წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-26-18 / 379

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2026 17:36

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2026

შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია პირველი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 54-ე  მუხლის  მე-5 პუნქტის დარღვევა

წარმოების   დაწყების   საფუძველი:   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N26-10-1783; 04.08.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 13 აგვისტო, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის    მოხსენებითი    ბარათის    (N26-10-1783; 04.08.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

2.    კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან N26-10-1783; 04.08.2026) ირკვევა, რომ დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ტელეკომპანია პირველის“ მონიტორინგი. მონიტორინგს, შერჩევითი წესით, დაექვემდებარა 2026 წლის 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

3.    კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებით  ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად  „მაუწყებელი  ვალდებულია  ახალი  ამბები  და  ფაქტებზე  დაფუძნებული  ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.“ ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.“ აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის დასტურად დეპარტამენტს მაგალითად მოჰყავს 2026 წლის 27 ივლისის 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება,  სიუჟეტი  -  „ხალხის დაკავება დაიწყო“, სადაც  20:17  საათზე  ჟურნალისტი  ამბობს: „პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც დღეს საკრებულოსთან მოვა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ.“

4.    მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელშიც ნათქვამია, თითქოს პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც საკრებულოსთან მივა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ, არაჯეროვანი სიზუსტითაა გადმოცემული. სიუჟეტში ჩართულ ინტერვიუში, პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი, ასეთ განცხადებას არ აკეთებს. სიუჟეტში ჟურნალისტი პოლიციის მაღალჩინოსანს უსვამს შეკითხვას: „მაგალითად, ამ ადამიანს უწერია კი თეთრ ბანერზე, ეს ეხლა დანაშაულია?   ადმინისტრაციული   სამართალდარღვევაა?  [...]     ანუ    კი    არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?”. რაზეც  პოლიციის  მაღალჩინოსანი  პასუხობს:  „ვინც დაარღვია ის დავაკავეთ, ხო არ ვედავებით [...].“ ჟურნალისტი: „ანუ სხვა ადამიანების დაკავებასაც აპირებთ?“. პასუხი: „რატომ უნდა დავაკავოთ?“ აღნიშნულიდან კი წამყვანის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს. შესაბამისად, ახალი ამბები ჯეროვანი სიზუსტის დაცვით არ არის წარმოდგენილი და მაუწყებელი არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს.

5.    კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებით  ბარათში აღნიშნულია,  რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად, „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები  გააშუქოს  მიკერძოებულად,  საკუთარი შეხედულების მიხედვით.1  კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2  კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი,   რელიგიური   გაერთიანების   ან   სხვა   ინტერესთა   ჯგუფის   მხარდამჭერი   ან საწინააღმდეგო პოზიცია.3  კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ 1   კომისიის  გზამკვლევი  მაუწყებლობის  შინაარსობრივი  მოთხოვნების  თაობაზე  -  სამართლიანობა,  მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16.

2  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2.

3   იხ.  კომისიის  2025  წლის  3  ივლისის  N  გ-25-16/355  გადაწყვეტილება  „შპს  „ფორმულას“  წინააღმდეგ  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის

2025 წლის  3 ივლისის  N გ-25-16/354 გადაწყვეტილება  „შპს  „მთავარი  არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა  პოლიტიკური ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა  მხოლოდ  მაუწყებლის  პოზიციის  გამოხატვა, არამედ  - მაუწყებლის  პოზიციის  შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად  გადმოსცეს  მოვლენები.4   მოხსენებით  ბარათში  მედიამომსახურებების რეგულირებეის დეპარტამენტს მოჰყავს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემდეგი მაგალითები:

ა) 2026 წლის 27 ივლისი, 11:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება; სიუჟეტი - „რეპრესიების ღამე საკრებულოსთან“

11:00 საათზე წამყვანი ამბობს: „სქროლვა სქრინვის სააგენტოს მიერ ადამიანების ციხეში გაშვებას ქვეყანაში დიდი პროტესტი და პერფორმანსები მოყვა.“

11:00 საათზე., ჟურნალისტი ამბობს: „პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოსთან გვიან ღამით დიდი ნადირობა მოაწყო.“

ბ) 2026 წლის 27 ივლისი, 13:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება; სიუჟეტი - „დაჯგუფება ხალხის წინააღმდეგ“

12:59  საათზე.,  წამყვანი  ამბობს:  „სიტყვის თავისუფლების  შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის  წესრიგით. ქართული ოცნება  ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი უხელმძღვანელებს.  ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს.”

