საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის № გ-25-7/568 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 15:52
მიღების თარიღი აპრილი 02, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის №გ-25-7/568 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განმცხადებელი: შპს „ესმა-ელადა“
კომისიის სხდომის თარიღი: 02.04.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ესმა-ელადამ“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2024 წლის22 ნოემბერს; ს.კ. №426555248) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/2621,18.03.26) ტექნიკური აღჭურვილობის განახლების გამო, ქ. თბილისსა და ქვემო ქართლის მხარეში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში რადიოკავშირისთვის მინიჭებული სიხშირის დეციმეტრული დიაპაზონის სიხშირით შეცვლის მოთხოვნით.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის № გ-25-7/568 გადაწყვეტილებით „ესმა- ელადას“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F3349 უფლება და მიენიჭა სიხშირე 150.550 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და ქვემო ქართლის მხარეში, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 5 დეკემბრიდან 2026 წლის 5 დეკემბრამდე,
3. კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის №26-10-722 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღნიშნავს რომ შპს „ესმა-ელადას“ შესაძლებელია მიენიჭოს 414.250 მჰც სიხშირე ნაცვლად 150.550 მჰც სიხშირისა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის № გ-25-7/568 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს შპს „ესმა-ელადას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3349 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 414.250 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და ქვემო ქართლის მხარეში, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 5 დეკემბრიდან 2026 წლის 5 დეკემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ესმა-ელადასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს „ესმა-ელადას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ესმა-ელადასთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „ესმა- ელადასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
