წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 359

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2026 21:09

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2026

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 6 აგვისტო

I.  აღწერილობითი ნაწილი

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში  (შემდგომში - კანონი) შეტანილი ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: 390-IIმს-XIმპ; გამოქვეყნების წყარო, თარიღი: ვებგვერდი, 02/04/2025; სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.102540) მაუწყებლობის ერთ-ერთ სახეობად განისაზღვრა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.

2. კულტურულ-შემოქმედებითი  რადიომაუწყებელი, კანონის თანახმად, შესაძლოა იყოს ლიცენზიის მფლობელი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) გარკვეულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სახელდებითაა მოხსენიებული მაუწყებლობის სხვა სახეობების (სათემო მაუწყებლობა/კერძო მაუწყებლობა) ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ არ გვხვდება ინფორმაცია კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებლობასთან დაკავშირებით. ანალოგიურად, არ არის განსაზღვრული კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების ფუნქცია, მონაწილეობა მიიღონ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზირების პროცესში, მაშინ, როდესაც ამგვარი ფუნქცია განსაზღვრულია მაუწყებლობის სხვა სახეობებთან (სათემო მაუწყებლობა/კერძო მაუწყებლობა) მიმართებით. შესაბამისად, კომისიის კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროა ცვლილება შევიდეს კომისიის ორ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში, კერძოდ, ა) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებასა და ბ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში და განისაზღვროს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხი.

3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „კომისია გასცემს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელ საბუთს – სალიცენზიო მოწმობას (დანართი №1.1-ის, დანართი №1.2-ის და დანართი №1.3-ის შესაბამისად)“. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭიროა, აღნიშნულ პუნქტით განისაზღვროს, რომ კომისია გასცემს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობასაც, ამასთანავე, ამავე აქტით უნდა დადგინდეს ამგვარი მოწმობის ფორმაც.

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილების, ერთი მხრივ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრავს, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად საკონკურსო ან/და სალიცენზიო ვალდებულებების დადგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მეორე მხრივ, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის გარკვეული ფუნქციები, მათ შორის, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის  გასაცემად    საკონკურსო ან/და სალიცენზიო ვალდებულებების დადგენის უზრუნველყოფა, ასევე, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონების და კონკურსების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების  ჩატარების  ორგანიზება,  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობისა  და  კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა და სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭიროა, აღნიშნული პუნქტებიდან ამოღებულ იქნას სიტყვები „კერძო და სათემო“. ცვლილებებით „მაუწყებლობის“ ცნებაში მოექცევა როგორც კერძო მაუწყებელი და სათემო მაუწყებელი, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებელიც.

5. ამდენად, შემუშავებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის   №1   დადგენილებაში   ცვლილების   შეტანის   შესახებ“   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“,    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს კომისიის კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

7. „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-9  მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ნორმატიული აქტის მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და  დამატების  (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

9. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  103-ე  მუხლის  11  ნაწილის  თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 1061  მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

III. სამოტივაციო ნაწილი

13.  დადგენილებების მიღება მიზნად ისახავს კომისიის   კანონქვემდებარე   ნორმატიულ   აქტებში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებასა  და „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანას. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ აქტებში აისახება კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხი.

14. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საკანონმდებლო აქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამრიგად, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27  = ივნისის  №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065  მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით;

2. ზეპირი  მოსმენა  გაიმართოს  2026  წლის  17  სექტემბერს  15:00  საათზე,  ხოლო  დადგენილებები მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ბ) წინამდებარე გადაწყვეტილება, გ) მომზადებული დადგენილებების პროექტი და დ) განმარტებითი ბარათები;

5. ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული დადგენილებების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ მოსაზრების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარატამენტს (ი. ბუთბაია).

გოგა  გულორდავა   თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები