წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 3323 და № F 3396 უფლებების გაუქმებისა და 2025 წლის 18 სექტემბრის № გ-25-7/468 და 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-7/62 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 381

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2026 15:33

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 3323 და № F 3396 უფლებების გაუქმებისა და 2025 წლის 18 სექტემბრის № გ-25-7/468 და 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-7/62 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

განმცხადებელი: სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“

კომისიის სხდომის თარიღი: 20.08.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის  რ-ნის  სასამართლოს  მიერ  1996  წლის  26  ივლისს,  რეგ.  №  2/8-24;  ს.კ.  № 201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/6674, 29.07.26) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 18 სექტემბრის № გ-25-7/468 და 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-7/62 გადაწყვეტილებებით მინიჭებული № F 3323 და № F 3396 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებების გაუქმება.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 3323 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 12786 მჰც ± 1.75 მჰც და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც), შემდეგ მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) რუსთავი; მუხრანი (PS13)-დუშეთი; დიდი ფლევი (PS15)-ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1)-კორბოული; ქვემო საქარა (PRS2)-თერჯოლა და სუფსის ტერმინალი-ფოთი, ერთი წლის ვადით - 2025 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 28 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2025 წლის 18 სექტემბრის№გ-25-7/468 გადაწყვეტილებით.

3. კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 3396 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) მცხეთის, გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2026 წლის 15 თებერვლიდან 2027 წლის 15 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,  2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-7/62 გადაწყვეტილებით.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 54- ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 3323 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2025 წლის 18 სექტემბრის № გ-25-7/468 გადაწყვეტილება;

2. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 3396 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-7/62  გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილებების სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  №64)  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

  

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები