საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის № გ-25-7/655 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 16:17
მიღების თარიღი აპრილი 02, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის № გ-25-7/655 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განმცხადებელი: შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“
კომისიის სხდომის თარიღი: 02.04.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს„ბლექ სი პეტროლიუმმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 24 ოქტომბერს; ს.კ. № 405572394) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/2208, 05.03.26) სოფელ ყულევის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში რადიოკავშირისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე გამოწვეული ხელშეშლების გამო (გამოვლინდა რადიოსადგურების არადამაკმაყოფილებელი კავშირი ბუნკერული ტიპის (რკინა- ბეტონის მონოლითური) შენობებიდან, გამოიწვია ტექნოლოგიური პროცესის ოპერატიული მართვის გართულება და ტექნოგენური ხასიათის ავარიული მდგომარეობა), სიხშირეების შეცვლის მოთხოვნით.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის № გ-25-7/655 გადაწყვეტილებით „ბლექ სი პეტროლიუმს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 3368 უფლება და მიენიჭა სიხშირეები 420.150 მჰც, 420.450 მჰც, 424.100 მჰც, 420.200 მჰც და 425.200 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სოფელ ყულევის ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 25 დეკემბრიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე.
3. კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის № 26-10-672 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღნიშნავს რომ შპს „ბლექ სი პეტროლიუმს“ შესაძლებელია მიენიჭოს 446.900 მჰც,
451.900 მჰც, 447.600 მჰც, 448.150 მჰც და 452.600 მჰც სიხშირეები ნაცვლად 420.150 მჰც, 420.450 მჰც, 424.100 მჰც, 420.200 მჰც და 425.200 მჰც სიხშირეებისა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2025 წლის 25 დეკემბრის № გ-25-7/655 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს შპს „ბლექ სი პეტროლიუმს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3368 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 446.900 მჰც, 451.900 მჰც, 447.600 მჰც, 448.150 მჰც და 452.600 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) სოფელ ყულევის ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 25 დეკემბრიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ბლექ სი პეტროლიუმისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს „ბლექ სი პეტროლიუმს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ბლექ სი პეტროლიუმისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „ბლექ სი პეტროლიუმისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
