შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2026 16:39
მიღების თარიღი ივლისი 09, 2026
შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
განმცხადებელი: შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ (ს/ნ 204886454);
კომისიის სხდომის თარიღი: 09.07.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა“ (ს/ნ 204886454) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/6218, 03/07/2026 და №შ-26-7/6244, 06/07/2026) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1102, 01/10/2013) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს“ სურს საერთო ტელემაუწყებლობის ნაცვლად განახორციელოს სპეციალიზებული (შემეცნებითი/სამეცნიერო/კულტურულ-საგანმანათლებლო/გასართობი) ტელემაუწყებლობა. სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის დაწყებას კომპანია გეგმავს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-1102, 01/10/2013), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 8 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2014 წლის 5 ივნისი;
4. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
5. კომისიის 2026 წლის 9 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელი ემილია ალავერდოვი.
II. სამოტივაციო ნაწილი
6. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1102, 01/10/2013) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (შემეცნებითი/სამეცნიერო/კულტურულ- საგანმანათლებლო/გასართობი) ტელემაუწყებლობა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1102, 01/10/2013) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს სპეციალიზებული (შემეცნებითი /სამეცნიერო /კულტურულ-საგანმანათლებლო /გასართობი) ტელემაუწყებლობა.
2. შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის” გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ივანე მახარაძე წევრი