გ) 2026 წლის 27 ივლისი, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება; სიუჟეტი - „მზად ვართ ციხისთვის“

15:05 სთ., წამყვანი ამბობს: „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ, თქვა დღეს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ქართველიშვილმა. არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ დააანონსა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სიწმინდეების რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე  მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს იდეა კი თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ გაუჩნდა. რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა.“

დ) 2026 წლის 27 ივლისი, 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება, ანონსი

19:59 საათზე ჟურნალისტი ამბობს: „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე.“

სიუჟეტი - „დაკავებების ღამე საკრებულოსთან“

გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

4 კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

20:09 სთ., ჟურნალისტი ამბობს: „პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და  რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა.”

ე) 2026 წლის 28 ივლისი, 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება, სიუჟეტი - „აშშ ოცნების ქმედებით შეშფოთებულია“

17:07  საათზე,  წამყვანი  ამბობს:  „ემუქრებათ თუ არა სანქციები სქროლვა სქრინვის სააგენტოში დასაქმებულებს.“

6. მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  განმარტებით,  განსახილველ  შემთხვევებში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანის/ჟურნალისტის მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. წამყვანის/ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენს მათ შეფასებას და ინტერპრეტაციას. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ზემოთ ხსენებული ფრაზები (მაგ.: „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და  კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება  ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“;

„ჩეჩნური ტიპის რაზმი“; „რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს  ანიჭებენ  და  ძალადობის ნებას  რთავენ.  მმართველი გუნდი  და მისი მხარდაჭერილი ძალები  თავად  გადაწყვეტენ, ვინ,  რა  ფორმით დასაჯონ და  როგორ  ჩაახშონ კრიტიკული  ხმა“;  „დიდი  ნადირობა  დედაქალაქის ცენტრალურ  გამზირზე“;  „აქტივისტებზე ნადირობა“; „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“.) მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

7. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შპს  „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 13 აგვისტოს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/4245; 04.08.2026). ამავე შეტყობინებით, ავტორიზებულ პირს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

8.    კომისიაში  შემოვიდა  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  წერილობითი  შუამდგომლობა  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-26-6/6838; 10.08.26)   კომისიის სხდომის გადადების თაობაზე. მაუწყებლის განცხადებით, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე აუცილებელია საკითხი დეტალურად იქნეს შესწავლილი შპს „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნ. მელაძის, მიერ. გარდა ამისა, მას თავად სურს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნ. მელაძე იმყოფება შვებულებაში 19 აგვისტოს ჩათვლით, რის გამოც მაუწყებელმა იშუამდგომლა სხდომის გონივრული  ვადით  გადადების  თაობაზე.  კომისიის  შეტყობინება  (Nგ-26-03/4245;  04.08.2026)  შპს „ტელეკომპანია პირველს“ გაეგზავნა 2026 წლის 4 აგვისტოს, კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. შეტყობინების მიღების ფაქტი შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელმა, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თ. მიგინეიშვილმა დაადასტურა 2026 წლის 5 აგვისტოს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

9.    მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია კომისიის სხდომებზე, როგორც წესი, წარმოდგენილია მისი იურიდიული სამსახურის უფროსის თ. მიგინეიშვილის მიერ, რომელიც, როგორც წესი, მარტო, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ასევე სხვა პირებთან ერთად ახორციელებს მაუწყებლის ინტერესების დაცვას კომისიაში, კომისიის 2026 წლის 13 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ არც ერთი წარმომადგენელი (მათ შორის არც თ. მიგინეიშვილი, რომლის მინდობილობა (N20260114/01ა; მოქმედების ვადა: 14.01.2026 – 31.12.2028) შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2026 წლის 15 იანვრის Nშ-26-6/362 წერილით. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, თ. მიგინეიშვილს ენიჭება უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით დაესწროს სხდომებს, წარმოადგინოს კომპანიის პოზიცია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად და განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია კომისიაში კომპანიის ინტერესების წარმოდგენაში. რწმუნებული ასევე უფლებამოსილია შეასრულოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული ამ რწმუნებულებაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად).

10. კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ტელეკომპანია  პირველს“  არ  წარმოუდგენია  სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიის სხდომები იმართება ონლაინ ფორმატში, რაც დაინტერესებულ მხარეს სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესაძლებლობას აძლევს. კომისიის სხდომაზე ონლაინ ფორმატში დასწრების მიზნით ელექტრონული ფოსტით შესაბამისი ბმული ა/წ 12 აგვისტოს გაეგზავნა და ჩაბარდა შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენელს თ. მიგინეიშვილს. აღნიშნულ პირს კომისიაში არ წარმოუდგენია რაიმე განცხადება ობიექტური მიზეზით სხდომაზე დასწრების შეუძლებლობის თაობაზე. შესაბამისად,   მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შვებულებაში ყოფნა არ წარმოადგენს დაინტერესებული მხარის სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიო მიზეზს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ   საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება და მაუწყებლის სახელით მოსაზრებების წარმოდგენა შეეძლო შპს „ტელეკომპანია პირველის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სხვა პირს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, სახეზე არ იყო სხდომის გადადების ობიექტური მიზეზი და არ დააკმაყოფილა შპს „ტელეკომპანია პირველის“ შუამდგომლობა.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,  ეს  კანონი,  „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  და  „საავტორო  და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.

13.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ  შორის,  კომისიის  დადგენილებები და გადაწყვეტილებები,  მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

15.  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 52-ე  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

16. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  54-ე  მუხლის  მე-5  პუნქტის  შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

17.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის 72-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

18.  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი (N26-10-1783; 04.08.2026);

19.  შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

20.  კომისიის შეტყობინება (Nგ-26-03/4245; 04.08.2026) კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და მისი შპს „ტელეკომპანია   პირველისთვის“   ჩაბარების   დამადასტურებელი   დოკუმენტი,   ასევე,   სხდომაზე დისტანციურად დასწრებისთვის საჭირო ბმულის გაგზავნისა და ჩაბარების დოკუმენტი;

21.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ მონაცემები;

22.  შპს   „ტელეკომპანია   პირველის“   განცხადება   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-26-6/6838;  10.08.26) თანდართული დოკუმენტით;

23.  „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის Nგ-26-18/166 გადაწყვეტილება;

24.   „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 25 ივნისის Nგ-26-18/293 გადაწყვეტილება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

25.  შპს „ტელეკომპანია პირველი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.

მტკიცებულება:   მონაცემები   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრიდან   შპს „ტელეკომპანია პირველის“ შესახებ.

26.  შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განთავსებულ ახალი ამბების პროგრამაში „პირველები“, 2026 წლის  27  ივლისის  20:00  საათიანი  საინფორმაციო  გამოშვებაში,    სიუჟეტში  -  „ხალხის დაკავება დაიწყო“, 20:17 საათზე ჟურნალისტი ამბობს: „პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც დღეს საკრებულოსთან მოვა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ.“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1783; 04.08.2026); შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი;

27.  შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2026 წლის 27 ივლისიდან - 28 ივლისის  პერიოდში  გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

ა) 2026 წლის 27 ივლისი, 11:00 სთ. საინფორმაციო გამოშვება „პირველები“; სიუჟეტი - „რეპრესიების ღამე საკრებულოსთან“:

ა.ა) 11:00 სთ.-ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „სქროლვა სქრინვის სააგენტოს მიერ ადამიანების ციხეში გაშვებას ქვეყანაში დიდი პროტესტი და პერფორმანსები მოყვა.“

ა.ბ)  11:00  სთ.  -  ჟურნალისტი  ამბობს  -  „პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოსთან გვიან ღამით დიდი ნადირობა მოაწყო.“

ბ) 2026 წლის 27 ივლისი, 13:00 სთ. საინფორმაციო გამოშვება „პირველები“, სიუჟეტი - „დაჯგუფება ხალხის წინააღმდეგ“, 12:59 სთ. -   წამყვანი ამბობს -   „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული  მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი უხელმძღვანელებს. ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს.”

გ) 2026 წლის 27 ივლისი, 15:00 სთ. საინფორმაციო გამოშვება „პირველები“; სიუჟეტი - „მზად ვართ ციხისთვის“, 15:05 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს - „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ, თქვა დღეს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ქართველიშვილმა. არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ  დააანონსა.  ხელისუფლების მიერ  მხარდაჭერილი ჯგუფის  სიწმინდეების რელიგიის  და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს  იდეა კი  თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ  გაუჩნდა.  რეალურად  ოცნებამ  ჩეჩნური  მოდელი  დააკოპირა,  სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა.“

დ) 2026 წლის 27 ივლისი, 20:00 სთ. საინფორმაციო გამოშვება „პირველები“:

დ.ა)  ანონსი,  19:59  სთ. - ჟურნალისტი  ამბობს  -  „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე.“

დ.ბ) სიუჟეტი - „დაკავებების ღამე საკრებულოსთან“, 20:09 სთ. - ჟურნალისტი ამბობს: „პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა.”

ე) 2026 წლის 28 ივლისი, 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „პირველები“, სიუჟეტი - „აშშ ოცნების ქმედებით შეშფოთებულია“, 17:07 სთ. - ახალი ამბების წამყვანი ამბობს: „ემუქრებათ თუ არა სანქციები სქროლვა სქრინვის სააგენტოში დასაქმებულებს.“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1783; 04.08.2026); შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

28.  შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის N გ-26-18/166 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2026 წლის 25 ივნისის Nგ-26-18/293 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

მტკიცებულება: „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების   თაობაზე“   კომისიის   2026   წლის   8   აპრილის   Nგ-26-18/166   გადაწყვეტილება;   „შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2026 წლის 25 ივნისის Nგ-26-18/293 გადაწყვეტილება

III. სამართლებრივი შეფასება

3.1. მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის ვალდებულება

29.  2025  წლის  1  აპრილის  კანონის  შესაბამისად  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა   ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.

30. დასახელებული საკანონმდებლო დებულება მიუთითებს „ახალ ამბებსა“ და „ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე“. შესაბამისად, ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ სამაუწყებლო პროგრამაზე, რომლითაც გადმოიცემა ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ ან ფაქტებზე დაფუძნებული ნებისმიერი ინფორმაცია.

31.  2026 წლის 27 ივლისს, 20:17 სთ. საინფორმაციო გამოშვება „პირველები“, სიუჟეტი - „ხალხის დაკავება დაიწყო“, მაუწყებელმა იმგვარად წარმოაჩინა ინფორმაცია თითქოს   პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც საკრებულოსთან მივა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ, რაც არაჯეროვანი სიზუსტითაა გადმოცემული. სიუჟეტში ჩართულ ინტერვიუში, პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი, ასეთ განცხადებას არ აკეთებს. სიუჟეტში ჟურნალისტი პოლიციის მაღალჩინოსანს უსვამს შეკითხვას: „მაგალითად, ამ ადამიანს უწერია კი თეთრ ბანერზე, ეს  ეხლა დანაშაულია?   ადმინისტრაციული   სამართალდარღვევაა?  [...] ანუ კი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?”. რაზეც  პოლიციის  მაღალჩინოსანი  პასუხობს:  „ვინც დაარღვია ის  დავაკავეთ, ხო  არ  ვედავებით [...].“ ჟურნალისტი ამბობს „ანუ სხვა ადამიანების დაკავებასაც აპირებთ?“. პოლიციის  მაღალჩინოსანი პასუხობს: „რატომ უნდა დავაკავოთ?“ აღნიშნულიდან კი წამყვანის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს. შესაბამისად, ახალი ამბები ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დაცვით არ არის გადაცემული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

3.2. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

32. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას ექვემდებარება შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა შესაძლებელია შესაბამისი სარედაქციო  ხერხების  გამოყენებით.  აღნიშნული  პრინციპის  ცალკეული  მოთხოვნები გაწერილია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში5.

5 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების

33.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“6

34.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

35.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2  პუნქტის  თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

36. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით. ხელშეუხებლობა,  საგანგებო  ვითარების გაშუქება“. http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio-dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- - გვ.15

6  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

37. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.7     ამასთან, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

38.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.8   სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.9

39. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.10     მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპი ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დემოკრატიული დებატის სანდოობის დაცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს სამაუწყებლო მედია პლატფორმების მიტაცება ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ. საერთაშორისო გამოცდილების  გათვალისწინებით,  მიუკერძოებლობის  პრინციპიდან  გამომდინარე ვალდებულებები ასრულებს უმთავრეს როლს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მიუკერძოებელ და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა და მოსაზრებებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრის გაცნობის შესაძლებლობა. ეს ვალდებულებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს   სათანადოდ ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატებს11.

7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 49

8  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

9  ევროპის  ადამიანის  უფლებათა  სასამართლოს  გადაწყვეტილება  საქმეზე  „ცენტრო  ევროპა  7 ს.რ.ლ. და  დი  შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.

10 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/05

11    Communications      White      Paper      –      A      New      Future      for    Communications,    December      2000, https://webarchive.nationalarchives.gov.uk/20100407160140/http://www.culture.gov.uk/images/publication s/communicationswhitepaper_fullreport.pdf,  section  6.6.1,  Issue  369  of  Ofcom’s  Broadcast  and  On  Demand  Bulletin  20 December 2018, 21

40. ამავდროულად,   სამაუწყებლო   მედიას   დემოკრატიულ   საზოგადოებაში   უაღრესად   დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.12      სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, ზუსტად და მიუკერძოებლად გადასცეს ყველა ფაქტი და საგულისხმო მოსაზრება.

41. ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   ყოველ   კონკრეტულ   შემთხვევაში,   კომისია, გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს  ჰქონდეს  ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს  საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ასევე მხედველობაში მიიღება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას მიუკერძოებლობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს.

42. როგორც აღინიშნა,   მიუკერძოებლობის   პრინციპის   შესაბამისად,   „მაუწყებლობის   შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად,  საკუთარი შეხედულების მიხედვით. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო  პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.“13

43. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატზე.14

12  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89,

13  განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

14 კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,  საგანგებო ვითარების   გაშუქება“.

44. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ვრცელდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებზე (გარდა საავტორო პროგრამებისა). განსახილველ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის, მოსაზრების გამოხატვა მოხდა ახალი ამბების პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ არც მაუწყებელი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ფრაზები გავრცელდა ახალი ამბების პროგრამაში.

45. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა შეფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.

46.  განსახილველ შემთხვევაში სადავო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების/ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სახეზე იყოს მოსაზრების გამოხატვა და არა ფაქტის კონსტატაცია. ამა თუ იმ ფაქტის გადმოცემა, ცხადია, არ მიიჩნევა პოზიციის გამოხატვად.

47. მოცემულ   შემთხვევაში   მაუწყებლის   წამყვანის/ჟურნალისტის   მიერ   წარმოთქმული   ზემოთ ხსენებული  ფრაზები  (მაგ.:  „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“; „ჩეჩნური ტიპის რაზმი“; „რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“; „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ  გამზირზე“;  „აქტივისტებზე ნადირობა“;  „პოლიციას  ნერვებმა  უმტყუნა“.)  მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები, დამოკიდებულება და არა მესამე პირთა შეფასებები.

48. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  მაუწყებლის  მიერ  ახალი  ამბების  პროგრამაში ინფორმაცია გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

49.  ამრიგად,  კომისიის  მიერ  დგინდება,  რომ  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“  მიერ  დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 54-ე

http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- - გვ.17

მუხლის მე-5 პუნქტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს  დააკისროს ჯარიმა  არაუმეტეს  მისი  წლიური  შემოსავლის  0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია  დამრღვევს  დააკისროს ჯარიმა  არაუმეტეს  მისი  წლიური  შემოსავლის  1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის შესაჩერებლად. შპს „ტელეკომპანია პირველს“ კომისიის 2026 წლის 8 აპრილის  N   გ-26-18/166   გადაწყვეტილებით   მიეცა   წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის გამო, ხოლო კომისიის 2026 წლის 25 ივნისის Nგ-26-18/293 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნის დარღვევას (52-ე მუხლის 1- ლი და მე-2 პუნქტები) შეესატყვისება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, კერძოდ, ჯარიმა არაუმეტეს მაუწყებლის წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა. ამასთანავე, მაუწყებლის მიერ მიუკერძოებლობის    მოთხოვნის    დარღვევას    (54-ე    მუხლის    მე-5  პუნქტი)  შეესატყვისება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, კერძოდ, ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა.

50. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამ შემთხვევაში ძირითად ადმინისტრაციულ სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი იმ სახდელთაგან, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლი. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია პირველს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევისათვის. ამასთანავე, ვინაიდან, კომისიას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება სამართალდამრღვევისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრასთან  დაკავშირებით,  მოცემულ  შემთხვევაში  კომისია  მიზანშეწონილად  მიიჩნევს  შპს „ტელეკომპანია პირველს“ დაეკისროს ჯარიმის მინიმალური ოდენობა 5000 ლარის ოდენობით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 72-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  შპს  „ტელეკომპანია  პირველს“  დაეკისროს  ჯარიმა  5000  (ხუთი  ათასი)  ლარის  ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3.    გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    №64)     შპს

„ტელეკომპანია პირველისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს  „ტელეკომპანია პირველისთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა   და კომისიის   ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. დაევალოს კომისიის  აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები