წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 1 აპრილის Nგ-21-21/206 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: გ-26-19 / 291

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2026 12:06

მიღების თარიღი ივნისი 25, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 1 აპრილის Nგ-21-21/206 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

2021 წლის 1 აპრილს Nგ-21-21/206 გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგია“ დაამტკიცა. დოკუმენტი განსაზღვრავს კომისიის ხედვას კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადებასთან დაკავშირებით.

კომისია, როგორც სამაუწყებლო დარგში მოქმედი მარეგულირებელი ორგანო ფლობს ინფორმაციას რადიო სამაუწყებლო სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. 2026 წლის 19 თებერვალს კომუნიკაციების კომისიის N1 დადგენილებით ცვლილებები შევიდა „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში. ცვლილებების შედეგად ახლებურად განისაზღვრა სამაუწყებლო ზონების საზღვრები და საქართველოს ტერიტორია დაიყო 32 სამაუწყებლო ზონად.

როგორც განხორციელებული ცვლილებების, ისე ტექნოლოგიური პროგრესის, არსებული მედია გარემოსა და სექტორში მიმდინარე სხვა პროცესების შედეგად, არსებული ფორმით დამტკიცებული „კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების სტრატეგია“ ვეღარ პასუხობს სამაუწყებლო საქმიანობის მიზნით რადიოსიხშირული რესურსის მიღებით დაინტერესებულ პირთა საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. შედეგად, ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად, რაციონალურად და ოპტიმალურად გამოყენების მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გადაეხედა და ძალადაკარგულად გამოეცხადებინა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების სტრატეგია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VII თავების შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2021 წლის 1 აპრილის Nგ-21-21/206 გადაწყვეტილება კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ბ.გასვიანი);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები