წვდომის მენიუ

შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/კ: 401993820) მიმართ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-18 / 349

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 17:50

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/კ: 401993820)  მიმართ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განხილვის შესახებ

მომჩივანი მხარე: სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოპასუხე: შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ (ს/კ: 204446867); შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“ (ს/კ: 401993820)

დავის საგანი: შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისთვის“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და შესაბამისი ვალდებულებების დაკისრება.

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 25 ივნისი, 17 ივლისი და 23 ივლისი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საჩივარი

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში  -  კომისია)  შპს  „მედია- ჰოლდინგი  ჯორჯიან  თაიმზისა“  (ს/კ:  204446867)  და  შპს  „რადიო  ჯორჯიან  თაიმსის“  (ს/კ:401993820) (შემდგომში - მოპასუხე/მაუწყებელი) წინააღმდეგ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა (შემდგომში - მომჩივანი/საჩივრის ავტორი) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4890, 6.05.2026) მომართა.

2.    მომჩივანი სადავოდ ხდის 2026 წლის 16 თებერვალს შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ ციფრულ  და  ინტერნეტ  სივრცეებში  (ტელემაუწყებლობა  -  „ჯორჯიან  თაიმზი”;  ინტერნეტ- ტელევიზია (https://gttv.ge/);   ‘’Youtube“ არხი (“TV   Georgian  Times” (https://www.youtube.com/@TVGeorgianTimes)      და      შპს      „რადიო      ჯორჯიან      თაიმსის“ პლატფორმებზე  (https://gtradio.ge),  ასევე,     მაუწყებლების  სოციალურ  ქსელის  (‘’Facebook”) გვერდებზე გადაცემის - „დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად” და ამ გადაცემის კონკრეტული მონაკვეთების ამსახველი ვიზუალური პოსტებისა (ე.წ. „ქარდები“) და მოკლე ვიდეორგოლების         საქართველოს         კანონმდებლობის         დარღვევით         განთავსებას. https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-2207520000; https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.2207520000&loca le=ka_GE;https://www.facebook.com/reel/26276793611933587;

 

https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE; https://www.facebook.com/TVGeorgiantimes1; https://www.facebook.com/radioGT92.3/?locale=ka_GE)

3.    მომჩივნის განცხადებით, გადაცემის, რომლის ერთ-ერთი თემა იყო „განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ  კონტექსტში და  პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების  რეფორმის  მიმდინარე  თემებთან  დაკავშირებით”, კონკრეტულ მონაკვეთებში  (08:04-13:07 წთ) ჟურნალისტის,  ეკა  სეხნიაშვილისა  და  მოწვეული  სტუმრის, ედიშერ  გვენეტაძის  მიერ  გაკეთდა  შემდეგი  განცხადებები:  ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:

„ეხლა მაინტერესებს, აი „ილიაუნს“ აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა  ხდება,  არის  თუ  არა  აღნიშნული პროფესურა საერთოდ  დაცლილი  პოლიტიკური კონტენტიდან?“ (08:04 - 08:16 წთ.). ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი …“ (10:43-10:53 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე:  „საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა, პოლიტიკაზე საერთოდ არ ყოფილა“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ხო, კი ბატონო და ბოდიშით, უკაცრავად უნდა გაგაწყვეტინოთ

...“ სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ჩვენთან, ჩვენთან …“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „დიახ, ხო ამას ვგულისხმობ, თქვენთან და რამოდენიმე სხვა ფაკულტეტზეც, უნივერსიტეტშიც მათ შორის ხომ, სახელმწიფო უნივერსიტეტში …“ (10:59 11:05 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე:

„უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქვე ესწრებოდნენ.“ ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „კი ბატონო, კი ბატონო და ანუ ეს ძალიან ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ანუ მუდმივად არის ეს, პრემიერმა ბრძანა დისკუსიაზე, პირდაპირ უთხრა ტელე, საჯარო დისკუსიის დროს, რომ თქვენო ახლა რასაც საუბრობთო ქალბატონო ნინო ჩვენ რომ რამოდენიმეჯერ და ჯეროვნად ეს არგუმენტები თქვენ არ, საერთოდ არ გაგიჟღერებიათ იმ შეხვედრაზეო …(11:06-11:29 წთ.) სტუმარი  ედიშერ  გვენეტაძე:  „პირიქით მიტინგი ჩაატარეთო …“.     ჟურნალისტი  ეკა სეხნიაშვილი: „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?! (11:30-11:40 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე:

„ეკა, ვერც იქნება, ვერც იქნება, რატომ ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გახსოვს კადრები …“.

სტუმარი  ედიშერ  გვენეტაძე:  „იგივე ის  ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და  ილიას,„ილიაუნის“ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს, ისა, შებურვილი … ვინაიდან თავიდან ბოლომდე, მოდი ვთქვათ, გულწრფელად რა, ესენი, ეს უნივერსიტეტის, აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია, არა მაქვს, ესენი არიან ნაც. ე.წ. „იაიჩკებს“, ბრჭყალებში ვლაპარაკობ ამას, აქედან იჩეკებიან ...“ (12:05-12:57 წთ.). ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ანუ რას გულისხმობთ, აა, რუსული ტერმინი არ გვინდა, გასაგებია, ინკუბატორი… “ (ჟურნალისტი ამ მონაკვეთში იცინის; 12:55-13:03 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „შემთხვევით არ მითქვამს კიდე “იაიჩკა”, რატომ და მაგასაც ავხსნი … “. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „კი ბატონო, ააჰა, კი  ბატონო…“ (ჟურნალისტი ამ  მონაკვეთში იცინის;  13:05-13:07 წთ.).  ჟურნალისტი  ეკა სეხნიაშვილი:  „ჯერ ერთი, ძალიან ცალმხრივად მოაზროვნეა, სამწუხაროდ, პროფესორების გარკვეული ნაწილი, ვინც პრეტენზიებს გამოთქვამს და საჯარო სივრცეში ოპერირებს …“ (17:44 წთ.)

4. მომჩივნის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფრაზები, რომელიც კომენტარების, რეპლიკების, შეკითხვებისა თუ პასუხების ფორმით გაჟღერდა გადაცემის მიმდინარეობისას, საჩივრის ავტორს წარმოაჩენს იდეოლოგიურად მართულ, პოლიტიკურად მიკერძოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რაც წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას და ლახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციას. გადაცემის მიმდინარეობისას ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი გადაცემის სტუმარს უსვამს ერთგვარად მაპროვოცირებელ, რიტორიკული ფორმის  შეკითხვებს  (მაგ.  „არის  თუ  არა  აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან?“; „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის  პოლიტიკურად ანგაჟირებული?!“), რომელთა მიზანსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურად მიკერძოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად    წარმოჩენა    და    იმ    ნარატივის    გაგრძელება/გაძლიერება   წარმოადგენს, რომელსაც მოწვეული სტუმარი საჩივრის ავტორის შესახებ ავითარებს. ჟურნალისტის მიერ სტუმრისთვის დასმული შეკითხვები მხოლოდ მითითებული ფორმატით შემოიფარგლება. რაც შეეხება ეკა სეხნიაშვილის სტუმართან ინტერაქციის სხვა ფორმებს, ჟურნალისტი ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ნათქვამ ცრუ ინფორმაციას და მადისკრედიტირებელ ფრაზებს კომენტარებისა და რეპლიკების ფორმით ეთანხმება და არ უსვამს სტუმარს დამაზუსტებელ კითხვებს. ეკა სეხნიაშვილი გადაცემის მონაკვეთში (10:43 წთ.) სტუმარს აწყვეტინებს საუბარს და მტკიცებითი ფორმით, ერთგვარი დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ,  როდესაც  ვინმე  არ  არის „პოლიტიკურად ანგაჟირებული და  მოტივირებული“, „ის განგრძობითობა აღარ  ეცემა…“. ჟურნალისტის  აღნიშნული  კომენტარი  მოჰყვა  უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების მიმართ უნივერსიტეტების დამოკიდებულებაზე სტუმრის საუბარს და ედიშერ გვენეტაძის მიერ იმის აღნიშვნას, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მსჯელობა თითქოს არ იყო საგნობრივი. შესაბამისად, ცხადია, რომ ეკა სეხნიაშვილის კომენტარი მიემართებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელსაც მან დაუსაბუთებლად და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული უწოდა. ჟურნალისტმა თავისი მდგომარეობა და წამყვანის ამპლუა გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება ფაქტის ფორმით გაევრცელებინა, რითაც დაარღვია პროგრამის მიუკერძოებლობის სტანდარტი.

5. საჩივარში აღნიშნულია, რომ, გარდა ზემოაღნიშნული მაპროვოცირებელი შეკითხვებისა და კომენტარისა, საყურადღებოა ჟურნალისტის საპასუხო რეაქცია, როდესაც სტუმარი ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების, პროფესორების მიმართ აჟღერებს ცრუ ბრალდებებს, თითქოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება. ედიშერ გვენეტაძის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულის, კერძოდ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის პირდაპირ დაბრალებას, რაც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენასა და დასაბუთებას საჭიროებს. მის მიერ გადაცემის მიმდინარეობისას გაჟღერებული ბრალდება იარაღისა და ხელისუფლების დამხობის სწავლების შესახებ არ ეყრდნობოდა მტკიცებულებებს, თუმცა მის ჭეშმარიტებაში გადაცემის წამყვანს ეჭვი არ შეუტანია და სტუმრისთვის არ დაუსვამს დამაზუსტებელი კითხვა. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ისეთი მნიშვნელობის თემისა, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო უსაფრთხოება, რაზეც გადაცემის სტუმარი აპელირებდა, გადაცემაში არ ყოფილა წარმოდგენილი ალტერნატიული მოსაზრება, „ჯორჯიან თაიმსს” არ მიუმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის პოზიციის მისაღებად, რათა გადაემოწმებინა გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და უტყუარობა - გაემყარებინა ან გაებათილებინა უნივერსიტეტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ობიექტური და გადამოწმებული ფაქტებით.

6.    მომჩივანი განმარტავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი ადასტურებს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი სტუდენტთა თუ დასაქმებულთა უსაფრთხოებას განუხრელად იცავს. არათუ იარაღის გამოყენება და სწავლება, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შემოტანაც კი აკრძალულია. შინაგანაწესის მსგავსი დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად იწყება დისციპლინური საქმისწარმოება, ვინაიდან ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა ამისა, აბიტურიენტთა ცნობარში, სადაც გამოქვეყნებულია ინფორმაცია ყველა იმ პროგრამის შესახებ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება, არ გვხვდება ისეთი ფაკულტეტი, რომელიც მსგავსი შინაარსის სწავლებას შეიძლება მოიცავდეს. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე გაჟღერებული ინფორმაცია მცდარი და უსაფუძვლო იყო, ხოლო მისი გავრცელების პრევენცია ჟურნალისტმა ეკა სეხნიაშვილმა არ მოახდინა. მას უნდა მიეღო შესაბამისი გონივრული ზომები, რათა არ დაეშვა ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და გადაცემის მიმდინარეობისას გადაემოწმებინა იგი. მაგ. მოწვეული სტუმრისთვის დაესვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდა მას აღნიშნული ინფორმაცია, რომელ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა და ა.შ. გარდა განხილული ბრალდებისა, აღსანიშნავია ის, რომ მოწვეული სტუმარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მოიხსენიებს შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი სიტყვებით/ფრაზებით. მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია („ნაც. ე.წ. „იაიჩკებს“...“) მოიცავს სტიგმატიზაციის ელემენტებს, რომლებიც მიმართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, არის სიძულვილის ენის შემცველი და ემსახურება უნივერსიტეტის დისკრედიტაციას. საყურადღებოა, რომ ჟურნალისტი ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას სიცილით ეხმაურება (12:55-13:03 წთ.) და მიმართვის ფორმად (13:05 წთ.) იყენებს შემდეგ სიტყვებს - „კი ბატონო, ააჰა, კი ბატონო…“, რაც ასევე უსვამს ხაზს ეკა სეხნიაშვილის მიკერძოებულობას.

7.    მომჩივნის  განცხადებით,  სტუმრის  ფრაზებზე  ვერბალურად  დათანხმების,  რიტორიკული შეკითხვების დასმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის პოლიტიკურად ანგაჟირებული დაწესებულების წოდების გარდა, საყურადღებოა ეკა სეხნიაშვილის მიერ თავისი პოზიციის დაფიქსირების არავერბალური ფორმებიც. მაგ. ედიშერ გვენეტაძის მიერ ნათქვამ სიტყვებზე, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატებში მონაწილეობა იყო პოლიტიკური აქტივობა (08:25-08:26 წთ.), თავის დაკვრით დათანხმება; სტუმრის მიერ გაჟღერებულ  ფრაზაზე  -  „სუსის მიერ გავრცელებული კადრები“ (რასაც  მოსდევს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ იარაღისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის სწავლების მძიმე ბრალდება) - ასევე თავის დაკვრით დათანხმება (11:58-11:59 წთ.) დამაზუსტებელი კითხვის დასმის გარეშე, თუ რომელ კადრებზე იყო საუბარი. როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური ფორმებით ეკა სეხნიაშვილის დათანხმება სტუმრის მიერ ნათქვამ ბრალდებებზე და შეურაცხმყოფელ ფრაზებზე, გაჟღერებულ ინფორმაციას ფაქტის  სახით  წარმოაჩენს. ამგვარ  ქმედებებს  კი  მაყურებელი  შეცდომაში  შეჰყავს  და  ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს გადაცემაში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამებოდეს.

8. საჩივრის ავტორის განმარტებით, ყოველივე ზემოგანხილულიდან გამომდინარე, გადაცემაში დომინირებდა ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული. უნივერსიტეტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი ფრაზებით მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას გადაცემის წამყვანი აქტიურად უწყობდა ხელს, როგორც თავისი კომენტარებით („როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა…“), ასევე მაპროვოცირებელი, რიტორიკული შეკითხვების დასმითა და სტუმრის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე/შეურაცხმყოფელ ფრაზებზე დათანხმებით. სწორედ ამიტომ, როგორც დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე მაუწყებლობის სხვადასხვა პრინციპების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მაუწყებელს ეკისრება.

9. მომჩივნის  განცხადებით,  საყურადღებოა  თავად  გადაცემის  თემის  სათაურიც,  რომელიც ჟურნალისტმა გააჟღერა: „განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”. ვინაიდან  გადაცემის  მიმდინარეობისას  ნეგატიურ  კონტექსტში მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებზეა საუბარი და როგორც სტუმრის, ასევე ჟურნალისტის მიერ აღნიშნულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებულია, ცალსახაა, რომ მითითებული გადაცემის წინასწარ განსაზღვრულ თემას და მიზანს, სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ, როგორც სტუმრის, ასევე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი ფრაზები და თავად გადაცემის თემის სათაურიც იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც სათაურის შემთხვევაში თითქოს ფორმით ნეიტრალურია, მაგრამ, გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიემართება. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ასევე ფორმით თითქოს ნეიტრალურ ფრაზას იყენებს, როდესაც ამბობს შემდეგს: „ჯერ ერთი, ძალიან ცალმხრივად მოაზროვნეა, სამწუხაროდ, პროფესორების გარკვეული ნაწილი, ვინც პრეტენზიებს გამოთქვამს და საჯარო სივრცეში ოპერირებს…“ (17:44 წთ.), თუმცა მთელი გადაცემის მიმდინარეობისას უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების მოხსენიება, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ „ცალმხრივად მოაზროვნეებს“ წამყვანი სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს უწოდებს, რაც შეურაცხმყოფელია უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის და ლახავს თავად დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და სახელს. ნიშანდობლივია ისიც, რომ მიუხედავად უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების აქტუალურობისა, გადაცემაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე მიიწვიეს, რაც საბოლოო ჯამში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე თავდასხმის საშუალებად იქნა გამოყენებული.

10.  საჩივრის მიხედვით, 2026 წლის 16 თებერვალს, „ჯორჯიან თაიმზისა“ და „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ სოციალურ ქსელის გვერდებზე, გავრცელდა ზემოგანხილული გადაცემიდან ედიშერ გვენეტაძის მიერ ნათქვამი ფრაზის („ილიაუნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება.“) ამსახველი ვიზუალური პოსტი, ე.წ. „ქარდები“ და მოკლე ვიდეორგოლები, სადაც ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ იარაღისა და ხელისუფლების დამხობის სწავლების მძიმე ბრალდებაზე საუბრობდა, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურად ანგაჟირებულობას უსვამდა ხაზს. ის არგუმენტი, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა და წამყვანს შესაძლებელია არ ჰქონოდა ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, ამ ნაწილში არ არის რელევანტური, ვინაიდან სწორედ გადაცემის   დასრულების   შემდეგ   განთავსდა   სოციალურ  ქსელში   ზემოხსენებული   ე.წ. „ქარდები“. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ წამყვანის მხრიდან რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ ფრაზებზე დათანხმება და აღნიშნულის შესაბამისად თავისი მსჯელობის განვითარება, არ იყო გამოწვეული იმ გარემოებით, რომ ამ ფორმატში მას ინფორმაციის დაზუსტება არ შეეძლო. პირიქით, გადაცემის დასრულების შემდგომ „პროვოკაციული” სათაურით ე.წ. „ქარდის“ გამოქვეყნება ადასტურებს, რომ მაუწყებელმა განახორციელა მცდარი ინფორმაციის რედაქციულად კონტროლირებადი, მიზანმიმართული და განმეორებითი გავრცელება. შესაძლოა აღნიშნული ე.წ. „ქარდი“ უფრო მეტად საზიანოც კი იყოს, ვიდრე ეთერში გასული სიუჟეტი, ვინაიდან სოციალურ ქსელებში ინფორმაცია მეტი სისწრაფით ვრცელდება ფართო მასებზე, განსაკუთრებით ე.წ. „ქარდების“ შემთხვევაში, როდესაც ადამიანების უმეტესობა არა სრულ სტატიას თუ გადაცემას ეცნობა, არამედ მხოლოდ მოკლე და „სკანდალური” სათაურით შემოიფარგლება, რაც ხელს უშლის ინფორმაციის სწორად და საფუძვლიანად მიღებასა და აღქმას. მოცემულ შემთხვევაშიც მაუწყებლების სოციალური ქსელის გვერდებზე გამოქვეყნებულმა ე.წ. „ქარდებმა“ აუდიტორიის ნაწილი „ილიაუნის” წინააღმდეგ განაწყო და ფაქტობრივად დაარწმუნა, რომ უნივერსიტეტში მართლაც ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და ხელისუფლების დამხობას (იხ. დანართი N2, დანართი N3 - კომენტარების ამსახველი ფოტოასლი, ე.წ. “Screenshot”). მომჩივნის განმარტებით, „ჯორჯიან თაიმსის“ “Youtube” არხზე განთავსებულ სრულ გადაცემას მხოლოდ 7 კომენტარი აქვს, სოციალურ ქსელში განთავსებულ მოკლე ვიდეოს - 83, ხოლო ამავე გვერდზე დადებულ ე.წ. „ქარდს“ - 201 კომენტარი. ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ერთი წინადადების შემცველი საჯარო პოსტი ბევრად უფრო რეზონანსული იყო, ვიდრე სრული გადაცემა.  ეს  კი  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  ე.წ.  „ქარდზე“  გადაცემაში  გაჟღერებული  ყველაზე „სკანდალური” სიცრუე (ბრალდება) ეწერა, რაც აუდიტორიის ნაწილმა, სამწუხაროდ, დაიჯერა, რასაც მათი აღშფოთება მოჰყვა. ზემოაღნიშნული ე.წ. „ქარდებისა“ და ვიდეორგოლების სოციალურ ქსელში გავრცელება ასევე ადასტურებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვა და საზოგადოების თვალში მისი ნეგატიურად წარმოჩენა მაუწყებლის მიერ გამიზნულად მოხდა.

