შპს „ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 06, 2026 11:38
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2026
შპს „ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
განმცხადებელი: შპს „ტვ.პლიუსი“;
კომისიის სხდომის თარიღი: 05.02.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტვ.პლიუსმა“ (ს/ნ 427742222) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/877, 30/01/2026) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5119,07/04/2022) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ტელემაუწყებლობის ენებად დამატებით განისაზღვროს რუსული და ინგლისური ენა.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ.პლუსმა“ კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებით გაიარა ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში. კომპანიას საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2022 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 12 იანვრამდე. 2023 წლის 12 იანვარს კომპანიას საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე განუახლდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია (BR-5119, 07/04/2022), ხოლო 2023 წლის 20 იანვარს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება №გ-23-3/18 შპს „ტვ.პლუსის“ ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე. დღეის მდგომარეობით შპს „ტვ.პლიუსი“ მაუწყებლობის სფეროში ფლობს ავტორიზაციას (BR-5119,07/04/2022), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი;
ზ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით და ინტერნეტით მაუწყებლობა 2023 წლის 2 თებერვლამდე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2023 წლის პირველ ივნისამდე;
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
4. კომისიის 2026 წლის 5 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „ტვ.პლიუსის“ წარმომადგენელი კახა ხურციძე.
II. სამოტივაციო ნაწილი
5. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5119, 07/04/2022) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად ქართულთან ერთად დამატებით განისზღვროს რუსული და ინგლისური.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ტვ.პლიუსის“ (ს/ნ427742222) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5119,07/04/2022), შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;“
2. შპს „ტვ.პლიუსი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ.პლიუსისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)
გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტვ.პლიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
