წვდომის მენიუ

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-26-18 / 332

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2026 12:13

მიღების თარიღი ივლისი 17, 2026

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ფორმულა“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა

წარმოების   დაწყების   საფუძველი: კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1550 07.07.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 17 ივლისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   (შემდგომში   „კომისია“)   აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N26-10-1550 07.07.2026) საფუძველზე,   კომისიაში   დაიწყო   მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი ბარათიდან (N26-10-1550 07.07.2026) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა შპს „ფორმულას“ მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგს დაექვემდებარა მიმდინარე წლის 15-17 ივნისის პერიოდში, მაუწყებლის   ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები, შერჩევითად. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ  მაუწყებლის   მხრიდან   ადგილი   აქვს   „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

3. „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა - მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად,  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად,   საკუთარი  შეხედულების   მიხედვით.1  კერძოდ,   „მაუწყებლობის  შესახებ“

1      კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16

საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვით, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2

4. კომისიის  მიერ  ყველა  კონკრეტულ  შემთხვევაში  მაუწყებლის  პოზიციის  გამოხატვა  ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3    კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4

5. მოხსენებითი ბარათის (N26-10-1550 07.07.2026)  თანახმად,  განსახილველ  შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი  ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს, რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ. წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის

2  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2

3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. ქვემოთ მოყვანილია აღნიშნული დარღვევის მაგალითები:

6.    15 ივნისი, 17:00 სთ. formula news, 17:04 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება. ივანიშვილის პარტია კი კვლავ ცდილობს ქვეყნის მომავალი და ქართული ოცნება გააიგივოს და ამტკიცოს თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პარტიას სჯის არადა ქართველი ხალხი და პარტია ქართული ოცნება დიდი ხანია მკაფიოდ არის გამიჯნული და პარტია რეჟიმადაც არის მონათლული, როგორც ის დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მოიხსენა. ნინი ბალანჩივაძე აგრძელებს თემას ის გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს“ . შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „დიახ, სოფო, მაშინ, როცა ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, მათ შორის უკვე პირველი ეტაპი მოლაპარაკებებისა გაიხსნა, როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინის შემთხვევაში. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ისევ რიტორიკას არ იცვლიან. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ისევ დეზინფორმაციულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებენ. საუბრობენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ საქართველოს დღემდე სთავაზობენ ამ სცენარით განვითარებას. ასევე, დღეს ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ რეალობად ის, რომ თითქოს ქართველი ხალხი და ქართული ოცნება არის ერთი და იგივე და უნდა გააიგივონ ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ამ შემთხვევაში პარტნიორების პოზიცია, როგორც დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან მიმართებით, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომელთა არჩევანი არის ევროინტეგრაცია, თუმცა აკრიტიკებენ და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ოცნების ხელისუფლების მისამართით იმ პირების მისამართით, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს და ამტკიცებენ რეპრესიულ კანონებს და ზღუდავენ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. დეზინფორმაცია, მათ შორის რასაც ვისმენთ დღეს ისევ ოცნების პარლამენტში, არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც თავის დროზე საერთოდ პოლიტიკური დიალოგი შეაჩერა ევროკავშირმა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნების ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ეს დეზინფორმაციული კამპანია და დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები არც იმაზე იღებენ პასუხისმგებლობას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, მათ შორის საფრთხე ექმნება თუ არა უვიზო მიმოსვლას, შეიძლება თუ არა შეაჩეროს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს შემთხვევაში. ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციაში თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარგად არჩეული საგარეო პოლიტიკა, რომ ქვეყანა დატოვოს მეგობრების გარეშე პირისპირ ოკუპანტი სახელმწიფოს. პოლიტიკოსების კომენტარების შემდეგ ისევ ჟურნალისტი ამბობს - „მაყურებელმა უკვე მოისმინა, რომ ოცნების წევრების ნაწილი საერთოდ არ პასუხობს ჩვენს მიერ დასმულ კითხვას, რას აკეთებს ოცნების ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე, ნაწილი მათგანი კი ისევ ჩვეული რიტორიკით არის დაკავებული, თუმცა ამ დეზინფორმაციას და რიტორიკას კიდევ ერთხელ პასუხობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ლუქსბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები არის ძალიან მკაფიო. ისინი რეჟიმად აცხადებენ ოცნების ხელისუფლების მმართველობას და ამბობენ იმას, რომ სწორედ ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზას ჩამოშორდა საქართველო და ამ შემთხვევაში ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ამბობენ იმას, რომ გვერდით უდგანან საქართველოს მოქალაქეებს ამ არჩევანში“. პოლიტიკოსების კომენტარების შემდეგ ისევ ჟურნალისტი ამბობს - „დღეს ოცნების დეპუტატებს ისევ იგივე რიტორიკა აქვთ. მათ ისრები ისევ გადააქვთ ჩვენი პარტნიორების მისამართით, რომ თითქოს მათი დანაშაულია ის, რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდა საქართველო ევროკავშირს შორის, თუმცა ჩვენ გვახსოვს თანმიმდევრულად როგორი იყო ქართული ოცნების პოლიტიკა, მათ შორის განაცხადი კობახიძის მხრიდან 2024 წლის 28 ნოემბერს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გადაიდოს და დღის წესრიგში აღარ უნდა დადგეს 2028 წლამდე და შემდგომ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის სანქცირების პოლიტიკის ამოქმედება. შესაბამისად ახლა მთავარი კითხვა არის იმ შემთხვევაში თუ საფრთხე დაემუქრება უვიზო მიმოსვლას და შეჩერდება ეს მექანიზმი, ქართული ოცნება აიღებს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას, თუმცა იმ კომენტარებით, რაც უკვე მაყურებელმა მოისმინა და რასაც ისმენს ბოლო პერიოდის განმავლობაში, არც ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ აპირებს“.

7. 15 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:13 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სერბეთის პრეზიდენტი საქართველოშია. ალექსანდრე ვუჩიჩის დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა. ამის შემდეგ ქართული ოცნების პრეზიდენტმა მასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვის თემა ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებია. სერბეთის პრეზიდენტი მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვუჩიჩისა და ყაველაშვილის შეხვედრა ექვსი თვის წინაც გაიმართა, როცა ოცნების პრეზიდენტი ბელგრადში ვიზიტით იმყოფებოდა. ვუჩიჩს საპრეზიდენტო ვადა მალე ეწურება, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ შესაძლოა ვადაზე ადრე გადადგეს. ეს განცხადება მან გააკეთა სერბეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე. პროტესტი ქვეყანაში 2024 წელს დაიწყო, როცა ქალაქ ნოვისატში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ“.

8. 15 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:14 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სქროლვისა და სქრინვის სამმართველოდ ცნობილმა უწყებამ ამჯერად ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მიაგნო. სამმართველოს თანამშრომლებმა შეისწავლეს სოციალურ ქსელში თუთბერიძის მიერ საჯაროდ დაწერილი კომენტარი და საქმის წარმოება დაიწყეს. შედეგად ადვოკატს სასამართლოს სხდომა ჩაუნიშნეს და 4000 ლარითაც დააჯარიმეს. კომენტარი ქართული ოცნების პარლამენტარ ნინო წილოსანს ეკუთვნოდა და კანადაში ვიზიტს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ შოთა თუთბერიძემ კომენტარის შესახებ ნინო წილოსანს თვითონ შეატყობინა. საჩივარი მამუკა მდინარაძის ინიციატივით შექმნილ სამმართველოში ოცნების დეპუტატს არ შეუტანია. ამისი საჭიროება, როგორც ჩანს, არ არის, როცა ადრესატები ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ადვოკატის პროცესი სასამართლოში კოლეგების სოლიდარობის თანხლებით გაიმართა. როგორ წარიმართა განხილვა რეპრესიული კანონების კარგად მცოდნე ბრალდებული იურისტის მონაწილეობით ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება დეტალებს.

9.    16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:15 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას მორიგი პროცესიც გაიმართა. ოცნების პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დახურულ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო ამართლებს. საქმე ეხება ახალაიას ფრაზას: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. სწორედ ამ სიტყვებს ასაღებს რეჟიმი მოწოდებად. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საქმე პოლიტიკური შეხედულების კრიმინალიზაციის მცდელობაა.  ადვოკატების  განცხადებით,  თავდაცვის  ყოფილმა  მინისტრმა სასამართლოში საკუთარი პოზიცია გამოხატა და ეს არ ყოფილა მოწოდება. შეგახსენებთ, რომ ამ ბრალდებით ბაჩო ახალაიას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

10.  16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:17 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა აბო ნვერიანის, ნანა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და ანტონ უპერის დამნაშავე ცნობა მოითხოვა. მომდევნო სასამართლოს სხდომაზე სიტყვა უკვე დაცვის მხარეს გადაეცემა. ადვოკატების გამოსვლის შემდეგ კი სასამართლოს საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულებიც მიმართავენ. ადვოკატები წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში ოთხივე ბრალდებულის მიმართ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და არ აპირებენ ოცნების პროკურატურას საპროცესოს გასაფორმებლად მიმართონ“.

11.  16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:20 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გამოითხოვოს. ჯერჯერობით, ეს განაცხადი არის, თქვა ოლიგარქის პარლამენტის სპიკერმა. ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ახალ პოლიტიკას საკუთარი ანტიევროპული პროპაგანდისთვის იყენებს. ოლიგარქის მთავრობა ცდილობს ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება საზოგადოებას ისე მიაწოდოს, თითქოს ბრიუსელი ახალი წევრების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს გეგმავს. რეალურად, ევროკომისარმა გამოცემა პოლიტიკოსთან ინტერვიუში მკაფიოდ განმარტა, რომ იქმნება უსაფრთხოების მყარი მექანიზმები, რათა გაწევრიანების შემდეგ ახალმა წევრებმა რეფორმები უკან არ წაიღონ და ვეტოს უფლება ბლოკის მუშაობის პარალიზებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ. თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება, თქვა ევროკომისარმა. ევროკავშირი მხოლოდ წესების დაცვას ითხოვს, ოცნების რეჟიმი კი ამ დისკუსიას მიზანმიმართულად ამახინჯებს“.

12. 16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:24 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სანამ დასავლეთი ქართულ ოცნებას დემოკრატიის უკუსვლის გამო აკრიტიკებს, რეჟიმმა ახალი მოკავშირე იპოვა. ირაკლი კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე ერთმანეთის ქება არ დაიშურეს. ოცნების პრემიერმა ვუჩიჩს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებში და მათ შორის მედიის ჩახშობაში ადანაშაულებს, გამორჩეული ლიდერი უწოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის ორი იზოლაციაში მყოფი ლიდერის მცდელობა ერთმანეთს პოლიტიკური ლეგიტიმაცია შეუნარჩუნონ“.

13. 17 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:09 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ოცნების რეჟიმის რეპრესიებს და ავტორიტარიზმს ამხელს. დიდი მხარდაჭერით მიღებულია დოკუმენტი, რომელშიც სანქცირების აუცილებლობაზეა ლაპარაკი ივანიშვილის ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედია საშუალებების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ჩანაწერი უვიზო მიმოსვლას ეხება. ნათქვამია, რომ თუკი ოლიგარქია არაფერს შეცვლის, დიდია შანსი, რომ საქართველომ ისტორიული მონაპოვარი დაკარგოს. რეზოლუციაში მოწოდება საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორისი დავის წარმოების თაობაზეც. რა ითქვა დღეს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შესახებ? დეტალებს სოფო ვარდიაშვილი მოგიყვებათ პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ“.

14. 17 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:16 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. თბილისმა ლონდონს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება გაუპროტესტა, რომელიც სანქცირებული გემის “სილვარის” საქმეში საქართველოს ხსენებას ეხება. უწყებაში აცხადებენ, რომ გემის პორტში შემოსვლის დროს მის მიმართ შეზღუდვები  არ  არსებობდა.  მსგავსი  მანიპულაციები  კი  ორმხრივ  ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს და ბრიტანული მხარის აქცენტები მიუღებელია. ცნობისთვის, ახალი სანქციების შესახებ ბრიტანეთმა გუშინ გამოაცხადა, სანქციები შეეხო რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 20-ზე მეტ ნავთობ ტანკერს, მათ შორის არის ხომალდი „სილვარი“, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ პორტშიც იმყოფებოდა“.

15. 17 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:17 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „გადაიყვანეთ ელენე ხოშტარია კლინიკაში“. ამ მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან აქცია დაანონსდა. მოქალაქეები იქ 6:00 საათზე შეიკრიბებიან. პოლიტიკოსების თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ ხოშტარიას ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად უკანონო პატიმრობასთან ერთად ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. პენიტენციური დაწესებულება განმარტავს, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ- ერთი ლიდერი სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს, თუმცა აღიარებენ, რომ მისი მდგომარეობა  პერიოდულად  მწვავდება  ქრონიკული  დაავადებების  გათვალისწინებით. ოლიგარქის რეჟიმს ხოშტარია კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ჰყავს დატყვევებული. ოთხი შვილის დედას წელიწად ნახევარი აქვს მისჯილი. ცოტა ხნის იმ პენიტენციურ სამსახურს პარტია დროამ უპასუხა. დეტალებს ნატალი ჯახუთაშვილი მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნატალი, გისმენთ“. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს - „დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ უკიდურესად დამძიმებულია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ყავარჯნებით გადაადგილდება ციხეში. ასევე არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საერთოდ ეტლის გარეშე გაუჭირდეს მოძრაობა. უკვე 10 თვეა შეგახსენებთ, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ელენე ხოშტარია”.

16. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. რიგ შემთხვევებში მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტი აჟღერებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებებს და ინფორმაციას აფასებს და მაყურებელს აცნობს საკუთარი დამოკიდებულების/მოსაზრების ფარგლებში. ამასთან, მაუწყებელი სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე   საჯარო   პოლიტიკის   მიმდინარე   საკითხების   გაშუქება,   რითაც   ადგილი   აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

17. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება. ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

18. კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი, მაუწყებელს კომისიაში არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. კომისიის შეტყობინება (N გ-26-03/3961, 10.07.26) ავტორიზებულ პირს გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 10 ივლისს კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მიღებულია ავტომატური საშუალებით დადასტურება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა  დაინტერესებული  მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით შეასრულა და საკითხი განიხილა ავტორიზებული პირის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II.  მარეგულირებელი კანონმდებლობა

19. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს    კანონმდებლობას    შეადგენს    საქართველოს    კონსტიტუცია,    საქართველოს 5 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.15. საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

20.    „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის „ტ“  ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია: დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის  დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა;

24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

25. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   70-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად;

27. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით.“ ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „კორესპოდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III.   სამოტივაციო ნაწილი

1.    შესწავლილი მტკიცებულებები

28.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1550 07.07.2026);

29.  შპს „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

30.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები;

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

31.  შპს „ფორმულა“  მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ.

32.  შპს „ფორმულას“ ეთერში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 15 ივნისიდან - 17 ივნისის პერიოდში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

ა) 15 ივნისი, 17:00 სთ. formula news, 17:04 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება. ივანიშვილის პარტია კი კვლავ ცდილობს ქვეყნის მომავალი და ქართული ოცნება გააიგივოს და ამტკიცოს თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პარტიას სჯის არადა ქართველი ხალხი და პარტია ქართული ოცნება დიდი ხანია მკაფიოდ არის გამიჯნული და პარტია რეჟიმადაც არის მონათლული როგორც ის დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მოიხსენა. ნინი ბალანჩივაძე აგრძელებს თემას ის გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს“ . შემდეგ ჟურნალისტი ამბობს - „დიახ, სოფო, მაშინ, როცა ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, მათ შორის უკვე პირველი ეტაპი მოლაპარაკებებისა გაიხსნა, როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინის შემთხვევაში. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ისევ რიტორიკას არ იცვლიან. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ისევ დეზინფორმაციულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებენ. საუბრობენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ საქართველოს დღემდე სთავაზობენ ამ სცენარით განვითარებას. ასევე დღეს ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ რეალობად ის, რომ თითქოს ქართველი ხალხი და ქართული ოცნება არის ერთი და იგივე და უნდა გააიგივონ ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის ამ შემთხვევაში პარტნიორების პოზიცია, როგორც დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან მიმართებით, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, რომელთა არჩევანი არის ევროინტეგრაცია, თუმცა აკრიტიკებენ და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ოცნების ხელისუფლების მისამართით იმ პირების მისამართით, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს და ამტკიცებენ რეპრესიულ კანონებს და ზღუდავენ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. დეზინფორმაცია, მათ შორის რასაც ვისმენთ დღეს ისევ ოცნების პარლამენტში, არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც თავის დროზე საერთოდ პოლიტიკური დიალოგი შეაჩერა ევროკავშირმა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნების ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ეს დეზინფორმაციული კამპანია და დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები არც იმაზე იღებენ პასუხისმგებლობას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, მათ შორის საფრთხე ექმნება თუ არა უვიზო მიმოსვლას, შეიძლება თუ არა შეაჩეროს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს შემთხვევაში. ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ეს იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციაში თანხმდებიან იმაზე, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარგად არჩეული საგარეო პოლიტიკა, რომ ქვეყანა დატოვოს მეგობრების გარეშე პირისპირ ოკუპანტი სახელმწიფოს. პოლიტიკოსების კომენტარების შემდეგ ისევ ჟურნალისტი ამბობს - „მაყურებელმა უკვე მოისმინა, რომ ოცნების წევრების ნაწილი საერთოდ არ პასუხობს ჩვენს მიერ დასმულ კითხვას, რას აკეთებს ოცნების ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე, ნაწილი მათგანი კი ისევ ჩვეული რიტორიკით არის დაკავებული, თუმცა ამ დეზინფორმაციას და რიტორიკას კიდევ ერთხელ პასუხობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ლუქსბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები არის ძალიან მკაფიო. ისინი რეჟიმად აცხადებენ ოცნების ხელისუფლების მმართველობას და ამბობენ იმას, რომ სწორედ ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზას ჩამოშორდა საქართველო და ამ შემთხვევაში ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და ამბობენ იმას, რომ გვერდით უდგანან საქართველოს მოქალაქეებს ამ არჩევანში“. პოლიტიკოსების კომენტარების შემდეგ ისევ ჟურნალისტი ამბობს - „დღეს ოცნების დეპუტატებს ისევ იგივე რიტორიკა აქვთ. მათ ისრები ისევ გადააქვთ ჩვენი პარტნიორების მისამართით, რომ თითქოს მათი დანაშაულია ის, რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდა საქართველო ევროკავშირს შორის, თუმცა ჩვენ გვახსოვს თანმიმდევრულად როგორი იყო ქართული ოცნების პოლიტიკა, მათ შორის განაცხადი კობახიძის მხრიდან 2024 წლის 28 ნოემბერს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გადაიდოს და დღის წესრიგში აღარ უნდა დადგეს 2028 წლამდე და შემდგომ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის სანქცირების პოლიტიკის ამოქმედება. შესაბამისად ახლა მთავარი კითხვა არის იმ შემთხვევაში თუ საფრთხე დაემუქრება უვიზო მიმოსვლას და შეჩერდება ეს მექანიზმი, ქართული ოცნება აიღებს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას, თუმცა იმ კომენტარებით, რაც უკვე მაყურებელმა მოისმინა და რასაც ისმენს ბოლო პერიოდის განმავლობაში, არც ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ აპირებს“.

ბ) 15 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:13 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სერბეთის პრეზიდენტი საქართველოშია. ალექსანდრე ვუჩიჩის დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა. ამის შემდეგ ქართული ოცნების პრეზიდენტმა მასთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილვის თემა ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებია. სერბეთის პრეზიდენტი მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვუჩიჩისა და ყაველაშვილის შეხვედრა ექვსი თვის წინაც გაიმართა, როცა ოცნების პრეზიდენტი ბელგრადში ვიზიტით იმყოფებოდა. ვუჩიჩს საპრეზიდენტო ვადა მალე ეწურება, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ შესაძლოა ვადაზე ადრე გადადგეს. ეს განცხადება მან გააკეთა სერბეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე. პროტესტი ქვეყანაში 2024 წელს დაიწყო, როცა ქალაქ ნოვისატში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ“.

გ) 15 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:14 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სქროლვისა და სქრინვის სამმართველოდ ცნობილმა უწყებამ ამჯერად ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მიაგნო. სამმართველოს თანამშრომლებმა შეისწავლეს სოციალურ ქსელში თუთბერიძის მიერ საჯაროდ დაწერილი კომენტარი და საქმის წარმოება დაიწყეს. შედეგად ადვოკატს სასამართლოს სხდომა ჩაუნიშნეს და 4000 ლარითაც დააჯარიმეს. კომენტარი ქართული ოცნების პარლამენტარ ნინო წილოსანს ეკუთვნოდა და კანადაში ვიზიტს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ შოთა თუთბერიძემ კომენტარის შესახებ ნინო წილოსანს თვითონ შეატყობინა. საჩივარი მამუკა მდინარაძის ინიციატივით შექმნილ სამმართველოში ოცნების დეპუტატს არ შეუტანია. ამისი საჭიროება, როგორც ჩანს, არ არის, როცა ადრესატები ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ადვოკატის პროცესი სასამართლოში კოლეგების სოლიდარობის თანხლებით გაიმართა. როგორ წარიმართა განხილვა რეპრესიული კანონების კარგად მცოდნე ბრალდებული იურისტის მონაწილეობით ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება დეტალებს.

დ)    16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:15 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას მორიგი პროცესიც გაიმართა. ოცნების პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დახურულ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო ამართლებს. საქმე ეხება ახალაიას ფრაზას: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. სწორედ ამ სიტყვებს ასაღებს რეჟიმი მოწოდებად. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საქმე პოლიტიკური შეხედულების კრიმინალიზაციის მცდელობაა. ადვოკატების განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლოში საკუთარი პოზიცია გამოხატა და ეს არ ყოფილა მოწოდება. შეგახსენებთ, რომ ამ ბრალდებით ბაჩო ახალაიას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ე)  16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:17 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა აბო ნვერიანის, ნანა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და ანტონ უპერის დამნაშავე ცნობა მოითხოვა. მომდევნო სასამართლოს სხდომაზე სიტყვა უკვე დაცვის მხარეს გადაეცემა. ადვოკატების გამოსვლის შემდეგ კი სასამართლოს საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულებიც მიმართავენ. ადვოკატები წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს  უწოდებენ და აცხადებენ, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში ოთხივე ბრალდებულის მიმართ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და არ აპირებენ ოცნების პროკურატურას საპროცესოს გასაფორმებლად მიმართონ“.

ვ)  16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:20 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „რეჟიმი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გამოითხოვოს. ჯერჯერობით, ეს განაცხადი არის, თქვა ოლიგარქის პარლამენტის სპიკერმა. ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ახალ პოლიტიკას საკუთარი ანტიევროპული პროპაგანდისთვის იყენებს. ოლიგარქის მთავრობა ცდილობს ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება საზოგადოებას ისე მიაწოდოს, თითქოს ბრიუსელი ახალი წევრების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებს გეგმავს. რეალურად, ევროკომისარმა გამოცემა პოლიტიკოსთან ინტერვიუში მკაფიოდ განმარტა, რომ იქმნება უსაფრთხოების მყარი მექანიზმები, რათა გაწევრიანების შემდეგ ახალმა წევრებმა რეფორმები უკან არ წაიღონ და ვეტოს უფლება ბლოკის მუშაობის პარალიზებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ. თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება, თქვა ევროკომისარმა. ევროკავშირი მხოლოდ წესების დაცვას ითხოვს, ოცნების რეჟიმი კი ამ დისკუსიას მიზანმიმართულად ამახინჯებს“.

ზ) 16 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:24 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სანამ დასავლეთი ქართულ ოცნებას დემოკრატიის უკუსვლის გამო აკრიტიკებს, რეჟიმმა ახალი მოკავშირე იპოვა. ირაკლი კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე ერთმანეთის ქება არ დაიშურეს. ოცნების პრემიერმა ვუჩიჩს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებში და მათ შორის მედიის ჩახშობაში ადანაშაულებს, გამორჩეული ლიდერი უწოდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის ორი იზოლაციაში მყოფი ლიდერის მცდელობა ერთმანეთს პოლიტიკური ლეგიტიმაცია შეუნარჩუნონ“.

თ) 17 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:09 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ოცნების რეჟიმის რეპრესიებს და ავტორიტარიზმს ამხელს. დიდი მხარდაჭერით მიღებულია დოკუმენტი, რომელშიც სანქცირების აუცილებლობაზეა ლაპარაკი ივანიშვილის ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედია საშუალებების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ჩანაწერი უვიზო მიმოსვლას ეხება. ნათქვამია, რომ თუკი ოლიგარქია არაფერს შეცვლის, დიდია შანსი, რომ საქართველომ ისტორიული მონაპოვარი დაკარგოს. რეზოლუციაში მოწოდება საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორისი დავის წარმოების თაობაზეც. რა ითქვა დღეს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შესახებ? დეტალებს სოფო ვარდიაშვილი მოგიყვებათ პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ“.

ი) 17 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:16 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. თბილისმა ლონდონს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება გაუპროტესტა, რომელიც სანქცირებული გემის „სილვარის“ საქმეში საქართველოს ხსენებას ეხება. უწყებაში აცხადებენ, რომ გემის პორტში შემოსვლის დროს მის მიმართ შეზღუდვები არ არსებობდა. მსგავსი მანიპულაციები კი ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს და ბრიტანული მხარის აქცენტები მიუღებელია. ცნობისთვის, ახალი სანქციების შესახებ ბრიტანეთმა გუშინ გამოაცხადა, სანქციები შეეხო რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 20-ზე მეტ ნავთობ ტანკერს, მათ შორის არის ხომალდი „სილვარი“, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ პორტშიც იმყოფებოდა“.

კ) 17 ივნისი, 17:00 სთ. formula news 17:17 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „გადაიყვანეთ ელენე ხოშტარია კლინიკაში“. ამ მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან აქცია დაანონსდა. მოქალაქეები იქ  6:00  საათზე  შეიკრიბებიან.  პოლიტიკოსების  თანაგუნდელები  კი  ამბობენ,  რომ  ხოშტარიას ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად უკანონო პატიმრობასთან ერთად ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. პენიტენციური დაწესებულება განმარტავს, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ- ერთი ლიდერი სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს, თუმცა აღიარებენ, რომ მისი მდგომარეობა  პერიოდულად  მწვავდება  ქრონიკული  დაავადებების  გათვალისწინებით. ოლიგარქის რეჟიმს ხოშტარია კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ჰყავს დატყვევებული. ოთხი შვილის დედას წელიწადნახევარი აქვს მისჯილი. ცოტა ხნის იმ პენიტენციურ სამსახურს პარტია დროამ უპასუხა. დეტალებს ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნატალი, გისმენთ“. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს - „დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ უკიდურესად დამძიმებულია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ყავარჯნებით გადაადგილდება ციხეში. ასევე არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საერთოდ ეტლის გარეშე გაუჭირდეს მოძრაობა. უკვე 10 თვეა შეგახსენებთ, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ელენე ხოშტარია”.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1550 07.07.2026), დარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

33. შპს „ფორმულას“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, ხოლო, კომისიის 2026 წლის 21 მაისის Nგ-26-18/229 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო.

მტკიცებულება: კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილება, კომისიის 2026 წლის 21 მაისის Nგ-26-18/229 გადაწყვეტილება.

3.  სამართლებრივი შეფასება

3.1. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

34. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394-IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“5

35. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან

5  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. კანონი უშვებს ამ პრინციპიდან გადახვევას და მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას საავტორო პროგრამებში.

36. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

37. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

38. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.6 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.7 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც

6  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49

7 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.8

40. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.9 მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს.10

41. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.11  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

3.2. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა

43. როგორც აღინიშნა, მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის  შესახებ"   საქართველოს   კანონის   54-ე   მუხლის   მე-5   პუნქტის   თანახმად, სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.

9  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05

10  Communications White Paper –   A   New Future for  Communications,  December  2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publications/communicationswhitepa per_fullreport.pdf, section 6.6.1, Issue 369 of Ofcom’s Broadcast and On Demand Bulletin 20 December 2018, 21

11   ევროპის  ადამიანის  უფლებათა  სასამართლოს  დიდი  პალატის  1994  წლის  23  სექტემბრის  გადაწყვეტილება  საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.12

44. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.13

45. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება.14 ამავდროულად,   კანონი  უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს.

46. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. რიგ შემთხვევებში მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტი აჟღერებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს და ინფორმაციას აფასებს და მაყურებელს აცნობს საკუთარი დამოკიდებულების/მოსაზრების ფარგლებში. ამასთან, მაუწყებელი სადავო სიუჟეტებში სისტემატურად  იყენებს  ისეთ  ფრაზებს,  როგორიცაა, მაგალითად:  „ოცნების  ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

12  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

13 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება   დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“

14 კომისიის 2025 წლის 3 ივლისის Nგ-25-16/355 გადაწყვეტილება ,,შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება   დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე; კომისიის 2025 წლის 3 ივლისი Nგ-25-16/353 გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

4.  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

48. კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/167 გადაწყვეტილებით, შპს „ფორმულას“   მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო. ხოლო, კომისიის 2026 წლის 21 მაისის N გ-26-18/229 გადაწყვეტილებით შპს „ფორმულას“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო. კომპანიამ დაჯარიმებიდან 1 წლის ვადაში ჩაიდინა ახალი მსგავსი/ანალოგიური დარღვევა, მის ამ დარღვევას შეესატყვისება - ჯარიმა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.

49. ვინაიდან, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 5 000 ლარის ოდენობით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451   მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ფორმულას“ დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2.    შპს „ფორმულამ“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3

სამუშაო დღის ვადაში.

3.    გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   კომისიის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაც იულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  შპს „ფორმულასთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს  „ფორმულასთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.  დაევალოს კომისიის  აპარატის  იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7.    გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-2,  მე-3  და  მე-5  პუნქტების  შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები