წვდომის მენიუ

შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N647,N648, N649, N650, N651, N652, N653, N654, N655, N657, N658, N659, N661, N662 და N663 უფლებების გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის №გ-21-15/652 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-26-4 / 148

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 16:10

მიღების თარიღი აპრილი 02, 2026

შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N647,N648, N649, N650, N651, N652, N653, N654, N655, N657, N658, N659, N661, N662 და N663 უფლებების გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის №გ-21-15/652  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

განმცხადებელი: შპს „ალფაკომი“ (ს/ნ 204958340);

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 2 აპრილი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-26-7/3346, 31.03.2026) მიმართა  შპს „ალფაკომმა“ (ს/ნ 204958340) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N647,N648, N649, N650, N651, N652, N653, N654, N655, N657, N658, N659, N661, N662 და N663 უფლებების გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის №გ-21-15/652 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

2. კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის №გ-21-15/652 გადაწყვეტილებით შპს „ალფაკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის:

ა) N647 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 101 010 – 800 101 019) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ) N648 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 112 110 – 800 112 119) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

გ) N649 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 202 020 – 800 202 029) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

დ) N650 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 282 820 – 800 282 829) საქართველოს ტერიტორიაზე  ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას  ინტელექტუალური  ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ე) N651 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 388 990 – 800 388 999) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ვ) N652 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 404 040 – 800 404 049) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ზ) N653 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 414 140 – 800 414 149) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

თ) N654 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 505 050 – 800 505 059) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ი) N655 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 517 510 – 800 517 519) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

კ) N657 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 707 070 – 800 707 079) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ლ) N658 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 717 170 – 800 717 179) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

მ) N659 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 770 000 – 800 770 009) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ნ) N661 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 808 080 – 800 808 089) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ო) N662 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 880 080 – 800 880 089) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

პ) N663 უფლებას სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერზე (800 909 090 – 800 909 099) საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

3. შპს „ალფაკომს“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსებზე არ ჰყავს აბონენტები,

II. სამოტივაციო ნაწილი

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა)ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის  გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ალფაკომის" (ს/ნ 204958340) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N647,N648, N649, N650, N651, N652, N653, N654, N655, N657, N658, N659, N661, N662 და N663 უფლებები და ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  კომისიის  2021  წლის  9  დეკემბრის  №გ-21-15/652 გადაწყვეტილება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ალფაკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა        თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები