წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-26-4 / 80

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2026 11:36

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2026

შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

განმცხადებელი: შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 19 თებერვალი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით (წერილის  კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-25-7/5223,29.12.2025) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღამ“ (ს/კ204876269) კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიას კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;

ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:


ზემოაღნიშნული  
გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია  მითითებული  კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა. ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2026 წლის 15 იანვრის კომისიის№გ-26-23/9 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად  გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა  2026  წლის  19  თებერვალი,  ხოლო  გადაწყვეტილების  მიღების  თარიღად  ზეპირი  მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის სხდომაზე. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები შესაბამისად კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს კომისიის სხდომაზე.

5. კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ წარმომადგენელი მაკა ჯახუა. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ მოთხოვნა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის   382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B75 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2025 წლის 16 იანვრის №გ-25-6/14 გადაწყვეტილება;

2. განემარტოს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღას“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღასთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა              თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები