სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2025 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2026 12:27
მიღების თარიღი მაისი 28, 2026
სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“2025 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა ადმინისტრაციის უფროსის ბონდო გასვიანის ინფორმაცია 2025 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.
კომისიამ 2025 წელს ფაქტიური ჯამური შემოსავლის სახით მიიღო 19,141,079 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:


II. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული კომისიის ადმინისტრაციის უფროსის ბონდო გასვიანის ინფორმაცია კომისიის და მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის 2025 წლის ბიუჯეტის ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები:

3. დამტკიცდეს მედიააკადემიის 2025 წლის ბიუჯეტის ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები:

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ანა ვაზაგაშვილი წევრი