11. მომჩივნის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს    საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას, თუმცა იგი არ არის შეუზღუდავი. აღნიშნული უფლება თავისი ბუნებით მოითხოვს პასუხისმგებლიან გამოყენებას და მისი რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს   კანონით   დასაშვებ   შეზღუდვებს,   განსაკუთრებით   მაშინ,   როდესაც   ის წინააღმდეგობაში მოდის სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებთან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ინტერესთა სამართლიანი ბალანსის დაცვა, რათა დაცული იქნეს როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე სხვა პირთა უფლებები ან საზოგადოებრივი ინტერესები. ანალოგიურ მიდგომას ავითარებს კომუნიკაციების კომისია Nგ-25-16/392 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ, სადაც მიუთითებს, რომ „მთელ რიგ შემთხვევებში, დადგენილი წინაპირობების არსებობისას, სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან და ინტერესებთან შეპირისპირებისას, ინტერესთა ბალანსის დასაცავად დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“1. თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში მასმედია წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს, რომელიც გავლენას ახდენს როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ასევე კონკრეტული დაწესებულებებისა თუ პირების შესახებ საზოგადოებაში აღქმების ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტური საქმიანობისას, განსაკუთრებით კი ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდებისას, უპირატეს მნიშვნელობას იძენს პროფესიული და ეთიკური სტანდარტების განუხრელი დაცვა. ინფორმაციის გავრცელებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტე, ობიექტურობა და კონტექსტთან შესაბამისობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა ღირსების ან დაწესებულებათა რეპუტაციის შელახვა. ჯეროვანი სიზუსტე წარმოადგენს როგორც მაუწყებლობის, ისე მთლიანად მედიის საქმიანობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მედიის ძირითად დანიშნულებას - საზოგადოებისთვის ზუსტი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებას. ამ პრინციპის დაცვა უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ და წარმოადგენს მაუწყებელსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობის მთავარ საფუძველს. სწორედ ნდობის შენარჩუნება და ფაქტობრივ სიზუსტეზე დაფუძნებული მაუწყებლობა წარმოადგენს იმ ბირთვს, რომელზეც დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის რეპუტაცია და პასუხისმგებლობა დგას.

12.  მომჩივნის განმარტებით, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია. თავის მხრივ, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავს2. მიუხედავად იმისა, რომ „დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად” წარმოადგენს საავტორო პროგრამას, წამყვანის მიერ სტუმრებთან განხილული საკითხები ძირითადად ეხება მიმდინარე მოვლენებს, რაც თავისთავად მოიცავს აღნიშნული გადაცემის ფარგლებში ფაქტობრივი ხასიათის ინფორმაციის  გავრცელებასაც.  2026  წლის  16  თებერვლის  გადაცემის  თემას  წარმოადგენდა „განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”, შესაბამისად,  ცალსახაა,  რომ  გადაცემის  ფარგლებში  ჟურნალისტისა  და წამყვანის მიერ მოხდებოდა მიმდინარე მოვლენების, აქტუალური საკითხების განხილვა და აქედან გამომდინარე, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. გადაცემის მიმდინარეობისას როგორც გადაცემის წამყვანი, ასევე სტუმარი, ავრცელებდნენ სხვადასხვა ინფორმაციას არა მოსაზრების ან შეხედულების, არამედ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის   სახით   (მაგ.  „იგივე  ის  ილიას  უნივერსიტეტის სტუდენტები და  ილიას, „ილიაუნის“ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს, ისა, შებურვილი…“ (ედიშერ გვენეტაძე); „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი…“ (ეკა სეხნიაშვილი). შესაბამისად, ზემოაღნიშნული   ინფორმაციისა   და   წარმოდგენილი   სადავო   განცხადებების   სიზუსტის

1   კომისიის  2025  წლის  17  ივლისის  გადაწყვეტილება  Nგ-25-16/392  -ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი  ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ”

2   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -,,სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ. 6 https://www.comcom.ge/uploads/other/16/16180.pdf

უზრუნველყოფის ვალდებულება, განსხვავებით მოსაზრებებისა და შეფასებებისა, ვრცელდებოდა მაუწყებელზე.

13.  საჩივრის ავტორის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული პუნქტი მაუწყებელს ვერ დაავალდებულებს, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია იყოს აბსოლუტურად ზუსტი3. მითითებული ნორმის მოთხოვნას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ სათანადო ძალისხმევის გაწევა, რათა ეს უკანასკნელი დარწმუნდეს გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში. სათანადო ძალისხმევის გაწევა შესაძლებელია მოიცავდეს ალტერნატიული პოზიციის მოძიებას და მეორე მხარის არგუმენტების მოსმენას, პირებისგან ინფორმაციის მიღებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას და სხვ. მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილს არ გაუწევია შესაბამისი ძალისხმევა, რათა მის საავტორო პროგრამაში ფაქტების ფორმით გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნებულიყო. მაგალითად, ჟურნალისტს არ დაუსვამს სტუმრისთვის დამაზუსტებელი შეკითხვები, როდესაც ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ იარაღის ხმარებისა და ხელისუფლების დამხობის სწავლებაზე საუბრობდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული   ფრაზის   („ასწავლიდნენ იარაღის  ხმარებას…“) გაჟღერების   შემდეგ,   ედიშერ გვენეტაძე  სვამს  შეკითხვას  -  „ხომ  ეგრე  იყო  ჩემო  ბატონო?“ -  რასაც  ეკა  სეხნიაშვილი ფაქტობრივად დუმილით ეთანხმება - იგი სტუმარს არ ეწინააღმდეგება, არ უსვამს მას დამაზუსტებელ შეკითხვას თუ კონკრეტულად რომელ კურსზე ან რომელ პროფესორებზე საუბრობს. გარდა ამისა, გადაცემის 11:58-11:59 წუთებზე ჟურნალისტი თავის დაკვრით ეთანხმება სტუმარს, როდესაც იგი „სუსის მიერ გავრცელებულ კადრებზე“ საუბრობს და მას არ ეკითხება, თუ რომელ კადრებზეა საუბარი. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ცალსახაა, რომ ეკა სეხნიაშვილმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა მის საავტორო გადაცემაში სტუმრის მიერ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სახით გაჟღერებული ბრალდებები გადაემოწმებინა და შესაბამისად, უზრუნველეყო მათი ჯეროვანი სიზუსტით გავრცელება.

14. საჩივარში აღნიშნულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისი პროფესორ- მასწავლებლების მიერ არასდროს ისწავლებოდა და არც ახლა ისწავლება ისეთი პროგრამა ან საგანი, რომელსაც რაიმე შემხებლობა ექნება იარაღის ხმარების ან ხელისუფლების დამხობის სწავლებასთან. შესაბამისად, ედიშერ გვენეტაძის მიერ გაჟღერებული ბრალდება წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ნიშანდობლივია, რომ გადაცემის სტუმრის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები ჟურნალისტმა მოცემულობად მიიღო და არ გაიღო არავითარი ძალისხმევა, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით არ გავრცელებულიყო ისეთი ინფორმაცია, რომლის ჭეშმარიტება გადაცემის მიმდინარეობისას არ გადამოწმებულა/არ დადასტურებულა არც სტუმრის და არც თავად ეკა სეხნიაშვილის მიერ.

15.  მომჩივნის განმარტებით, პრობლემურია არა მხოლოდ საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არამედ მისი დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული მცდარი ინფორმაციის „ჯორჯიან თაიმზისა“ და „რადიო ჯორჯიან თაიმსის” სოციალური ქსელის გვერდებზე ე.წ. „ქარდის“ და მოკლე ვიდეორგოლების განთავსება. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მაუწყებელს არც კი ჰქონდა სურვილი გადაემოწმებინა გადაცემაში გაჟღერებული ცრუ ინფორმაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების ამსახველი   ე.წ. ქარდები/ვიდეოები   მიზანმიმართულად   განათავსა   სოციალურ   ქსელებში.

„ჯორჯიან თაიმსს” არ მიუმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რათა “post factum’’ მაინც მოესმინა მისი პოზიცია საავტორო გადაცემაში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მაუწყებელს არც გადაცემის დასრულების შემდეგ გაუწევია გონივრული ძალისხმევა, რათა მის პლატფორმებზე არ გავრცელებულიყო ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, პირიქით - გადამოწმების გარეშე, გადაცემის დასრულების შემდეგ განთავსდა სოციალური ქსელის გვერდებზე ე.წ. „ქარდები“ და მოკლე ვიდეოები. საგულისხმოა

3 იქვე

ისიც, რომ, ვინაიდან უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს წარმოადგენდა/წარმოადგენს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი მოქმედებს ჯეროვანი სიზუსტის მკაცრი მოთხოვნები, რაც გასათვალისწინებელია „ჯორჯიან თაიმსის” მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის პრინციპის შესაძლო დარღვევის შეფასებისას.

16.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს მიაჩნია, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა ეკა სეხნიაშვილმა და შესაბამისად, მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, ჟურნალისტისა და მაუწყებლის მიერ ასევე დაირღვა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს აუდიტორიას მიაწოდოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი. ვინაიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ჯეროვანი პასუხის გაცემის უფლებით, „ჯორჯიან თაიმსის” მიერ ჯეროვანი სიზუსტით ინფორმაციის გადაცემის ვალდებულების დარღვევა ცალსახად ანიჭებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, “post factum’’.

17. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის სადავო მონაკვეთებმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“; მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-17 მუხლი - „საავტორო პროგრამების გადაცემისას მაუწყებლისადმი წაყენებული მოთხოვნები“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვის ვალდებულებას. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს, რომ აუდიტორიისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით, სხვადასხვა მხარის პოზიციის გათვალისწინებით. მართალია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა, რომელიც ეხება მაუწყებლის მიერ პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების აკრძალვას, არ ვრცელდება საავტორო პროგრამებზე, თუმცა აღნიშნულ პროგრამაში სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა მაინც ექვემდებარება შესაბამის კონტროლს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს საავტორო პროგრამის ვალდებულებას აუდიტორიას მიაწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან აიცილოს ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. გარდა ამისა, დაუშვებელია საავტორო პროგრამის წამყვანის მიერ საკუთარი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. საავტორო პროგრამის მიუკერძოებლობას ასევე განსაზღვრავს ალტერნატიული პოზიციებისა და შეხედულებების წარმოდგენა. ეს უკანასკნელი მხოლოდ ზედაპირულად არ უნდა იყოს წარმოჩენილი და წამყვანის მხრიდან ნიველირებული4. ასევე, „თუ წამყვანს ცალკეულ საკითხებზე აქვს მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და არსებობს ამ შეხედულებების საწინააღმდეგო, ალტერნატიული შეხედულებები, მაუწყებელს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სათანადო სისტემა, რათა ერთიანობაში არ დაირღვეს ბალანსი და დაცული იყოს მიუკერძოებლობის პრინციპი.“5

18. მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაცემის წამყვანი არ მოქმედებდა აღნიშნული ნორმებისა და პრინციპების დაცვით, ვინაიდან გადაცემის სადავო მონაკვეთებში იგი  არათუ  მიუკერძოებლობის  დაცვას  ცდილობდა,  არამედ  თავად  უსვამდა  რესპონდენტს

4   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -,,სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ. 21

5 იქვე

მაპროვოცირებელ, რიტორიკულ შეკითხვებს, რომლებიც სწორედ მის პოზიციას ადასტურებდა (მაგ., „ეხლა მაინტერესებს, აი „ილიაუნს“ აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან?“; „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ  არის  პოლიტიკურად ანგაჟირებული?!“). გარდა   მაპროვოცირებელი   შეკითხვების დასმისა, ჟურნალისტი თავადვე ავრცელებდა საკუთარ მიკერძოებულ შეხედულებებს საჩივრის ავტორის შესახებ, რომელთაც არა მოსაზრების, არამედ ფაქტის შემცველი ინფორმაციის სახით აწვდიდა აუდიტორიას (მაგ., „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ, უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ  ხარ  ადამიანი…“). შესაბამისად,  ცალსახაა,  რომ  ეკა  სეხნიაშვილმა  გამოიყენა  თავისი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრებების ისეთი ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საავტორო გადაცემის მიუკერძოებლობა, მათ შორის იმიტომ, რომ პროგრამაში ალტერნატიული შეხედულებები ზედაპირულადაც კი არ იყო წარმოდგენილი.

19. მომჩივანი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია მოსაზრებათა ფართო სპექტრის მიწოდების ვალდებულებაც, ვინაიდან მოწვეული სტუმარი და წამყვანი ცალსახად ერთ პოზიციაზე იმყოფებოდნენ და მოვლენებს არა ფართო სპექტრით, არამედ მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან განიხილავდნენ, რის შედეგადაც აუდიტორიას უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის დანახვის შესაძლებლობა მიეცა. ეკა სეხნიაშვილმა გადაცემის მიმდინარეობისას (17:53-18:03 წთ.) განაცხადა: „ჩემი, როგორც ჟურნალისტის გადასაწყვეტია გადაცემაში სტუმრად ვინ მოვა.“ საავტორო გადაცემის წამყვანს აღნიშნული პრეროგატივა არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან პროგრამაში უზრუნველყოს ალტერნატიული შეხედულებებისა და მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენა. ჟურნალისტმა კი დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და გადაცემის ფორმატი იმისთვის გამოიყენა, რომ მაყურებლისთვის არა მრავალფეროვანი შეხედულებები, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართული ერთიანი, სუბიექტური ნარატივი მიეწოდებინა. გადაცემის წამყვანს წინასწარ უნდა მიემართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და უნდა უზრუნველეყო მათი წარმომადგენლების მოწვევა საავტორო პროგრამაში განსხვავებულ მოსაზრებებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით. აღნიშნულის საჭიროება არსებობდა, ვინაიდან გადაცემის თემა წინასწარ იყო განსაზღვრული და სწორედ უნივერსიტეტებს ეხებოდა რელევანტურ კონტექსტში. ვალდებულება წარმოიშვა აგრეთვე გადაცემის ფორმატის გამოც - საავტორო პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, საჭირო იყო აუდიტორიისათვის განსახილველ საკითხზე მოსაზრებების ფართო სპექტრის მიწოდება და ფაქტების დამახინჯებისა და განსხვავებული აზრის არასწორად ინტერპრეტირების მაქსიმალურად თავიდან არიდება. გადაცემის წამყვანი პროგრამის მიუკერძოებლობას ასევე ხელყოფს ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური ფორმებით დათანხმებით (08:25-08:26 წთ.; 11:58-11:59 წთ.) და სიცილით გამოხატული ემოციით (12:55-13:03 წთ.).

20. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის თემა („განათლების რეფორმა,  პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა  მათ  კონტექსტში  და პოლიტიკური  ანგაჟირების  საკითხები   განათლების  რეფორმის   მიმდინარე   თემებთან დაკავშირებით”) წინასწარ  იყო  განსაზღვრული,  შესაბამისად,  პროგრამის  წამყვანს  ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო შესაბამისი ზომები, რათა ერთი მხრივ, დაებალანსებინა პროგრამა მოსაზრებათა ფართო სპექტრით, ხოლო მეორე მხრივ, თუნდაც მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მიწვევის პირობებში, საავტორო გადაცემა არ გამოეყენებინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე თავდასხმის საშუალებად. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, „როდესაც პროგრამაში არ მონაწილეობს ამა თუ იმ პოზიციის მხარდამჭერი დაინტერესებული მხარე, მაუწყებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ხერხებს, რათა ბალანსი არ დაირღვეს მათი პოზიციის საზიანოდ და მხოლოდ ის მოსაზრება არ გახმოვანდეს, რომლის მხარდაჭერებიც მონაწილეობენ პროგრამაში.”6 აღსანიშნავია, რომ საავტორო გადაცემის წამყვანმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა დაეცვა ბალანსი და არ დარღვეულიყო ეს უკანასკნელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზიანოდ. გადაცემის განმავლობაში ნეგატიურ კონტექსტში მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე იყო საუბარი, რაც ადასტურებს, რომ საავტორო პროგრამა გამოყენებულ იქნა აღნიშნულ უნივერსიტეტზე და მის საქმიან რეპუტაციაზე თავდასხმის საშუალებად, რაც არღვევს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტს. საავტორო გადაცემაში როგორც სტუმრის, ასევე წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები ლახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციას, ქმნის დეზინფორმაციულ გარემოს და არღვევს მედიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის საფუძვლებს. გადაცემის პროგრამული შინაარსი ცალსახად სცილდება  ინფორმაციის  სამართლიანად  და  ობიექტურად  გადმოცემის მიზანს/ვალდებულებას. პროგრამის სადავო მონაკვეთები არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, რადგან მათში ნათლად იკვეთება მხოლოდ ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც მიზანმიმართულად წარმოაჩენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებულ, პოლიტიზირებულ და მართულ ძალას. ყოველივე   ზემოგანხილული   ვალდებულების   უგულებელყოფით   მაუწყებელმა   დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები, ასევე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

21. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის სადავო მონაკვეთებმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი - „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლი კრძალავს ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვა ვრცელდება როგორც ჩანაწერზე, ასევე პირდაპირ ეთერში განთავსებულ მასალაზე, „იმის მიუხედავად, აკრძალული შინაარსის გამოხატვას ავრცელებს მედიამომსახურების წარმომადგენელი თუ მესამე პირი მედიამომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით.”7 ამ მხრივ საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (Delfi AS v. Estonia, no. 64569/09, §159), სადაც        დადგენილია,     რომ     მედიასაშუალება     პასუხისმგებელია     მის     პლატფორმაზე გავრცელებულ შინაარსზე, მათ შორის მესამე პირების მიერ გავრცელებულ განცხადებებზეც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული შინაარსი შეიცავს სიძულვილის ენას და აშკარად უკანონო ბრალდებებს. მაუწყებელს, ასევე აქვს სარედაქციო კონტროლის შესაძლებლობა, გააკონტროლოს მის სოციალურ ქსელებში შესაბამის პოსტებზე დატოვებული კომენტარები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავს. ნიშანდობლივია, რომ საავტორო გადაცემაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალადობასთან, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირება („ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება …”) წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ვინაიდან ასეთი კომენტარი არა მხოლოდ სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, არამედ ქმნის მტრულ და საფრთხის შემცველ გარემოს უნივერსიტეტის პროფესორებისთვის/სტუდენტებისთვის და აღვივებს აგრესიას მათ მიმართ.

22.  საჩივარში აღნიშნულია, რომ საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მოიხსენიებდა არაერთი შეურაცხმყოფელი სიტყვით/ფრაზით, რაც არსებული კონტექსტის გათვალისწინებით სიძულვილის ენის გამოყენებას წარმოადგენს. გადაცემის სტუმარი ერთ-ერთ მონაკვეთში (12:05-12:57 წთ.) აკეთებს შემდეგ განცხადებას: „ვინაიდან თავიდან ბოლომდე, მოდი ვთქვათ, 6„გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე“კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე -,,სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, lp, გვ. 19

7  „მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო“, გვ.

11. https://www.comcom.ge/uploads/other/13/13050.pdf

გულწრფელად რა, ესენი, ეს უნივერსიტეტის, აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი  ზედმეტია, არა  მაქვს,  ესენი  არიან  ნაც.  ეგრეთწოდებული „იაიჩკები“, ბრჭყალებში ვლაპარაკობ ამას, აქედან იჩეკებიან...“. აღნიშნული ფრაზით ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს უკავშირებს იმ ჯგუფს (პარტიას), რომელიც დისკრედიტირებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში, მასთან რაიმე ფორმით კავშირი კი იწვევს სტიგმატიზაციას. მითითებული მიზეზიდან გამომდინარე, მიმართვა „ნაც. ეგრეთწოდებული „იაიჩკები“ უარყოფითი  კონოტაციის  მატარებელია.  ედიშერ  გვენეტაძე მიზანმიმართულად იყენებს ზემოხსენებულ ფრაზას, რათა ერთი მხრივ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოახდინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვა, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტის პროფესორების პარტიასთან აფილირების ბრალდებით, გააღვივოს სიძულვილი როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე მისი პროფესორებისა და სტუდენტების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში სიძულვილის ენის ნიშანს სხვა შეხედულება წარმოადგენს, ვინაიდან გადაცემის თემის გათვალისწინებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ედიშერ გვენეტაძის კრიტიკის სავარაუდო საფუძველს უნივერსიტეტის მიერ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირება წარმოადგენდა.

23. მომჩივანი განმარტავს, რომ მოწვეული სტუმრის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მაუწყებელს ეკისრება, ვინაიდან იგი ვალდებულია გაატაროს გონივრული და ეფექტიანი ღონისძიებები სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად, რაც პირდაპირ ეთერში გადაცემის მიმდინარეობისას შესაძლებელია იყოს პროგრამის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც წამყვანი შეაწყვეტინებს სტუმარს სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას და გაემიჯნება მის შინაარსს8. აღსანიშნავია, რომ ეკა სეხნიაშვილმა არათუ შეაწყვეტინა გადაცემის სტუმარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი პროფესორების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება, არამედ პირიქით - წამყვანი თავადვე უსვამდა ედიშერ გვენეტაძეს მაპროვოცირებელ კითხვებს უნივერსიტეტის პოლიტიკურად ანგაჟირებულობის შესახებ, რითიც ხელს უწყობდა გადაცემის სტუმრის მიერ სიძულვილის ენის გავრცელებას. გარდა ამისა, ეკა სეხნიაშვილი თავადვე მტკიცებით ფორმაში აღნიშნავდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებულია (10:43-10:53 წთ.), რითიც ეთანხმებოდა ედიშერ გვენეტაძის მიერ განვითარებულ ნარატივს უნივერსიტეტის პარტიასთან აფილირების შესახებ. საყურადღებოა, რომ ჟურნალისტი ედიშერ გვენეტაძის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შეურაცხმყოფელი სიტყვებით („ნაც, ე.წ. „იაიჩკები“) მოხსენიებას სიცილით გამოეხმაურა (12:55-13:03 წთ.) და მიმართვის ფორმად (13:05 წთ.) გამოიყენა შემდეგი სიტყვები - „კი ბატონო, ააჰა, კი ბატონო…“. სწორედ ამიტომ, ცალსახაა, რომ გადაცემის წამყვანმა არათუ აღკვეთა სიძულვილის ენის გავრცელება, არამედ პირიქით - თავად მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნულში. როგორც ედიშერ გვენეტაძის, ასევე გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული სიტყვები/ფრაზები მოიცავს სტიგმატიზაციის ელემენტებს, რომლებიც მიმართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, არის სიძულვილის ენის შემცველი და ემსახურება უნივერსიტეტის დისკრედიტაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მომჩივანს მიაჩნია, რომ „ჯორჯიან თაიმსმა” დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტიც.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კომისიისგან ითხოვს:

1. დასაშვებად ცნოს საჩივარი და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.

2. დაადგინოს, რომ შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზმა“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ (ს/კ: 401993820) 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”) მონაკვეთებში, ასევე, გადაცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში სადავო ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების გამოქვეყნებით, დაარღვიეს:

8 „მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ სახელმძღვანელო“, გვ. 1

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები, 552 მუხლის პირველი პუნქტი, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-14 მუხლის პირველი პუნქტი და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

3. დაავალოს შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზსა“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820) 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”) სადავო მონაკვეთების (ის მონაკვეთები, რომლებიც შეიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებს და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს) ამოღება:

ა) შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზის” (‘’TV Georgian Times”) ვიდეოგაზიარების პლატფორმიდან - “Youtube“; https://www.youtube.com/live/OALfj9-HtTk);

ბ) შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზის” ინტერნეტ-ტელევიზიიდან (https://gttv.ge);

გ) შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის” ვებგვერდიდან (https://gtradio.ge /);

დ) შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზის” სოციალურ ქსელის -“Facebook“ გვერდიდან („ჯორჯიან    თაიმსი.GTTV“    -     https://www.facebook.com/TVGeorgiantimes1?locale=ka_GE),    თუკი გადაცემის სრული ვერსია განთავსებულია ‘’Live’’ ვიდეოების არქივში;

ე) შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის” სოციალური ქსელის - “Facebook“ გვერდიდან („რადიო ჯორჯიან თაიმსი/Radio  Georgian  Times“  -  https://www.facebook.com/radioGT92.3?locale=ka_GE),  თუკი გადაცემის სრული ვერსია განთავსებულია ‘’Live’’ ვიდეოების არქივში.

4. დაავალოს შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზს“(ს/კ: 204446867)   და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820) სადავო ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების წაშლა:

ა)  შპს  „მედია-ჰოლდინგ  ჯორჯიან  თაიმზის“  სოციალური  ქსელის  -  ‘’Facebook”  გვერდიდან („ჯორჯიან თაიმსი.GTTV“ - 2026 წლის 16 თებერვლის პოსტი ე.წ. ქარდი (https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-2207520000);

ბ) შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ სოციალური ქსელის - ‘’Facebook” გვერდიდან („რადიო ჯორჯიან თაიმსი/Radio Georgian Times’’ (‘’Facebook’’ გვერდი) - 2026 წლის 16 თებერვლის პოსტი, ე.წ. ქარდი. (https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.2207520000&locale= ka_GE );

გ) შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზის“ სოციალური ქსელის - “Facebook” გვერდიდან („ჯორჯიან თაიმსი.GTTV“) - 2026 წლის 16 თებერვლის მოკლე ვიდეო (https://www.facebook.com/reel/26276793611933587 );

დ) შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზის“ სოციალური ქსელის - ‘’Facebook” გვერდიდან („ჯორჯიან თაიმსი.GTTV“) – 2026 წლის 16 თებერვლის მოკლე ვიდეო (https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE ).

5. დაავალოს შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზს“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820), როგორც იმავე საავტორო გადაცემაში („დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად”), ასევე „ჯორჯიან თაიმსისა” და „რადიო ჯორჯიან თაიმსის” “Facebook“ გვერდებზე (პოსტით ან/და ე.წ. ქარდით) ახსნა-განმარტების გაკეთება, რომ 2026 წლის 16 თებერვალს საავტორო გადაცემაში და შესაბამისად, აღნიშნული გადაცემის საფუძველზე განთავსებულ ე.წ. „ქარდებში“/მოკლე ვიდეოებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები (სადავო მონაკვეთები) წარმოადგენდა გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ და ცრუ ინფორმაციას.

6. შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზმა“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ (ს/კ: 401993820) უზრუნველყონ საჩივრის ავტორის პასუხის უფლების რეალიზება “post factum“, „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან საჩივრის ავტორს არ მიეცა შესაძლებლობა ზემოაღნიშნულით ესარგებლა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე და მაუწყებლებს დაავალოს საჩივრის ავტორის პოზიციის გამოქვეყნება/გაჟღერება გონივრულ ვადაში და სათანადო ფორმით.

7. აუკრძალოთ შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზს“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820) გადაცემის სადავო მონაკვეთების, შესაბამისი ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების გამოყენება ნებისმიერ სხვა გადაცემაში ან პლატფორმაზე, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორის დისკრედიტაციის შთაბეჭდილება.

8. დაავალოს შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზს“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820) მომავალში თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დისკრედიტაციული და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.

9. დააკისროს შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზს“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820) კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

25. კომისიის 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ზიანის არსებობის დადასტურების ვალდებულება არ აქვს, რადგან საქმე არ განიხილება სასამართლოში ცილისწამებასთან დაკავშირებით, დანართის სახით მაინც წარმოდგენილია მისთვის მიყენებული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ,

„ჯორჯიან   თაიმსის“   მიერ   გავრცელებულ   ე.წ.   „ქარდებზე’’   გაკეთებული   კომენტარები:

„ილიაუნი“ დასახურია; ყველა ლექტორი უნდა გამოაძევონ უნივერსიტეტიდან, ვინც იღებდა სახელმწიფოს დამხობაში მონაწილეობას". აღნიშნული და მსგავსი კომენტარებით ზიანი მიადგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციასა და სახელს.

26. მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოპასუხე არასწორად მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ გადაცემის თემას წარმოადგენდა მხოლოდ განათლების რეფორმის საკითხი. საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაცემის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა განათლების რეფორმა, პროფესორების პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით. მაუწყებლები თავიანთ პოზიციას აფუძნებენ ცილისწამებაზე და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავენ, რომ განცხადება ცილისწამების შემცველია თუ არა, უნდა გადაწყდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავობს არა ცილისწამებაზე, არამედ მაუწყებლების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე და 54-ე მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით და ამიტომ მიმართა კომუნიკაციების კომისიას და არა სასამართლოს. მომჩივნის წარმომადგენელმა მოპასუხის განცხადების - ჟურნალისტი უსვამდა რესპონდენტს კითხვებს  და  სთხოვდა  საკუთარი  მოსაზრებების წარმოდგენას, რაც იმთავითვე გამორიცხავს ფაქტებზე მსჯელობას -   პასუხად აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიერ რესპონდენტისთვის შეკითხვების დასმა არ გამორიცხავს იმას, რომ მოპასუხე ითხოვდეს რესპონდენტისგან დასკვნის, ან ფაქტების სახით ინფორმაციის გადმოცემას.

27.  მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რესპონდენტი ედიშერ გვენეტაძე საუბრობდა თსუ- სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, შემდეგ   დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც    მონაწილეობდა     ილიას     სახელმწიფო     უნივერსიტეტის     რექტორი     ნინო დობორჯგენიძე, და სწორედ ამ დროს ქალბატონი ეკა სეხნიაშვილი ამბობს: „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი…“. ქალბატონი ეკა სეხნიაშვილი და მოპასუხე მხარე განმარტავენ, რომ ეს იყო ზოგადი კომენტარი და კითხვა. გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ასევე დებატებზე საუბრის შემდეგ ეკა სეხნიაშვილმა აღნიშნა: „ ... ეს მიუთითებს, რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?!“,  ზემოაღნიშნული  ფრაზა  და  რიტორიკული კითხვა მიემართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და წარმოაჩენს მას პოლიტიკურად ანგაჟირებულ და მიკერძოებულ დაწესებულებად, ვინაიდან ასე რომ არ იყოს, ასეთი განგრძობითობა არ ექნებოდა ამ საკითხს და ასეთი შფოთვები აღარ ექნებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

28. მომჩივნის  წარმომადგენელმა  აღნიშნა,  რომ  ედიშერ  გვენეტაძის  განცხადება  -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და  პროფესორ-მასწავლებლები   ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და  თუ  როგორ უნდა  დაემხოთ ხელისუფლება -  წარმოადგენს  მძიმე ბრალდებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, ჟურნალისტს რესპონდენტისთვის არათუ დამაზუსტებელი კითხვა უნდა დაესვა და მოეძია დამატებითი მტკიცებულებები, არამედ ვალდებული იყო, ჩაერთო შესაბამისი უწყებები და მიეწოდებინა მათთვის აღნიშნული ინფორმაცია. მოსამზადებელ სხდომაზე ქალბატონმა ეკა სეხნიაშვილმა განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების რეფორმის დაწყებიდან აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. ამდენად, მოპასუხე მხარემ არა მხოლოდ საავტორო გადაცემაში, არამედ მოსამზადებელ სხდომაზეც გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პოლიტიკურად მიკერძოებული და ანგაჟირებული, ვინაიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დასვა კითხვები და ცალკეულ საკითხებში არ დაეთანხმა განათლების რეფორმას.

29.  მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება მიიღოს გონივრული და სათანადო ზომა, რათა არ მოხდეს გადაცემის განმავლობაში ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება ვრცელდება როგორც ახალი ამბების გადაცემისას, ასევე ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისას. თავის მხრივ, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციის ფართო სპექტრს. ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ პროგრამაზე, მათ შორის საავტორო პროგრამაზე. როდესაც ხდება მაღალი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქება, ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულების სტანდარტი კიდევ უფრო მაღალია.

30. მომჩივნის   წარმომადგენელმა   აღნიშნა,   რომ   საავტორო   პროგრამის   მიმდინარეობისას გავრცელდა ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც წარმოადგენს 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. ჟურნალისტს არ მიუღია გონივრული ზომები ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ გავრცელებულიყო. ქალბატონ ეკა სეხნიაშვილს შეეძლო აღენიშნა, რომ ინფორმაცია, რასაც ბატონი ედიშერ გვენეტაძე აჟღერებდა, იყო გადაუმოწმებელი, რომ გადაამოწმებდნენ, მოიძიებდნენ მტკიცებულებებს და ა.შ. სადავო მონაკვეთები არღვევს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპს იმ ნაწილში, რომ ქალბატონმა ეკა სეხნიაშვილმა არ უზრუნველყო მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენა საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას. პირიქით, მან რესპონდენტს დამაზუსტებელი შეკითხვები არ დაუსვა და მხოლოდ რიტორიკული შეკითხვებით შემოიფარგლა, რომლებშიც იკვეთებოდა მისივე პოზიცია, რომ იგი მიიჩნევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლიტიკურად ანგაჟირებულად და ასეთი ფორმით გადასცა ინფორმაცია საავტორო პროგრამის მიმდინარეობისას. მან, ასევე, არ დაუსვა რესპონდენტს შესაბამისი კითხვები, რათა გამოჩენილიყო ალტერნატიული შეხედულება, რითაც დაარღვია ის ბალანსი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული საავტორო პროგრამის მიმდინარეობისას.

31. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ქალბატონმა ეკა სეხნიაშვილმა არათუ მიიღო სათანადო ზომები ჯეროვანი სიზუსტის დასაცავად, არამედ რესპონდენტს ეთანხმებოდა, მათ შორის დუმილით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ბრალდებებისა და ცრუ ფაქტობრივი ინფორმაციის გაჟღერების დროს. ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ასეთი ინფორმაციის ფაქტის სახით გადმოცემას, ვინაიდან ედიშერ გვენეტაძეს არ დაუსვა დამაზუსტებელი კითხვები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით ნამდვილად ასწავლიან თუ არა იარაღის გამოყენებას, რომელიმე პროგრამაში ან საერთოდ ფაკულტეტზე არის თუ არა ასეთი კურსი. არც აბიტურიენტთა ცნობარში და არც შინაგანაწესში არ ფიქსირდება, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს იარაღის გამოყენების სწავლების პროგრამა აქვს. პირიქით, შინაგანაწესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იარაღის შემოტანაც კი აკრძალულია.  მომჩივნის   წარმომადგენლის   განცხადებით,   ფაქტის   ჯეროვანი   სიზუსტის პრინციპი დაირღვა არა მხოლოდ გადაცემის მიმდინარეობისას, არამედ გადაცემის დასრულების შემდეგაც, როდესაც ედიშერ გვენეტაძის ფრაზა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდნენ იარაღის გამოყენებას, „ჯორჯიან თაიმსის“ ‘’Facebook” გვერდებზე დაიდო ე.წ. „ქარდების“ და მოკლე ვიდეოების, ე.წ. „რილსების’’ სახით. ამდენად, მაუწყებელმა შეგნებულად გაავრცელა ცრუ, ბრალდების შემცველი ინფორმაცია განმეორებით ისე, რომ საერთოდ არ ყოფილა გადამოწმებული არც საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას ჟურნალისტის მიერ და არც თავად „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ გადაცემის დასრულების შემდეგ.

32. მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო პოზიციაში მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ თვითონ გადაცემის თემა საერთოდ არ მიემართებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საავტორო პროგრამის მოსმენისას უშუალოდ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ გადაცემის სათაური, ანუ პოლიტიკურად ანგაჟირების საკითხები და პოლიტიკური მიკერძოების საკითხები, ამ ჭრილში პირდაპირ მიემართებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან პროგრამის მიმდინარეობისას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე არის ნეგატიურ კონტექსტში საუბარი. შესაბამისად, პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები, მათ შორის, როდესაც ქალბატონი ეკა სეხნიაშვილიც ახსენებს ამ ფრაზას, მიემართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მათ დარჩათ განცდა, რომ ეს ყველაფერი იყო  წინასწარ მომზადებული, რომ ეს გადაცემა უნდა დათმობოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას, რასაც ხელი შეუწყო თავად ჟურნალისტმა.

33. მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საავტორო პროგრამაზე  ვრცელდება სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის ვალდებულება. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა თავისი შეხედულების ფაქტის სახით გავრცელებისთვის და არ უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს მხოლოდ ეს შეხედულება არსებობს. ქალბატონმა ეკა სეხნიაშვილმა რიტორიკული კითხვების დასმითა და დასკვნის - როცა არ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, ის განგრძობითობა აღარ ეცემა საკითხს - გაკეთებით,  ფაქტის  სახით  წარმოაჩინა  ის,  რომ  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტი  არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ასევე, მან რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ ფრაზაზე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და  თუ  როგორ დაემხოთ ხელისუფლება -  საერთოდ  არ  გააკეთა  კომენტარი,  არ  დაუსვა  დამაზუსტებელი კითხვა რესპონდენტს და პირიქით, დუმილით დაეთანხმა მას. შემდეგ, როდესაც რესპონდენტმა შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯერ სიცილით, შემდეგ უკვე დუმილით უპასუხა ქალბატონმა ეკა სეხნიაშვილმა. ამ შემთხვევაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაჟღერებული განცხადებები და მოსაზრებები, ერთგვარი თავდასხმის საშუალებად იყო გამოყენებული.

34.  მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 54- ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მაუწყებელმა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ გამოიყენოს დაინტერესებული მხარის საწინააღმდეგოდ და თავდასხმის საშუალებად, რომელიც გადაცემაში არ არის წარმოდგენილი. გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოპასუხე მხარეს საპასუხო პოზიციაში მითითებული ჰქონდა, რომ ასეთი ფორმატის გადაცემის დროს არ ევალებოდათ მოეწვიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიუხედავად ამისა, თუკი ვერ იწვევენ გადაცემაში დაინტერესებულ მხარეს, რომელზეც ფაქტობრივად მთელი საავტორო პროგრამა აქვთ აგებული, მაშინ, ის მაინც უნდა უზრუნველყონ, რომ რესპონდენტს დაუსვან დამაზუსტებელი შეკითხვები, რათა არ მოხდეს მხოლოდ ერთი გამყარებული პოზიციის გაჟღერება და არ დაიკარგოს ალტერნატიული შეხედულება იმის თაობაზე, მართლაც ისწავლება თუ არა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იარაღის ხმარება და არის თუ არა ის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს სადავო მონაკვეთები ქმნის დეზინფორმაციულ გარემოს და ზიანს აყენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიან რეპუტაციას.

35. მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებებს ემყარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ის მოთხოვნები, რაც უკვე გაჟღერდა: შესაბამისი პლატფორმებიდან წაიშალოს  ეს  სადავო  მონაკვეთები;  შემდგომში  უკვე,  აღარ  გაავრცელოს „ჯორჯიან თაიმზმა“ და „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ ეს სადავო მონაკვეთები; კომუნიკაციების კომისიამ უზრუნველყოს და დაავალოს „ჯორჯიან თაიმსს“, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია გაჟღერდეს სათანადო ფორმით და გონივრულ ვადაში, ვინაიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ ყოფილა მიწვეული საავტორო პროგრამის მიმდინარეობისას, შემდგომშიც არ მოუთხოვიათ რაიმე ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და მისი პოზიცია არ მოუსმენიათ.

36.  2026 წლის 19 მაისს, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კომისიის 2026 წლის 11 მაისის Nგ-26-03/3163 წერილის პასუხად, კომისიაში წარმოადგინა (Nშ-26-6/5219, 19.05.2026) საჩივარში მითითებული დანართებისა და სადავოდ ქცეული გადაცემის ამსახველი ვიდეომასალა ელექტრონულ მატარებელზე და განმარტა, რომ „ჯორჯიან თაიმზის“ ინტერნეტ-ტელევიზიისა და „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ რადიომაუწყებლობის ვებგვერდზე  “Live” რეჟიმში 2026 წლის 16 თებერვალს გასული გადაცემა („დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად“) მათთვის ხელმისაწვდომი იყო “Live” რეჟიმში მიმდინარეობისას, რაც ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ვებგვერდებზე არ იძებნება გადაცემის არქივი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვა მაუწყებლებს წარმოედგინათ “Live” ვიდეოების არქივში განთავსებული გადაცემის („დროული დიალოგი“ ეკა  სეხნიაშვილთან ერთად’’) სრული  ვერსია,  ასეთის  არსებობის შემთხვევაში.

37.  შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/კ: 401993820)  მიმართ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ კომისიის 2026 წლის 4 ივნისის Nგ-26-16/243 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ იქნა განსახილველად მიღებული, კერძოდ,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტების დარღვევის ნაწილში, ხოლო 552 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არ იქნა მიღებული. დავის განხილვა დაინიშნა 2026 წლის 18 ივნისს, რომელიც, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გადაიდო და დაინიშნა 25 ივნისს. ამასთან, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

2. მოპასუხის პოზიცია

38. შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზმა“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ საჩივართან დაკავშირებით  წარმოადგინეს  წერილობითი  პოზიციები  (კომისიაში  რეგისტრაცია:  №შ-26-6/6081, 25.06.2026; №შ-26-6/6316, 8.07.2026), სადაც აღნიშნავენ, რომ გადაცემაში მოხდა აზრის და არა ფაქტების გავრცელება და ჟურნალისტის მხრიდან არცერთი ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ამასთან, საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს მისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტს.

39.  მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის, „ადამიანის უფლებათა და   ძირითად   თავისუფლებათა   დაცვის   კონვენციის“   მე-10   მუხლის   პირველი   პუნქტის, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-19 მუხლისა და „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-19 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაცულია გამოხატვის თავისუფლება, რაც მოიცავს საკუთარი შეხედულებების ქონის, ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებზე, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არამედ იმაზეც, რომელიც „შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოსთვის ან საზოგადოების ნაწილისთვის“.    არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული, რომ პლურალიზმი,   ტოლერანტობა   და   ფართო   აზროვნება   დემოკრატიული  საზოგადოების საფუძველია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღების მიზანია საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და მედიის, ჟურნალისტებისა და თითოეული მოქალაქის დაცვა ხელისუფლების ან კერძო პირების მხრიდან უსაფუძვლო სამართლებრივი დევნისგან (განსაკუთრებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სამოქალაქო დავების კუთხით).

40. მოპასუხე   აღნიშნავს,   რომ   მიუხედავად   გამოხატვის   თავისუფლების   უნივერსალური აღიარებისა, არც საერთაშორისო სამართალი და არც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მას აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას არ მიაკუთვნებს, და ის შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. „აუცილებელი“ გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. არცერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით.

41.  მოპასუხე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევისა და შედეგად სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სპეციალურ წესს კი არეგულირებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

42.  მოპასუხის განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს, ხოლო ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას  მტკიცების  ტვირთი  ეკისრება  შეზღუდვის  ინიციატორს.  აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდვის ინიციატორს წარმოადგენს საჩივრის ავტორი, მისი მტკიცების ტვირთია აღნიშნული გარემოებების დადასტურება, რასაც იგი ვერ ახორციელებს. აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, სადავოდ ქცეული გამონათქვამი წარმოადგენს აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ აზრს თუ ცილისწამებას და შეიცავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ მონაცემს/ბრალდებას. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლებას. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. ამდენად, აღნიშნული ნორმაც კი ადგენს, რომ გადაცემაში ჟურნალისტის მიერ კითხვების, აზრისა და შეფასების სახით გაჟღერებული ინფორმაცია არ შეიძლება წარმოადგენდეს დავის საგანს.

43. მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“, ფართოდ განმარტებისას, გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, ისინი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს და მისი სინამდვილესთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება   შეუძლებელია    გამონათქვამის    შინაარსის    გაყალბების    გარეშე,  მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012).

44.  მოპასუხე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია. ამასთან, ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება ფაქტების გაშუქებისას და არ მოიცავს მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

45.  მოპასუხის განცხადებით, იმისთვის, რომ გამონათქვამები მოექცეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის გავრცელების არეალში, პირველ რიგში უნდა შეფასდეს, მოხდა აზრის თუ ფაქტის გავრცელება; მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ გავრცელდა ფაქტი, უნდა დადგინდეს, აღნიშნული ფაქტი სწორია თუ ცრუ. მაშინ, როდესაც არ ხდება იმის გამიჯვნა, გამონათქვამი ფაქტია თუ აზრი, ვერ დადგინდება, რომ მოხდა ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვევს არა მხოლოდ სიტყვისა და აზრის      გამოხატვის    თავისუფლების    შეზღუდვას,        აიძულებს    მედიას,    არ    დაუშვას რესპონდენტების მხრიდან არასასურველი აზრის გამოხატვა, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე შეუზღუდოს პირს კონსტიტუციით, კონვენციითა და კანონით მინიჭებული აზრის გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისთვის აზრის სტატუსის სასარგებლოდ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

46. მოპასუხის განცხადებით, საჩივარი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ,   შესაბამისად, ის უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მომჩივანმა უნდა ამტკიცოს, რომ მოხდა ცრუ ფაქტის გავრცელება, რაც შეუძლებელია რესპონდენტის - ედიშერ გვენეტაძის მიერ გაჟღერებული გამონათქვამების გამოკვლევის გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (Lingens v. Austria, 08.07.1986, §46; Oberschlick v. Austria (no. 1), 23.05.1991, §63) ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაშინ, როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაეკისროს. ეს ეწინააღმდეგებოდა თავად  გამოხატვის  თავისუფლების  არსს  (De  Haes and Gijsels v.  Belgium, 24.02.1997,  §42). იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11.04.2006, §37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22.12.2005, §37) (სუსგ საქმე №ას-836-2020, 16.03.2023).

47.  მოპასუხის განცხადებით, გადაცემის წამყვანი სტუმრის წარდგენის შემდეგ ინტერვიუს იწყებს შემდეგნაირად:   „თქვენ,  როგორც  პროფესორის, როგორც  ისტორიკოსის მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესში წარმოიშვა, პირველ რიგში და მინდა, რომ შეაფასოთ იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, რამდენად ნეიტრალურები იყვნენ  ის   ადამიანები,  თქვენი  კოლეგები,  პროფესორები, რექტორები, რომლებიც, ამ  შემთხვევაში, პრემიერის პირისპირ და  განათლების მინისტრის პირისპირ ისხდნენ ტელეეთერში“. ამდენად, ინტერვიუს დასაწყისშივე გადაცემის წამყვანი აღნიშნავს თუ რას ითხოვს და რას ელის სტუმრის პასუხებიდან - რესპონდენტის მოსაზრებებს და შეფასებებს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით - რაც გამორიცხავს გადაცემაში ფაქტების გავრცელების საკითხს. ამდენად, გადაცემაში ხდება რესპონდენტის აზრებისა და შეფასების გაჟღერება, რაც გამორიცხავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას.

48.  მოპასუხის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. მოპასუხის განცხადებით, აღნიშნული ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან გადაცემა იწყება შესავლით: „შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ, და პასუხები, რომლებსაც ელით, მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები -  ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 16:10  საათზე,  ეკა  სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა „დროული დიალოგი“. ამდენად, ცალსახაა, რომ გადაცემის დასაწყისშივე მიეთითება მისი საავტორო ხასიათი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

49. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მომჩივანი არასწორად წარმოაჩენს ფაქტს იმის შესახებ, რომ გადაცემაში „დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად“, მოწვეულ სტუმარ ედიშერ გვენეტაძესთან  სასაუბრო თემა  იყო  მხოლოდ  „განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა  მათ  კონტექსტში  და  პოლიტიკური ანგაჟირების  საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით“. გადაცემის ანონსი ადასტურებს, რომ  გადაცემა  ეხებოდა  სხვადასხვა  თემას:  „ქიმიური ნივთიერების სკანდალი -  საია სამართალწარმოებას   იწყებს“;     „რუსეთი     ურთიერთობების    აღდგენაზე    საუბრობს“; „პოლიტიკური პროფესურა“; „დღეს, 16:10, „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ წარმოგიდგენთ  ედიშერ გვენეტაძეს“. იგივეა  მითითებული  გადაცემის  დასაწყისში  თემების მიმოხილვისას. შესაბამისად, გადაცემაში ედიშერ გვენეტაძე სტუმრად იმყოფებოდა სხვადასხვა თემაზე და არა მხოლოდ განათლების რეფორმაზე სასაუბროდ.

50.  მოპასუხის განცხადებით, გადაცემის თემა არ უკავშირდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამასვე ადასტურებს გადაცემის მსვლელობისას განვითარებული ინტერვიუ, როდესაც ჟურნალისტი გამოთქვამს ინტერესს და სვამს კითხვას: „ეხლა მაინტერესებს, აი, „ილიაუნის“ აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან?“. იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ არ იყო განსაზღვრული, გადაცემის ინტერვიუ და სტუმრის სასაუბრო თემა დაუკავშირდებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გადაცემაში ვერ იქნებოდა მოწვეული აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მით უფრო, აღნიშნულს არც გადაცემის ფორმატი ითვალისწინებდა. გადაცემა „დროული დიალოგი“ ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ ითვალისწინებს დიალოგს ორ პირს შორის, ამასთან, გადაცემა გადის პირდაპირ ეთერში, რაც შეუძლებელს ხდის რესპონდენტის მიერ მოხსენიებულ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მის მიერ გამოხატული აზრისა და შეფასების დაუყოვნებლივ გადამოწმებას (რის ვალდებულებასაც ასევე არ აკისრებს ჟურნალისტს არცერთი ნორმატიული აქტი). იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ აზრთან დაკავშირებით საჩივრის ავტორს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მას აღნიშნული მოსაზრებების ფართო აუდიტორიისთვის მიწოდების მიზნით მაუწყებლისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, მისცემოდა აზრის იმავე ფორმატით გამოხატვის საშუალება. გარდა ამისა, აღნიშნულ ფრაზაში საერთოდ არ არის მითითებული კონკრეტული ინფორმაცია, ჟურნალისტი სვამს ზოგად კითხვას, რომელიც შეეხება ზოგადად „პროფესურის“ დამოკიდებულებას პოლიტიკასთან და არა კონკრეტულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს; მით უფრო, გადაცემაში საერთოდ არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტულ პროფესორზე. ამას არც გადაცემის ფორმატი ითვალისწინებდა.

51. მოპასუხის  განცხადებით,  როდესაც  საკითხი  ეხება  განათლებას,  პოლიტიკას,  საჯარო ინსტიტუტებს ან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას, გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი უფრო მაღალია. თავად საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საკითხი ეხება მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და თვლიან, რომ მიემართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. მედიის ფუნქცია (ინფორმაციის მიმწოდებლის სასიცოცხლო როლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობის ინსტიტუტი) და მოვალეობაა გაავრცელოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებული ინფორმაცია და იდეები ისე, რომ არ გასცდეს დაწესებულ საზღვრებს. აღნიშნულ მოვალეობას შეესაბამება საზოგადოების უფლება მიიღოს მსგავსი სახის ინფორმაცია. ამასთანავე, ჟურნალისტებს გააჩნიათ „გაბუქების ან პროვოკაციის“ უფლებაც კი (Prager and Oberschlick v Austria 15974/90). ამდენად, კითხვა ლეგიტიმურია, არ გახლავთ უარყოფითი კონოტაციის მატარებელი ლინგვისტური ერთეული - ეხება პროფესურას (აკადემიურ წრეს ან პროფესიულ ჯგუფს) და არა დაცულ სოციალურ ჯგუფს (არის ზოგადი, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ); დასმულია საკითხის განხილვის ფორმით („არის თუ არა ...?“); არ შეიცავს შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, დამამცირებელ შეფასებებს ან მოწოდებას მტრობისკენ. აღნიშნული და არც სხვა კითხვები არ შეიძლება შეფასებულ იქნეს სიძულვილის ენად, ვინაიდან სიძულვილის ენად მიიჩნევა გამონათქვამი, რომელიც ადამიანებს ან ჯგუფებს მათი დაცული მახასიათებლების (ეთნიკური წარმომავლობა, რასა, რელიგია და სხვ.) საფუძველზე შეურაცხყოფს, ამცირებს, სტიგმატიზაციას ახდენს ან მათ მიმართ მტრობას/დისკრიმინაციას აღვივებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. განცხადება გაკეთდა რესპონდენტის მიერ პირდაპირ ეთერში და ჟურნალისტს არ წარმოუდგენია ეს ინფორმაცია, როგორც დადასტურებული ფაქტი. ჟურნალისტი ასრულებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემაზე ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას. ჟურნალისტი რესპონდენტს სთხოვს შეფასებას ან განმარტებას.   ჟურნალისტის კითხვის პასუხად რესპონდენტის მიერ უნივერსიტეტის შესახებ გაკეთებული სადავო განცხადება რესპონდენტს ეკუთვნის და არა ჟურნალისტს.

52. მოპასუხის განმარტებით, გადაცემის ფარგლებში ხდება არა ცილისმწამებლური ფაქტების გაჟღერება, არამედ სტუმრის მიერ აზრის გამოხატვა და შეფასების გაკეთება, რასაც ადასტურებს ასევე კითხვაზე მისი პასუხი: „მე რაც ვნახე, ეს იყო შაბათს, ხომ, ორი საათის განმავლობაში როდესაც ვუსმენდი მათ. ე.წ. როგორ გითხრათ, პოლიტიკურ აქტივობებს. სხვა ფრაზას ვერ დავარქმევ. ვინაიდან ბატონი სიმონ ჯანაშია გამოვიდა და პირდაპირ, პირველად ააფრიალა იმ

სტუდენტების სურათები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან“. აღნიშნული ფრაზები ცალსახად ადასტურებენ, რომ რესპონდენტი ახორციელებს საკუთარ შეფასებას შაბათს ნანახი გადაცემიდან გამომდინარე. აღნიშნულის დადასტურებაა სიტყვები „მე რაც ვნახე“, „როგორ გითხრათ“, „სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ“. აზრის  თავისუფლება  კი,  თუნდაც  ეს  იყოს კრიტიკული აზრი, ისევე, როგორც კომენტარისა და შეფასების გაკეთება არ შეიძლება შეიზღუდოს, მით უფრო, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძველი.

53.  მოპასუხის განცხადებით, არასწორია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „ფრაზები, რომლებიც კომენტარების, რეპლიკების, შეკითხვებისა თუ პასუხების ფორმით გაჟღერდა გადაცემის მიმდინარეობისას, საჩივრის  ავტორს  წარმოაჩენს იდეოლოგიურად მართულ,  პოლიტიკურად მიკერძოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად“... და   რომ„ჟურნალისტმა საკუთარი მოსაზრება ფაქტის ფორმით გაევრცელებინა, რითაც დაარღვია პროგრამის მიუკერძოებლობის სტანდარტი“. ჟურნალისტი ფრაზით - „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი“ - აკეთებს  ზოგად  შეფასებას. აღნიშნულს ადასტურებს, ასევე სიტყვები: „დიახ, ხო, ამას ვგულისხმობ“. ამასვე ადასტურებს საჩივრის ავტორი წარმოდგენილი საჩივრით, როდესაც აღნიშნავს, რომ „საკუთარი მოსაზრება ფაქტის ფორმით გაავრცელა“.

54.  მოპასუხის განცხადებით, არასწორია საჩივრის ავტორის პოზიცია ჟურნალისტის არავერბალურ ფორმებთან დაკავშირებით. ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ გარკვეულ სადავო საკითხებს თავის დაკვრით ეთანხმება. მაგალითად, ჟურნალისტი თავის დაკვრით ეთანხმება რესპონდენტის რეპლიკას - „მაგასაც ავხსნიო“. კონკრეტულად, რასთან დაკავშირებითაც საჩივარშია მითითებული, რომ ჟურნალისტი თავს უკრავს, მხოლოდ რესპონდენტის გამოსახულებაა ეთერში. ამასთან, არცერთი ნორმატიული აქტით ჟურნალისტს არ ეკრძალება ემოციების გამოხატვა და არცერთ სამართლებრივ აქტში დუმილი არ წარმოადგენს თანხმობის ნიშანს. არც ღიმილი წარმოადგენს რაიმეს უტყუარად დადასტურებას, ვინაიდან ღიმილი შეიძლება იყოს ცინიკური და ეწინააღმდეგებოდეს სხვა პირის მიერ გამოხატულ აზრს. არცერთი ნორმატიული აქტი თუ სტანდარტი არ ავალდებულებს ჟურნალისტს დამაზუსტებელი შეკითხვების დასმას, როდესაც რესპონდენტი გამოხატავს აზრს და შეფასებას.

55. მოპასუხე განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია      ზიანის    მიყენება.    „სიტყვისა    და    გამოხატვის    თავისუფლების    შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. წარმოდგენილ საჩივარში საერთოდ არ არის მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით თუ რა ზიანი მიადგა საჩივრის ავტორს მაუწყებლის მხრიდან, არ არის წარმოდგენილი რეალური და კონკრეტული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება, არ არის მითითებული ასევე რა ფორმით დადგა ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სწორედ გადაცემაში ნათქვამ ფრაზებსა და სავარაუდო ზიანს შორის. გარდა იმისა, რომ გადაცემაში მოხდა აზრის გავრცელება და ჟურნალისტის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არცერთი ნორმის დარღვევას, საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს მისთვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტს.

56.  მოპასუხის განმარტებით, მომჩივანი მიუთითებს რეპუტაციულ ზიანზე, რაც დაუსაბუთებელია. პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემურია, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, §61; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, §46; Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, §90).

საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95,§§79-80, 07.02.2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, §57) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no.  54968/00,  §42,  22.12.2005).  ნებისმიერი  შეზღუდვა  უნდა  ემყარებოდეს  უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ხოლო აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

57.  კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წერილობით პოზიციებს და აღნიშნა, რომ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა არის სრულიად ბუნდოვანი, გაუგებარი და დაუზუსტებელი. საჩივრის ავტორი ითხოვს: „დაევალოს ტელერადიო მაუწყებელ „ჯორჯიან თაიმსს“ 2026 წლის 16 თებერვლის საავტორო გადაცემის - „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“, სადავო მონაკვეთების ამოღებას. საუბარია იმ მონაკვეთებზე, რომლებიც შეიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებს და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას. საჩივრის მე-4 და მე-5 გვერდებზე მითითებული ფრაზები გააჟღერა რესპონდენტმა  და არცერთი ფრაზა არ გაუჟღერებია ტელერადიომაუწყებელს ან ჟურნალისტს. შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობს საჩივრის ავტორი ამ მოთხოვნაში, როდესაც ითხოვს ტელერადიომაუწყებლისთვის იმ ფრაზების ამოღების დავალებას, რომლებითაც შეიძლება სადავო გახდეს „ილიას უნივერსიტეტის“ მიმართ გავრცელებული ინფორმაციის უზუსტობა. ამგვარი სახის მოთხოვნა ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სახეზე იქნება რესპონდენტისათვის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. როგორც აღნიშნა და კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, რომ ფრაზები, რომელთა ამოღებასაც ითხოვს საჩივრის ავტორი, ეკუთვნის არა მაუწყებელს, არამედ რესპონდენტს. ასევე გაურკვეველია მოთხოვნა „ქარდების“ წაშლასთან დაკავშირებით. თავად „ქარდიდან“ ირკვევა, რომ აღნიშნულ ქარდზე გამოსახულია რესპონდენტი - ედიშერ გვენეტაძე და მასზე დატანილი არის ტექსტი, რომელიც გაჟღერებული იყო თავად რესპონდენტის მიერ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორმა წინა სხდომაზე თვითონვე გააჟღერა, რომ მხარეს არ წარმოადგენს ედიშერ გვენეტაძე, მასთან არაფერი აქვთ სადავო, გაუგებარია ამ მოთხოვნის საფუძველი და მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნაც ამ მხრივ, დაუზუსტებელი და გაუგებარია.

58. წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა, ასევე, მიმართულია, რომ აეკრძალოს მაუწყებელს გადაცემის სადავო მონაკვეთების, ე.წ. ქარდებისა და მოკლე ვიდეოების გამოქვეყნება ნებისმიერ სხვა გადაცემაში ან პლატფორმაზე, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორის დისკრედიტაციის შთაბეჭდილება. სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციაში საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შეექმნათ ამგვარი შთაბეჭდილება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს „ქარდები“, მოკლე ვიდეოები, ეხება რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ აზრს, რასთან დაკავშირებითაც დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებს, ამგვარი მოთხოვნაც სცდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს. ის, რომ კონკრეტულ პირს, ან პირთა ჯგუფს რაიმესთან დაკავშირებით გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

59.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა ტელეკომპანიის მხრიდან ცრუ და შეცდომაში შემყვანი პოზიციის გავრცელებას. ჟურნალისტის არცერთი კითხვა არ უკავშირდება ვინმეს, მით უფრო, საჩივრის ავტორის დისკრედიტაციას. ყველა კითხვა დასმულია ზოგად კონტექსტში და გაკეთებულია გარკვეული შეფასებები. რაც შეეხება გადაცემის ფარგლებში რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, კანონი არ ანიჭებს ჟურნალისტს იმის უფლებას, რომ რესპონდენტს შეუზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მოელის მისი „როგორც პროფესორის, როგორც ისტორიკოსის მოსაზრებებს და შეფასებებს“ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით. ამდენად, საჩივარში მითითებული გარემოებები არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაცემის სადავო მონაკვეთების ამოღების, ე.წ. „ქარდების“ და მოკლე ვიდეოების წაშლისა და განმარტებების გაკეთების საფუძველი.

60.  კომისიის 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაცემის გასვლის შემდეგ, გადაცემის სტუმარმა ედიშერ გვენეტაძემ წერილობითი განმარტება გაუგზავნა საჩივრის ავტორს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზედაც ის საუბრობდა გადაცემაში. ვინაიდან დაიმალა წერილის არსებობაც კი, ბატონმა ედიშერმა, სავარაუდოდ, სრულად განმარტა თითოეული ტერმინი, თითოეული სიტყვა, თუ რას გულისხმობდა და რაზე მიუთითებდა რესპონდენტი გადაცემაში. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მას ესმის კომისიაში საკითხის განხილვის სპეციფიკა, თუმცა ფაქტობრივად საუბრობენ რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, მაგალითად, იარაღთან დაკავშირებით, შესაბამისად, განხილული უნდა იქნეს, ბატონი ედიშერი საერთოდ იარაღზე პირდაპირ  მნიშვნელობით    საუბრობდა,    თუ    სხვა    კონტექსტში.    ამასთან,    მომჩივნის წარმომადგენელმა სიტყვა დაასრულა იმგვარად, რომ აღნიშნულ გადაცემაში ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა ეკა სეხნიაშვილის მიერ. იმისთვის, რომ იმსჯელონ თუ რამდენად მოხდა ეკა სეხნიაშვილის მიერ ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება თუ გავრცელებაში ხელშეწყობა, კომისიამ უნდა განიხილოს გადაცემაში გასული საკითხები როგორც ჟურნალისტის, ისე სტუმრის განმარტებებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ წერილი უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს და საკითხის სრულფასოვნად მოკვლევის მიზნით, მომჩივნისგან უნდა იქნეს გამოთხოვილი ზემოაღნიშნული წერილი.

61.  ზემოაღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების საგანს წარმოადგენდა არა ედიშერ გვენეტაძის, როგორც კერძო პირის, პასუხისმგებლობა ან მის მიერ   გამოთქმული   ფრაზების   შინაარსობრივი   სისწორე,   არამედ   მაუწყებლების   მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება გადაცემისა და მისი ცალკეული მონაკვეთების გავრცელებისას. გადაცემის დასრულების შემდეგ, კერძო მიმოწერის ფარგლებში ედიშერ გვენეტაძის მიერ გაკეთებული განმარტება ვერ ცვლის და ვერ ავსებს იმ ინფორმაციას, რომელიც აუდიტორიას ეთერითა და სოციალური ქსელით მიეწოდა, და, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენდა მაუწყებლის მიერ სამართლიანობის პრინციპის დაცვის შეფასებაზე. შესაბამისად, აღნიშნული წერილი განსახილველ საკითხთან მიმართებით რელევანტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

3. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა

62. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დასკვნის (N26-10-1684, 21.07.26) მიხედვით, 2026 წლის 16 თებერვალს, სადავოდ ქცეული გადაცემა - „დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად“, განთავსებული იყო ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში და “Youtube“ არხზე (“TV Georgian Times”). გადაცემაში თავად წამყვანი ადასტურებს, რომ გადაცემა, ასევე განთავსებული იყო რადიოს ეთერში (FM 92.3), ხოლო კომისიის 2026 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ გადაცემა გადაიცემოდა „ჯორჯიან თაიმზის“ ინტერნეტ- ტელევიზიისა და „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ რადიომაუწყებლობის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში პირდაპირ (Live) რეჟიმშიც. ამასთან, გადაცემის კონკრეტული მონაკვეთების ამსახველი ვიზუალური პოსტები (ე.წ. „ქარდები“) და გადაცემიდან ამოჭრილი მოკლე ვიდეოები განთავსდა სოციალურ ქსელში (‘’Facebook’’).

63.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადაცემის ერთ-ერთ თემას წარმოადგენს „განათლების რეფორმა, პროფესურის პოლიტიკური დატვირთვა მათ  კონტექსტში და  პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”, რომლის ჭრილშიც საუბარი მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. გადაცემის სტუმრის მიერ  გაჟღერდა შემდეგი  ინფორმაცია:  „იგივე ის ილიას უნივერსიტეტის  სტუდენტები და ილიას,   ილიაუნის უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ  იარაღის ხმარებას, ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს, ისა, შებურვილი [...]“. ასევე, გადაცემის წამყვანი აჟღერებს შემდეგს: „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი...“

64. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია, მისი გამოყენების კონტექსტის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ბრალდებებს და არა ფაქტების კონსტატაციას. გადაცემაში ილიას სახელმწიფო უნივერისტეტთან დაკავშირებით გაჟღერებულია ისეთი ბრალდებები როგორიცაა - იარაღის ხმარების სწავლება, ხელისუფლების დამხობა, პოლიტიკური ანგაჟირება. სტუმრის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა - ბრალდებას.

65.  დასკვნის   მიხედვით,   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   52-ე   მუხლით დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი ვრცელდება „ახალ ამბებზე“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციზე“. ბრალდებები კი თავისი არსით არ არის ფაქტი. ფაქტისგან განსხვავებით ბრალდება გადამოწმებადი არ არის და მის სიზუსტის დადგენაც არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მის მიმართ ვერ გავრცელდება ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

66.  დეპარტამენტის განმარტებით, ვინაიდან, ზემოთაღნიშნული ფრაზები შეიცავდა ბრალდებებს, შესაბამისად, ისინი უნდა შეფასდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური რეგულაციის ფარგლებში, კერძოდ: „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება”. მოცემულ შემთხვევაში, ასევე რელევანტურია ამავე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებიც: „მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს” და „პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.”

67.  დეპარტამენტის განმარტებით, ჯეროვანი სამართლიანობა ფართო კონცეფციაა და გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, პატივი სცენ პროგრამაში მონაწილე სუბიექტის ძირითად უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და გაუმართლებლად არ შეზღუდონ ისინი.9 სამართლიანობის პრინციპი მოწოდებულია იმ სუბიექტების უფლებების დაცვაზე, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ პროგრამაში: მოხსენიებული არიან, ასახულია მათი ხმა, გამოსახულება, სახელწოდება, ბრენდული დასახელება და ა.შ. პროგრამის მონაწილეების უფლებების დაცვა და მათ მიმართ სამართლიანი მოპყრობა პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მედიის ფუნქციონირების ქვაკუთხედია. მაუწყებელმა 9კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ. 25.

უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი, ერთი მხრივ, სარგებლობს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში შებოჭილია სხვა სუბიექტების ფუნდამენტური უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით. დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა სხვა პირთა უფლებების დარღვევის ხარჯზე.10

68.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ პასუხის გაცემის უფლება წარმოიშობა სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შესახებ ნებისმიერი ბრალდების ეთერში გამოთქმის შემთხვევაში. შესაძლებელია ეს ბრალდება უკავშირდებოდეს პირის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის, უკანონო ან ამორალური ქმედების ჩადენას. ასეთ შემთხვევაში მაუწყებელი ვალდებულია პროგრამის ეთერში განთავსებამდე დაუკავშირდეს პირს და მისცეს გონივრული და ადეკვატური შესაძლებლობა, რომ იმავე პროგრამაში უპასუხოს გამოთქმულ ბრალდებას. კერძოდ, პირს დეტალურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული ბრალდების შინაარსის შესახებ და მიეცეს გონივრული ვადა პასუხის წარმოსადგენად. პასუხის გაცემის უფლების რეალიზაციად ვერ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც მაუწყებელი ურეკავს პირს, ზეპირად აცნობს მის შესახებ ბრალდებას და იმავე მომენტში სთავაზობს პასუხის გაცემას. მაუწყებელი უფლებამოსილია გადაუხვიოს ამ მოთხოვნიდან, თუ ეს გამართლებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესით.11 პირის პასუხი მაუწყებელმა პროგრამაში უნდა ასახოს სამართლიანად და ზუსტად. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის პასუხზე ამის შესახებ ნათლად უნდა განიმარტოს პროგრამაში. გარდა ამისა, თუ პირმა წარმოადგინა არგუმენტაცია თუ რატომ ამბობს უარს პასუხზე, ეს არგუმენტაციაც ასევე სამართლიანად და ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული პროგრამაში.12  ასევე შესაძლებელია, რომ გადაცემის მონაწილეებმა (სტუმრებმა) პირდაპირ ეთერში გააჟღერონ ბრალდებები. პირდაპირ ეთერში გადაცემის მიმდინარეობა არ ხსნის სამართლიანობის მოთხოვნებს და არ ათავისუფლებს მაუწყებელს სამართლიანობის პრინციპის დაცვის ვალდებულებისაგან.13 პასუხის უფლებას წარმოშობს თავად ბრალდების ეთერში გაჟღერება, იმის მიუხედავად, ეს ბრალდება წამყვანმა გამოთქვა, მისმა სტუმარმა თუ მესამე პირმა. სტანდარტი არის პასუხის „დროულობა“ და არა აუცილებლად სინქრონულობა. შესაბამისად, პირდაპირ ეთერში ბრალდების შემთხვევაში პასუხის გაცემის უფლება, შესაძლოა, მკაფიოდ დაკავშირებულ, დროულ მომდევნო გადაცემაშიც იქნეს უზრუნველყოფილი.

69. დასკვნაში  აღნიშნულია,  რომ  პირდაპირი  ეთერის  თავისებურებიდან  გამომდინარე,  იმ შემთხვევაში როდესაც ბრალდებებს ახმოვანებს გადაცემის სტუმარი და არა ჟურნალისტი, პასუხის უფლების რეალიზების მეთოდები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს განსხვავებულ სიტუაციებში. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის წამყვანისთვის უცნობი იყო/არ შეეძლო ევარაუდა, რომ პირდაპირი ეთერის დროს კონკრეტული ბრალდებები გამოითქმებოდა, პასუხის უფლების რეალიზება შეიძლება გარკვეულწილად მოდიფიცირდეს. თუმცა, ასეთ ვითარებაშიც მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მის ვალდებულებას, რომ გონივრული ძალისხმევა გამოიჩინოს და უზრუნველყოს, რომ სამაუწყებლო მასალა შეესაბამებოდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და იცავდეს ჯეროვან სამართლიანობას. ამისათვის შესაძლოა საჭირო იყოს, მაგალითად, გადაცემაში მონაწილე სტუმრების წინასწარი ინფორმირება სამართლიანობის პრინციპებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ. აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ პირდაპირ ეთერში გამოთქმული ნებისმიერი ბრალდება სათანადოდ შემოწმდეს, გამოკვლეულ იქნეს ან დაექვემდებაროს კრიტიკულ განხილვას. ეს შეიძლება მოხდეს მაგალითად, საწინააღმდეგო არგუმენტების ან მტკიცებულებების მითითებით, კრიტიკული კითხვების დასმით/ჩაკითხვით ან   იმ    პირის    პოზიციის    წარმოდგენით,    რომლის    მიმართაც    ბრალდება    გამოითქვა.

 

10 იქვე.

11 იქვე, გვ.28.

12 იქვე, გვ.29.

13 მაგ. იხ. Ofcom Broadcast and on Demand Bulletin, Issue number 363, 8 October 2018, Complaint by Mr Amrik Singh Sahota; Ofcom

Broadcast and on Demand Bulletin, Issue number 467, 6 February 2023, Complaint by Mr Shayan Ali about Dunya News.

მნიშვნელოვანია, რომ გადაცემამ არ უნდა წარმოაჩინოს გადაცემის მონაწილე ისეთი ფორმით, რომელიც მის მიმართ უსამართლოა.14

70.  როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაცემაში სტუმარმა გააჟღერა ბრალდებები, თუმცა გადაცემის წამყვანი ამ ბრალდებებს ან დუმილით პასუხობს ან ცალკეულ შემთხვევებში თავად აპროვოცირებს ამგვარ ქცევას (მაგ. ჟურნალისტის ფრაზა „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული [...]“; „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ ანუ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?). მას არ დაუსვამს სტუმრისთვის დამაზუსტებელი შეკითხვა, არ გაუჟღერებია საწინააღმდეგო არგუმენტი, როდესაც ედიშერ გვენეტაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლების მიერ იარაღის ხმარებისა და ხელისუფლების დამხობის სწავლებაზე საუბრობდა, რაც უზრუნველყოფდა გაჟღერებული ბრალდებების გამოკვლევას ან კრიტიკულ განხილვას. ამასთან, გადაცემის სტუმარი საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრებზე, თუმცა კონკრეტულად რომელ კადრებზეა საუბარი არ აკონკრეტებს და წამყვანიც არ აზუსტებს აღნიშნულ ინფორმაციას, მაშინ როდესაც ბრალდება რაიმე მტკიცებულებას უნდა ეფუძნებოდეს და საჭიროებს გარკვეულ დასაბუთებას. ასევე, სტუმრისა და წამყვანის მხრიდან გადაცემაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით არც ბრალდებების ადრესატის პოზიციაა გადმოცემული. ამასთან, ვინაიდან გადაცემის წამყვანმა არ მიმართა შესაბამის ხერხებს - ბრალდებებთან დაკავშირებით არ დასვა კრიტიკული შეკითხვები/ჩაეკითხა სტუმარს, არამედ პირიქით, სვამდა მაპროვოცირებელ შეკითხვებს, აღნიშნული ერთგვარად თავდასხმის საშუალებად იყო გამოყენებული ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მიმართ, რომლის პოზიციაც გადაცემაში არ იყო გაჟღერებული, რაც წარმოადგენს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევას.

71.  დეპარტამენტის განმარტებით, ის ითვალისწინებს, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სტანდარტი არის პასუხის „დროულობა“ და არა აუცილებლად სინქრონულობა. შესაბამისად, პირდაპირ ეთერში ბრალდების შემთხვევაში პასუხის გაცემის შესაძლებლობა, შესაძლოა, მკაფიოდ დაკავშირებულ, დროულ მომდევნო გადაცემაშიც  იქნეს  უზრუნველყოფილი.  დამატებით გასათვალისწინებელია  ის გარემოებაც, რომ სადავო ვიზუალური პოსტები (ე.წ. „ქარდები“) და ვიდეოები მაუწყებელმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გადაცემის დასრულების შემდეგ ისე, რომ არ მისცა მომჩივან მხარეს საშუალება ესარგებლა პასუხის უფლებით.

72.  შესაბამისად, დეპარტამენტს  მიაჩნია, რომ  მაუწყებელმა  დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები.

73. დასკვნის მიხედვით, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ გადაცემა წარმოადგენს საავტორო პროგრამას.  გადაცემა  იწყება  შემდეგი  ტექსტით  -  „შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16:10 წთ.-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა

- „დროული დიალოგი”. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი  ითვალისწინებს,  რომ  „საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ  უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების  იმ   ფორმით  გავრცელებისთვის, რომელმაც  შეიძლება  ხელყოს  პროგრამის მიუკერძოებლობა.“

74. დეპარტამენტის     განმარტებით,     „მაუწყებლობის     შესახებ“     საქართველოს     კანონით განსხვავებული რეჟიმია დაწესებული საავტორო პროგრამებთან დაკავშირებით (საავტორო პროგრამებთან    დაკავშირებით    კანონით    დადგენილი    განსხვავებული    რეჟიმი    მოიცავს

14 იქვე.

გადახვევას ზოგადი პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც, იკრძალება საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში მაუწყებლის წარმომადგენლის მოსაზრების გამოხატვა და შესაძლებელს ხდის საავტორო პროგრამის წამყვანის პოზიციის გამოხატვას), თუმცა, საავტორო პროგრამას თან სდევს ცალკეული ვალდებულებები. ერთი მხრივ, მაუწყებელი ვალდებულია, მოახდინოს აუდიტორიის სათანადოდ ინფორმირება იმის შესახებ, რომ ეცნობა საავტორო პროგრამას და მეორე მხრივ, მაუწყებლის წარმომადგენლის/წამყვანის პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ უნდა იქნეს იმგვარად გამოყენებული, რომ მან ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

75. დასკვნაში  მითითებულია,  რომ  დაუშვებელია  საავტორო  პროგრამაში  ალტერნატიული შეხედულებები მხოლოდ ზედაპირულად იყოს წარმოჩენილი და წამყვანის მხრიდან ნიველირებული. თუ წამყვანს ცალკეულ საკითხებზე აქვს მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და არსებობს ამ შეხედულებების საწინააღმდეგო, ალტერნატიული შეხედულებები, მაუწყებელს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სათანადო სისტემა, რათა ერთიანობაში არ დაირღვეს ბალანსი და დაცული იყოს მიუკერძოებლობის პრინციპი.15 მოცემულ შემთხვევაში გადაცემის წამყვანი არ მოქმედებდა აღნიშნული მოთხოვნების დაცვით, ვინაიდან გადაცემის სადავო მონაკვეთში არ წარმოუჩენია ალტერნატიული შეხედულებები და პირიქით, სვამდა მაპროვოცირებელ შეკითხვებს. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევას.

76.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელს კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის  პასუხისმგებლობა  ეკისრება  აგრეთვე  მის  მიერ  მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო. შესაბამისად, შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზს“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევა უნდა დაუდგინდეს როგორც მაუწყებლობის ნაწილში, ისე სოციალურ ქსელში, ვებგვერდზე და “Youtube’’-ზე გამოქვეყნების ნაწილში.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

77.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციებს მიეკუთვნება „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება“, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მედიამომსახურების ან/და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.

78.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა  და  ვიდეოგაზიარების  პლატფორმის მომსახურების  სფეროში  მოქმედ

15კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.21.

საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.

79.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, ხოლო მე-12 პუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.

80.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, ხოლო, მე-6 პუნქტის შესაბამისად, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს, მე-8 პუნქტის თანახმად, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება, ხოლო, მე-9 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.

81.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  591    მუხლის  მე-5  პუნქტის  შესაბამისად, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე-542, 552 და 553-564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

82.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

83. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ  კომისია,  გარდა  საგადასახადო  და  სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

84.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს         დარღვევის  აღმოსაფხვრელად  ან     მისი  პრევენციისთვის          ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. გამოკვლეული მტკიცებულებები

85.  სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/4890,6.05.26).

86. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისა“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/კ: 401993820) ციფრულ და ინტერნეტ გვერდებზე და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე, ასევე სოციალურ ქსელში (‘’Facebook”) განთავსებული სადავო ინფორმაციის ამსახველი მასალა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/5219, 19.05.26).

87.  შპს „მედია-ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმზის“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ წერილობითი პოზიციები (კომისიაში რეგისტრაცია: №შ-26-6/5404, 28.05.2026;  №შ-26-6/6081, 25.06.2026; №შ-26-6/6316, 8.07.2026).

88.  შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“, შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსისა“ და სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ 2026 წლის 25 ივნისის და 17 ივლისის კომისიის სხდომებზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები.

89.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N 26-10-1684, 21.07.26)

90.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისა“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ შესახებ.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

91.  შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ (ს/კ: 204446867) წარმოადგენს ავტორიზებულ, ხოლო შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“ (ს/კ: 401993820) ლიცენზირებულ მაუწყებელს.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან; კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის Nგ-20-1/786 გადაწყვეტილება „შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე“; კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის Nგ-26-6/57 გადაწყვეტილება „შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B176 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“.

92.  2026 წლის 16 თებერვალს, შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ ეთერში,   ინტერნეტ- ტელევიზიით (https://gttv.ge) და სოციალური ქსელის (“Facebook“) გვერდზე (“ჯორჯიან თაიმსი.GTTV“), პირდაპირ (Live) რეჟიმში და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე - ‘’Youtube“ (“TV Georgian   Times“),    ხოლო        შპს    „რადიო    ჯორჯიან    თაიმსის“    ეთერში    (FM    92.3-ზე), ინტერნეტგვერდზე (https://gtradio.ge) და სოციალური ქსელის („Facebook“) გვერდზე („რადიო ჯორჯიან  თაიმსი/Radio  Georgian  Times“)  პირდაპირ  (Live)  რეჟიმში  განთავსდა  გადაცემა

„დროული დიალოგი” ეკა  სეხნიაშვილთან ერთად”. გადაცემა ეხებოდა  სხვადასხვა საკითხს/თემას:  „განათლების რეფორმა, პროფესურა, პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით”; „ქიმიური ნივთიერების სკანდალი“; „ევროპული ბიუროკრატია და საქართველო“; „რუსეთი ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს“; „პრემიერის განცხადებები“;

„ყველა ის საკითხი რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის“.

მტკიცებულება: https://www.youtube.com/live/OALfj9-HtTk; https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-2207520000); https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.2207520000&locale=k a_GE;                                                                                  https://www.facebook.com/reel/26276793611933587; https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE;; კომისიის 2026 წლის 25 ივნისის და

17 ივლისის სხდომებზე შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისა“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება; მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა(N 26-10-1684, 21.07.26).

93. გადაცემაში, გადაცემის წამყვანის ეკა სეხნიაშვილისა და გადაცემის სტუმრის, ედიშერ გვენეტაძის მიერ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთდა შემდეგი განცხადებები:

ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „შეგნებულად მოგიწვიეთ თქვენ დღეს ... იყო დებატები, დისკუსია, რომელიც  ჩემი  შეფასებით  და   საზოგადოების მიუკერძოებული ნაწილის,  ცალი  მხრიდან აბსოლუტური პოლიტიკით გაჟღენთილი დისკუსიის სახე მიეცა, ... თქვენ, როგორც პროფესორის, როგორც ისტორიკოსის მოსაზრებები რაც  იმ  საკითხებთან დაკავშირებით, რაც  ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესში წარმოიშვა, პირველ რიგში, და მეორე, მინდა შეაფასოთ რამდენად ნეიტრალური იყვნენ ის ადამიანები, თქვენი კოლეგები, პროფესორები,  რექტორები, რომლებიც პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის პირისპირ ისხდნენ ტელეეთერში“. (02:24 წთ – 03:12 წთ). ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ახლა მაინტერესებს, აი   „ილიაუნს“ აქვს შფოთვები ხო, ყველაზე მეტად დარჩა მას, მეტი არავის, რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან ?“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „რაც ვნახე, ეს იყო შაბათს, ორი საათის განმავლობაში როდესაც ვუსმენდი, როგორ გითხრათ, ე.წ. პოლიტიკურ აქტივობებს, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, ვინაიდან, ბატონი სიმონ ჯანაშია გამოვიდა და პირდაპირ, პირველად ააფრიალა იმ სტუდენტების სურათები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან. ვინ ამბობს არ იმყოფებიან? მაგრამ, ისინი იმყოფებიან იმის გამო, რომ ცოცხლად  ცეცხლს  უკიდებდნენ  ქართველ  სამართალდამცველებს; არღვევდნენ  ჯებირებს; უტევდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს; და ყველა მათგანზე არის შესაბამისი ვიდეო გადაღებული, რომლის მიხედვითაც მათ მიუსაჯა სასამართლომ ის განაჩენი, რომლის მიხედვითაც ისინი სასჯელს იხდიან. ... ამას კიდევ დავუმატოთ ერთი რამ ...“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი:

„ჯანაშია პოლიტიკურად მოტივირებულია?“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ... მე ვეკითხები ბატონ ჯანაშიას: როდესაც განათლების მინისტრის პოლკოვნიკობაზე თუ  მინისტრის მოადგილის პოლკოვნიკობაზე თუ  ვიცე-პოლკოვნიკობაზე ყურადღება გაამახვილა. რატომ არ ჰქონდა ამ ბატონ ჯანაშიას ყურადღება მაშინ, როდესაც გვარამია, ყოფილი პროკურორის მოადგილე, იყო  განათლების მინისტრი, რომელმაც გადაიღო ფილმი

„შემოდგომიდან შემოდგომამდე“, სადაც აბსოლუტურ სიყალბეზე აგებული იყო ყველაფერი. რატომ მაშინ ეს პატივცემული არ გამოთქვამდა პროტესტს?“ ... და თავად იყო ექსპერტი ამ დროს. ამ ექსპერტს არავითარი საერთოდ ერთი სიტყვაც არ უხსენებია ამ საკითხების შესახებ ... და მეორე, მინდა გითხრათ მეგობრებო რაში არის საქმე:   გამოვიდა ქალბატონი დობორჯგენიძე, ილიას

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  და  პირდაპირ თქვა  -  „მე  დებატებისათვის აქ  არ მოვსულვარო.“ აბა რისთვის მივიდა? მათ ერთი არგუმენტირებული  ... მე, მაგალითად მინდა გითხრათ: ჩვენ მოგვისმინეს, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ისე  განათლების მინისტრმა და ისე პრემიერმა. მივედით დასაბუთებული,  არგუმენტირებული  ფაქტებით იმის შესახებ, რომ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ...“.   ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:  „ანუ, როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული ...“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ეს მინდა ვთქვა, მეტი არაფერი“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ ... ანუ უკვე ის განგრძობითობა  აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი ...“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე:

„საერთოდ არ  ყოფილა  მსჯელობა, პოლიტიკაზე საერთოდ არ  ყოფილა“.  ჟურნალისტი  ეკა სეხნიაშვილი:  „ხო, კი ბატონო და ბოდიშით, უკაცრავად უნდა გაგაწყვეტინოთ ...“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ჩვენთან, ჩვენთან …“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „დიახ, ხო ამას ვგულისხმობ, თქვენთან და რამოდენიმე სხვა ფაკულტეტზეც, უნივერსიტეტშიც, მათ შორის ხომ, სახელმწიფო უნივერსიტეტში …“.  სტუმარი  ედიშერ  გვენეტაძე:  „უნივერსიტეტის წარმომადგენლები  იქვე ესწრებოდნენ“  (08:04 – 11:07 წთ). ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:  „კი ბატონო, კი ბატონო ... ანუ ეს ძალიან ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ანუ მუდმივად არის ეს, პრემიერმა ბრძანა დისკუსიაზე, პირდაპირ უთხრა ტელე-საჯარო დისკუსიის დროს, რომ თქვენო ახლა  რასაც  საუბრობთო ქალბატონო  ნინო,  ჩვენ  რომ  რამოდენიმეჯერ და  ჯეროვნად  ეს არგუმენტები თქვენ არ, საერთოდ არ გაგიჟღერებიათ იმ შეხვედრაზეო …“.   სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „პირიქით მიტინგი ჩაატარეთო …“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „პირიქით, ხო, ანუ, ანუ ეს მიუთითებს რომ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ?“ (11:08 წთ-11:38 წთ.). სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ეკა, ვერც იქნება, ვერც იქნება. რატომ ვერ იქნება,   იმიტომ,   რომ    ჩვენ    გვახსოვს   კადრები   …“.    ჟურნალისტი    ეკა    სეხნიაშვილი: „ასტროლინგვისტიკის სპეციალისტები,  ყველას   დიდი   მადლობა,   აბსოლუტურად  ყველა პროფესიის ადამიანს, მაგრამ არის დღეს ბაზრის დაკვეთა თუ ბაზრის დაკვეთაზე ვსაუბრობთ დღეს?“. სტუმარი  ედიშერ  გვენეტაძე:  „ვერ იქნება, ვერანაირად ვერ იქნება. კიდევ მეტი მინდა გითხრათ: სუსის მიერ გავრცელებული კადრებიდან მათ შესახებ რაიმე არ  ყოფილაო არავის უთქვამს. „ილიას’’ უნივერსიტეტის  სტუდენტები და „ილიაუნის“ უნივერსიტეტის  პროფესორ- მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას. ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე, შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს შებურვილი. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნებოდა ქალბატონი დობორჯგენიძე ის პირი, რომელიც, რაიმე არგუმენტირებულ ფაქტს წარუდგენდა განათლების მინისტრს და  პრემიერ-მინისტრს. ვინაიდან, თავიდან ბოლომდე, მოდი ვთქვათ, გულწრფელად რა?  ესენი, ეს  უნივერსიტეტის აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია, არა მაქვს, ესენი არიან ნაც.  ე.წ.  „იაიჩკებს“, ბრჭყალებში ვლაპარაკობ ამას,  აქედან იჩეკებიან ...“  .  ჟურნალისტი  ეკა სეხნიაშვილი: „ანუ რას გულისხმობთ? აა, რუსული ტერმინი არ გვინდა, გასაგებია, ინკუბატორი“ . სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „შემთხვევით არ მითქვამს „იაიჩკა” და რატომ მაგასაც ავხსნი …“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „კი ბატონო“. სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ ... ვინ იყო გრიგოლ ვაშაძე? გრიგოლ ვაშაძე მაგათი პარტიის თავმჯდომარე ხომ  იყო? ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე ხომ იყო?’’.     ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:  „კანდიდატი იყო საპრეზიდენტო“. სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „უჭერდა მთელი ნაციონალური მოძრაობა მხარს. ამ დროს იყო კოსმოსური კვლევის ცენტრის თანამშრომელი რუსეთში, მოსკოვში ... და ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო - იმის არ იყოს, მე შემთხვევით არაფერს არ ვლაპარაკობ. ... დღესაც მისტირიან ... ვერ ხედავთ რა თქვა მიშა სააკაშვილმა ციხიდან? - „ჩემი ჩამოყალიბებულია, ჩემი გაკეთებულია“. ე.ი. ესენი არიან ორგანულ კავშირში ერთმანეთთან და მოდი ბოლოს და ბოლოს, მე მომსწრე ვარ ყველა პროცესის რომელიც საქართველოში ამ 35 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ხაზგასმით მინდა ქალბატონო ეკა აღვნიშნო, რომ სწავლება და უნივერსიტეტი უნდა იყოს აბსოლუტურად მოწყვეტილი პოლიტიკისაგან.  უნივერსიტეტის  იქეთ ლექტორი იქნება, სტუდენტი იქნება თუ დამლაგებელი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, მისი ნებაა სად გამოხატავს თავის საკუთარ ინტერესებს. ვიცით ძალიან კარგად, რომ პირდაპირ მიდის მსჯელობები თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების დამხობა? ამას სპეციალურად აკეთებდნენ ცალკეული უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და ამ პოლიტიკური ანგაჟირებისაგან უნდა დაიცალოს განათლების სისტემა, და უპირველეს ყოვლისა უნდა გადავიდეთ იმ ხარისხობრივ მეთოდებზე და ხარისხის ამაღლებაზე, რომლისკენაც მიმართულია ეს განათლების რეფორმა. რა თქმა უნდა ამ გზაზე იქნება ბევრი წინააღმდეგობები, შეცდომები, მაგრამ ყველამ ერთად აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს და ეს არის აუცილებლად კამათის, დისკუსიის, დისპუტის შედეგად გამოკვეთილი აზრები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ჩვენი განათლების წინსვლა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად უსწრაფესად უნდა გავიაროთ ეს პროცესი“ (12:06 – 15:28 წთ). ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი:   „ჯერ  ერთი,  ძალიან ცალმხრივად მოაზროვნეა, სამწუხაროდ, პროფესორების გარკვეული ნაწილი, ვინც პრეტენზიებს გამოთქვამს და საჯარო სივრცეში ოპერირებს …“  (17:44 –17:52 წთ).

მტკიცებულება: გადაცემის განთავსების ბმული - https://www.youtube.com/live/OALfj9-HtTk; კომისიის 2026 წლის 25 ივნისისა და 17 ივლისის სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული ახსნა- განმარტებები; კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა.(N 26-10-1684, 21.07.26)

94.  შპს  „მედია-ჰოლდინგი  ჯორჯიან  თაიმზის“  („ჯორჯიან  თაიმსი.GTTV)       და  შპს  „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ („რადიო ჯორჯიან თაიმსი/Radio Georgian Times“) სოციალური ქსელის (‘’Facebook”) გვერდებზე განთავსდა გადაცემაში ედიშერ გვენეტაძის მიერ ნათქვამი ფრაზის -„ილიაუნის’’ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება“ - ამსახველი ვიზუალური პოსტები (ე.წ. „ქარდი“).

მტკიცებულება:       https://www.facebook.com/photo/?fbid=951301817418682&set=pb.100076166163964.-

2207520000;https://www.facebook.com/photo/?fbid=930844182672017&set=pb.100072393321802.22075200

00&locale=ka_GE კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა. (N 26-10-1684, 21.07.26).

95.  შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ („ჯორჯიან თაიმსი.GTTV“)   სოციალურ ქსელის (‘’Facebook”) გვერდზე განთავსდა გადაცემის ცალკეული მონაკვეთების ამსახველი ვიდეორგოლები:

ა) გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და „ილიაუნის“ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას. ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე, შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს შებურვილი. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნებოდა ქალბატონი დობორჯგენიძე ის პირი, რომელიც, რაიმე არგუმენტირებულ ფაქტს წარუდგენდა განათლების მინისტრს და პრემიერ-მინისტრს. ვინაიდან, თავიდან ბოლომდე, მოდი ვთქვათ, გულწრფელად რა? ესენი,  ეს  უნივერსიტეტის აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაზე რა  თქმა  უნდა  ლაპარაკი ზედმეტია, არა მაქვს, ესენი არიან ნაც. ე.წ. „იაიჩკებს“, ბრჭყალებში ვლაპარაკობ ამას, აქედან იჩეკებიან ...“ . ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ანუ რას გულისხმობთ? აა, რუსული ტერმინი არ გვინდა, გასაგებია, „ინკუბატორი“ . სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „შემთხვევით არ მითქვამს „იაიჩკა” და  რატომ მაგასაც ავხსნი“.   ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:  „კი  ბატონო“. სტუმარი  ედიშერ გვენეტაძე: „ვინ იყო გრიგოლ ვაშაძე? გრიგოლ ვაშაძე მაგათი პარტიის თავმჯდომარე ხომ იყო? ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე  ხომ იყო?’’.   ჟურნალისტი ეკა  სეხნიაშვილი:

„კანდიდატი იყო საპრეზიდენტო“. სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „უჭერდა მთელი ნაციონალური მოძრაობა მხარს. ამ დროს იყო კოსმოსური კვლევის ცენტრის თანამშრომელი რუსეთში, მოსკოვში

... და ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო -  იმის არ იყოს, მე შემთხვევით არაფერს არ ვლაპარაკობ. დღესაც მისტირიან ... ვერ ხედავთ რა თქვა მიშა სააკაშვილმა ციხიდან? - „ჩემი ჩამოყალიბებულია, ჩემი გაკეთებულია“. ე.ი. ესენი არიან ორგანულ კავშირში ერთმანეთთან და მოდი ბოლოს და ბოლოს, მე  მომსწრე ვარ  ყველა პროცესის რომელიც საქართველოში ამ  35  წლის  მანძილზე მიმდინარეობდა და ხაზგასმით მინდა ქალბატონო ეკა აღვნიშნო, რომ სწავლება და უნივერსიტეტი უნდა იყოს აბსოლუტურად მოწყვეტილი პოლიტიკისაგან. უნივერსიტეტის იქეთ ლექტორი იქნება, სტუდენტი იქნება თუ დამლაგებელი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, მისი ნებაა სად გამოხატავს თავის საკუთარ ინტერესებს. ვიცით ძალიან კარგად, რომ პირდაპირ მიდის მსჯელობები თუ როგორ უნდა მოხდეს  ხელისუფლების დამხობა?  ამას  სპეციალურად აკეთებდნენ  ცალკეული  უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები და ამ პოლიტიკური ანგაჟირებისგან უნდა დაიცალოს განათლების სისტემა, და უპირველეს ყოვლისა უნდა გადავიდეთ იმ ხარისხობრივ მეთოდებზე და ხარისხის ამაღლებაზე, რომლისკენაც მიმართულია ეს განათლების რეფორმა. რა თქმა უნდა ამ გზაზე იქნება ბევრი წინააღმდეგობები, შეცდომები, მაგრამ ყველამ ერთად აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს და  ეს  არის აუცილებლად კამათის, დისკუსიის, დისპუტის შედეგად გამოკვეთილი აზრები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ჩვენი განათლების წინსვლა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად უსწრაფესად უნდა გავიაროთ ეს პროცესი“ (12:06 – 15:27 წთ).

მტკიცებულება:  https://www.facebook.com/reel/26276793611933587; კომისიის  აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (N 26-10-1684, 21.07.26)

ბ) გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „რაც ვნახე, ეს იყო შაბათს, ორი საათის განმავლობაში როდესაც ვუსმენდი, როგორ  გითხრათ, ე.წ.  პოლიტიკურ აქტივობებს, სხვას  ვერაფერს ვერ დავარქმევ, ვინაიდან, ბატონი სიმონ ჯანაშია გამოვიდა და პირდაპირ, პირველად ააფრიალა იმ სტუდენტების სურათები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან. ვინ ამბობს არ იმყოფებიან? მაგრამ, ისინი იმყოფებიან იმის გამო, რომ ცოცხლად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველ სამართალდამცველებს; არღვევდნენ ჯებირებს; უტევდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს; და ყველა მათგანზე არის შესაბამისი ვიდეო გადაღებული, რომლის მიხედვითაც მათ მიუსაჯა სასამართლომ ის განაჩენი, რომლის მიხედვითაც ისინი სასჯელს იხდიან. ... ამას კიდევ დავუმატოთ ერთი რამ“.  ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:  „ჯანაშია პოლიტიკურად მოტივირებულია?“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ... მე ვეკითხები ბატონ ჯანაშიას:  როდესაც  განათლების მინისტრის პოლკოვნიკობაზე თუ  მინისტრის მოადგილის პოლკოვნიკობაზე თუ ვიცე-პოლკოვნიკობაზე ყურადღება გაამახვილა. რატომ არ ჰქონდა ამ ბატონ ჯანაშიას ყურადღება მაშინ, როდესაც გვარამია, ყოფილი პროკურორის მოადგილე, იყო განათლების მინისტრი, რომელმაც გადაიღო ფილმი „შემოდგომიდან შემოდგომამდე“, სადაც აბსოლუტურ სიყალბეზე აგებული იყო ყველაფერი. რატომ მაშინ ეს პატივცემული არ გამოთქვამდა პროტესტს?

