წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-20/68 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-26-19 / 91

გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2026 13:57

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2026

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-20/68 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2026 წლის 12 თებერვალს მიღებულ იქნა № გ-26-20/68 გადაწყვეტილება, შპს „პისი მაქსისთვის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-20/68 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების ტექსტის სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის მესამე აბზაცში სიტყვა „გასაიდუმლოების“ ნაცვლად უნდა ეწეროს „განსაიდუმლოების“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში  არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    გასწორდეს კომისიის 2026 წლის 12 თებერვლის № გ-26-20/68   გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და გადაწყვეტილების ტექსტში „წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „პისი მაქსის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „პისი მაქსის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის  მიმართვამდე  ან  იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული“ ჩაიწეროს „წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „პისი მაქსის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „პისი მაქსის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების შპს „პისი მაქსისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „პისი მაქსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის  აპარატის კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების   დეპარტამენტს (ე. სიჭინავა);

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები