წვდომის მენიუ

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

ნომერი: გ-26-22 / 27

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2026 18:12

მიღების თარიღი იანვარი 28, 2026 18:12

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

2026 წლის 28 იანვარს 18:00 საათზე დასრულდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია 26 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით (სამი სამუშაო დღე) მიმდინარეობდა. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ერთმა კანდიდატმა გოგა გულორდავამ გაიარა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2026 წლის 29 იანვარს 11 საათზე გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები