წვდომის მენიუ

შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 340

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 15:32

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

განმცხადებელი: შპს „სისტემა გამა“ (ს/ნ 203850234);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 ივლისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ  კომისიას წერილობით მიმართა შპს „სისტემა გამამ“ (ს/ნ 203850234) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/6292, 07.07.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „სისტემა გამა“ ითხოვს ლიცენზიის ქვესახეობის ცვლილებას და საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (მუსიკალური/გასართობი/შემეცნებითი) მაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც წერილშია აღნიშნული   მსმენელთა მოთხოვნაა, რომ უპირატესობა მიენიჭოს მუსიკალურ და შემეცნებით პროგრამებს, აგრეთვე კომპანიას არ აქვს საინფორმაციო გამოშვებების ხარისხიანად მომზადებისთვის საჭირო რესურსები.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემა გამა“ კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებით ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

 

განთავსების

სიხშირე

(მჰც)

მოდულაცია

პოლარ იზაცია

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ადგილი

 

 

V / H

 

 

 

(მ)

 

 

 

ქ. თბილისი

 

 

104.3

 

 

FM

 

 

V

 

 

წრიული

 

 

500

 

 

41°41'44.88"N

 

44°47'6.11" E

 

 

90

 

 

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოებაც, რომ შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზია არ არის გაცემული კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობას წარმოადგენდა საერთო რადიომაუწყებლობა.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,  კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81  მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2023  წლის  20  აპრილის  №გ-23-6/189  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2026   წლის   27   აგვისტოს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სისტემა გამასთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები