წვდომის მენიუ

შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 345

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 17:10

მიღების თარიღი ივლისი 23, 2026

შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

განმცხადებელი: შპს „ჩვენებური ჰოლდინგი“ (ს/ნ 405105041);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 23 ივლისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული    კომისია   (შემდგომში    ,,კომისია”)   აღნიშნავს, რომ  კომისიას წერილობით მიმართა შპს „ჩვენებური ჰოლდინგმა“ (ს/ნ 405105041) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-6/6040, 23.06.2026) კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ჩვენებური ჰოლდინგი“ ითხოვს ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარად ცვლილებას, რომ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის სამაუწყებლო სიგნალით დაფარვა მოხდეს თბილისის სატელევიზიო ანძიდან, 1000 ვტ სიმძლავრის ერთი გადამცემითა და წრიული გასხივების, 6 დბ გაძლიერების კოეფიციენტის მქონე ანტენით კომისიის 2026   წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური პირობების ანალოგიურად. წერილში აღნიშნულია რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მოთხოვნილია საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის დასაფარად სინქრონული ქსელის მოწყობა სამი სხვადასხვა ლოკაციიდან, სხვადასხვა სიმძლავრის გადამცემებითა და ანტენებით რაც არის რთული, ძვირადღირებული და პრობლემატური შემდეგ მიზეზთა გამო:

ა) ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული ერთ-ერთი ლოკაცია მდებარეობს გარდაბანში კერძო კომპანიის ტერიტორიაზე. რამდენიმე მცდელობის, მათ შორის წერილობითი ფორმით მიმართვის მიუხედავად, ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა აღნიშნულ კომპანიასთან რაიმე სახის კომუნიკაციის დამყარება, სამაუწყებლო აპარატურის განთავსების და სხვა დეტალების დაზუსტების მიზნით. ასევე აღსანიშნავია რომ სამაუწყებლო აპარატურა საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს და მომსახურებას, რაც გართულებული იქნება კერძო კომპანიის შიდა უსაფრთხოების ან/და სხვა რეგულაციების გამო;

ბ) ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს მკვეთრად შემცირებული მოთხოვნა რადიორეკლამაზე, რაც პირდაპირ კავშირშია კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ვინაიდან ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ერთ-ერთ სამაუწყებლო ლოკაციაზე, საგარეჯოს ტელეანძაზე არ არსებობს არანაირი სტაბილური ინტერნეტკომუნიკაცია საჭიროა სინქრონული ქსელისთვის აუცილებელი ციფრული აუდიოსიგნალის მიწოდება სხვა გზებით (თანამგზავრი და სხვ.) რაც საკმაოდ დიდი ოდენობის თანხების ინვესტირებას მოითხოვს. აღნიშნული ინვესტიცია, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიას ფინანსურ კრიზისში შეიყვანს და, შესაძლოა, გაკოტრების რისკის წინაშეც დააყენოს.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჩვენებური ჰოლდინგი“ კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებით ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით;

ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი; თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად. სამაუწყებლო ზონის ყველა სადგური უნდა ფუნქციონირებდეს ერთ სამუშაო სიხშირეზე და ერთი და იგივე ფაზაში (ანუ ნულოვანი ან ერთი და იგივე, უცვლელი, ფაზური სხვაობით), ასევე გადამცემ სადგურებზე მიწოდებული აუდიო სიგნალი უნდა იყოს ერთნაირი ამპლიტუდის და ფაზის.

შენიშვნა 3: კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.

ი) სალიცენზიო გადასახდელი: უზრუნველყოს შპს ”ჩვენებური ჰოლდინგმა” სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 14,033.25 (თოთხმეტი ათას ოცდაცამეტი და 25 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

1,170.00 ლარი  – 2025 წლის 25 ოქტომბრამდე;

1,170.00 ლარი  – 2025 წლის 25 ნოემბრამდე;

1,170.00 ლარი  – 2025 წლის 25 დეკემბრამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 იანვრამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 თებერვლამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 მარტამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 აპრილამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 მაისამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 ივნისამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 ივლისამდე;

1,170.00 ლარი  – 2026 წლის 25 აგვისტომდე;

1,163.25 ლარი  – 2026 წლის 25 სექტემბრამდე;

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა)  საქართველოს  კანონმდებლობაში  ან  მაუწყებლობის  სფეროს  პრიორიტეტებში  ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

4. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№26-10-1696, 22.07.2026) თანახმად შპს „ჩვენებური ჰოლდინგმა“ დამატებით წარმოადგინა ტექნიკური ინფორმაცია ანტენის მახასიათებლის, განთავსების სიმღლის, მიმართულების და გადამცემის შესახებ. პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელდა თეორიული შედარებითი მოდელირება და ანალიზი, რაც მოიცავდა სამაუწყებლო დაფარვის არეალის პროგნოზირებასა და შეფასებას ლიცენზიით განსაზღვრული და მოთხოვნილი ტექნიკური პირობების მიხედვით. ასევე ჩატარდა საერთაშორისო ხელშეკრულება GE84-ის შესაბამისად მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სიგნალის გავრცელების თეორიული ანალიზი. შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა მოდელირების შედეგებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი ტექნიკური პირობებით შესაძლებელია ზონა №1-ის დაფარვასთან დაკავშირებული სალიცენზიო ვალდებულების შესრულება. შესაბამისად შესაძლებელია ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

*საანტენო სისტემის მონტაჟი განხორციელდეს იმგვარად, რომ ანტენა მიმართული იყოს 20°-იან გეოგრაფიულ (ჭეშმარიტ) აზიმუტზე;

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).

შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს;

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირების  შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

6. კომისია ასევე აღნიშნავს რომ რადგან საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ის დაფარვა    მოხდება    ერთი    გადამცემი    სადგურით    მიზანშეწონილია    შევიდეს    ცვლილება კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს განახლებული რედაქციით.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2026   წლის   27   აგვისტოს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჩვენებური ჰოლდინგისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები