წვდომის მენიუ

შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-26-2 / 263

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2026 12:54

მიღების თარიღი ივნისი 11, 2026

შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

განმცხადებელი: შპს “ფორმულა” (ს/ნ 405345666);

კომისიის სხდომის თარიღი: 11.06.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „ფორმულამ“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-26-7/5298, 25/05/2026) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5067, 29/08/2019) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „ფორმულას“  სურს  მაუწყებლობის  გავრცელების  ტექნოლოგიებში დაემატოს შპს „ტელეკომპანია ეგრისის”, შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის”, შპს “სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის”, შპს “ტელეკომპანია გურჯაანის”, ააიპ “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის”, ააიპ “თავისუფალი მედია სიცრცის” და შპს “ტელერადიოკომპანია რიონის” მულტიპლექსპლატფორმებით გავრცელება უფასო ხელმისაწვდომობით. წერილში აღნიშნულია რომ შპს “ფორმულა” შპს „ტელეკომპანია ეგრისის” მულტიპლექსპლატფორმით მაუწყებლობას დაიწყებს ავტორიზაციის მოდიფიცირებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი მულტიპლექსპლატფორმებით ავტორიზაციის მოდიფიცირებიდან ერთი წლის ვადაში.

2. კომისიის 2026 წლის 28 მაისის №გ-26-03/3404 წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად შპს „ფორმულას“ განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა იმისათვის რომ წარმოედგინა წერილში მითითებულ მულტიპლექსოპერატორებთან (გარდა შპს „ტელეკომპანია ეგრისისა”, რომელმაც 2026 წლის 28 მაისს კომისიაში წარმოადგინა შპს „ფორმულას“ სატელევიზიო არხის გავრცელების მზაობის თაობაზე წერილი) გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობისა და შპს „ფორმულას“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ. შპს „ფორმულამ“ 2026 წლის 8 ივნისს წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/5738, 08/06/2026) და მულტიპლექსოპერატორებისგან (შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში”, შპს “სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა”, ააიპ “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი”, ააიპ “თავისუფალი მედია სივრცე”) მიღებული ცნობები თავისუფალი რესურსის არსებობისა და მსურველი ავტორიზებული მაუწყებლის  დაშვების  შესაძლებლობის  შესახებ.  წერილში  კომპანიამ დააზუსტა  2026  წლის 25 მაისის მოთხოვნა და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების ტექნოლოგიაში მოითხოვა შპს „ტელეკომპანია ეგრისის”, შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის”, შპს “სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის”, ააიპ “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის” და ააიპ “თავისუფალი მედია სივრცის” მულტიპლექსპლატფორმების დამატება უფასო ხელმისაწვდომობით.

3.  კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ფორმულა“  კომისიის  2019  წლის  29 აგვისტოს  №გ-19-1/497 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5067, 29/08/2019), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად  მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი ( შპს სტერეო+-ს მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო); ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით - 2019 წლის 5

ოქტომბერი, ხოლო ყველა სხვა ტექნოლოგიის გამოყენებით - 2019 წლის 1 ოქტომბერი;

4. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451   მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

5. კომისიის 2026 წლის 11 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა  შპს “ფორმულას” წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

6. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5067, 29/08/2019) მოდიფიცირება და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიებში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში უნდა დაემატოს შპს „ტელეკომპანია ეგრისის”, შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის”, შპს “სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის”, ააიპ “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის” და ააიპ “თავისუფალი მედია სივრცის” მულტიპლექსპლატფორმებით გავრცელება უფასო ხელმისაწვდომობით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირდეს  შპს  “ფორმულას”  (ს/ნ  405345666)  მაუწყებლობის  ავტორიზაცია  (BR-5067, 29/08/2019), შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში და:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა)   ციფრული   მიწისზედა   სატელევიზიო   ქსელი   (   შპს   სტერეო+-ს   მულტიპლექსი;   შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი; შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” ზუგდიდის მულტიპლექსი; შპს “სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” ფოთის მულტიპლექსი; ააიპ “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის” სამცხე-ჯავახეთის მულტიპლექსი; ააიპ “თავისუფალი მედია სივრცის” გურიის მულტიპლექსი);

ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის (შპს სტერეო+-ს მულტიპლექსით),   ინტერნეტით   და   თანამგზავრული   სისტემების   მიწისზედა   და ორბიტალური  სადგურების გამოყენებით  - 2019 წლის 1 ოქტომბერი; გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით - 2019 წლის 5 ოქტომბერი; ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსის) გამოყენებით 2026 წლის 14 ივნისამდე; ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის (შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” ზუგდიდის მულტიპლექსისს; შპს “სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” ფოთის მულტიპლექსი; ააიპ “სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის” სამცხე-ჯავახეთის მულტიპლექსის; ააიპ “თავისუფალი მედია სივრცის” გურიის მულტიპლექსის) გამოყენებით 2027 წლის 11 ივნისამდე;

2. შპს „ფორმულა“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა)   სათანადო   მონაცემების   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ფორმულასთვის” გაგზავნა;

ბ)    აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “ფორმულასთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   პირველი   და   მე-2   პუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები