წვდომის მენიუ

სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: გ-26-18 / 414

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2026 18:07

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2026

სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ავტორიზებული პირი: სს ,,მედია ჰოლდინგი“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე  მუხლის  მე-5 პუნქტის დარღვევა

წარმოების   დაწყების   საფუძველი:   კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი  ბარათი (N26-10-1929, 24.08.2026)

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 3 სექტემბერი, 10 სექტემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის (შემდგომში  -  კომისია) აპარატის მედიამომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის    (N26-10-1929; 24.08.2026) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.

2.    მედიამომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის    მოხსენებითი    ბარათის    (N26-10-1929, 24.08.2026) მიხედვით, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ, 2026 წლის 10-დან  12  აგვისტოს  ჩათვლით,  შემოწმდა  სს  ,,მედია  ჰოლდინგის“  ახალი  ამბების პროგრამების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3.    მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

ა) 2026 წლის 10 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, 21:00 სთ-ზე, წამყვანი აცხადებს:

„კონცერტები რუსეთში აგვისტოს ომის შემდეგ და იძულებითი მეტამორფოზა უკრაინის ომზე.“

ბ) 2026 წლის 10 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამის სიუჟეტში - ,,უმრავლესობის ლიდერის  განცხადება“,  21:02  სთ-ზე,  წამყვანი  ამბობს:  „ქართველი არტისტების ნაწილისთვის დაბომბილი საქართველო საკმარისი არ  აღმოჩნდა, რომ  უარი  ეთქვათ რუსეთის საკონცერტო დარბაზებზე და  რუსულ ჰონორარებზე. დუმილის კომფორტი მათ  მხოლოდ უკრაინის ომმა

დაურღვია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურმა ტრენდმა აიძულა მორალური ამნეზიიდან გამოსულიყვნენ.“

გ) 2026 წლის 12 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამაში, 21:00 სთ-ზე, წამყვანი აცხადებს:

„ოპოზიციის პასიურობით გაბრაზებული ბელადი და პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია“.

დ) 2026 წლის 12 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამის სიუჟეტში - „deep state”-ის ახალი გეგმა“, 21:02 სთ-ზე, წამყვანი ამბობს: „ახალი საფრთხე, ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა, რომელსაც იგივე  ამოცანა  აქვს:  მიაღწიოს  საკუთარ  გეოპოლიტიკურ მიზნებს.  გავლენიანი გლობალური ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული ემოციური მუხტი მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებდეს. ამავდროულად, საქართველო მუდმივად იდგეს ეკონომიკური და  სამხედრო რისკების წინაშე. თუ  ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გაატაროს პრაგმატული პოლიტიკა, მაშინ პრორუსულ იარლიყს მიაკრავენ და ქვეყანაში რუსოფობიის ხელოვნურ ტალღას ააგორებენ. ეს ტალღა არ არის სპონტანური ემოცია, ეს არის კარგად გათვლილი გეოპოლიტიკური არითმეტიკა და დავალება, რომ ანტირუსული განწყობების ტირაჟირება მოხდეს. ოღონდ ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ სჭირდებათ და ამას ადასტურებს კამპანია, რომელიც აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ წამოიწყეს. მეორე ფრონტის გახსნამ არ გაამართლა. მეზობელ ოკუპანტს სახელმწიფოსთან კონფლიქტში ჩათრევის კარგი  საშუალებაა აგრესია  ტურისტებზე. ანტირუსული განწყობების გაღვივებას დღეს  საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა ირაკლი  კობახიძემ. სიახლე  არ  არის,  რომ გლობალური მსხვილი  მოთამაშეები სხვა  ქვეყნებს,  როგორც  წესი,  საკუთარი  სტრატეგიული ინტერესების პროექციისა და რეალიზაციის ინსტრუმენტად განიხილავენ. სადღაც ეს ინტერესი ნავთობია, სადღაც სხვისი ხელით რუსეთის დასუსტება, სადღაც კი  პრობლემების შექმნა ეკონომიკისთვის, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვება მოხდეს. ჰიბრიდულ ომს იმიტომ ჰქვია ჰიბრიდული, რომ იყენებენ არა იარაღს, არამედ ,,რბილ ძალად“ წოდებულ მეთოდებს, პროპაგანდას, მედიასა და სოციალურ ქსელებს, დატრენინგებულ ჯგუფებს, სპეციალურ ფონდებს, თუ საჭიროა სანქციებს. რეალურად კი  ეს  ყველაფერი ბერკეტია, რომ  ქვეყანა  ვერ  გახდეს  ეკონომიკურად დამოუკიდებელი. საქართველოს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და ეს გლობალურმა ჩრდილოვანმა მმართველებმა თავიანთ ჰიბრიდულ მეთოდებში გაითვალისწინეს.“

ე) 2026 წლის 12 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამის სიუჟეტში - „ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა“, 21:14 სთ-ზე, წამყვანი ამბობს: „კეთილდღეობა სხვების ხარჯზე - ასე აღწევს საკუთარ სტრატეგიულ მიზანს ის ძალა, რომელიც თავად არასდროს შედის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში გეოპოლიტიკურ მეტოქესთან და ყველაფერს აკეთებს, რომ ბუფერად სხვა ქვეყნები ჩადგნენ. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო რესურსების გამოფიტვაა. მექანიზმი ასე მუშაობს: რაც უფრო მეტი კერა იქნება ანტირუსულად განწყობილი და აქტიური, მით მეტი რესურსის და ენერგიის დახარჯვა უწევს კრემლს მის  ირგვლივ პერიმეტრზე. მათ  სურთ პარტნიორი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომლის დერეფანს და სტრატეგიულ მდებარეობას გამოიყენებენ და მასზე გავლით ენერგორესურსებს მიიღებენ. ამავდროულად ამ პატარა ქვეყანამ რეგიონში რუსული გავლენები უნდა შეაკავოს და თან ისე, რომ მუდმივად იყოს ახალი აგრესიის შიშის ქვეშ. ოღონდ ამ ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების საფარი და  არც  ნატოს  მეხუთე პუნქტის მსგავსი ვალდებულება აქვს  ვინმეს. ტურისტებზე შეტევა და ანტირუსული განწყობების გაღვივება არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ურტყამს ეკონომიკას, სპობს ტურისტულ პოტენციალს და აფრთხობს მსხვილ ინვესტორებს. ყველამ იცის და საქართველოსაც თავის თავზე აქვს გამოცდილი როგორ მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით და რა უწერია სამხედრო დოქტრინაში ოფიციალურად რუსეთს.“

4.    2026 წლის 12 აგვისტოს, საინფორმაციო გამოშვების პროგრამის სიუჟეტში - „გამოძიება საბოტაჟისა და ღალატის მუხლით“ ,  21:22  სთ-ზე,  წამყვანი  ამბობს:  „თუ  ამ  ყველაფერს ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, გიორგი ბარამიძის სკანდალური განცხადებაც არ  გამოდის სპონტანური და  იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება უნდა მოხდეს.“

5.    2026  წლის  12  აგვისტოს,  საინფორმაციო  გამოშვების  პროგრამის  სიუჟეტში  -  „დაპირისპირება ოპოზიციაში“  -  21:27  სთ-ზე,  წამყვანი  ამბობს:  „რევანშით ანთებული ბელადი და პლაჟზე წამოკოტრიალებული  ოპოზიცია.“, ხოლო  21:28  სთ-ზე  ამბობს:  „ახლა მას სურს ერთპიროვნული მმართველობა ოპოზიციაში. ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარ პარტიაში, თუმცა მას მორჩილი უმრავლესობა სჭირდება სხვა პარტიებშიც, რათა მათი მთავარი დღის წესრიგი აგებული იყოს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე.“

6.    მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას, ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით.1 კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა“.2

7.    მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ  არა    გამოხატული    რომელიმე    პოლიტიკური    პარტიის,    საზოგადოებრივი,    რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია.3  კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით ასევე იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე, მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები.4

8.    მოხსენებითი  ბარათის  მიხედვით,  განსახილველ  შემთხვევებში  სადავო  ფრაზები  გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლის, ახალი ამბების პროგრამის წამყვანის მხრიდან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება. ამავდროულად, კანონი უთითებს, რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. წამყვანის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენს მის შეფასებასა და ინტერპრეტაციას. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანის  მიერ  წარმოთქმული  ზემოთ  ხსენებული  ფრაზები  (მაგ.:  „იძულებითი მეტამორფოზა უკრაინის ომზე“; „დუმილის კომფორტი მათ მხოლოდ უკრაინის ომმა დაურღვია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურმა ტრენდმა აიძულა მორალური ამნეზიიდან გამოსულიყვნენ“; „ბელადი“;

„თუ ამ ყველაფერს ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, გიორგი ბარამიძის სკანდალური განცხადებაც არ გამოდის სპონტანური და იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის

1კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.16.

2განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N 07-3/29/11, გვ.2.

3 იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის  N  გ-25-16/354  გადაწყვეტილება  „შპს  „მთავარი  არხის“  წინააღმდეგ  მოქალაქეთა  პოლიტიკური  გაერთიანება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის N გ-25-16/353 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“.

4კომისიის გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების გაშუქება, გვ.17-18.

დაზიანება უნდა  მოხდეს“; „რევანშით ანთებული ბელადი“; „ახლა მას  სურს  ერთპიროვნული მმართველობა ოპოზიციაში. ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარ პარტიაში, თუმცა მას მორჩილი უმრავლესობა სჭირდება სხვა პარტიებშიც, რათა მათი მთავარი დღის წესრიგი აგებული იყოს  სააკაშვილის  ციხიდან  გათავისუფლებაზე“.) მათი   კონტექსტის,   გავრცელების   ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანის მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მისი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები.

9.    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

10. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2026 წლის 3 სექტემბერს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-26-03/4529, 26.08.2026). ამავე შეტყობინებით, ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

11.   კომისიის 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე სს ,,მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაუწყებლის მიზანი არ ყოფილა სამართალდარღვევის ჩადენა და მომავალში გაითვალისწინებენ კომისიის განმარტებებს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

13.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,  კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

15.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“.

16. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის    პირობების    დარღვევის    შემთხვევაში    კომისია    ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

17. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  (დანართი  N1)  მე-16  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად „კომისიის მიერ გაგზავნილი ყოველგვარი შეტყობინება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება მატერიალური ან ელექტრონული რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის მეშვეობით. მატერიალური საფოსტო გზავნილი იგზავნება დამტარებლის ან საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირის მეშვეობით“. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „კორესპონდენციის ელექტრონული გზავნილით გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების, როგორც პირდაპირ, აქტიურად გამოხატული ქმედებით, ასევე, ავტომატური საშუალებით დადასტურების შემთხვევაშიც“.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

18.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1929, 24.08.2026) ახალი ამბების პროგრამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან ერთად.

19.  კომისიის შეტყობინება   (Nგ-26-03/4529, 26.08.2026) სს ,,მედია ჰოლდინგს“ კომისიის 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.

20.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს ,,მედია ჰოლდინგის“ შესახებ არსებული მონაცემები.

21. სს ,,მედია ჰოლდინგის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

22.  სს ,,მედია ჰოლდინგი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს ,,მედია ჰოლდინგის“ შესახებ.

23.  სს ,,მედია ჰოლდინგის“ ეთერში, 2026 წლის 10 და 12 აგვისტოს, 21:00 საათზე განთავსებულ ახალი ამბების პროგრამაში - ,,კურიერი“, გავრცელდა  შემდეგი ინფორმაცია:

ა) 10 აგვისტოს, 21:00 სთ-ზე, ახალი ამბების წამყვანი აცხადებს: „კონცერტები რუსეთში აგვისტოს ომის შემდეგ და იძულებითი მეტამორფოზა უკრაინის ომზე.“

ბ) 10 აგვისტოს, 21:02 სთ-ზე, სიუჟეტში - ,,უმრავლესობის ლიდერის განცხადება“,   ახალი ამბების წამყვანი  ამბობს:  „ქართველი არტისტების ნაწილისთვის დაბომბილი საქართველო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ  უარი  ეთქვათ რუსეთის საკონცერტო დარბაზებზე და  რუსულ ჰონორარებზე. დუმილის კომფორტი მათ მხოლოდ უკრაინის ომმა დაურღვია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურმა ტრენდმა აიძულა მორალური ამნეზიიდან გამოსულიყვნენ.“

გ)   12   აგვისტოს,   21:00   სთ-ზე,   ახალი   ამბების   წამყვანი   აცხადებს:   „ოპოზიციის პასიურობით გაბრაზებული ბელადი და პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია“.

დ) 12 აგვისტოს, 21:02 სთ-ზე, სიუჟეტში - ,,deep state”-ის ახალი გეგმა“, წამყვანი ამბობს: „ახალი საფრთხე, ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა, რომელსაც იგივე ამოცანა აქვს: მიაღწიოს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს. გავლენიანი გლობალური ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მეზობელ  ქვეყნებში  ანტირუსული  ემოციური  მუხტი  მაღალ  ტემპერატურას ინარჩუნებდეს. ამავდროულად, საქართველო მუდმივად იდგეს ეკონომიკური და სამხედრო რისკების წინაშე. თუ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გაატაროს პრაგმატული პოლიტიკა, მაშინ პრორუსულ იარლიყს მიაკრავენ და ქვეყანაში რუსოფობიის ხელოვნურ ტალღას ააგორებენ. ეს ტალღა არ არის სპონტანური ემოცია, ეს არის კარგად გათვლილი გეოპოლიტიკური არითმეტიკა და დავალება, რომ ანტირუსული განწყობების ტირაჟირება მოხდეს. ოღონდ ეს  ხდება მაშინ, როდესაც მათ სჭირდებათ და  ამას ადასტურებს კამპანია, რომელიც აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ წამოიწყეს. მეორე ფრონტის გახსნამ  არ  გაამართლა. მეზობელ ოკუპანტს სახელმწიფოსთან კონფლიქტში ჩათრევის კარგი საშუალებაა აგრესია ტურისტებზე. ანტირუსული განწყობების გაღვივებას დღეს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა ირაკლი კობახიძემ. სიახლე არ არის, რომ გლობალური მსხვილი მოთამაშეები სხვა ქვეყნებს, როგორც წესი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესების პროექციისა და რეალიზაციის ინსტრუმენტად განიხილავენ. სადღაც ეს ინტერესი ნავთობია, სადღაც სხვისი ხელით რუსეთის დასუსტება, სადღაც კი პრობლემების შექმნა ეკონომიკისთვის, რომ  ხელისუფლებაზე გავლენის მოპოვება მოხდეს. ჰიბრიდულ ომს იმიტომ ჰქვია ჰიბრიდული, რომ იყენებენ არა იარაღს, არამედ ,,რბილ ძალად“ წოდებულ მეთოდებს, პროპაგანდას, მედიასა და სოციალურ ქსელებს, დატრენინგებულ ჯგუფებს, სპეციალურ ფონდებს, თუ საჭიროა სანქციებს. რეალურად კი ეს ყველაფერი ბერკეტია, რომ ქვეყანა ვერ გახდეს ეკონომიკურად დამოუკიდებელი.  საქართველოს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და ეს გლობალურმა ჩრდილოვანმა მმართველებმა თავიანთ ჰიბრიდულ მეთოდებში გაითვალისწინეს.“

ე) 12 აგვისტოს, 21:14 სთ-ზე, სიუჟეტში - „ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა“, ახალი ამბების წამყვანი ამბობს:  „კეთილდღეობა სხვების ხარჯზე -  ასე აღწევს საკუთარ სტრატეგიულ მიზანს ის ძალა, რომელიც თავად არასდროს შედის პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში გეოპოლიტიკურ მეტოქესთან და ყველაფერს აკეთებს, რომ ბუფერად სხვა ქვეყნები ჩადგნენ. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო რესურსების გამოფიტვაა. მექანიზმი ასე  მუშაობს: რაც უფრო მეტი კერა იქნება ანტირუსულად განწყობილი და აქტიური, მით მეტი რესურსის და ენერგიის დახარჯვა უწევს კრემლს მის ირგვლივ პერიმეტრზე. მათ სურთ პარტნიორი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომლის დერეფანს და სტრატეგიულ მდებარეობას გამოიყენებენ და  მასზე  გავლით ენერგორესურსებს მიიღებენ. ამავდროულად ამ პატარა ქვეყანამ რეგიონში რუსული გავლენები უნდა შეაკავოს და თან ისე, რომ

მუდმივად იყოს ახალი აგრესიის შიშის ქვეშ. ოღონდ ამ ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების საფარი და არც ნატოს  მეხუთე  პუნქტის  მსგავსი  ვალდებულება აქვს  ვინმეს.  ტურისტებზე შეტევა  და ანტირუსული განწყობების გაღვივება არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ურტყამს ეკონომიკას, სპობს ტურისტულ პოტენციალს და  აფრთხობს მსხვილ ინვესტორებს. ყველამ იცის და საქართველოსაც თავის თავზე აქვს გამოცდილი როგორ მოქმედებს საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით და რა უწერია სამხედრო დოქტრინაში ოფიციალურად რუსეთს.“

ვ) 12 აგვისტოს, 21:22 სთ-ზე, სიუჟეტში - „გამოძიება საბოტაჟისა და ღალატის მუხლით“, ახალი ამბების წამყვანი ამბობს: „თუ ამ ყველაფერს ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, გიორგი ბარამიძის სკანდალური განცხადებაც არ  გამოდის  სპონტანური და  იმ  სცენარის  ნაწილია,  რომლითაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება უნდა მოხდეს.“

ზ) 12 აგვისტოს, 21:37 სთ-ზე, სიუჟეტში - „დაპირისპირება ოპოზიციაში“,   ახალი ამბების წამყვანი ამბობს: „რევანშით ანთებული ბელადი და პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია.“, ხოლო 21:28 სთ-ზე ამბობს: „ახლა მას სურს ერთპიროვნული მმართველობა ოპოზიციაში. ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარ  პარტიაში,  თუმცა  მას  მორჩილი  უმრავლესობა სჭირდება  სხვა პარტიებშიც, რათა მათი მთავარი დღის წესრიგი აგებული იყოს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე.“

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N26-10-1929, 24.08.2026); ახალი ამბების პროგრამების ვიდეოჩანაწერები.

24.  სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1.  მაუწყებლის შინაარსობრივი მოთხოვნების განმარტების წესი

25.  „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის   პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2   პუნქტის   თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

26. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

27.  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.5  ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

28.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.6 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.7

29. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედიაპლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.8

30. ამავდროულად,   სამაუწყებლო   მედიას   დემოკრატიულ   საზოგადოებაში   უაღრესად   დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის ფუნქციის შესრულებაში.9 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან    ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი.

31. ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   ყოველ   კონკრეტულ   შემთხვევაში,   კომისია გაითვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ      მაუწყებელს     ჰქონდეს     ლეგიტიმური     შესაძლებლობა,     შეასრულოს     საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება.10

5 „ჰენდისაიდი“ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, No. 5493/72, § 49

6  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება ,,შპს სამაუწყებლო

კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72.; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება ,,შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-58

7 „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” , No. 38433/09, § 134.

8 “Animal Defenders International” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ No 48876/08; „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის

წინააღმდეგ“,  No. 32181/04 და 35122/05

9   „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, No. 15890/89,

10  კომისიის 2025 წლის 30 დეკემბრის Nგ-25-16/668 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ   ა(ა)იპ ,,საქართველოს

მომავლის  აკადემიის“  (ს/კ  4051137755); ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრის განხილვის თაობაზე“; კომისიის 2025 წლის 17

3.2. მაუწყებლობის მიუკერძოებლობის რეგულირება

32.  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

33. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით კომისიის მიერ აღსრულებას ექვემდებარება შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის მაუწყებლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობა მაუწყებლობის და ზოგადად მედიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. მიუკერძოებლობის პრინციპი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააშუქოს სათანადო ობიექტურობით და უზრუნველყოს, რომ საჯარო დისკუსიის არცერთ მხარეს არ მიენიჭოს უპირატესობა. მიუკერძოებლობის პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ მაუწყებელმა გამოავლინოს მიუკერძოებლობა ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და არ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ  ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა  საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა.’’ 11

34. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან/და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად, საკუთარი შეხედულების მიხედვით. მაუწყებლის პოზიციის გამოხატვის შეზღუდვა ემსახურება მაუწყებლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის დაცვას, რათა აღიკვეთოს ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი ძლიერი ფინანსური ან გავლენიანი ჯგუფების მიერ მაუწყებლის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედება. ამასთან, აღნიშნული დებულების მიზანია, არ დაუშვას მაუწყებლის მესაკუთრის მიერ მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და მაუწყებლის გამოყენება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე კონკრეტული ინტერესთა ჯგუფისთვის ხელსაყრელი მოსაზრებების გავრცელებისათვის, რაც საბოლოო ჯამში არასათანადო გავლენას ახდენს პოლიტიკურ დისკურსსა და დემოკრატიულ დებატებზე.12

35. განსახილველ  შემთხვევაში  მაუწყებლის  წამყვანის/ჟურნალისტის  მიერ  გამოთქმული  ზემოთ აღნიშნული ფრაზები (მაგ.: „იძულებითი მეტამორფოზა უკრაინის ომზე“; „დუმილის კომფორტი მათ მხოლოდ უკრაინის ომმა დაურღვია და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალურმა ტრენდმა აიძულა მორალური ამნეზიიდან გამოსულიყვნენ“; „გაბრაზებული ბელადი და პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია“; ,,კეთილდღეობა სხვების ხარჯზე ...“;   „  ..  ბარამიძის სკანდალური განცხადებაც არ გამოდის სპონტანური და იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება უნდა  მოხდეს“; „რევანშით ანთებული ბელადი“; „ახლა მას  სურს  ერთპიროვნული მმართველობა ოპოზიციაში. ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარ პარტიაში, თუმცა მას მორჩილი უმრავლესობა სჭირდება სხვა პარტიებშიც, რათა მათი მთავარი დღის წესრიგი აგებული იყოს  სააკაშვილის  ციხიდან  გათავისუფლებაზე“), გამოყენების   კონტექსტის,   შინაარსისა   და ივლისის Nგ-25-16/392 გადაწყვეტილება ,,ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი   ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ“.

11   განმარტებითი ბარათი  საქართველოს  კანონის პროექტზე  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 07-3/29/11, 2

12   კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ,,გზამკვლევი მაუწყებლობის შინაარსობრივი მოთხოვნების თაობაზე - სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საგანგებო ვითარების         გაშუქება“.          http://www.comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/broadcasting-sakonsultacio- dokumentebi-da-sxva-masalebi/gzamkvlevi-mauwyeblobis-shinaarsobrivi-motxovnebis-taobaze.page- - გვ.17

გავრცელების ფორმის გათვალისწინებით წარმოადგენს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. მაუწყებლის წამყვანის მიერ წარმოთქმული სადავო ფრაზები გამოხატულია როგორც მისი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება.

36. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  მაუწყებლის  მიერ  ახალი  ამბების  პროგრამაში ინფორმაცია გაშუქებულია მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების, მოსაზრების საფუძველზე, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

37.  ამრიგად, კომისიის მიერ დადგინდა, რომ სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.    სს    ,,მედია    ჰოლდინგს“    მიეცეს    წერილობითი    გაფრთხილება    ,,მაუწყებლობის    შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

2.    გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

3.    გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)   სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

4.    დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     წინამდებარე     გადაწყვეტილების     ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,მედია ჰოლდინგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.    დაევალოს  კომისიის     აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  სს  ,,მედია  ჰოლდინგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

6.    გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

7.    კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ანი ვაზაგაშვილი წევრი

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები