წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-26-19 / 103

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2026 13:23

მიღების თარიღი მარტი 05, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი  არხებით  საბითუმო  მომსახურების ბაზრის  შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის  კვლევისა  და  ანალიზის  შედეგების  შესახებ“  ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული  წარმოების   დაწყების  შესახებ  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ  (შემდგომში    - კომისია)    2025 წლის    25 დეკემბერს მიიღო  გადაწყვეტილება  Nგ-25-23/658  ,,საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2018 წლის  6 დეკემბრის  N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურეობის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

2025 წლის 25 დეკემბრის  გადაწყვეტილებით  დაწყებული  წარმოების  ფარგლებში  საკითხის შესწავლის მიზნით  კომისიამ  მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  ავტორიზებული პირებისგან გამოითხოვა  ზემოთაღნიშნული  საკითხის  შესწავლის  მიზნისთვის  რელევანტური მიმდინარე ხელშეკრულებები და მათი შესაბამისი დანართები.

ავტორიზებული პირების მიერ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენამ მოითხოვა მეტი დრო, ვიდრე ეს  იყო გათვალისწინებული, შესაბამისად,  მოცულობითი    დოკუმენტების გასაანალიზებლად და  საკითხის  სრულფასოვნად  შესწავლისთვის  საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი ვადა არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდეს 3 თვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის   მე-11  მუხლის  მე-3  პუნქტის  „პ“  ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2021 წლის  9 დეკემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებული   „საჯარო   კონსულტაციების   მარეგულირებელი   წესის“   მე-6 მუხლის    მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2018  წლის  6  დეკემბრის  N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის  25  დეკემბრის Nგ-25-23/658  გადაწყვეტილებით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდეს 3 თვით.

2.   ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026 წლის 4 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3.   გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან;

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ.  გასვიანი)  წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნა და კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.  კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები