კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/271 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2026 17:17
მიღების თარიღი ივლისი 14, 2026
კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/271 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის სხდომის თარიღი: 14.07.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/271 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 16 ივლისის 15:00 საათი.
2. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის სხდომა 2026 წლის 16 ივლისის ნაცვლად გაიმართება 2026 წლის 17 ივლისს, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს კომისიის 2026 წლის 11 ივნისის №გ-26-23/271 გადაწყვეტილებაში და შეიცვალოს ზეპირი მოსმენის თარიღი.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2026 წლის 11 ივნისის კომისიის №გ-26-23/271 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
” 2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 17 ივლისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;”
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
