ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2026 12:26
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2026
ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე
,განმცხადებელი: ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია”;
კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 19 თებერვალი;
I.აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის№შ-25-7/5220, 29.12.2025) მიმართა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” (ს/ნ404511337) სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B 182 ლიცენზიას კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1, 2016 წლის 4 ოქტომბრის №664/5, 2017 წლის 28 სექტემბრის№654/2,2018 წლის 31 მაისის№332/2 და №2022 წლის გ-22-2/382 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 4 მარტამდე;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
5. კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი სათემო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” მიერ 2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/5220, 29.12.2025).
II. სამოტივაციო ნაწილი
7. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2026 წლის 8 იანვრის კომისიის №გ-26-23/10 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 19 თებერვალი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
8. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №26-10-14, 09.01.2026) რომელმაც ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 56862 ლარი.
9. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” წარმომადგენელი ნინო აბრამიშვილი. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.
10. კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიის” წარმომადგენელი ნინო აბრამიშვილი. კომისიის 2026 წლის 19 თებერვლის სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 10 წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის№1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” (ს/ნ 404511337) სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიას 2026 წლის 4 მარტიდან 2036 წლის 4 მარტამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2036 წლის 4 მარტამდე;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
თ) სალიცენზიო გადასახდელი: ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიის” სათემო რადიომაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 56862.00 (ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას სამოცდაორი) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 56862.00 (ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას სამოცდაორი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 მარტამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 აპრილამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 მაისამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 ივნისამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 ივლისამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 აგვისტომდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 სექტემბრამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 ოქტომბრამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 ნოემბრამდე;
4739.00 ლარი - 2026 წლის 19 დეკემბრამდე;
4739.00 ლარი - 2027 წლის 19 იანვრამდე;
4733.00 ლარი - 2027 წლის 19 თებერვლამდე;
2. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის“ გაგზავნა; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), ვ), ზ) და თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
