საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2026 12:16
მიღების თარიღი იანვარი 29, 2026
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2026 წლის 29 იანვარს, 11:00 საათზე კომისიაში (მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული), „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის N7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ (შემდგომში „კომისიის დებულება“) მე–8 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის 2026 წლის 22 იანვრის Nგ-26-22/27 გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩატარდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით, 5 (ხუთი) ხმით კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი - გოგა გულორდავა. არჩევნების დასრულებისთანავე, კომისიის 2026 წლის 22 იანვრის Nგ-26-22/27 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილ იქნა კენჭისყრის ოქმი, რომელიც ამავე გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების შედეგების დამტკიცების მიზნით, წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების, 2022 წლის 29 დეკემბრის N7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე–8 მუხლის, კომისიის 2026 წლის 22 იანვრის Nგ-26-22/27 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტისა და 2026 წლის 29 იანვრის კენჭისყრის ოქმის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავას არჩევა, კომისიის 2026 წლის 22 იანვრის Nგ-26-22/27 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე;
2. კომისიის 2026 წლის 22 იანვრის Nგ-26-22/27 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილი 2026 წლის 29 იანვრის კენჭისყრის ოქმი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. გოგა გულორდავას, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 29 იანვრიდან 2029 წლის 28 იანვრის ჩათვლით;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
2