... და თავად იყო ექსპერტი ამ დროს. ამ ექსპერტს არავითარი საერთოდ ერთი სიტყვაც არ უხსენებია ამ  საკითხების შესახებ ...  და მეორე მინდა გითხრათ მეგობრებო რაში არის საქმე: გამოვიდა ქალბატონი დობორჯგენიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და პირდაპირ თქვა -

„მე აქ დებატებისათვის არ მოვსულვარო.“ აბა რისთვის მივიდა?. მათ ერთი არგუმენტირებული ... მე, მაგალითად მინდა გითხრათ: ჩვენ მოგვისმინეს, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ისე განათლების მინისტრმა და ისე პრემიერმა. მივედით დასაბუთებული,  არგუმენტირებული ფაქტებით  იმის  შესახებ,  რომ  საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტისა და   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ..“.    ჟურნალისტი  ეკა  სეხნიაშვილი:  „ანუ,  როდესაც არ  ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული ... ‘’, გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე:

... ეს მინდა ვთქვა, მეტი არაფერი“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ ... ანუ, უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი …“. გადაცემის სტუმარი ედიშერ გვენეტაძე: „საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა, პოლიტიკაზე საერთოდ არ ყოფილა“. ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი: „ხო, კი ბატონო და ...“. (08:18 – 10:56 წთ).

მტკიცებულება:    https://www.facebook.com/reel/1732894124358515?locale=ka_GE;  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა.(N 26-10-1684, 21.07.26)

96.  შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ (ს/კ: 401993820) მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1.  მაუწყებლის შინაარსობრივი მოთხოვნების განმარტების წესი

97.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

98.  საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის,  მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებში აზრის    გამოხატვის    თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

99.  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.16  ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

100.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.17  სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.1

16 „ჰენდისაიდი“ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, No. 5493/72, § 49

17 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება ,,შპს სამაუწყებლო

კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72.; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება ,,შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

18 „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” , No. 38433/09, § 134.

101.სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.19

102.ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის ფუნქციის შესრულებაში.20 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი.

103.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება.21

3.2. პროგრამის შესაბამისობა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

104.მომჩივანის განცხადებით, მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია -    ,,ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და  ილიას, ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ხომ ეგრე იყო ჩემო ბატონო? მერე შემდეგ თუ როგორ უნდა დაემხოთ, დაამხონ ხელისუფლება და  ამას სხვადასხვა ფორმებით, იყო ეს შებურვილი…“; „ხო, ანუ როდესაც არ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული, ანუ  უკვე  ის  განგრძობითობა აღარ  ეცემა,  მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ  ხარ ადამიანი…“ -  არის  ცრუ  და  შეცდომაში  შემყვანი.  მაუწყებლებს  არ  გაუწევია  შესაბამისი ძალისხმევა, რათა საავტორო გადაცემაში და სოციალური ქსელის გვერდებზე განთავსებული მის მიმართ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სახით გაჟღერებული ბრალდებები გადაემოწმებინათ და უზრუნველეყოთ მათი ჯეროვანი სიზუსტით გავრცელება, რითაც დაარღვიეს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

105.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ახალი ამბების და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად გადაცემის ვალდებულებას. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

106.ამდენად, მაუწყებელი ვალდებულია, ზუსტად მიაწოდოს საზოგადოებას ფაქტობრივი ინფორმაცია.   ამასთან,   ჯეროვანი   სიზუსტის   მოთხოვნა   არ   გულისხმობს   მაუწყებლის

19   “Animal Defenders International”  გაერთიანებული  სამეფოს წინააღმდეგ“  No  48876/08;  „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“,  No. 32181/04 და 35122/05

20   „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, No. 15890/89,

21  კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის Nგ-25-16/668 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ  ა(ა)იპ ,,საქართველოს

მომავლის  აკადემიის“  (ს/კ  4051137755); ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 17 ივლისის Nგ-25-16/392 გადაწყვეტილება ,,ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი  ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი იყოს. ამგვარი სტანდარტის პირობებში განსაკუთრებულად გართულდებოდა საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ან წარსულში მომხდარი მოვლენების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც რთულია ამა თუ იმ ფაქტობრივი მონაცემის სიზუსტის უზრუნველყოფა, მაუწყებლის ვალდებულება გულისხმობს არა გადაცემული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში ასი პროცენტით დარწმუნებას, არამედ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სათანადო ზომების მიღებას და გონივრული ძალისხმევის გაწევას.22

107.საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, მაუწყებლების მიერ რა სახის ინფორმაცია იქნა განთავსებული. კერძოდ, უნდა განისაზღვროს კანონით გათვალისწინებულ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ინფორმაცია - სახეზეა ფაქტობრივი ინფორმაციის, მოსაზრების თუ ბრალდების გავრცელება. კანონით გათვალისწინებული თითოეული ეს კატეგორია ექვემდებარება შესატყვის, სპეციფიკურ რეგულირებას.

108.,,ახალი ამბები“ და „ფაქტებზე დაფუძნებული“ გულისხმობს ფაქტების გაშუქებას და არ მოიცავს მოსაზრებებს და შეფასებებს, რომელთა სიზუსტის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ფაქტი ჩვეულებრივ მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.23      მაშინ, როდესაც პროგრამაში გაკეთებული გამონათქვამით კონკრეტულ პირს/პირებს ბრალი ედება ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერ, ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში, ის წარმოადგენს ბრალდებას, რომელიც ექვემდებარება სპეციფიკურ რეგულირებას.24

109.ბრალდების მიმართ განსხვავებული სტანდარტის არსებობას მისი ბუნება განაპირობებს. ბრალდებასთან მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის ამოქმედება და შესაბამისად, მაუწყებლისთვის ბრალდების გადამოწმებისა და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა, გამოიწვევდა მაუწყებლის გაუმართლებელ შეზღუდვას და მნიშვნელოვნად შეაფერხებდა საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის შესრულებას. მაუწყებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გაავრცელოს დასაბუთებული ბრალდება ამა თუ იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის, უკანონო ან ამორალური ქმედების ჩადენის თაობაზე.25  აღსანიშნავია, ასევე ის, რომ კომისია, რომელიც ახორციელებს მაუწყებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე კონტროლს, არ წარმოადგენს ბრალდების ნამდვილობის თუ მცდარობის დამდგენ ორგანოს.26

110.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი. ამდენად, ჟურნალისტისა და მოწვეული სტუმრის მიერ გამოთქმული სადავო გამონათქვამები უნდა შეფასდეს  მთლიანი შინაარსის და კონტექსტის გათვალისწინებით და არა თითოეული სიტყვა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 27

22   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ. 7.

23 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-797-2022, 25.11.2022

24  კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N გ-26-16/330  გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განხილვის თაობაზე“

25  კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N გ-26-16/330  გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განხილვის თაობაზე“

26 The Truthseeker: «Media staged Syrian Chem Attack» (RT) — BBC. Ofcom Broadcast Bulletin, Issue 288, 21.09.2015. “Ofcom is not a fact finding tribunal and is not able or empowered, therefore, to establish the truth or otherwise of such allegations”. Page 46

https://www.ofcom.org.uk/siteassets/resources/documents/about-ofcom/bulletins/broadcast- bulletins/archive/obb288/issue_288.pdf?v=333002

27 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-432-2024, 23.10.2024; Nას-1503-2023, 22.03.2024

111.2026 წლის 16 თებერვალს, მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გასულ პროგრამაში, ციფრულ და ინტერნეტ სივრცეებში, ასევე,   სოციალურ ქსელის გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია -

„ილიაუნის“  უნივერსიტეტის სტუდენტები და  პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და  თუ  როგორ  უნდა  დაამხონ ხელისუფლება“; „როდესაც არ  ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული ... ანუ უკვე ის განგრძობითობა აღარ ეცემა, მუდმივად უკმაყოფილო პოზიციაში არ ხარ ადამიანი“ - გამოყენების კონტექსტის, შინაარსისა

და ფორმის გათვალისწინებით წარმოადგენს მომჩივნის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას. კერძოდ, მომჩივნის შესახებ გავრცელდა ბრალდება, რომ მისი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას და ხელისუფლების დამხობას, და არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული. საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება განეკუთვნება ბრალდების კატეგორიას, ვინაიდან, იგი მიემართება როგორც მის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, ისე, უშუალოდ ამ ინსტიტუციის საქმიან, საგანმანათლებლო რეპუტაციას.

112.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის მაუწყებლების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირობები.

3.3. პროგრამის შესაბამისობა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით

113.მომჩივნის განცხადებით, მაუწყებლების მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი („სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“), ვინაიდან: გადაცემაში მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებაზე მას არ მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა; პროგრამა გამოყენებულ იქნა მის წინააღმდეგ თავდასხმის საშუალებად; ადგილი ჰქონდა მის მიმართ უსამართლო მოპყრობასა და საავტორო გადაცემაში მხოლოდ ერთი, წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციის წარმოჩენას, რომელიც მიზანმიმართულად წარმოაჩენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებულ, პოლიტიზებულ და მართულ ძალას.

114.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს.

115. პროგრამის  მონაწილეების  უფლებების  დაცვა  და  მათ  მიმართ  სამართლიანი  მოპყრობა პასუხისმგებლობის მქონე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მედიის ფუნქციონირების ქვაკუთხედია. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი, ერთი მხრივ, სარგებლობს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, შებოჭილია სხვა სუბიექტების ფუნდამენტური უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით. დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა სხვა პირთა უფლებების დარღვევის ხარჯზე.28

116. ჯეროვანი სამართლიანობა ფართო კონცეფციაა და გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას პატივი სცეს პროგრამაში მონაწილე სუბიექტის ძირითად უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და გაუმართლებლად არ შეზღუდოს ისინი. სამართლიანობის პრინციპი მოწოდებულია იმ სუბიექტების უფლებების დაცვაზე, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობენ რაიმე ფორმით: მოხსენიებული არიან, ასახულია მათი ხმა, გამოსახულება, სახელწოდება, ბრენდული დასახელება  ან  რომელსაც  პირდაპირი  ინტერესი  აქვს  პროგრამაში  განხილული,  მასთან

28      კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე -,,სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ. 25

უშუალოდ დაკავშირებული საკითხის მიმართ.29  შესაბამისად, „პროგრამაში მონაწილეობა" არ შემოიფარგლება პროგრამაში მხოლოდ ფიზიკური მონაწილეობით და მოიცავს სუბიექტს, რომელიც პროგრამაში მოხსენიებულია სახელწოდებით და რომლის საქმიანობასაც პროგრამაში განხილული საკითხი უშუალოდ უკავშირდება.

117.განსახილველ შემთხვევაში, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაცემის სადავო მონაკვეთებში არაერთგზის იყო მოხსენიებული სახელწოდებით, ხოლო გადაცემაში განხილული   ერთ-ერთი   საკითხი   -   „განათლების რეფორმა,  პროფესურა,  პოლიტიკური დატვირთვა მათ კონტექსტში და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე  თემებთან  დაკავშირებით“- უშუალოდ   უკავშირდებოდა   მის   საქმიანობასაც. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი პროგრამაში ფიზიკურად არ მონაწილეობდა, იგი ექცევა სამართლიანობის პრინციპით დაცული სუბიექტების წრეში.

118.როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდება ექვემდებარება სპეციფიკურ რეგულირებას. ამავდროულად, ბრალდების მიმართ განსხვავებული სტანდარტის არსებობა მაუწყებელს არ ათავისუფლებს პროგრამის მონაწილეთა და აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულებისაგან და არ გულისხმობს მაუწყებლის თავისუფლებას, ეთერში განათავსოს ნებისმიერი ბრალდება სათანადო დასაბუთებისა და ფაქტობრივი წინაპირობების გარეშე. მაუწყებელი ვალდებულია, მის ეთერში ამა თუ იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ ბრალდების გამოთქმისას უზრუნველყოს პროგრამის მონაწილეების და ასევე აუდიტორიის ინტერესების დაცვა. პროგრამის მონაწილეების მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი მოპყრობა, ამასთანავე, აუდიტორიაც დაცული უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან. 30

119.მაუწყებელს არ მოეთხოვება ბრალდების აბსოლუტურად დადასტურება, თუმცა ბრალდება დასაბუთებული უნდა იყოს. მაუწყებლის გავრცელებულ ბრალდებას უნდა გააჩნდეს სათანადო ფაქტობრივი წინაპირობები და იმგვარად უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ შეესაბამებოდეს არსებულ მტკიცებულებებს, რათა არ მიიღოს შეცდომაში შემყვანი ხასიათი. აღნიშნული მიდგომა გამომდინარეობს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის                      დანაწესიდან,     რომლის     თანახმად,     მაუწყებელი     პროგრამის     მონაწილეებს სამართლიანად უნდა მოეპყრას.31 რაც უფრო მძიმეა ბრალდება და რაც უფრო მეტი პოტენციალი აქვს უარყოფითად შეცვალოს მაყურებლის აზრი პირის შესახებ, მით უფრო მკაცრია სამართლიანობის პრინციპის დაცვის ვალდებულება.32

120.გარდა ამისა, ბრალდების გავრცელებისას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ბრალდების ადრესატს უნდა მიეცეს ბრალდებაზე დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

121.პასუხის გაცემის უფლება წარმოიშობა სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) მიმართ ნებისმიერი ბრალდების ეთერში გამოთქმის შემთხვევაში.33  პასუხის უფლება აღიარებულია, როგორც ინფორმაციის პლურალიზმის აუცილებელი გარანტი და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს პასუხის გაცემის გონივრული შესაძლებლობა.34 პასუხის შესაძლებლობა უნდა იყოს რეალური, დროული და ბრალდების სიმძიმის თანაზომიერი და არა ფორმალური ჟესტი. პასუხი, შეძლებისდაგვარად, უნდა გავრცელდეს იმავე თვალსაჩინოებით,

29      კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე -,,სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ. 25.

30 კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N გ-26-16/330  გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განხილვის თაობაზე“

31  კომისიის 2026 წლის 17 ივლისის N გ-26-16/330  გადაწყვეტილება ,,შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ ,,საქართველოს

მომავლის აკადემიის“ (ს/კ 4051137755) საჩივრის განხილვის თაობაზე“

32 Pedersen and Baadsgaard v. Denmark [GC], no. 49017/99, § 78

33   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -,,სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა,

ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ.28.

34Eker v. Turkey, no.24016/05; Melnychuk v. Ukraine (dec.), no. 28743/03

რა თვალსაჩინოებითაც გავრცელდა სადავო ინფორმაცია, რათა მიაღწიოს იმავე აუდიტორიას იმავე ეფექტით.35

122.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც პირდაპირ, ასევე ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემულ პროგრამებზე. შესაბამისად, მაუწყებელს აქვს ვალდებულება გაატაროს სათანადო ეფექტური       და    გონივრული    ღონისძიებები,    რათა    კანონმდებლობას    შეესაბამებოდეს მაუწყებლის ეთერში განთავსებული, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლის (მაგალითად, წამყვანის), ისე მესამე პირების (მაგალითად, სტუმრების, რესპონდენტების) მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამრიგად, მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს მისი ეთერით გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნები და მესამე პირის მიერ პირდაპირ ეთერში ბრალდების გავრცელების შემთხვევაში ის არ თავისუფლდება ამ ვალდებულებებისგან.

123.როგორც აღინიშნა, მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბრალდების დასაბუთებულობა. შესაბამისად, ბრალდების მესამე პირის მიერ პირდაპირ ეთერში გავრცელების შემთხვევაში, მაუწყებელს ევალება გაატაროს გონივრული ღონისძიებები დაუსაბუთებელი ბრალდების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თუ რა მიიჩნევა გონივრულ ღონისძიებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის, მაგალითად, ბრალდების შინაარსი, მისი კავშირი პროგრამის თემატიკასთან, მაუწყებლის მიერ ბრალდების წინასწარ განჭვრეტისა და მომზადების შესაძლებლობა, კონტექსტი და საზოგადოებრივი ინტერესი. მაუწყებელი ვალდებულია, ბრალდების გამოთქმის შემთხვევაში სტუმრისგან მოითხოვოს დასაბუთება, ასევე გონივრული შესაძლებლობების ფარგლებში ბრალდებას დაუპირისპიროს შესაბამისი მტკიცებულებები, კრიტიკული ხასიათის შეკითხვები და საპირისპირო არგუმენტები, მათ შორის, ბრალდების ადრესატის პოზიცია.36

124.აღნიშნული ვალდებულებები განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში არ არის წარმოდგენილი ბრალდების ადრესატი. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ აუდიტორიას ბრალდება არ მიეწოდოს, როგორც დადასტურებული ფაქტი, რისთვისაც აუცილებელია აუდიტორიისთვის შესაბამისი კონტექსტის წარმოდგენა, პროგრამის სტუმრის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების იდენტიფიცირება, ასევე მითითება იმის შესახებ, არის თუ არა მაუწყებლისთვის ცნობილი ბრალდების ადრესატის პოზიცია.

125.პირდაპირ ეთერში განთავსებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ასევე მოქმედებს მაუწყებლის ვალდებულება - უზრუნველყოს  ბრალდების ადრესატის მიერ პასუხის გაცემის გონივრული შესაძლებლობა. პასუხის გაცემის ფორმატი, ფორმა, შინაარსი და დრო დამოკიდებულია უშუალოდ ბრალდებაზე და მაუწყებლის შესაძლებლობაზე, შეეძლო თუ არა მას წინასწარ სცოდნოდა, რომ ასეთი ბრალდება პირდაპირ ეთერში გავრცელდებოდა. თუ ბრალდების გავრცელება წინასწარ არის მოსალოდნელი მაუწყებელი ვალდებულია მოახდინოს ბრალდების 35   Council of Europe, Committee of Ministers, Recommendation Rec(2004)16 on the right of reply in the new media environment –

‘’The reply should be given, as far as possible, the same prominence as was given to the contested information in order for it to reach the same public and with the same impact“.

36  Mr Amrik Singh Sahota Gurdwara Miri Piri, MATV, 29 January 2018, Ofcom Issue 363, 8 October, 2018 – ‘’It is Ofcom’s view, therefore, that for live programmes it may be, but is not always, possible for the broadcaster to obtain responses from others prior to, or during, the programme. However, in such circumstances, broadcasters need to be particularly aware that they have a duty to ensure that reasonable care is taken that the broadcast material is consistent with the requirements of the Code. This may include briefing any studio guests about fairness requirements in advance of the programme, as well as ensuring that any allegations made during the programme are properly tested or challenged. This could be, for example, by pointing out any contradictory argument or evidence or by representing the viewpoint of  the person or  organisation that is  the subject of  the allegation.”https://www.ofcom.org.uk/siteassets/resources/documents/about-ofcom/bulletins/broadcast-bulletins/2018/issue-363-

broadcast-on-demand-bulletin.pdf?v=323485

Complaint by Mr Shayan Ali about Dunya News. Ofcom Broadcast and on Demand Bulletin, Issue number 467, 6 February 2023, page

9 -  https://www.ofcom.org.uk/siteassets/resources/documents/about-ofcom/bulletins/broadcast-bulletins/2023/issue-467/complaint-by-

mr-shayan-ali-about-dunya-news-2-april-2022?v=329176

ადრესატის სათანადოდ ინფორმირება ამის შესახებ და მისცეს მას პროგრამაში მონაწილეობისა და პასუხის გაცემის გონივრული შესაძლებლობა. კერძოდ, პირს დეტალურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მის შესახებ არსებული ბრალდების შინაარსის შესახებ და მიეცეს გონივრული ვადა პასუხის წარმოსადგენად. პირის პასუხი მაუწყებელმა პროგრამაში უნდა ასახოს სამართლიანად და ზუსტად.37

126.განსახილველ შემთხვევაში, მაუწყებელსა და მის წარმომადგენელს არ გაუტარებიათ შესაბამისი ღონისძიებები ბრალდების დასაბუთებულობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, წამყვანს სტუმრისთვის არ მოუთხოვია იმის დასაბუთება ან მტკიცებულებების წარმოდგენა, თუ რას ეყრდნობოდა       მის    მიერ    მომჩივნის    მიმართ    გავრცელებული    ბრალდება.    მაუწყებლის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, მომჩივნის რომელი სტუდენტი ან პროფესორ- მასწავლებელი ასწავლიდა „იარაღის ხმარებასა“ და ,,ხელისუფლების დამხობას“, და რით დასტურდებოდა აღნიშნული გარემოება.    გადაცემის სტუმარი საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრებზე, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ კადრებზეა საუბარი, წამყვანს კი მისთვის დამაზუსტებელი კითხვები არ დაუსვამს. წამყვანს აუდიტორიისთვის არც შესაბამისი კონტექსტი განუმარტავს და არც ის მიუთითებია, იყო თუ არა მისთვის ცნობილი უნივერსიტეტის პოზიცია. შესაბამისად, მაუწყებლებს არ მიუღიათ ზომები ბრალდების ადრესატის უსამართლო მოპყრობისგან, ხოლო აუდიტორიის - შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან დასაცავად.

 

127.კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ გადაცემის თემიდან („განათლების რეფორმა, პროფესურა, პოლიტიკური დატვირთვა  მათ  კონტექსტში  და  პოლიტიკური ანგაჟირების  საკითხები განათლების რეფორმის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით“) და ანონსიდან გამომდინარე, მაუწყებლისთვის წინასწარვე იყო ცნობილი, რომ გადაცემაში სტუმართან განხილული იქნებოდა მიმდინარე განათლების რეფორმის კონტექსტში პროფესურის პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი („შეგნებულად მოგიწვიეთ თქვენ დღეს ...“). ამასთან, გადაცემის წამყვანმა თავად  წამოჭრა  განათლების  რეფორმასთან  „ილიაუნის პროფესურის“ დამოკიდებულება პოლიტიკურ ჭრილში („ახლა მაინტერესებს, აი „ილიაუნს“ აქვს შფოთვები, ხო? ყველაზე მეტად მას დარჩა, მეტი არავის. რა ხდება, არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან?“). ყოველივე   აღნიშნული,   ერთობლიობაში,   იძლეოდა   იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სტუმარს, შესაძლოა, გადაცემაში გამოეთქვა ბრალდება მომჩივნის მიმართ, რაც გადაცემის მსვლელობისას განხორციელდა კიდეც.

128. მაუწყებლებს  არ   შეუსრულებიათ      ბრალდების      გავრცელებასთან      დაკავშირებული კანონმდებლობის კიდევ ერთი მოთხოვნა - ბრალდების ადრესატისთვის არ მიუციათ დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. ამასთან, სადავო გადაცემის ვიდეოგაზიარების პლატფორმასა და ბრალდების ამსახველი ვიზუალური მასალისა  (ე.წ. „ქარდი“)  თუ მოკლე ვიდეორგოლების სოციალური ქსელის (“Facebook“) გვერდებზე განთავსებით, მაუწყებლებმა ბრალდების გავრცელების ხანგრძლივობა და არეალი გააფართოვეს ისე, რომ მომჩივანს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არც ამ ეტაპზე მისცემია. მეტიც, აღნიშნულ პლატფორმებზე, გადაცემისა და მისი ცალკეული მონაკვეთების ამსახველი ვიზუალური მასალა განთავსდა გადაცემის პირდაპირ ეთერში გასვლის შემდეგ, მაუწყებლის სრული სარედაქციო კონტროლის პირობებში. ასეთ ვითარებაში მაუწყებლებს ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ ბრალდებაზე პასუხის გაცემის სამართლიანობის პრინციპის დაცვით გათვალისწინებული საპირწონე გარანტიები.

129.ამდენად, გადაცემაში არ იქნა უზრუნველყოფილი გაჟღერებული ბრალდების კრიტიკული განხილვა - არ იყო მოთხოვილი ბრალდების დასაბუთება, არ ყოფილა დასმული დამაზუსტებელი და კრიტიკული შეკითხვები, არ მომხდარა საწინააღმდეგო არგუმენტებზე მითითება. აუდიტორიისთვის არ იყო წარმოდგენილი ბრალდების ადრესატის პოზიცია ან განმარტება იმის შესახებ, იყო თუ არა ასეთი პოზიცია მაუწყებლისთვის ცნობილი. ბრალდების

37   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -,,სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება“, გვ.28.

ადრესატს არ მიეცა დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის შესაძლებლობა. შესაბამისად, მაუწყებელმა არ გაატარა ღონისძიებები ბრალდების ადრესატის უსამართლო მოპყრობისგან, ხოლო აუდიტორიის - შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან დასაცავად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლების მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები.

 

130.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში. შესაბამისად, როდესაც პროგრამაში არ მონაწილეობს ამა თუ იმ პოზიციის მხარდამჭერი დაინტერესებული მხარე, მაუწყებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ხერხებს, რათა ბალანსი არ დაირღვეს ამ პოზიციის საზიანოდ და მხოლოდ ის მოსაზრება არ გახმოვანდეს, რომლის მხარდამჭერებიც მონაწილეობენ პროგრამაში.38  აღნიშნული ნორმა თავისთავად არ ზღუდავს მაუწყებლის უფლებას, პროგრამაში მოიწვიოს მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით. ნორმის მიზანია, ამგვარი ფორმატი არ იქცეს პროგრამაში წარმოუდგენელი სუბიექტის მიმართ ცალმხრივი, საპირწონე გარანტიებისგან დაცლილი, თავდასხმის ინსტრუმენტად.

131.როგორც უკვე აღინიშნა, გადაცემაში, რომელსაც მომჩივანი არ ესწრებოდა, მის მიმართ გაჟღერდა ბრალდება. ასეთ ვითარებაში არ გამოყენებულა არცერთი ის საპირწონე მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა მაუწყებლის მიერ სამართლიანობის პრინციპის დაცვას. კერძოდ, გადაცემის წამყვანს არ მოუთხოვია ბრალდების დასაბუთება, არ დაუსვამს კრიტიკული თუ დამაზუსტებელი კითხვები და არ მიუთითებია საწინააღმდეგო არგუმენტსა თუ მტკიცებულებაზე. არ წარმოდგენილა ბრალდების ადრესატის პოზიცია ან მითითება მისი არსებობის შესახებ. ბრალდების ადრესატს არ მიეცა დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის შესაძლებლობა არც გადაცემის მსვლელობისას და არც მისი დასრულების შემდეგ, როდესაც ბრალდების ამსახველი ვიზუალური მასალა, მაუწყებლის სრული სარედაქციო კონტროლის პირობებში, განთავსდა სოციალური ქსელის გვერდებსა თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე. აღნიშნული           პროცედურული     სტანდარტების     უგულებელყოფის     შედეგად     მომჩივანი თავდასხმის ობიექტად იქცა, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტი.

132.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

133.მოდავე მხარეების განცხადებით, გადაცემა წარმოადგენს საავტორო პროგრამას, რომელიც იწყება  შემდეგი  ტექსტით:  „შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. მთავარი თემები, საინტერესო სტუმრები და  ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16:10 წთ-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა - „დროული დიალოგი”.

134.„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი საავტორო პროგრამისთვის ადგენს სპეციალურ რეჟიმს: ერთი მხრივ, იგი უშვებს გადახვევას ზოგადი წესიდან, რომლის მიხედვითაც იკრძალება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში მაუწყებლის წარმომადგენლის მოსაზრების გამოხატვა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ შესაძლებლობას

უპირისპირებს კუმულაციურ ვალდებულებებს: აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი; თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება; წამყვანმა საკუთარი მდგომარეობა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა. 

135.საავტორო პროგრამაში დაუშვებელია ალტერნატიული შეხედულებები წარმოჩენილი იყოს მხოლოდ ზედაპირულად და წამყვანის მხრიდან - ნიველირებული. თუ წამყვანს ცალკეულ საკითხებზე აქვს მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია და, იმავდროულად, არსებობს ამ შეხედულებათა საწინააღმდეგო, ალტერნატიული მოსაზრებები, მაუწყებელს შემუშავებული უნდა ჰქონდეს სათანადო სისტემა, რათა ერთიანობაში არ დაირღვეს ბალანსი და დაცული იყოს მიუკერძოებლობის პრინციპი.39 

136.მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის თემა წინასწარ იყო განსაზღვრული და ანონსირებული, რაც წამყვანს აძლევდა როგორც ალტერნატიული მოსაზრებების მოძიების, ისე ბალანსის უზრუნველმყოფი სისტემის ამოქმედების შესაძლებლობას, წამყვანს აუდიტორიისთვის არ წარუდგენია ალტერნატიული შეხედულება. მას არ მიუთითებია მომჩივნის პოზიციისა თუ არგუმენტების არსებობაზე და არც ის განუმარტავს, იყო თუ არა მისთვის ცნობილი მომჩივნის დამოკიდებულება განსახილველ საკითხზე. შედეგად, აუდიტორიას არ მიეწოდა მოსაზრებათა ფართო                   სპექტრი.     განათლების     რეფორმასთან     დაკავშირებით     მომჩივნის     პოზიცია წარმოდგენილი იყო სტუმრისა და წამყვანის ინტერპრეტაციით, თავად მომჩივანისთვის საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რაც, თავის მხრივ, განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირების თავიდან აცილების ვალდებულების შეუსრულებლობას წარმოადგენს. ამავე დროს, წამყვანის მიერ დასმული კითხვების კონსტრუქცია (მაგ. „არის თუ არა აღნიშნული პროფესურა საერთოდ დაცლილი პოლიტიკური კონტენტიდან?“, „ეს მიუთითებს, რომ მზაობა არის არა საგნობრივი, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული?“) უფრო ემსახურებოდა დიალოგის დაწყებამდე მის მიერვე გაცხადებული პოზიციის გავრცელებასა და განმტკიცებას („ ... იყო დებატები, დისკუსია, რომელსაც, ჩემი შეფასებით და  საზოგადოების მიუკერძოებელი ნაწილის შეფასებით, ცალი  მხრიდან აბსოლუტურად პოლიტიკით  გაჟღენთილი  დისკუსიის  სახე   მიეცა“),  რასთანაც   სრულ თანხვედრაში იყო გადაცემის სტუმრის პოზიცია მიმდინარე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადაცემაში გაჟღერდა მხოლოდ განხილულ საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია. აღნიშნულმა გარემოებებმა, ერთობლიობაში, ხელი შეუწყო გადაცემის წამყვანის მიერ პირადი პოზიციის გავრცელებას პროგრამის მიუკერძოებლობის ხელყოფით.

137.ყოველივე    ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    მაუწყებლის    მხრიდან    ადგილი    აქვს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევას.

138.კომისია, აქვე პასუხობს მოპასუხის არგუმენტაციას, რომელიც ეფუძნება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ცილისწამების სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტებს, მათ შორის ზიანის მტკიცებას. წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების საგანს წარმოადგენს არა გამონათქვამის ავტორის, კერძო პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის, არამედ ავტორიზებული/ ლიცენზირებული მაუწყებლების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება. ეს ორი სამართლებრივი რეჟიმი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია როგორც სუბიექტების, ისე დაცვის ობიექტისა და სამართლებრივი შედეგების მიხედვით.

3.4. სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება

139.„მაუწყებლობის   შესახებ"   საქართველოს   კანონის   591    მუხლის   მე-5   პუნქტის   მიხედვით,„მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე-542, 552 და 553-564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა              ეკისრება              აგრეთვე              მის              მიერ              მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე(მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დებულების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე-542, 552  და 553-564  მუხლების მოთხოვნები ასევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში, ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

140. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისა“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის" სადავოდ გამხდარი ინფორმაციის ეთერში განთავსებით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში, ვებგვერდზე და ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე (“Youtube“) განთავსებით,   შპს „მედია- ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები და 591 მუხლის მე-5 პუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

141.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს         დარღვევის    აღმოსაფხვრელად    ან    მისი    პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

142.სანქცია არ უნდა წარმოადგენდეს ცენზურის ფორმას, რომელიც მიზნად ისახავს პრესის კრიტიკის გამოხატვისგან თავის შეკავებას. სანქციას არ უნდა ჰქონდეს „მსუსხავი ეფექტი“40 და ხელი არ უნდა შეუშალოს  ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების საჯარო განხილვაში წვლილის შეტანაში, ხოლო პრესას - როგორც ინფორმაციის მიმწოდებლისა და საზოგადოებრივი მაკონტროლებლის მოვალეობის შესრულებაში.41

143.შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის. შესაბამისად, შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზს“ და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ უნდა მიეცეთ წერილობითი გაფრთხილება. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტებისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

 

40 Pedersen and Baadsgaard v. Denmark. nos. 49017/99, §93

41 Stoll v. Switzerland. nos. 69698/01, §154

144.მომჩივანი ითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, პასუხის უფლების რეალიზებას, ვინაიდან აღნიშნულის შესაძლებლობა არ მიეცა ამავე კანონის 54-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე. 

145.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემის დავალება დასაშვებია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

146.კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივართან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, კომისიას არ დაუდგენია, რომ სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოითქვა ცრუ ბრალდებები, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობები და დისკრედიტაციული ინფორმაცია. კომისიამ დაადგინა ის, რომ მაუწყებლებმა მომჩივანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისას არ უზრუნველყვეს სამართლიანობის პრინციპის დაცვა. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნები - მაუწყებლებს დაევალოთ  გადაცემის  -   „დროული  დიალოგი  ეკა   სეხნიაშვილთან ერთად”     სადავო მონაკვეთების (ის მონაკვეთები, რომლებიც შეიცავს სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაჟღერებულ ცრუ  ბრალდებებს და  საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს) ციფრულ და ინტერნეტ სივრცეებიდან ამოღება; დაევალოთ სადავო „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების სოციალური ქსელის (‘’Facebook”) გვერდიდან ამოღება; დაევალოთ როგორც იმავე საავტორო გადაცემაში („დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”), ასევე „ჯორჯიან თაიმსისა” და „რადიო ჯორჯიან თაიმსის” სოციალურ ქსელის (“Facebook“) გვერდებზე (პოსტით ან/და ე.წ. ქარდით) ახსნა-განმარტების გაკეთება, რომ 2026 წლის 16 თებერვალს საავტორო გადაცემაში  და   შესაბამისად,  აღნიშნული  გადაცემის  საფუძველზე  განთავსებულ  ე.წ.„ქარდებში“/მოკლე ვიდეოებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები (სადავო მონაკვეთები) წარმოადგენდა გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ და ცრუ ინფორმაციას; აეკრძალოთ გადაცემის სადავო მონაკვეთების, შესაბამისი ე.წ. „ქარდებისა“ და მოკლე ვიდეოების გამოყენება ნებისმიერ სხვა  გადაცემაში ან  პლატფორმაზე, რომელმაც შესაძლოა კვლავ შექმნას საჩივრის ავტორის დისკრედიტაციის  შთაბეჭდილება;  დაევალოთ მომავალში თავი შეიკავონ დაუდასტურებელი,  დისკრედიტაციული  და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან - არ უნდა დაკმაყოფილდეს.

147.კომისია,  დამატებით  აღნიშნავს,  რომ  მომჩივანის  მოთხოვნა  -  ,,მაუწყებლებს დაევალოთ„მომავალში თავი შეიკავონ“ გარკვეული სახის ინფორმაციის გავრცელებისგან - წარმოადგენსგამოხატვის თავისუფლების წინასწარ შეზღუდვას, რომელიც მოითხოვს მკაცრ სამართლებრივ შემოწმებას, განსაკუთრებით მედიასთან მიმართებით.42  წინასწარი შეზღუდვის დასაშვებობა უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კუმულაციურ ტესტს: უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამასთან, ის ვერ აკმაყოფილებს პირობასაც - „კანონით გათვალისწინებული“, ვინაიდან, ვადით შეუზღუდავი და შინაარსით განუსაზღვრელი აკრძალვა მაუწყებელს არ აძლევს საშუალებას წინასწარ განჭვრიტოს კონკრეტულად რომელი მომავალი გამოხატვა მოექცევა მისი მოქმედების ფარგლებში. აღნიშნული განსაკუთრებით გაუმართლებელია მაშინ, როდესაც მარეგულირებლის ხელთ არსებობს ნაკლებად მზღუდავი ალტერნატიული ღონისძიებები, კერძოდ, უკვე გავრცელებული კონკრეტული მასალის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ პროპორციული ინდივიდუალური რეაგირება.

42 Observer and Guardian v. the United Kingdom, nos. 13585/88, § 6

148.ზემოაღნიშნულის გარდა, მოთხოვნის - მაუწყებლებს დაევალოთ მომავალში თავი შეიკავონ დაუდასტურებელი, დისკრედიტაციული და  სიძულვილის ენის  შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან - დაკმაყოფილება მოკლებულია დამოუკიდებელ მარეგულირებელ შინაარსს და შესაბამისად, სამართლებრივ ეფექტს, ვინაიდან იგი იმეორებს მაუწყებლის კანონისმიერ ვალდებულებას - უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება და ამით მაუწყებლისთვის განუსაზღვრელი, აბსტრაქტული და დროში შეუზღუდავი ვალდებულების დაწესება ეწინააღმდეგება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნებას, რომელიც, როგორც გენერალური მოწესრიგების, სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი, აწესრიგებს კონკრეტულ შემთხვევას განსაზღვრული ადრესატის მიმართ და წარმოშობს კონკრეტულ, განსაზღვრულ უფლება-ვალდებულებით შედეგს.

149.კომისია აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მონაწილეობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დებატებში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და ამგვარმა სუბიექტმა უნდა მოითმინოს კრიტიკის უფრო ფართო ფარგლები, ვიდრე კერძო პირმა. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ დარღვევის დადგენა ეფუძნება არა მომჩივნის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შინაარსს, რომლის მიმართაც მოქმედებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი, არამედ მაუწყებლის მიერ სამართლიანობის პრინციპით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებების (ბრალდების კრიტიკული განხილვისა და პასუხის უფლების უზრუნველყოფა; სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას). შესაბამისად, დარღვევის დადგენა და შერჩეული რეაგირების ღონისძიება, რომელიც შემოიფარგლება ყველაზე მსუბუქი სანქციით, თავსებადია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 451  მუხლის, 52-ე, 54-ე, 591, 70-ე და 71-ე მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451  მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1.    შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზს“ (ს/კ: 204446867) და შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ (ს/კ: 401993820)    მიეცეთ    წერილობითი    გაფრთხილება    „მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტებისა და 59¹ მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3.    გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      თბილისის      საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული  ასლის  შპს  „მედია-ჰოლდინგი  ჯორჯიან  თაიმზისთვის“,     შპს  „რადიო ჯორჯიან თაიმსისთვის“ და სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.    კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

 

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები