ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2026 11:05
მიღების თარიღი იანვარი 15, 2026
ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
განმცხადებელი: ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია”;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 15 იანვარი;
I.აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/5220, 29.12.2025) მიმართა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” (ს/ნ 404511337) სათემო რადიომაუწყებლობის№B 182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B 182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1, 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5, 2017 წლის 28 სექტემბრის №654/2, 2018 წლის 31 მაისის №332/2 და №2022 წლის გ-22-2 / 382 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
თბილისი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.70"N 44°47'6.40"E |
200 |
8 |
|
ახალციხე |
107.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°37'48.40"N 42°57'25.40"E |
30 |
8 |
|
ახმეტა |
93.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'58.00"N 45° 9'33.99"E |
25 |
4 |
|
გორი |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 1'57.10"N 44° 2'50.80"E |
60 |
4 |
|
ზუგდიდი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°30'7.80"N 41°53'8.80"E |
30 |
4 |
|
ლენტეხი |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°46'28.45"N 42°45'40.57"E |
15 |
4 |
|
მესტია |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
43° 01'28.8"N 42°46'07.60"E |
15 |
4 |
|
სენაკი |
88.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°17'23.15"N 42° 3'27.98"E |
20 |
4 |
|
ტყიბული |
90.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°22'27.22"N 43° 2'20.15"E |
35 |
4 |
|
ფოთი |
104.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42° 8'23.80"N 41°40'39.30"E |
25 |
4 |
|
ქუთაისი |
87.9 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°16'48.18"N 42°44'11.20"E |
50 |
4 |
|
სტეფანწმინდა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
42°39'24.29"N 44°39'10.13"E |
20 |
4 |
|
ყვარელი |
94.5 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°54'23.04"N 45°49'41.92"E |
25 |
4 |
|
წალკა |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'5.80"N 44°14'18.50"E |
20 |
4 |
|
ხულო |
105.3 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°38'23.80"N 42°20'34.39"E |
30 |
4 |
|
ბათუმი |
105.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'37.56"N 41°42'54.99"E |
30 |
4 |
|
დედოფლისწყარო |
95.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'0.91"N 46° 8'10.62"E |
40 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
5. კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
6. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
7. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი სათემო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” მიერ 2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/5220, 29.12.2025).
8. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №26-10-14, 09.01.2026) რომელმაც ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 56862 ლარი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” (ს/ნ 404511337) სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 19 თებერვალს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის” გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
