წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 140

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 14:24

მიღების თარიღი მარტი 26, 2026

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2016  წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება   და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.

როგორც ცნობილია, საქართველოში 5G ტექნოლოგიის განვითარება დაიწყო 2023 წლიდან, 5G ტექნოლოგიისთვის განკუთვნილი სიხშირული რესურსის ლიცენზიის გაცემის შემდეგ. ამ დროისთვის უკვე სამივე მობილური ოპერატორი ფლობს აღნიშნული ტექნოლოგიის სიხშირული რესურსის ლიცენზიას. შესაბამისად, მეხუთე თაობის ქსელის დანერგვისა და გაფართოების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, რომ ელექტრონული ანგარიშგების ფორმაში ცალკე აისახოს 5G ტექნოლოგიით დაფარული დასახლებები. შესაბამისად, ფორმა 10.5-ის (დაფარვის ზონები)  ტექნოლოგიის ველის მნიშვნელობებს ემატება 5G ტექნოლოგია.

დამატებით, კომისია მიიჩნევს, რომ აღარ არის ფორმების 10.1 (მაგისტრალური არხების მარშუტიზატორები), 10.2 (ოპტიკური მაგისტრალური არხი), 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხი) და 10.4 (Wi-Fi მიმღებ-გადამცემების მონაცემები) შევსების საჭიროება. აღნიშნული ფორმების ნაწილში მოცემული გარვლეული ინფორმაცია ასახულია კომისიის ელექტრონული ანგარიშების სხვა ფორმებში (კერძოდ, ფორმაში 10.2 მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფორმაში 8.3 (ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო საშუალებები); ხოლო ფორმებში 10.3 და 10.4 მოცემული ინფორმაცია ივსება „სიხშირეთა განაწილებისა და მონიტორინგის სისტემაში“ - FAMS), ამასთან, ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი აღარ არის აქტუალური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში და მისი დანართი-1-ის ფორმა 10.5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

2. დაფარვის  ზონების  ფორმა  10.5-ში  ცვლილება  ძალაში  შევიდეს  2026  წლის  1  აპრილიდან. დანართი  N1-ით  განსაზღვრულ,  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებულ შესაბამის პირებს დაევალოთ შევსებულ იქნას სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 10.5 განახლებული სახით 2026 წლის 20 მაისამდე ვადაში;

3. გაუქმდეს  კომისიის 2016 წლის 11  თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცებული შემდეგი ფორმები: 10.1 (მაგისტრალური არხების მარშუტიზატორები), 10.2 (ოპტიკური მაგისტრალური არხი), 10.3 (რადიოსიხშირული მაგისტრალური არხი) და 10.4 (Wi-Fi მიმღებ- გადამცემების მონაცემები).

4. გადაწყვეტილება (გარდა მისი მეორე პუნქტისა) ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

გოგა  გულორდავა      თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები