რადიომოყვარულ ზურაბ შერმადინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2026 11:10
მიღების თარიღი მარტი 19, 2026
რადიომოყვარულ ზურაბ შერმადინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: ზურაბ შერმადინი
კომისიის სხდომის თარიღი: 19.03.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-9/1569,16.02.26) მიმართა მოქალაქე ზურაბ შერმადინმა რადიომოყვარულის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საკვალიფიკაციო ტესტირების ჩაბარების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ ზურაბ შერმადინი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2021 წლის 11 მარტის № გ-21-7/121 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L7ZS. კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს საკვალიფიკაციო საბჭოს № 09/26 ოქმის შესაბამისად განისაზღვრა რადიომოყვარულთა ტესტირების ჩატარების თარიღი 19.03.2026. მოქალაქე ზურაბ შერმადინმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „A“ კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზურაბ შერმადინს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2026 წლის 19 მარტიდან 2031 წლის 19 მარტამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
A - 107 |
ზურაბ შერმადინი |
ქ. თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი IV მ/რ, კორპ. 29, ბ.9 |
4L7ZS |
„A“ |
2. რადიომოყვარული ზურაბ შერმადინი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ზურაბ შერმადინისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ზურაბ შერმადინისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
