შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2026 12:45
მიღების თარიღი ივლისი 17, 2026
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
განმცხადებელი: შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 17 ივლისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/5212, 19.05.2026) მიმართა შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ (ს/კ 204892535) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიას 2026 წლის 4 აგვისტომდე, 2016 წლის 4 აგვისტოს №544/1 და 2018 წლის 5 ივლისის №385/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 აგვისტომდე;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;
ვ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;
ზ) ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
იგოეთი |
93.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°59'19.78"N 44°25'33.54"E |
20 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ 2026 წლის 19 მაისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-7/5212, 19.05.2026).
II. სამოტივაციო ნაწილი
7. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2026 წლის 11 ივნისის კომისიის №გ-26-23/268 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 16 ივლისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე. კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №გ-26-19/315 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2026 წლის 11 ივნისის კომისიის №გ-26-23/268 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად 2026 წლის 16 ივლისის ნაცვლად განისაზღვრა 2026 წლის 17 ივლისი.
8. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი -№26-10-1339, 10.06.2026) რომელმაც შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო მაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 2835 ლარი.
9. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი მარიამ ბოჭორიშვილი. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.
10. კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენელი მარიამ ბოჭორიშვილი. კომისიის 2026 წლის 17 ივლისის სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 10 წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ (ს/კ 204892535) კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიას 2026 წლის 4 აგვისტოდან 2036 წლის 4 აგვისტომდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2036 წლის 4 აგვისტომდე;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;
ვ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;
ზ) ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
იგოეთი |
93.7 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°59'19.78"N 44°25'33.54"E |
20 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ი) სალიცენზიო გადასახდელი: შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 2835.00 (ორი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 2835.00 (ორი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062
236.25 ლარი - 2026 წლის 17 აგვისტომდე;
236.25 ლარი - 2026 წლის 17 სექტემბრამდე;
236.25 ლარი - 2026 წლის 17 ოქტომბრამდე;
236.25 ლარი - 2026 წლის 17 ნოემბრამდე;
236.25 ლარი - 2026 წლის 17 დეკემბრამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 იანვრამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 თებერვლამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 მარტამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 აპრილამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 მაისამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 ივნისამდე;
236.25 ლარი - 2027 წლის 17 ივლისამდე;
2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), ვ), ზ), თ) და ი) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
