შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2026 16:44
მიღების თარიღი ივლისი 09, 2026
შპს „რადიო პალიტრას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
განმცხადებელი: შპს „რადიო პალიტრა“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 9 ივლისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6193, 02.07.2026) მიმართა შპს „რადიო პალიტრამ“ (ს/კ 211393188) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო პალიტრა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიას 2026 წლის 11 აგვისტომდე, 2016 წლის 11 აგვისტოს №564/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 11 აგვისტომდე;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი; ვ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ზ) ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ბორჯომის სატელევიზიო ანძა |
103.9 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°49'24"N 43°22'58"E |
30 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
II. სამოტივაციო ნაწილი
3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო პალიტრამ“ განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2026 წლის 2 ივლისს, ნაცვლად 2026 წლის 25 ივნისისა, შესაბამისად კომპანიის მიერ გაშვებულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3, მე-4 დამე-5 ნაწილების შესაბამისად - „გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას. ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს 5 დღის ვადაში“.
7. კომისიის 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „რადიო პალიტრას“ წარმომადგენელი აღინიშნა, რომ შპს „რადიო პალიტრას“ 2026 წლის 2 ივლისს განცხადებაში აღნიშნულია რომ კომპანიის დირექტორმა ავადმყოფობის გამო, ვერ მოახერხა ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე განაცხადის დროულად გამოგზავნა. განაცხადზე თანდართულია 2026 წლის 24 ივნისით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
8. კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის დირექტორის ავადმყოფობა ივნისის ბოლოს პერიოდში, რასაც შესაძლოა, გამოეწვია განცხადების წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადის გაშვება. შესაბამისად, შპს „რადიო პალიტრას“ დირექტორის მიერ ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა გაშვებულია საპატიო მიზეზით და უნდა აღდგეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიო პალიტრას“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები;
9. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს „რადიო პალიტრას“ მიერ 2026 წლის პირველ ივლისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6193, 02.07.2026).
10. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №26-10-1542, 06.07.2026), რომელმაც შპს „რადიო პალიტრას“ კერძო მაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, 94-ე მუხლის და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო პალიტრას“ (ს/კ 211393188) კერძო რადიომაუწყებლობის №B188 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 6 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო პალიტრასთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ივანე მახარაძე წევრი
