაგრამ იმედი არაერთხელ გაუცრუვდა. განიხილავს თუ არა კონკურენტად მამუკა მდინარაძეს, რომელიც სუსის ხელმძღვანელობიდან გადაყენებისა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ასევე კანცელარიის შენობაში იმუშავებს. კონკურენცია არ არის, არასდროს ყოფილა და არც იქნება, ამბობს კობახიძე. ის ასევე საკადრო ცვლილებების გამართლებას და საფუძვლიანად წარმოჩენას ცდილობს, მიზეზად კი სამართალდამცავ ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას ასახელებს. ამით ამართლებს მამუკა მდინარაძის გადაყვანას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას. თანაც კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს მდინარაძისთვის უფრო მაღალი რანგია, ვიდრე სუსის უფროსობა“.
15. 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:06 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე დააბრუნეს ახალ ხელმძღვანელს ოცნების პრეზიდენტი წარადგენს წარდგენას აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილიც ესწრება ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც ივანიშვილის ხელისუფლებაში გუშინ მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა ყოფილი ხელმძღვანელი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანა. ზურაბ პატარიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წელს დაინიშნა, ორი წელიწადში კი თანამდებობა დატოვა იმ ფონზე, როცა მისი თქმით, რეგიონში ბევრი მიმდინარე პროექტი იყო. წასვლისას მან მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა“.
16. 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:08 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამოვლენის პირველი შემთხვევა ქართული ოცნების 14 წლიან მმართველობაში. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან პირველი განაცხადი იყო. მთავარი კითხვაა რატომ ახლა და რა სიგნალია ეს. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ მოსკოვი, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოში მიმდინარე მცირე მოვლენებზეც კი აკეთებს კომენტარს, ამ დრომდე დუმს არც საგარეო დაზვერვას და არც სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ. სავარაუდოდ, დღეს უნდა ჩაინიშნოს სასამართლოში პროცესიც, სადაც ამ ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ოცნების სუსის ინფორმაციით, ერთ დაკავებულთან ერთად დაუსწრებლად ბრალდება წარადგინა კიდევ ორ პირს, რომლებიც ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები. მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. სუსმა თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თავდაპირველად არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობაზე იყო ლაპარაკი. მოგვიანებით ინფორმაცია რუსეთის შესახებ პროსამთავრობო რუსთავი 2-მა გაავრცელა.
17. 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:08 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ტროტუარზე დგომის ბრალდებით რეჟიმის სასამართლო მოქალაქეებს ისევ ასამართლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გადაიდო თათია მელიქიშვილის პროცესი. მანამდე კი დალი ზირაქიშვილის საქმეზე გაიმართა სხდომა. მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა”.
18. 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:12 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ევროკავშირის ელჩს სავარაუდოდ დაიბარებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში. მსგავსი მითითება ოლიგარქის გარემოცვიდან უკვე გაისმა. მაგალითად, კახა კალაძისგან, რომელიც ელჩის განცხადებას თითის ქნევად და მუქარად წარმოაჩენს. იგივე რიტორიკა აქვთ ოცნების სხვა წარმომადგენლებსაც. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს დაემუქრა. რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე, რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა. ოცნებას პავლ ჰერჩინსკის ის განცხადება არ მოეწონა, სადაც ელჩი ამბობს, რომ მომავალი კვირები და თვეები განსაზღვრავს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს უბრუნდება”.
19. 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:17 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც ისინი ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან. იმის მიუხედავად, რომ პროტესტის უფლებას უკრძალავენ და სკვერში არც კარვებისა და შესაბამისი ატრიბუტიკის მიტანის უფლებას აძლევენ. მშობლები ისევ ითხოვენ წამალს საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის. ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია. ამის საპირისპიროდ სასიკვდილო დაავადების მქონე ბავშვებს ოცნება მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო სერვისებს ჰპირდება. მარიამ ლეკიაშვილი გააგრძელებს თემაზე საუბარს. ის მუშაობს აქციაზე”.
შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „დიახ, სოფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგეობით არიან, რათა არ დაირღვეს უწყვეტი პროტესტი. ისინი უკვე მეოთხე დღეა რაც მართავენ უწყვეტ 24 საათიან პროტესტს და სწორედ მორიგეობით არიან ისინი მოსულები ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ, რომ კვლევები უფრო ფართო სპექტრით, ფართო სპექტრის გახადოს ისეთ იშვიათ დაავადებებზე, სწორედ როგორიც არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ჩვენ ვკითხეთ მშობლებს თუ რას უპასუხებენ ისინი მიხეილ სარჯველაძეს. მათი განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ რეალურად უნდა შეასრულოს მათი მოთხოვნები. მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ გამოგონებული მედიკამენტები შემოიტანონ საქართველოში და ეს კვლევები რეალურად მათი შვილებისთვის არანაირ დამატებით შანსს არ წარმოადგენს“.
მშობლების კომენტარის შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მეოთხე დღეა, რაც უწყვეტად არიან წარმოდგენილები ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათ აქ უკვე სამი ღამე გაათენეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ აძლევენ საშუალებას, რომ მათ აქ დადგან კარვები. მათ აქ აქვთ გაშლილი ასევე ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის არის, მიეცით ბავშვებს წამალი. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, სანამ ქართული ოცნება და ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
20. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, კერძოდ შემდეგი ფრაზები: ოცნების სუსი; ქართული ოცნების მთავრობის მეთაური; ივანიშვილის რეჟიმი; რეჟიმის პროკურატურა; რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა; ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოცნების საგამოძიებო უწყება; ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი; რეჟიმის ოპონენტების თქმით; ოცნების პრემიერი; ოცნების პრეზიდენტი; ივანიშვილის ხელისუფლება; პროსამთავრობო რუსთავი 2; რეჟიმის სასამართლო; ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო; ოლიგარქის გარემოცვიდან; რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა; ოცნების მთავრობის; ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია; ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან; ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან; ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი არის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.
21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დარღვევა - მოხსენებითი ბარათის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.“ ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა.5 ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. ქვევით მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითი:
22. 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news
17:21 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მიხეილ სარჯველაძეს დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მშობლები ტყუილში ამხელენ. მათი განმარტებით, მედიკამენტები, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ წამლებს შედეგიანად იყენებენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერსაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. პირველი არხის მენეჯმენტი დღის 12 სთ.-ზე გაჟღერებულ ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია”.
აღნიშნულ სიუჟეტში ასევე, წარმოდგენილია დუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის კომენტარები/პოზიცია, თუმცა არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული მოსაზრება, არ არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია/კომენტარი. ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან, ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
23. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მაუწყებელი არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და ასევე, არ იცავს ბალანსს - საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების დარღვევას.
24. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 21 მაისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-26-03/2990; 04/05/2026). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
25. კომისიის 2026 წლის 21 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, შპს „ფორმულას“ მიერ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს 5 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15. საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
27. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
29. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
30. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა;
31. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს;
32. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;
33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა;
36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;
37. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
38. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-993; 29.04.2026);
39. შპს „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;
40. შეტყობინება (N გ-26-03/2990; 04/05/2026) შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 21 მაისის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
41. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები;
42. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1153; 19.05.2026);
43. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 26-10-1171; 20.05.2026).
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
44. შპს „ფორმულა“ (ს/კ 405345666) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის თარიღი - 29/08/2019).
მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.
45. შპს „ფორმულას“ ეთერში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 21 აპრილიდან - 23 აპრილის ჩათვლით პერიოდში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:
ა) 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:01 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მამუკა მდინარაძეს ბოლო შვიდ თვეში შვიდი წოდება მიენიჭა. დღეს ოცნების სუსის ხელმძღვანელი უკვე გენერალ- მაიორი გახდა ამ წოდების მინიჭებაზე განკარგულებას მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე აწერენ ხელს. მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა. 9 აპრილს მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების მთავრობის მეთაურის ბრძანებით სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.
ბ) 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:01 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მას შემდეგ, რაც უნგრეთში ორბანის ხელისუფლება დამარცხდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ბუდაპეშტთან პოზიციების შეჯერება ყველა იმ თემაზე დაიწყო, რომელიც აქამდე დაბლოკილი იყო. ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირში მთავარი ლობისტი და მოკავშირე დაკარგა“.
გ) 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:19 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 წლის აქტივისტის მეგი დიასამიძის მორიგი პროცესი დასრულდა სხდომაზე რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა დღეს ორი პოლიციელი დაიკითხა რეჟიმის პროკურატურა ახალგაზრდა აქტივისტს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის რუსული ოცნების გამო ედავება და მიყენებულ ზიანს 380 ლარად აფასებს. მეგი დიასამიძე გასული წლის სექტემბერში ბათუმისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსიდან სპეცოპერაციით აიყვანეს, მოგვიანებით კი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამავე პოლიტიკურ საქმეს უკავშირდება ელენე ხოშტარიას პატიმრობაც. პოლიტიკოს სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული ანალოგიური წარწერისთვის რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა”.
დ) 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:26 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მარნეულში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით პოლიციამ 11 პირი დააკავა. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული შორის დაწყებული შელაპარაკება ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი პირი ცივი იარაღით მძიმედ დაიჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან შვიდმა პირმა, რომლებიც შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ, სამართალდამცველებს განზრახ მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. ამ დროისთვის ძებნა მიმდინარეობს კიდევ ერთ პირზე, რომელსაც ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ“.
ე) 21 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:27 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თბილისში სხვადასხვა მაღაზიათა ქსელის ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა მოზარდმა თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ობიექტებიდან ძალის გამოყენებით 6000 ლარამდე თანხა გაიტაცა. პოლიციამ მტკიცებულების სახით უკვე ამოიღო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე მეორე პირის იდენტიფიცირებაზე მუშაობს. დაკავებულს რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება”.
ვ) 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:04 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თითქმის სამი საათია სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულია, პროცესს სუსის ყოფილი უფროსიც ესწრება, რომელსაც 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ის ბრალს არ აღიარებს. ოცნების საგამოძიებო უწყებამ ლილუაშვილი თაღლითად და მექრთამედ გამოაცხადა. დეა ბაძაღუამ იცის ამ სხდომის დეტალები. სწორედ ის უერთდება ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერს. დეა, გისმენთ”.
ზ) 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:16 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რატომ და ვისი სურვილით მოხდა საკადრო გადაადგილება ძალოვან უწყებებში? ქართულ ოცნებაში ბუნდოვანი პასუხები აქვთ. პარტიის წევრები მედიას და საზოგადოებას ურჩევენ ამ საკადრო გადაადგილებების საპარლამენტო განხილვებს დაელოდონ. შესაბამისად ღიად რჩება ის კითხვაც, რატომ და რა ვითარებაში დაინახა პარტიამ ახალი სამინისტროს შექმნის საჭიროება, რომელიც მამუკა მდინარაძეს ჩაბარდა. ეს დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯს ნიშნავს. მდინარაძე სამართალდამცავი კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. სუსის უფროსად გელა გელაძე წარადგინეს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცეპრემიერის ფუნქციასაც შეითავსებს.
თ) 22 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:19 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ოპოზიციის ალიანსის შეფასებით კი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა. რეჟიმის ოპონენტების თქმით, არ არის გამორიცხული მალე ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჩამოაშოროს თანამდებობას“. აღნიშნულის შემდეგ წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარები.
ი) 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:05 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - “დატოვებს თუ არა თანამდებობას ირაკლი კობახიძე მომავალზე ოცნების პრემიერი არაფერს ამბობს მაგრამ ამბობს რომ ამ კითხვას მედია საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წინაც უსვამდა მაგრამ იმედი არაერთხელ გაუცრუვდა. განიხილავს თუ არა კონკურენტად მამუკა მდინარაძეს, რომელიც სუსის ხელმძღვანელობიდან გადაყენებისა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ასევე კანცელარიის შენობაში იმუშავებს. კონკურენცია არ არის, არასდროს ყოფილა და არც იქნება, ამბობს კობახიძე. ის ასევე საკადრო ცვლილებების გამართლებას და საფუძვლიანად წარმოჩენას ცდილობს, მიზეზად კი სამართალდამცავ ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას ასახელებს. ამით ამართლებს მამუკა მდინარაძის გადაყვანას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას. თანაც კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს მდინარაძისთვის უფრო მაღალი რანგია, ვიდრე სუსის უფროსობა“.
კ) 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:06 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე დააბრუნეს ახალ ხელმძღვანელს ოცნების პრეზიდენტი წარადგენს წარდგენას აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილიც ესწრება ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც ივანიშვილის ხელისუფლებაში გუშინ მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა ყოფილი ხელმძღვანელი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანა. ზურაბ პატარიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წელს დაინიშნა, ორი წელიწადში კი თანამდებობა დატოვა იმ ფონზე, როცა მისი თქმით, რეგიონში ბევრი მიმდინარე პროექტი იყო. წასვლისას მან მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა“.
ლ) 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:08 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამოვლენის პირველი შემთხვევა ქართული ოცნების 14 წლიან მმართველობაში. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან პირველი განაცხადი იყო. მთავარი კითხვაა რატომ ახლა და რა სიგნალია ეს. ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ მოსკოვი, რომელიც ჩვეულებრივ საქართველოში მიმდინარე მცირე მოვლენებზეც კი აკეთებს კომენტარს, ამ დრომდე დუმს არც საგარეო დაზვერვას და არც სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ. სავარაუდოდ, დღეს უნდა ჩაინიშნოს სასამართლოში პროცესიც, სადაც ამ ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ოცნების სუსის ინფორმაციით, ერთ დაკავებულთან ერთად დაუსწრებლად ბრალდება წარადგინა კიდევ ორ პირს, რომლებიც ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები. მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. სუსმა თავის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თავდაპირველად არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობაზე იყო ლაპარაკი. მოგვიანებით ინფორმაცია რუსეთის შესახებ პროსამთავრობო რუსთავი 2-მა გაავრცელა.
მ) 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:08 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ტროტუარზე დგომის ბრალდებით რეჟიმის სასამართლო მოქალაქეებს ისევ ასამართლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გადაიდო თათია მელიქიშვილის პროცესი. მანამდე კი დალი ზირაქიშვილის საქმეზე გაიმართა სხდომა. მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა”.
ნ) 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:12 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ევროკავშირის ელჩს სავარაუდოდ დაიბარებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში. მსგავსი მითითება ოლიგარქის გარემოცვიდან უკვე გაისმა. მაგალითად, კახა კალაძისგან, რომელიც ელჩის განცხადებას თითის ქნევად და მუქარად წარმოაჩენს. იგივე რიტორიკა აქვთ ოცნების სხვა წარმომადგენლებსაც. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს დაემუქრა. რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე, რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა. ოცნებას პავლ ჰერჩინსკის ის განცხადება არ მოეწონა, სადაც ელჩი ამბობს, რომ მომავალი კვირები და თვეები განსაზღვრავს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს უბრუნდება”.
ო) 23 აპრილი, 17:00 სთ. formula news 17:17 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც ისინი ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან. იმის მიუხედავად, რომ პროტესტის უფლებას უკრძალავენ და სკვერში არც კარვებისა და შესაბამისი ატრიბუტიკის მიტანის უფლებას აძლევენ. მშობლები ისევ ითხოვენ წამალს საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის. ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია. ამის საპირისპიროდ სასიკვდილო დაავადების მქონე ბავშვებს ოცნება მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო სერვისებს ჰპირდება. მარიამ ლეკიაშვილი გააგრძელებს თემაზე საუბარს. ის მუშაობს აქციაზე”.
შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „დიახ, სოფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგეობით არიან, რათა არ დაირღვეს უწყვეტი პროტესტი. ისინი უკვე მეოთხე დღეა რაც მართავენ უწყვეტ 24 საათიან პროტესტს და სწორედ მორიგეობით არიან ისინი მოსულები ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ, რომ კვლევები უფრო ფართო სპექტრით, ფართო სპექტრის გახადოს ისეთ იშვიათ დაავადებებზე, სწორედ როგორიც არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ჩვენ ვკითხეთ მშობლებს თუ რას უპასუხებენ ისინი მიხეილ სარჯველაძეს. მათი განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ რეალურად უნდა შეასრულოს მათი მოთხოვნები. მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ გამოგონებული მედიკამენტები შემოიტანონ საქართველოში და ეს კვლევები რეალურად მათი შვილებისთვის არანაირ დამატებით შანსს არ წარმოადგენს“.
მშობლების კომენტარის შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მეოთხე დღეა, რაც უწყვეტად არიან წარმოდგენილები ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათ აქ უკვე სამი ღამე გაათენეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ აძლევენ საშუალებას, რომ მათ აქ დადგან კარვები. მათ აქ აქვთ გაშლილი ასევე ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის არის, მიეცით ბავშვებს წამალი. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, სანამ ქართული ოცნება და ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-993; 29.04.2026); დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
46. შპს „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის 22 აპრილს, 17:00 სთ. formula news 17:21 სთ. ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „მიხეილ სარჯველაძეს დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მშობლები ტყუილში ამხელენ. მათი განმარტებით, მედიკამენტები, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ წამლებს შედეგიანად იყენებენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერსაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. პირველი არხის მენეჯმენტი დღის 12 სთ.-ზე გაჟღერებულ ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია”. აღნიშნულ სიუჟეტში ასევე, წარმოდგენილია დუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის კომენტარები/პოზიცია, თუმცა არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული მოსაზრება, არ არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია/კომენტარი. ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან, ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 26-10-993; 29.04.2026); დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
47. შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო.
მტკიცებულება: კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილება.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება
48. შპს „ფორმულა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
49. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო ხერხების გამოყენებით. აღნიშნული პრინციპის ცალკეული მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში.6
50. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ამავე კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
51. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში. თავის მხრივ, საავტორო პროგრამის შესახებ სათანადოდ უნდა ეცნობოს აუდიტორიას.
52. მიუკერძოებლობის პრინციპის უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია ბალანსის დაცვა.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. მაუწყებელმა ყველა საგულისხმო მოსაზრება მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად უნდა წარმოაჩინოს.
53. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი 6 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე-სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15 ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“7
54. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
55. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.
56. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.8 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.
57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.9 სტრასბურგის 7 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, გვ 2 8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No.5493/72, §499 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.10
58. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.11 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.12
59. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.
60. მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58 10 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134. 11 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05 12 Communications White Paper–A New Future forCommunications,December2000,https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communi cationswhi tepaper_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21 პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“13
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.
3.2. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა
62. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ,„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“14
63. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.15 13 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, გვ.2 14 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, გვ.2 15 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17
64. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა). განსახილველ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის, მოსაზრების გამოხატვა მოხდა ახალი ამბების პროგრამაში.
65. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და ხდება თუ არა ახალი ამბების გაშუქება პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე.
66. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანებისა და ჟურნალისტის მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს მოსაზრების გამოხატვა და არა ფაქტის კონსტატაცია. ამა თუ იმ ფაქტის გადმოცემა, ცხადია, არ მიიჩნევა პოზიციის გამოხატვად.
67. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ფორმულას“ ეთერში, სხვადასხვა დროს, 2026 წლის 21, 22 და 23 აპრილს განთავსებულ ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებმა/ჟურნალისტმა გაავრცელეს წინამდებარე გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 45-ე პარაგრაფში მითითებული ინფორმაცია პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე. კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, სიუჟეტებში გამოყენებული ფრაზები: „ოცნების სუსი“; „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“; „ივანიშვილის რეჟიმი“; „რეჟიმის პროკურატურა“; „რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა“; „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“; „ოცნების საგამოძიებო უწყება“; „ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი“; „რეჟიმის ოპონენტების თქმით“; „ოცნების პრემიერი“; „ოცნების პრეზიდენტი“; „ივანიშვილის ხელისუფლება“; „პროსამთავრობო რუსთავი 2“; „რეჟიმის სასამართლო“; „ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“; „ოლიგარქის გარემოცვიდან“; „რეალურად კი ევროპელმა დიპლომატმა ილაპარაკა იმაზე რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის, ასევე აღწერა ობიექტური მოცემულობა“; „ოცნების მთავრობის“; „ივანიშვილის ხელისუფლება კი საკუთარი პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ევროპის ქვეყნებში აღიარებული მედიკამენტი ბავშვებისთვის საშიშია“; „ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან“; „ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან“; „ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი“ - წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე ინფორმაციის გაშუქების მაგალითს. გარდა ამისა, მაუწყებლის წამყვანებისა/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები, დამოკიდებულება და არა მესამე პირთა შეფასებები.
68. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამა გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. 3.3. ახალი ამბების/საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში მაუწყებლის მიერ ბალანსის დაცვა
69. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. ბალანსის დაცვის მოთხოვნა მიუკერძოებლობის პრინციპის ცენტრალური კომპონენტია. მისი მიზანია, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით არსებული თითოეული საგულისხმო მოსაზრება თანასწორად და დაბალანსებულად მიეწოდოს საზოგადოებას, რომელიც შემდგომ შეძლებს, ინფორმირებულად მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის, საზოგადოებრივ დისკუსიასა და არჩევნებში. საზოგადოების თითოეულ წევრს უფლება აქვს, ჩართული იყოს დემოკრატიული მმართველობის პროცესში და უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა საგულისხმო მოსაზრებაზე, რომელიც მას მისცემს ინფორმირებული პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. თითოეული მაუწყებლის ეთერში აუდიტორიას უნდა მიუწვდებოდეს ხელი ყველა საგულისხმო კონტრასტულ შეხედულებაზე, რათა შეძლოს დემოკრატიულ პროცესებში სრულყოფილად ჩართვა.
70. მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსის მოთხოვნა არ უზღუდავს მაუწყებელს შესაძლებლობას, გააშუქოს რომელიმე მოსაზრება იმ პირობით, რომ სიზუსტის დაცვით და ადეკვატურად იქნება ასახული ყველა სხვა ალტერნატიული შეხედულება. ბალანსის მოთხოვნა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებაზე. მოთხოვნა შეეხება პოლიტიკურ, ინდუსტრიულ ნებისმიერ სხვა საკითხზე არსებულ საკითხს, რომელზეც პოლიტიკოსებს, ინდუსტრიას ან/და საზოგადოების წევრებს აქვთ დისკუსია. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება.16
71. განსახილველ შემთხვევაში 2026 წლის 22 აპრილს 17:00 სთ-ზე ახალი ამბების წამყვანმა აღნიშნა - მიხეილ სარჯველაძეს დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მშობლები ტყუილში ამხელენ. მათი განმარტებით, მედიკამენტები, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ წამლებს შედეგიანად იყენებენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერსაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. პირველი არხის მენეჯმენტი დღის 12 სთ.-ზე გაჟღერებულ ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია”. აღნიშნულ სიუჟეტში ასევე, წარმოდგენილია დუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის კომენტარები/პოზიცია, თუმცა არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული მოსაზრება, არ არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია/კომენტარი. ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან, ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
72. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებელი არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან ინფორმაციის გაშუქებისას ერთ მხარეს ანიჭებს უპირატესობას და ასევე, არ იცავს ბალანსს - საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დარღვევას.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
73. შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო. კომპანიამ აღნიშნული წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის ვადაში ჩაიდინა ახალი მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, 16 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ. 18 შესაბამისად, მის ამ დარღვევას შეესატყვისება - ჯარიმა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.
74. ვინაიდან, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2 500 ლარის ოდენობით.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-16 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო.
2. შპს „ფორმულამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;
ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ფორმულასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
