შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2026 11:00
მიღების თარიღი იანვარი 15, 2026
შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
განმცხადებელი: შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 15 იანვარი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/5223, 29.12.2025) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ (ს/კ 204876269) კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის№B75 ლიცენზიას კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური; ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;
ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
გორის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°01'56"N 44°02'51"E |
140 |
8 |
|
ქუთაისის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
2000 |
42°16'49"N 42°44'11"E |
100 |
8 |
|
ზუგდიდის ანძა |
103.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
42°24'48"N 41°49'5"E |
50 |
6 |
|
ბათუმის ანძა |
101.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'37"N 41°42'55"E |
100 |
8 |
|
თელავი |
106.1 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°52'13"N 45°24'35"E |
35 |
6 |
|
ბორჯომის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°49'26"N 43°23'01"E |
30 |
8 |
|
ბაკურიანი |
107.1 |
FM |
V |
წრიული |
25 |
41°44'8"N 43°33'13"E |
20 |
6 |
|
ახალქალაქის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°20'52"N 43°25'34"E |
60 |
8 |
|
ახალციხის ანძა |
104.6 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°37'48"N 42°57'25"E |
35 |
8 |
|
ფასანაური |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°21'00"N 44°41'03"E |
30 |
6 |
|
გუდაური |
101.7 |
FM |
V |
წრიული |
25 |
42°29'20"N 44°30'02"E |
30 |
6 |
|
სტეფანწმინდა ელ.კავშირის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°39'24"N 44°39'10"E |
25 |
6 |
|
დმანისის ანძა |
101.0 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°22'38"N 44°12'52"E |
150 |
8 |
|
დედოფლისწყაროს ანძა |
100.7 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°28'00"N 46°08'11"E |
180 |
8 |
|
ჭიათურის ანძა |
107.5 |
FM |
V |
წრიული |
250 |
42°17'16"N 43°15'39"E |
50 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა. ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. კომისიის 2026 წლის 15 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ წარმომადგენელი მაკა ჯახუა. სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2026 წლის 19 თებერვალს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
