წვდომის მენიუ

ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 338

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 11:59

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

განმცხადებელი: ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 ივლისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/6385, 14.07.2026) მიმართა ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის  ხმამ“  (ს/კ  234240862)  სათემო  რადიომაუწყებლობის  №B190  ლიცენზიის მოქმედების  ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2. ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიას 2026 წლის პირველ სექტემბრამდე, 2016 წლის პირველი სექტემბრის №608/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული, სომხური;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი; ვ) ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

მარნეული

 

96.9

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

41°29'30.75"N

44°47'17.85"E

 

20

 

6

 

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

II.   სამოტივაციო ნაწილი

3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

5. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

6. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

7. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი სათემო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ 2026 წლის 16 ივლისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6520, 20.07.2026).

8. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი -№26-10-1657, 17.06.2026) რომელმაც ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 4252.50 ლარი.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  მე–5  მუხლის  მე–8  პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ,  კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  ააიპ  „ჟურნალისტთა  კავშირი  ხალხის  ხმის“  (ს/კ 234240862) სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 27 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“  გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები