წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-26-23 / 407

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2026 16:32

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2026

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 10 სექტემბერი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.    „კონკურენციის  შესახებ“  საქართველოს  კანონის    (შემდგომში  -  კანონი)  მე-4  მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კანონს ასევე აღასრულებს მარეგულირებელი ორგანო - ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია).

2.  კანონის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად „ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით.“ აქედან გამომდინარე, კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესს არეგულირებს როგორც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებით დამტკიცებული „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი”, ასევე, კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი“.

3.    ამასთანავე,   კანონის   31-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად,   კონცენტრაციის   თაობაზე შეტყობინების შემსწავლელი ორგანო (კომისია ან სააგენტო) განისაზღვრება კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტთა წრის მიხედვით.    სწორედ აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს და არ მოხდეს კომპეტენციათა აღრევა, დუბლირება ან საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.

4.    სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 15 ივნისის №8 ბრძანებით ცვლილება შევიდა სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში და დაზუსტდა და დაკონკრეტდა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, კონცენტრაციაში მონაწილე პირთა წრის განსაზღვრის, ერთობლივი შემოსავლების გამოთვლის მეთოდოლოგიის,    კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ნაწილში.

5.    სწორედ  აქედან  გამომდინარე,  საჭიროა,  რომ  შესაბამისი  ცვლილებები  შევიდეს  კომისიის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში და სათანადოდ მოწესრიგდეს კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

6.    მომზადებული   ცვლილება   მიზნად   ისახავს   სამართლებრივი   რეგულირების   დახვეწას, სამართლებრივი სიცხადისა და განსაზღვრულობის გაზრდას, კონცენტრაციების შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების ოპტიმიზაციას, ასევე კომისიის მიერ კონკურენციის ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.    „მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს   კანონის მე-8   მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად,  კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც  მიიღება  ამ  კანონის,  „ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  და  „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“     საქართველოს კანონებისა     და     სხვა     საკანონმდებლო     აქტების   საფუძველზე,   „ნორმატიული   აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8.    „ეროვნული     მარეგულირებელი     ორგანოების     შესახებ“     საქართველოს     კანონის     მე-9  მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. „ნორმატიული  აქტების  შესახებ“   საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ნორმატიული აქტის მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.

10.  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  103-ე  მუხლის  11 ნაწილის  თანახმად,  თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 1061   მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.

11. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  116-ე მუხლის პირველი  ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცნობაში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც      მიმდინარეობს  ადმინისტრაციული    წარმოება და მისი    მისამართი.    თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტის   გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.

13.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებ ის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.

14.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას   არ  ექვემდებარება ადმინისტრაციული   წარმოების   საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

III.       სამოტივაციო ნაწილი

15. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის   (შემდგომში - კანონი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კანონს ასევე აღასრულებს მარეგულირებელი ორგანო - ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია).

16.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი“ (დანართი N2).

17.  საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 15 ივნისის №8 ბრძანებით ცვლილება შევიდა სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში და დაზუსტდა და დაკონკრეტდა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის,  კონცენტრაციაში მონაწილე  პირთა  წრის  განსაზღვრის, ერთობლივი  შემოსავლების გამოთვლის მეთოდოლოგიის,    კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ნაწილში.

18. ამასთანავე,  „კონკურენციის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  31-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის თანახმად, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების შემსწავლელი ორგანო (კომისია ან სააგენტო) განისაზღვრება კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტთა წრის მიხედვით.  სწორედ აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს და არ მოხდეს კომპეტენციათა აღრევა, დუბლირება ან საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.

19.  სწორედ აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ შესაბამისი ცვლილება შევიდეს   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში და სათანადოდ მოწესრიგდეს კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

20. კერძოდ, მიზანშეწონილია დაზუსტდეს ეკონომიკური კონცენტრაციების კონტროლისა და შეფასების მარეგულირებელი ნორმები, კონცენტრაციების წინასწარი შეტყობინების ვალდებულებასთან  დაკავშირებული  საკითხები,  შეტყობინების  განხილვის  პროცედურები, კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები, აგრეთვე კონცენტრაციაში მონაწილე პირთა წრის განსაზღვრის წესი.

21. აღნიშნული  ცვლილებები  მიზნად  ისახავს  სამართლებრივი  რეგულირების  დახვეწას, სამართლებრივი სიცხადისა და განსაზღვრულობის გაზრდას, კონცენტრაციების შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების ოპტიმიზაციას, ასევე კომისიის მიერ კონკურენციის ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.

22.  ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

IV.     სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061  და 1065   მუხლების, VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 და მე-7 მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული   წარმოება  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების მიღების მიზნით;

2.    საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3.    „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, მისამართზე: ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4 (ყოფილი ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18) ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.;

4.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2026  წლის 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5.    საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ბ.  გასვიანი)  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვ ერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

7.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

9.    კონტროლი    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    (გარდა    სარეზოლუციო    ნაწილის    მე-6   პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები